Andrzej Sapkowski და თამაშები, News

მოვლენები, ამბები, სტატისტიკა, ინტერვიუები, ღონისძიებების საერთო...
User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Andrzej Sapkowski და თამაშები

Unread post#1 » 08 Nov 2012 19:20

>>>

პოლონელმა მწერალმა და Witcher-ის საგის ავტორმა, ანდრეი საბკოვსკიმ, Eurogamer-ის რეგიონალურ განყოფილებას ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ვიდეოთამაშებით აბსოლიტურად არ არის დაინტერესებული. "სამწუხაროდ არანაირ ვიდეოთამაშს არ ვთამაშობ, იქნება ეს ფანტასტიკა თუ რაიმე სხვა", - აღნიშნავს მწერალი. - "ხანდახან პრესას ვეცნობი, ან სატელევიზიო პროგრამებს უყურებ, აღფრთოვანებულივარ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებით და გრაფიკით. მაგრამ სიუჟეტურ თამაშებზე არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან ყველა მათგანი ერთ დიდ სასაკლაოს მაგონებს". როდესაც საუბარი პოლონური სტუდია CD Projekt RED მიერ შექმნილ Witcher-ის ცნობილ სერიაზე წავიდა, საპკოვსკიმ აღნიშნა, რომ თამაშის შექმნაში სათანადო ჩართულობას ვერ გრძნობს. ამის გარდა, ავტორის სიტყვებით, სათამაშო სერია - არაფერია გარდა ავტორების ფანტაზიის ნაყოფისა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს წიგნში აღწერილ, ორიგინალური ისტორიასთან: "მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, Witcher-ის თამაშები - არც სიკველი და არც წიგნის პირველწყაროში განვითარებული ალტერნატიული ისტორია არ გახლავთ. ეს ჩემი ნამუშევარის გარკვეული ელემენტების, უკვე სხვისი ავტორობით შექმნილი, თავისუფალი ადაპტაციაა. The Witcher - მართლაც შესანიშნავი თამაშია და შემქმნელებს თავისი უნდა მივცეთ. მაგრამ გერალტის ორიგინალურ ისტორიაზე ზეგავლენის მოხდენას ისინი ამით ვერ შეძლებენ. რადგან Witcher-ის შემქმნელი მხოლოდ ერთია - ანდრეი საბკოვსკი". ავტორი ხაზგასმით აცხადებს, რომ რომანის ინტელექტუალურმა გადატანამ შესაძლოა ბევრი დააინტერესოს მისი სიმარტივით, სილამაზით და კონფორტულობით, მაგრამ წიგნის სამყაროს სრულიად თამაშში გადმოტანა მაინც შეუძლებელი იქნება. ამ დროისთვის ავტორი ახალ წიგნზე მუშაობს, რომლს მოქმედებაც ზუსტად Witcher-ის საყაროში განვითარდება. სამწუხაროა, მაგრამ სავარაუდოთ, CD Projekt RED და საბკოვსკის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი, ვერც თამაშის მეოთხე ნაწილი ვერ გახდება.
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Andrzej Sapkowski (ინტერვიუ)

Unread post#2 » 08 Nov 2012 19:25

ადრეც თქვა მსგავსი რაღაც თამაშზე
ასე თუ ისე მაინც კმაყოფილი უნდა იყოს ^_^
ფილმმა და სერიალმა საერთოდ ჩაუსვარა თავის დროზე : D
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Andrzej Sapkowski (ინტერვიუ)

Unread post#3 » 08 Nov 2012 19:30

პროსტა პოპულარობა რო ავიღოთ, ერთი 50% მაინც თამაშის დამსახურებული იქნება. სხვაობაზე რო წავიკითხე მაგრად მომინდა წიგნის დაწყება.
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Andrzej Sapkowski (ინტერვიუ)

Unread post#4 » 08 Nov 2012 19:54

არა 50% ბევრია ძალიან. პატარა თაობითვის შეიძლება საკმაო როლი ქონდეს თამაშს მარა ეს უფრო ძველი თაობაა და თამაში რაღაც ზღვაში წვეთი გამოდის პოპულარობის მხრივ ამის 5 წიგნთან რო დააყენო
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Andrzej Sapkowski (ინტერვიუ)

Unread post#5 » 08 Nov 2012 22:42

თანამედროობაზე ვამბობ, როდიდან დაიწყო წერა არვიცი. ჩემიაზრით სტალკერის ტოლფასი მოვლენაა, როგორც ჩერნობილი გაიგო პლანეტის გარკვეულმა ნაწილმა (უფრო დეტალურად) რა იყო, ისე მოხდა ვეძმინის გაპიარება თამაშით. არვიცი რამდენად იყო მსოფლიო მწერალი მანამდე, მარა თამაშის მერე აშკარად გაეზდებოდა საყოველთაო პოპულარობა. 50% სიტყვაზე დავწერე, გამოკითხვის გარეშე )))
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3604
Contact:

Andrzej Sapkowski (ინტერვიუ)

Unread post#6 » 08 Nov 2012 23:25

ჰმ, რავი არამგონია რომ თამაშზე პოპულარული იყოს, ფენტეზის დიდი ხანია ვკითხულობ და იშვიათად შემხვედრია რამე ტოპ ჩარტებში ან რჩევებში. ხარისხით კი თამაშის სიუჟეტი და შესრულება ბევრად ძლიერია წიგნისაზე ჩემი აზრით. ატმოსფეროს ხიბლი კი სრულიად რედის დამსახურებაა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Andrzej Sapkowski (ინტერვიუ)

Unread post#7 » 09 Nov 2012 01:38

რედების პასუხმაც არ დააყოვნა. აღიარებენ თამაშისა და წიგნის შორის სხვაობას, მაგრამ კვლავ მოცემული გზით აპირებენ წასვლას, ანუ მწერლის ძირითადი კონცეფცია და დეველოპერების შემდგომი გავრცობა (რავი აქამდე ცუდათ არ გამოსდიოდათ, იედია მესამეშიც არ ჩაი,,,ნ).
კვაზი-mode

User avatar
Slacker
Posts: 243
Contact:

Andrzej Sapkowski (ინტერვიუ)

Unread post#8 » 14 Nov 2012 02:19

არ ვიცი რითია უკმაყოფილო ეს კაცი,
ისეთი მაგარი გამოვიდა თამაში, რომ სერიალსაც კი ვუყურე რომელიც ძალიან დიდი ნაგავია, მაგრამ მაინც გამისწორდა და წიგნი რომ თარგმნონ ქართულად 100$ს გადავიხდი თითო ფურცელში და დარწმუნებული ვარ ჩემნაირი კიდე ბევრია.
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests