Ragnarok, საერთო თემა

ფორმატები ▶ საერთო თემა ▶ საკითხის გარჩევა ▶ ჩამონათვალი ▶ გამოკითხვა ▶ შედარება ▶ კითხვა
Riddick
Posts: 9979

Ragnarok

Unread post#1 » 26 Mar 2020 13:44

>>>

ზოგადად ხო ამოვიდა ეს თემა, მარა ცენტრალური მაინც დამოკიდებულება და უაზრო ინფორმაციაა რაც ნერვებს მიშლის. ხალხი სანამ მშიერი არ დარჩება ვერ მიხვდება რაშია საქმე.
მოკლედ ერთი დიდი და საკმაოდ რთული თემაა, რომელშიც უამრავი პატარა, მნიშვნელოვანი საკითხები შედის. ხოდა გადავწყვიტე გამეხსნა.
გამოუშვით ვინც რა იცით და სხვა შემავალ პრობლემებზეც ვილაპარკოთ.

User avatar
hellwalker
Posts: 5422
Contact:

Re: Pandemic

Unread post#2 » 26 Mar 2020 15:10

O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9979

Re: Pandemic

Unread post#3 » 26 Mar 2020 15:47

მაინც ერთხელ ნანახი ჯობია. ამ ვიდეოს რო ნახავთ დაფიქრდით რა შეილება მოხდეს გაცილებით ცუდათ განვითარებული ინფტასტრუქტურის მქონე ქვეყნებში, თუნდაც ინდოეთში, აფრიკის ქვეყნებში. ან რა შეილება მოხდეს იგივე ავსტრალიაში, რომელიც დიდი ალბათობით ჯერ კიდე ცეცხლის შედეგებს ებრძვის. ან იგივე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში... ვენესუელაში, სადაც ისედაც უკვე შიმშილი იყო... :monkey: ან თუნდაც ჩვენთან, როცა დღეს გარეთ ხალხი ფაქტიურად ისევ თავისუფლად გადაადგილდება.

https://www.youtube.com/watch?v=QO4-Txvs5sE

რამდენი ხანია რაც ეს პრობლემააქვთ ამათ, დღევანდელის ჩათვლით ხო არ იცით?

User avatar
SLaYeR
Posts: 5200

Re: Pandemic

Unread post#4 » 26 Mar 2020 16:41

ვირუსი არის ძველი კორონავირუსის ჯგუფის წარმომადგენელი, ოღონდ ახალი შტამით. ზოგადად ეს ვირუსი გვხვდება სხვადასხვა საქონელში და ღამურებში და აქვთ გაციების მაგვარი სიმპტომი, მაგრამ ამ ახალი მუტაციით ადამიანებისთვისაც საშიშია და ჯერჯერობით არ გვაქვს მაგის იმუნიტეტი.

ზოგადად ვირუსის ამბავში რაღაც ახალი არაფერია, ღორის გრიპიც და ფრინველის გრიპიც თავის დროზე ღორებში და ფრინველებში იყო გავრცეებული და მერე გადავიდა ადამიანზე. მეოცე საუკუნის დასაწყისში ღორის გრიპმა (H1N1) 50 მილიონი ადამიანი მოკლა - ამერიკელები, ბრიტანელები და ინდოელები. ერთ დროს შავი ჭირიც მიწის ჩვეულებრივი ბაქტერიისგან მუტირდა ისიც ჩინეთში და სავაჭრო გზებით გავრცელდა ევროპაში, რამაც ნახევარი შუა საუკუნეების ევროპა გაჟლიტა ))) ზოგადად ვირუსები სულ ტრიალებს, უბრალოდ თანამედროვე მედიცინის წყალობით ნაკლებად გვეხებოდა და ამ ეტაპზე რაღაც გაუთვალისწინებელი და უპასუხისმგებლო სიტუაცია შეგვექმნა.

ჩინეთში ალბათ ნოემბრის ბოლოდან გამოჩნდა ან შეიძლება ცოტა ადრეც და პირველი ინფიცირებულები იყვნენ ზღვის პროდუქტების ბაზრის მუშები. ჩინელმა ექიმმა გააბაზრა დეკემბერში მარა დაიჭირეს/გააჩუმეს და სანამ არ იფეთქა და უკონტროლო არ გახდა მსოფლიოს არ აცნობეს რა იყო და როგორ.

როცა გაირკვა ვირუსი რას იწვევდა, მაგ დროს იტალიაში უკვე მოდებული იყო და როგორც ჩანს ტურიზმით შევიდა, მაგრამ უპასუხისმგებლოდ მოეკიდნენ როგორც გრიპს და შედეგმაც არ დააყოვნა. იქაურებს თუ დავუჯერებთ, კარანტინის გამოცხადების შემდეგ როცა სამსახურებიდან დაითხოვეს, ხალხმა ნათესავებთან სტუმრობა, პაბებში სიარული და გართობა დაიწყო. კოცნით მისალმება იციან მანდაც ჩვენსავით.

ესპანეთშიც და საფრანგეთშიც თავისუფლად გადავიდა, მართალია იტალიამ საზღვრები გვიან ჩაკეტა მარა გადასვლა მაინც ხდება თუნდაც სამკურნალოდ, ზოგი უბრალოდ გარბის. ჩრდილოეთ იტალიაში უბალოდ ვერ აუდიან მკურნალობას რესურსის პონტში.

ვირუსი იწვევს პნევმონიას და მწვავე რესპირატორულ-სასუნთქი გზების ანთებას. ორივე განკურნებადია მაგრამ საჭიროა იმუნიტეტი და უფროს ასაკში უკვე ორგანიზმზეა დამოკიდებული. ცუდი და ყველაზე ვერაგობა ის არის რომ ორი კვირა ისე შეიძლება იყოს ადამიანი ვირუსის მატარებელი რო ვერ გაიგოს და ამასობაში სხვასაც გადასდოს.

ვაქცინის გაკეთებას ბევრი არაფერი არ უნდა დღევანდელ პირობებში, უბრალოდ ტესტი წაიღებს დიდ დროს და შედეგებზე დაკვირვება, სადღაც წლიდან წელიწადნახევრამდე.

ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგანან დასავლეთ ევროპა და ამერიკა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, მომავალი ყველაზე დიდი ეპიდცენტრი ამერიკა გახდება, თან თუ დავამატებთ რო ეკონომიკური კრიზისის შექმნა არ უნდათ და ტრამპი პარალიზების წინააღმდეგია, დიდ დარტყმას მიიღებენ ძალიან თუ ეს ასე მოხდა.

ბრძოლის მეთოდი დღეს მხოლოდ ერთია ეფექტური: ესაა ჩინური მეთოდი, სახლში ჩაკეტვის. მეორე მეთოდი ტრამპზეა დამოკიდებული რას იზავს და იქიდან გამომდინარე მიბაძავს მერე ყველა. ბრიტანეთს ვირუსთან თანაცხოვრება არ გამოუვიდა.

ვირუსი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ თანამედროვე საზოგადოება უნდა მიეჩვიოს სხვა რეჟიმში ცხოვრებას და შეამცირონ ამით მსხვერპლი. ამას ცოტა დრო უნდა და ჩადგება ნორმაში, მთავარია კონკრეტულმა მთავრობებმა სისულელეები არ ჩაიდინონ.

Kurzgesagt-ის ვიდეო ვირუსზე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 5200

Re: Pandemic

Unread post#5 » 26 Mar 2020 18:37

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9979

Re: Pandemic

Unread post#6 » 26 Mar 2020 19:30

ინდოეთი )))) რატო არ ვიცოდით აქამდე )))

User avatar
SLaYeR
Posts: 5200

Re: Pandemic

Unread post#7 » 26 Mar 2020 19:53

გუშინ თუ გუშინწინ გამოაცხადეს )))))))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9979

Re: Pandemic

Unread post#8 » 29 Mar 2020 13:44

და ეს ნახეთ ხო რაც ხდება პარალელურად კალიებზე ? https://www.youtube.com/watch?v=naoYzWW95-4

აქაც უნახიათ უკვე :) გუშინ FB აშიარებდა ხალხი

პ.ს. ეს კალიების შემოსევა გლობალური დათბობის და კლიმატის ცვლილების მთავარი ანოუნსერი მგონია. ჯერ შარშან დამწვარი ბრაზილია და ავსტრალია + მთელი ზამთარი მზე იყო თითქმის.

User avatar
SLaYeR
Posts: 5200

Re: Pandemic

Unread post#9 » 29 Mar 2020 14:47

კი სადღაც ერთი კვირაა ტრიალებს კალიების თემაც :D:D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5422
Contact:

Re: Pandemic

Unread post#10 » 29 Mar 2020 14:54

O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9979

Re: Pandemic

Unread post#11 » 29 Mar 2020 16:05

რაღაც ახალი ვირუსიაო კიდე, გაიგეთ რამე )) მეცინება უკვე

პ.ს. გწერდით ვიაროთ პახოდებში, მოვასწროთთქო :)

User avatar
hellwalker
Posts: 5422
Contact:

Re: Pandemic

Unread post#12 » 29 Mar 2020 17:25

პახოდის მაგივრად გავიხიზნოთ მთებში და ეგაა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 5200

Re: Pandemic

Unread post#13 » 29 Mar 2020 18:58

არა ახალი არაა :D თუ მაგ ინფოზეა ლაპარაკი რაც ამ დღეების წინ გავრცელდა ესაა:
ვირთხებშია რაღაც იშვიათი და საშიში ვირუსი და გადადის კბენით, შარდით, განავლით და ნერწყვით. ანუ თუ ვირთხამ უკბინა ან ვირთხის შარდიანი/განავლიანი/ნერწყვიანი ხელი ადამიანის ლორწოვანში მოხვდა, ინფიცირდება.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5422
Contact:

Re: Pandemic

Unread post#14 » 29 Mar 2020 19:06

ვირთხის შარდიანი/განავლიანი/ნერწყვიანი ხელი ადამიანის ლორწოვანში მოხვდა

ვუკვდავყოფდი სადმე ამ ფრაზას. ლამაზი ფონტით ქალაქის თავზე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9979

Re: Pandemic

Unread post#15 » 29 Mar 2020 19:41

აუ მეორე კორონა იყო ეხა რაც აკლდა სურათის სისრულეს. კალიები თითო ხელში თითო ჩანთით უკვე გზაში გვყავს. მარა ერთი კაი ამბავი მაქ. ტუალეტის ქაღალდის პრობლემა არ იქნება, ლარი შეცვლისო ))

Riddick
Posts: 9979

Re: Pandemic

Unread post#16 » 29 Mar 2020 20:31

ბიჭო მინდა რო წავიდე და რაღაცეები ვიყიდო. სადღაც 1 თვედან 2 თევმდე რო ელემენტარული რაღაცეები იყოს. არ გიფიქრიათ მაგ ამბავზე?

რეების ყიდვა ჯობია შემოაგდეთ იდეები.
მოკლედ მე რაც მომივიდა აზრად (ყიდვას არ ვაპირებ ყველაფრის)):

1. გრეჩიხა
2. ბრინჯი
3. მაკარონი
4. გერკულესი
5. თევზის კონსერვი (ტუნა)
6. სალიანკა
7. ლობიო
8. კარტოფილი (?)
9. სალა (?)
10. მჭადის ფქვილი
11. პურის ფქვილი
12. კარაქი, ზეთი, შაქარი, მარილი
13. ჩირეული
14. თხილეული (ჩურჩხელაც ძლებს)
15. ხორცი გასაყინად, ან ქათმის ფილე
16. პილმენი

მეტი არაფერი არ მაგონდება და აქედანაც დიდათ რომელსააქ აზრი არვიცი. და საერთოდ ააქ რო?

User avatar
SLaYeR
Posts: 5200

Re: Pandemic

Unread post#17 » 29 Mar 2020 20:54

მთავარი მე მაინც მგონია ფინანსებში გათვლა, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა დღევანდელ სიტუაციაში

1. გრეჩიხა - კაია მარა დიდად ვერ დაგანაყრებს
2. ბრინჯი - ეს მგონი უფრო განაყრებს
3. მაკარონი - ეს საჭიროა
4. გერკულესი - ესაც არაა ცუდი, უბრალოდ დილით წავა, მეტია რა
5. თევზის კონსერვი (ტუნა) - ეს ძვირია
6. სალიანკა - არ ვიცი
7. ლობიო - ეს ღირს, იაფი არაა მარა ერთხელ რო შეჭამ საკაიფოდ დაგანაყრებს.
8. კარტოფილი (?) - ესაც კაი პონტია ოღონდ არ უნდა გაგიფუჭდეს, ცოტ-ცოტა უნდა იყიდო ხოლმე ეს
9. სალა (?) - ეს შეგიძლია თუ ცეცხლის ფასი არ აქვს
10. მჭადის ფქვილი - ამას სულ აქვს აზრი
11. პურის ფქვილი - ამასაც
12. კარაქი, ზეთი, შაქარი, მარილი - ამათაც
13. ჩირეული - ხილის ნაცვლად შეგიძლია ფასის შესაბამისად
14. თხილეული (ჩურჩხელაც ძლებს) - ჩურჩხელა კაია იაფად და ბევრს თუ იშოვი
15. ხორცი გასაყინად, ან ქათმის ფილე - სოფლიდან უნდა იჩალიჩო ხორცი
16. პილმენი - არ ვიცი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5422
Contact:

Re: Pandemic

Unread post#18 » 29 Mar 2020 21:01

საჭმელი არის დოხუია ჯერ საწყობებში და მუშაობს საჭმლის იმპორტი. მარა თუ გინდა მაინდამაინც მოიწყო აპოკალიპსის სათავსო.
ბურღულეული გაამრავალფეროვნე ცოტა. კუს-კუსი, პშონკა, ხორბლის მარცვლები
ბრინჯი იყო სხვადასხვანაირი. მრგვალი, გრძელი, ყავისფერი, ბასმატი.
კონსერვებიც გაამრავალფეროვნე. გაროხი, სიმინდი, მჟავე კიტრი, კონსერვი სოკო, ხორცის კონსერვები.
ბარდა/გაროხი შეგილია იყოდო სხვადასხვანაირი ეძრობა სუპებისთვის და რამე.
შებოლილი ვიჩინა თუ გააძრე, ჩრდილში რო ინახება ისეთი მაცივარი რო არ უნდოდეს.
თაფლი ინახება დიდხანს.
დროჟი და ეგეთი რამეები გამოსაცხობი აქსესუარები.

მთლად აპოკალიპსი მოუდი თუ გინდა, შეგიძლია ქოთნები, შავი მიწა და თესლები იყიდო მწვანილის და ბოსტნეულის. იყიდება დაპაკეტებული.
დედაჩემს (არა-აპოკალიპტური მიზნებისთვის) იტალიური მწვანილი მოყავს ეგრე დარგო. (ორეგანო, ბაზილიკი ეტც.)


ზოგადად ფრთხილად იყავი ონლაინ ვიდეობზე. დოხუა პანიკიორი, კონსპირატორი როჟა ეძრობა და ეხა ბუინობენ გაუთავებლად. ჩაგაგდებენ დეპრესიაში.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 5200

Re: Pandemic

Unread post#19 » 29 Mar 2020 21:09

ხო მომარაგების საჭიროებას ვერ ვხედავ ჯერ ვერც მე, პირიქით ფასების ზრდას უწყობს ხელს, ამიტომ ჩვეულებრივ ტემპში ჯობია, მგონი მაინც მიყოლა. მთავარი პრობლემა ფინანსებზე ჩალიჩი და ეკონომიკა უფროა დღეს ვიდრე საჭმელი. საჭმელი დაჟე მოემატება, სოფლებში წავა ხალხი და იქ მოიყვანენ პროდუქტს ქალაქში თუ საქმე არ ექნათ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9979

Re: Pandemic

Unread post#20 » 30 Mar 2020 02:36

პანიკაში არ ვარ, უბრალოდ ობიექტურად ვკითხულობ, რომ თუ დადგა ამის მოთხოვნილება რისი ყიდვა აჯობებს.

კარგად შემივსე კიპერ, მადლობა.

სახლიდან ვერ გამოსვლა და ვერ ყიდვა არი ყველაზე ნაკლებად სავარაუდო. ერთადერთი ფინანსური კრიზისის გამო, ლარის კურსის სერიოზულად დაცემა რო მოხდეს. მაგალითად 4 ან 5 რო გახდეს დოლართან, ყველაფერი სასტიკად გაძვირდება და შეილება დეფიციტშიც გაიჩითოს, იმ შემთხვევაში თუ მანამდე ეს ვირუსის თემა ისევ აქტუალური იქნა. პარალელურად თუ სამსახურში ვერ იარა ხალხმა და ფული ვერ იშოვა, მაგარი უხერხული სიტუაცია იდება.

გლობალური კრიზისია პარალელურად საინტერესო როგორ განვითარდება.

Return to “Other”



Who is online

Users browsing this forum: Ripster and 4 guests