EVE Online, შეტაკება B-R5RB სისტემაში, News

Information / Statistics / Interviews / Stories / Events /
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

EVE Online, შეტაკება B-R5RB სისტემაში

Unread post#1 » 03 Feb 2014 05:21

>>>

EVE Online-ში თამაშის არსებობის 10 წლის მანძილზე მომხდარი ყველაზე ძვირადღირებული და მაშტაბური ბრძოლა დამთავრდა. 21 საათიანი ბატალიის შემდეგ განადგურებულ იქნა 75 Titan ტიპის ხომალდი (ამ დრომდე რეკორდი 12 ტიტანით განისაზღვრებოდა), რომლეთა შექმნაზეც მოთამაშეებს თვეები და წლები ჭირდებათ, ხოლო ზოგი მათგანის ღირებულება 3000 დოლარსაც აღწევს. შიდა ვალუტის მიხედვით ბრძოლის პერიოდში დაგროვილმა საერთო დანაკარგებმა 11 ტრილიონი ISK შეადგინა, რაც დაახლოებით 300 000 დოლარის ტოლია. ერთ სისტემაში მიმდინარე 21 საათიანი შეტაკების პერიოდში, ათასობით მოთამაშეთა მოქმედებების კანონზომიერი გადამუშავებისთვის სერვერის მუშაობის რამდენჯერმე შენელება გახდა საჭირო. მოცემული მოვლენის საპატივსაცემოდ EVE Online-ის შემქმნელები თამაშში დიდი მოცულობის მქონე ხომალდების ნანგრევებისგან "ტიტანომორხიად" წოდებულ, სპეციალურ სამახსოვრო მონუმენტს ააგებენ.

>>>
    ბრძოლა B-R5RB-ისთვის ციფრებში:
  • ჩართულების რაოდენობა ორი კოალიციიდან 7548,
    6058 მათგანი უშუალოდ B-R5RB სისტემაში იმყოფებოდა.
  • ჩართული იქნა 717 მოთამაშეების მიერ შექმნილი კორპორაცია.
  • ჩართული იქნა 55 სათამაშო ალიანსი.
მომხდარი მოვლენების ჩანაწერის ნახვის სურვილის გაჩენის შემთხვევაში,
შეგიძლიათ მოცემულ ლინკზე გადახვიდეთ.
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

EVE Online (შეტაკება B-R5RB სისტემაში)

Unread post#2 » 10 Feb 2014 02:16

15 000 ახალი მოთამაშე დაემატა სამყაროს ამ მოვლენების შემდეგ. ასევე, იმ მონუმენტის გარდა, რაც ზევით ვახსენე, აპირებენ კიდევ ერთი, ამჯერად რეალური მემორიალის აგებას, რომელიც თამაშის 10 წლის თავის აღსანიშნავი იქნება.

მემორიალი მოთავსებული იქნება ნახევარი მეტრის სიმაღლის ბეტონის პლადფორმაზე, მასზე კი მოთამაშეების სახელებს დააწერენ. ამასთან ერთად, მის ქვევით დამარხული იქნება ნოუთბუქი, რომელშიც თამაშში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების აღმწერი ვიდეოები და მოთამაშეების (დეველოპერების) კომენტარები იქნება თავმოყრილი. გახსნა 30 აპრილს არი დაგეგმილი.
კვაზი-mode

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest

cron