სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე,

თემების ფორმები:
ამბავი . ღონისძიება . ტექნოლოგია . სტატისტიკა . ინტერვიუს მონახაზი . სხვა
User avatar
hellwalker
Posts: 4662
Contact:

სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე

Unread post#1 » 11 Jul 2019 23:15

რამდენიმე წლის წინ, ზუსტად არ მახსოვს როდის სტიმმა უარი თქვა ტრადიციულ კურირებულ მთავარი გვერდის და რეკომენდაციების სისტემაზე და გადავიდა პერსონალიზებულ მთავარ გვერდზე სადაც "ნიუს კარუსელში" და "სარეკლამო კუბიკებში" გამოჩენილი თამაშები ინდივიდუალურად გამოჩნდებოდა. მთავარი მიზეზი ამისი იყო კონტენტის კურირების პასუხისმგებლობის მოხსნა თავის თავიდან და ბარიერის გამარტივება თამაშის დადებაზე.

ნელნელა იხვეწებოდა ეგ ტექნოლოგია და სტიმი აღწერდა ბლოგებზე ყველა ცვლილებას. ასევე სტიმმა გადაწყვიტა საჯაროდ გამოეტანა ძირითადი მახასიათებლები რის მიხედვითაც თამაშს გირჩევდა. ყველა თამაშის გვერდზე გამოტანილი იყო ეს პარამეტრები "10 მეგობარმა ითამაშა", "ახალი და პოპულარულია" "მსგავსი 5 თამაში ითამაშე ბოლო 6 თვეში".

ძირითადი ბურჯი ამ რეკომენდაციების იყო მაინც სტიმის ტაგები. რაც მეტ თამაშს ითამაშებდი რაღაც ტეგით (შუტერი, მულტიპლეიერი, ტოპ-დაუნი, ინდი) და რაც მეტ მსგავს თამაშს შენი სამეგობრო თამაშობდა მით უფრო მეტი შანსი იყო ეგ თამაში ერჩია.

ეხა კიდე უფრო საინტერესო მიმართულებით. "მანქანური სწავლის" (Machine Learning) მეშვეობით ფიქრობენ რეკომენდაციების დახვეწას და შეილება სერიოზული წინსვლა იყოს სტიმის თავისუფალი მარკეტის პირობებში უსერებისთვის საინტერესო და ხარისხიანი კონტენტის გამოსატანად.

უფრო დეტალური სტატია
https://www.pcgamer.com/steams-new-inte ... zwUXnESmLI
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4662
Contact:

Re: სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე

Unread post#2 » 11 Jul 2019 23:34

ადრეც მითვამს მარა გავმეორდები კიდევ რომ მე ძალიან მომწონს ის საითკენაც მიდის სტიმი ამითი. ძალიან ფუნდამენტალურ მოვლენად ვთვლი კურირების გაუქმებასაც და საერთო მთავარი გვერდის გაუქმებასაც. ამის მნიშვნელობა არ ჩანდა კარგად თავიდან, მაგრამ უკვე იკვეთება ჩემი აზრით და ამ ტექნოლოგიამ თუ გაამართლა(!) ძალიან კარგი იქნება.

1) აღარ იქნება რაღაც მარტივი ტოპ X თამაშები როგორც ადრე იყო რომ ვაბშე ყველა აქტიურ პლეირს ნათამაშები თუ არა გაგონილი მაინც ქონდა ეგ თამაშები და ეგ პატარა ელიტა დომინირებდა სულ.

2) ბევრად მეტი თამაში იპოვის მომხმარებელს, და მომხმარებელსაც ბევრად მის გემოვნებაზე მორგებული გართობა ექნება ბევრი. ვიდრე 80 წლის ბებიაზე და 12 წლის ბავშვზე ერთდროულად გათვლილი მარაზმები.

3) პროდუქტის დიდი არჩევნით და ვარირებადი ხარისხით გამოწვეულ პრობლემას რომ ნაგვის ფილტრვა გიწევს და შენთვის არ მოსაწონი არჩევნის გაფილტრვა ბევრად გაამარტივებს და ძაან მარტივი იქნება კაი ვეშების გაძრობა. რაც მეტს ითამაშებ იმას რაც მოგწონს მით მეტ მსგავს პროდუქტს ამოგიგდებს. თუმცა შენთვის უცნობი და ახალი ექსპერიენსების გაძრობა ვიღაცის კურირების დახმარებსი გარეშე რათქმა უნდა გართულდება გაზრდილი თამაშების რაოდენობასთან ერთად.

4) ვიღაც განდ*ნა პაბლიშერი/პლატფორმა მასტების ხელში არ იქნება კურირება რომ უნდათ სხვას გადაუწყვიტონ რა არის კარგი თამაში, რა არის სწორი მიდგომა და რა უნდა "ითამაშოს ხალხმა".

5) მარკეტი გაიზრდება მაგრამ სეგრეგაციაც გაიზრდება. ანუ იმის მაგივრად რომ ყველამ ვიღაც ამერიკელი *** მონოპოლისტი გიგანტის ერთი და იგივე პროდუქცია შნთქას მუდმივად, უფრო ნიშა ვეშებს ჩაუჯდებიან და ეგ ფული წავა მეტ დეველოპერზე.

Machine Learning თავის მინუსებიც აქ რათქმა უნდა და საშიშროებები. კერძოდ კი ხალხის მიერ მოსაწონი ტენდენციების შესწავლა მასეთ დონეზე ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს დიდ კორპორაციებს. პროსტა ამას მაინც აკეთებენ, გარდაუვალი მომავალია. ამიტომ მაგ კონტექსტში მაღაზია რომელსაც უნდა რომ ბევრი დეველოპერი ბევრ ნიშა პლეირს დააკავშიროს და მაგით იხეიროს ასი თავით უფრო მესიმპატიურება ვიდრე ტრადიციული განდ*ნა პაბლიშერი, დისნეები და ეგეთი ხუ*ნა.

► Show Spoiler
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 9174
Contact:

Re: სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე

Unread post#3 » 17 Jul 2019 02:36

რაღაც როგორი ცვლილებაა იცი რო აი კი კაია :please: , მარა რა არი რელაურად კაი მაინც არვიცი :) ანუ კი წერ და ვკითხულობ, მარა რამე კონკრეტულ უპირატესობას ვერ ვხედავ. არმინდა რო Machine Learning სწავლობდეს რას ვთამაშობ და ისე მიქმნიდეს გარემოს. მინდა ლოგიკურად მოწყობილი მარკეტი, რომელშიც რაღაც ჩემთვის უცხოც იქნება, მე კიდე ჩემი იმ მომენტის ინტერესით ავირჩევ თამაშს. Machine Learning რაღაც შენივე ინტერესის ვაკუუმში გაქცევს და კიდე უფრო ართულებს ყველაფერს.
https://coub.com/view/1uyb05

User avatar
hellwalker
Posts: 4662
Contact:

Re: სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე

Unread post#4 » 17 Jul 2019 02:59

#1) ავტორეკომენდაციები
კაი ისაა რომ შეძლებს გირჩიოს ისეთი თამაშები როგორიც მოგწონს. ასევე შემოაგდებს ამ რეკომენდაციებში ახალ რაღაცეებსაც. შენი მეგობრები რას თამაშობენ, ხალხში რა არის პოპულარული და ა.შ.
#2) პირადი ძებნა
ასევე ტეგებში და კატეგორიებში უფრო სწორედ დაალაგებს თამაშებს და შეგძლებ შეხვიდეო რამე კატეგორიაში და გაფილტრო სიები. მაგალითად ყველაზე თამაშებადი გონკები ბოლო 5 წელში და ნახავ.
#3) კურირებული რეკომენდაციები
ასევე თუ გინდა რომ ვიღაცამ დაგილაგოს რეკომენდაციები ვის გემოვნებას ენდობი შეგიძლია კურატორები გამოიწერო.

ამ სამივე მიმართულებას ამუშავებენ და მოშნად დაბუსტავს სამივეს "ბალანს" ეგ Machine Learning იმიტო რომ ნახადუ შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას ბალანსზე და ინდივიდუალურ უსერზე გათვლა გახდება "იაფი" უფრო დროის და გამოთვლითი ძალის მხრივ.

რამდენად შენი ინტერესის ვაკუუმში ჩაგკეტავს ეგ უკვე გამომდინარეობს როგორ გამოიყენებ. თუ not interested-ს მიცემ ბევრს და ტაგებს დაბანავ უფრო ვიწრო რეკომენდაციას მიიღებ.

ანუ ფაქტი რომ ბევრად მეტი განხსვავებული პლეირი თამაშობს თამაშებს და პროდუქტიც ბევრად მეტი იქმენა გაუქცევადია. და მე მომწონს რომ არ ებრძვიან ამას და ცდილობენ ფეხი აუწყონ ამ რეალობას. ბევრად ჯანსაღი მიდგომაა და საინტერესო ჩემთვის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 12 guests

cron