Disney და Lucasfilm-ის გაერთიანება, News

მოვლენები, ამბები, სტატისტიკა, ინტერვიუები, ღონისძიებების საერთო...
User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Disney და Lucasfilm-ის გაერთიანება

Unread post#1 » 06 Nov 2012 02:42

ბევრი თქვენგანისთვის ალბათ უკვე ცნობილია, რომ Pixar და Marvel-ის მფლობელმა გიგანტმა, The Walt Disney Company-მ თავის მოკრძალებულ კოლექციას კიდევ ერთი ახალი კომპანია შემატა და Lucasfilm-ი ყველა მისი აქტივებიანად 4 მილიარდ დოლარად შეისყიდა. StarWars-ის საგის მეშვიდე სერიის დაანონსების და მოცემული ინფორმაციის გადახარშვის ფონზე, შედარებით შეუმჩნეველი დარჩა ჯორჯ ლუკასის ყოფილი კომპანია LucasArts, რომელიც ძირითადად თამაშების შექმნით არის დაკავებული.

>>>

Disney-ის ხელმძღაველი როპერტ აიგერის თქმით, Lucasfilm-ის სათამაშო დანაყოფი PC და საშინაო კონსოლებზე აღარ იქნება ორიეტირებული და თამაშემს მხოლოდ ტელეფონებისთვის და პლანშეტებისთვის გამოუშვებს. მოცემულმა განცხადებამ კი გასულ E3-ზე ანონსირებული Star Wars 1313 სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პატარა გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ დეველოპმენტის გუნდის წარმომადგენელმა სიტუაცია მალევე განმუხტა და განაცხადა, რომ Lucasfilm და Disney შორის მიმდინარე გარიგებები თამაშის შექმნის პროცესზე ჯერჯერობით არანაირად არ აისახება. "მოცემულ მომენტში ძველ პროექტებზე მუშაობა ძველი რითმით გრძელდება"- დაამატეს LucasArts-ის წარმომადგენლებმა. ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე რობერტ აიგერმა ასევე აღნიშნა, რომ The Walt Disney Company არ აპირებს Star Wars-ის სამყაროზე შექმნილ კონსოლურ თამაშებზე უარის თქმას. (edit: რაც საბოლოოთ დიდი ტყუილი აღმოჩდა, ყველა დიდი პროექტი დახურეს)
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3604
Contact:

Disney & Lucasfilm (გაერთიანება)

Unread post#2 » 06 Nov 2012 03:01

O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests