BioWare-ის დამფუძვნებლები კომპანიას ტოვებენ, News

#1 - მოვლენები, ამბები, სტატისტიკა, ინტერვიუები, ღონისძიებების საერთო...
User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

BioWare-ის დამფუძვნებლები კომპანიას ტოვებენ

Unread post#1 » 20 Sep 2012 15:43

გუშინ BioWare-ის დამმარსებლებმა რეი მუზიკამ და გრეგ ზეშუკმა კომპანიიდან წასვლის შესახებ განაცხადეს. მოცემულ განცხადებას სენსაციურს ვერ დავარქმევთ. ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მუზიკა და ზეშუკი BioWare-ის დატოვებას აპირებდნენ, სტუდიის Electronic Arts-ის შეძენისთანავე დაიწყო. საწყენი სრულიად სხვა მომენტია - უამრავი კოლეგისგან განსხვავებით, რეი და გრეგი საკუთარი სტუდიის გახსნას არ აპირებენ. მათ საერთოდ ინდუსტრიიდან წასვლააქვთ გადაწყვეტილი.

>>>

მაგალითად, გრეგი ამბობს, რომ მეტი დროის გატარება უნდა ოჯახთან და მეგობრებთან, ასევე ოცნებობს მჭიდროთ დაკავდეს თავისი ჰობით - ლუდით. "ჩემი ახალი პროექტი იქნება ინტერნეტ-შოუ The Beer Diaries, რომელშიც იქნება ინტერვიუები ცნობილ ლუდის მხარშავებთან, ხოლო ამის შემდეგ მათი ლუდის დემონსტრაციაც მოხდება. თუ ყველაფერი კარგად წავა, ლუდთან დაკავშირებული კიდე რამდენიმე პროექტს ავამუშავებ. ახლო მომავალში გეიმ დეველოპმენტში დაბრუნება ჩემს გეგმებში არ შედის", - განაცხადა გრეგმა. ამასთან ერთად, მან ასევე აღნიშნა, რომ მისი წასვლა არანაირად არ უკავშირდება EA-ს - გამომცემლობასთან მუშაობის პერიოდიდან მას მხოლოდ დადებითი გრძნობები მიყვება. მიზეზი ბევრად მარტივია: BioWare-ში 20 წლიანი მუშაობის შემდეგ გრეგი უბრალოდ გადაიწვა და გადაწყვიტა, რომ დასვენების და რაიმე სხვა საქმით დაკავების დროა.

>>>

დაახლოებით მსგავს განმარტებას იძლევა რეი მუზიკაც. "პირადული თვალსაზრისით მე მოცემულ ინდუსტრიაში ყველაფერს მივაღწიე რისი გაკეთებაც მინდოდა. ახლა კი ცოტა განსხვავებული გამოწვევის მიღების დრო მოვიდა. სხვა ინდუსტრიაზე ვაპირებ გადართვას, რაიმე საინტერესო და სრულიად განსხვავებული მინდა", - განაცხადა რეიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო, მედიცინის და ცხოველთა დაცვის სფეროებში ფულის ჩადებით, თავისი დროის უდიდესი ნაწილის ქველმოქმედებისთვის დათმობას აპირებს. ვიდეოთამაშებს რაც შეეხება, მუზიკა კვლავ მათი მოყვარული რჩება, მაგრამ არა დეველოპერი. "მე კვლავ მომწონს თამაშები - ეს ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ჰობია. BioWare-ის ახალი თაობის თამაშებს როგორც ნამდვილი ფანი ისე დაველოდები".
კვაზი-mode

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests