Motorola და Microsoft საპატენტო ომი, News

#1 - მოვლენები, ამბები, სტატისტიკა, ინტერვიუები, ღონისძიებების საერთო...
User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Motorola და Microsoft საპატენტო ომი

Unread post#1 » 04 May 2012 16:11

Motorola VS Microsoft
ორ მეგა კომპანიას შორის "საპატენტო ომი" ახალ ფაზაში გადავიდა. აშშს საერთაშორისო სავაჭრო კომისიის დადგენილების თანახმად, გერმანიის ტერიტორიაზე Microsoft-ის გარკვეული პროდუქციის გაყიდვა უნდა აიკრძალოს. შეგახსენებთ, რომ Motorola-სა და Microsoft-ს შორის გაჩენილი უთანხმოების მიზეზი, მობილურების გიგანტის ხუთი პატენტის დარღვევა გახდა. მოცემული საქმის საბოლოო ვერდიქტი სპეციალური კომისიის მიერ, აგვისტოში იქნება გამოტანილი.

>>>

Motorola-ს გერმანული მეინგეიმის რეგიონალურმა სასამართლომაც დაუჭირა მხარი. საუბარია ვიდეოს კოდირების და აღქმის ტექნოლოგიაზე, სახელად H.264. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოცემული ტექნოლოგიის საპატენტო პირობების დარღვევის გამო, გერმანიის ტერიტორიაზე Microsoft-ს Windows 7, Windows Media Player, Internet Explorer და Xbox 360 გაყიდვა აეკრძალება. ამას პლიუს, Motorola სადისტრიბუციო ქსელში გაშვებული კოპიების ამოღებას და განადგურებასაც გეგმავს.

>>>

როგორც ზევით აღვნიშნე, მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება, მხოლოდ მაშინ შევა ძალაში, როდესაც აშში მიმდინარე მსგავსი პროცესიც დამთავრებული იქნება. ჯერჯერობით Microsoft არ ჩქარობს Motorola-ს წამოყენებული პირობების შესრულებას და სასამართლოს განასჩენის გასაჩივრებას აპირებს. კომპანია ასევე უარს აცხადებს Motorola-ს შემოთავაზებაზე, რომლის მიხედვითაც, Motorola-ს მხრიდან პრეტენზიების მოხსნისთვის, ერთმა გიგანტმა მეორეს წელიწადში 4 მილიარდი დოლარი უნდა უხადოს. საპასუხოთ Microsoft წარმომადგენლები Motorola-ს მისი ლიცენზიური პატენტების პირობების გადახედვას ურჩევენ, რადგან მოცემული საქმე შეიძლება მის ყველა მომხმარებელზე აისახოს - H.264-ის ფორმატს მსოფლიოს მაშტაბით, ჩაწერილი ვიდეოების დაახლოებით 80% იყენებს.
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Motorola VS Microsoft (საპატენტო ომი)

Unread post#2 » 24 May 2012 20:40

მოსამართლე დევიდ შოს განაჩენის მიხედვით, კონსოლების შექმნის დროს Microsoft-მა რეალურად გამოიყენა Motorola-ს მიერ დაპატენტებული ტექნოლოგია, რის გამოც პირველმა უნდა შეაჩეროს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე Xbox 360 Slim-ის 4 და 250 GB ვერსიების გაყიდვა. ამასთანავე, კომპენსაციის სახით, ბრალდებულმა დაზარალებულს შეერთებული შტატების მაშტაბით ჯერ არ გაყიდული კონსოლების ღირებულების 7% უნდა გადაუხადოს. Microsoft რათქმაუნდა ასაჩივრებს მოცემულ გადაწყეტილებას და მხოლოდ 2,5% გადახდაზეა თანახმა, ხოლო Motorola-ს წარმომადგენლეი ჯერ არ გაყიდული კონსოლების ღირებულების მთლიან 100% ითხოვენ.
კვაზი-mode

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests