Electronic Arts ამერიკის ყველაზე ცუდი კომპანია, News

მოვლენები, ამბები, სტატისტიკა, ინტერვიუები, ღონისძიებების საერთო...
User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Electronic Arts ამერიკის ყველაზე ცუდი კომპანია

Unread post#1 » 29 Jan 2014 03:26

Consumerist-ის ყოველწლიური "Worst Company in America" ცერემონიის ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ მთავარი ნომინაციის გამარჯვებულად ამჯერადაც (ანუ მესამეჯერ), შესაძლოა კომპანია Electronic Arts დასახელდეს. წლის ყველაზე უარესის როლში ნომინირებულთა შორის ოფიციალური გამოკითხვა ჯერ არც კი დაწყებულა, მაგრამ ხალხის უმრავლესობა უკვე მზადაა კიდევ ერთხელ გადასცეს EA "ოქროს PooPoo", ნათქვამია Consumerist ვებ გვერდზე. ყველაზე უარესთა ვინაობა ათასობით მომხმარებლის ხმის მიცემის მეშვეობით ირკვევა, საბოლოო შედეგები კი გაზაფხულის დასაწყისისთვის გახდება ცნობილი.

>>>

ამ საეჭვო პრიზის მფლობელთა შორის EA ერთადერთი კომპანიაა რომელმაც უკვე ორი ჯილდოს მიღება მოასწრო. Battlefield 4 პრობლემატურმა სტარტმა და SimCity ოფლაინ პაჩის ნახევარწლიანმა დაგვიანებამ (თამაშზე თავის დროზე განაცხადეს, რომ მისი ოფლაინ რეჟიმზე გადაყვანა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა) შესაძლოა ამჯერადაც ისე გააღიზიაოს მოთამაშეები, რომ მათ ცნობილ გამომცემლს კიდევ ერთხელ შეუწყონ ხელი გამარჯვების მოპოვებაში.

>>>

ადრე EA წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ თვლიდნენ საკუთარ თავს ყველაზე ცუდ კომპანიათ, მაგრამ ამასთანავე მათთვის უსიამოვნო იყო, როდესაც სხვები მას ასე ხედავენ. პრეზიდენტი ფრენკ გიბო ჯერ კიდევ მაშინ დაგვპირდა, რომ EA შეეცდებოდა მისი მომხმარებლის პრეტენზიების გათვალისწინებას, რათა ფუნდამენტურად გარკვეულიყვნენ მათ მოთხოვნებში და შეეჩერებინათ მათ მხარეს მიმართული ზიზღი.
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Electronic Arts (Worst Company in America)

Unread post#2 » 29 Mar 2014 04:45

გამოვარდა პირველივე ტურიდან Time Warner-ის კაბელური ტელევიზიის კომპანიამ გაასწრო, მარა სიაში კიდევ ბევრი საინტერესო მონაწილე რჩება (თამაშების ინდუსტრიასთან ნაკლები შეხებით, მაგრამ მაინც საინტერესოა ვინ გაიმარჯვებს)

მონაწილეების მთლიანი სია და მიმდინარე პოზიციები - >>>
კვაზი-mode

Astronaut
Posts: 29
Contact:

Electronic Arts (Worst Company in America)

Unread post#3 » 29 Mar 2014 11:53

საინეტერესოა Update-ები დადე ხოლმე

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests