Kojima-ს ექსტრემალური იდეები, ამბავი

ფორმატები . ამბავი . ტექნოლოგია . სტატისტიკა . ინტერვიუს მონახაზი . ღონისძიება . სხვა
Riddick
Posts: 9412
Contact:

Kojima-ს ექსტრემალური იდეები

Unread post#1 » 09 Oct 2010 07:21

>>>

ცნობილი გეიმდიზაინერი და Metal Gear'ის სერიის შემქმნელი, ჰიდეო კოჯიმა, თავის კარიერას ჯერ კიდევ ოთხმოციან წლებში იწყებდა. ჰიდეოს თამაშების ირგვლივ, უკვე იმ დროისთვისაც ძალიან ბევრი ორიგინალური იდეა აწუხებდა და ჩანაფიქრშიც ბევრი რამ ჰქონდა, რომლებიდან ერთერთზეც მან თავის Twitter-ვებგვერდზე გვიამბო. კოჯიმას ყოველთვის აინტერესებდა კითხვა - თუ როგორ შეიძლებოდა თამაშის შეფუთვის თვითონ თამაშის პროცესში გამოყენება. მაგალითად, ყველაზე პირველი Metal Gear'ის გამოშვებისას მან ყუთის უკანა მხარეს რადიო ტალღის მონაცემები მიაწერა, რომელიც ინგეიმ ერთერთ პერსონაჟს იძახებდა.

>>>

იდეა, რომლის შესახებაც მან გვიამბო, 1988 წელს გაოსულ კიბერპანკის სათავგადასავლო თამაშს სახელად Snatcher'ს ეკუთვნის. ჰიდეოს იდეის მიხედვით, თამაშის ყუთი სპეციალური საღებავით უნდა დაფარულიყო, რომელიც გაცხელების დროს ადამიანის სისიხლის სუნს გამოუშვებდა. "წარმოიდგინეთ, თქვენი კონსოლი დანაშაულის ადგილის სუნს გამოყოფს", - წერს კოჯიმა. საუბედუროდ (ან საბედნიეროდ?), იდეამ არ გაამართლა.

ეს გეიმ დიზაინერის მიერ მოფიქრებული საერთო კონცეფციის მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილი გახლდათ, არის სხვებიც: დისკზე რაიმე წარწერის გაკეთება, რომელიც მხოლოდ გაცხელების შემთხვევაში გამოჩნდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ DVD და Blu-ray'ს თანამედროვე დისკები, მოძველებულ კარტრიჯებთან შედარებით, არანაკლებად ცხელდებიან, მსგავსი კონცეფციის თანამედროვე თამაშებში განხორციელება ჯერ კიდევ არ არის გვიანი.
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
Tom Clancy
Posts: 1576
Contact:

Hideo Kojima (ექსტრემალური იდეები)

Unread post#2 » 09 Oct 2010 08:14

თუ გააკეთეს და არ გაამართლა, მაინც დაესევა ხალხი (დაესევა რა, უფრო მეტ კოპიას იყიდიან, ალბათ, თუ ფასი არ მოუმატეს კეისს ცალკე xD).
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests