Ragnarok, საერთო თემა

ფორმატები ▶ საერთო თემა ▶ საკითხის გარჩევა ▶ ჩამონათვალი ▶ გამოკითხვა ▶ შედარება ▶ კითხვა
User avatar
hellwalker
Posts: 5423
Contact:

Re: Pandemic

Unread post#21 » 30 Mar 2020 07:50

მანდ კაი თემაა ონლაინ სამუშაოების ჩაჯდომა. https://www.fiverr.com/ მაგალითად.
თარგმნა, გახმოვანება, მონტაჟი(არაა რთული სასწავლი), თამაშის ტესტირება, გიმიკები, სტატიის წერა ან რევიუსი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5423
Contact:

Re: Pandemic

Unread post#22 » 30 Mar 2020 13:36

ბარემ აქ დავწერ, მაინც რაგნაროკად გადაკეთდება თემის სათაური მალე მგონი.
საქართველოს ყველა მოქალაქის პირადი მონაცემები გამოდეს ჰაკერებმა, მისამართი, სახელი გვარი, პასპორტიც მგონი.
https://www.zdnet.com/article/voter-rec ... kwvtRzbDpI

ფულთან ასოცირებული გადაამოწმეთ პაროლები რამეები. გააფთხილეთ ყველა სკამერებზე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 5200

Re: Pandemic

Unread post#23 » 30 Mar 2020 17:52

ვაჰ მინდა ეგ დატაბეიზი ))))))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9979

Re: Pandemic

Unread post#24 » 30 Mar 2020 19:51

ყ*ობის ახალი ეტაპი

ხვალ, დილის 08:00 დან
სრულიად იკრძალება ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.
დაშვებულია მხოლოდ მსუბუქი აბტომობილით ან ტაქსებით გადაადგილება, სადაც, უნდა იყოს არა უმეტეს 3 ადამიანისა (მძღოლის ჩათვლით);

იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება;

მაღაზიებში ვიზიტისას, უნდა იყოს დაცული 2 მეტრის დისტანცია;

70 წელზე ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა აკრძალულია, თუ ისინი არ მიდიან სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან კლინიკაში;

21 საათიდან დილის 6 საათამდე იკრძალება ნებისმიერი გადაადგილება. ცხადდება ე.წ. საკომენდატო საათი;

ამ პირობების მონიტორინგისთვის მოეწყობა საკონტროლო პუნქტები საქართველოს ქალაქებში, რომელსაც შსს და თავდაცვის უწყებები გააკონტროლებენ;

ნებისმიერ მოქალაქეს, გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

„საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი 21: 00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“

პ.ს. შეილება მაგ ბაზაის გადმოწერა ეხაც? და ნახვა იდეაში ვართ თუ არა?
პ.ს. სახელის იდეას ვიზიარებ

User avatar
SLaYeR
Posts: 5200

Re: Ragnarok

Unread post#25 » 30 Mar 2020 20:05

კაროჩე ხელისუფლება ირჩევს ჩინურ მეთოდს. გასაგები მომენტია ეგ იმიტო რო რეალური სხვა არ გვაქვს. არ მომწონს და არ ვეთანხმები და ვფიქრობ რო იგივე კორეული მეთოდის თემაც შეიძლებოდა და თანაცხვოვრება მარა რაღაც ერთმნიშვნელოვნად რომელი ჯობია მაგას ვერავინ იტყვის. აწი უკვე არჩევნებზე აზრის დაფიქსირების თემაში უნდა აისახოს.

დალშე ამ ხალხმა სხვანაირად ვერ გაიგო საგანგებოს მნიშვნელობა, ანგარიშის გაწევა 0, ბირჟაზე ხალხი გამოტყნაურდა, ხელგადახვეული მთვრალი ახალგაზრდების მოძრაობები ყოველ ღამე, იქ ცალკე ქართული მარშის მოხოდილი "მორწმუნეები" და შეშინებული საპატრიარქო, იქ ზუგდიდში ახალ კერა გაჩნდა და პარალელურად აქცია გაიჩითა ნაცებისგან პირბადეების დარიგების, გადააჯდა ხალხი ზედ ერთმანეთს.
მოკლედ წესები არ დაიცვა ხალხმა და ხელისუფლებამაც ვერ დაუწყო ყველას დევნა და დაჯარიმება, ამიტომ მკაცრი კომენდანტის საათი დაიდო და რეალურად ასე ჯობია თუ მაგ ჩაკეტვის მეთოდს აწვებიან, ის წინა იყო არც შამფური და არც მწვადი, იმპოტენტური მიდგომა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9979

Re: Ragnarok

Unread post#26 » 30 Mar 2020 20:31

აუ რა გაძლებს ბიჭო ესე 21 აპრილამდე.

პახოდი ხოარ მოვხოდოთ? :)
(ვიცი რო ცუდი კაცი ვარ)

User avatar
SLaYeR
Posts: 5200

Re: Ragnarok

Unread post#27 » 30 Mar 2020 20:36

პახოდის ფული დღეს ერთი კვირის საარსებოა )))))))))))))
რამე ონლაინ სამუშაო მაქვს მოსახოდი სასწრაფოდ თორე მაგრა მთრგუნავს ასე რო არ ვიცი სადამდე გაგრძელდება სიტუაცია. დაჟე გარანტია არაა რო 21 აპრილის მერე არ იფეთქებს და ისევ არ ჩაგვკეტავენ, ვაბშე არაფრის გარანტია არაა არსად, ტრამპიც ზადნავს მგონი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5423
Contact:

Re: Ragnarok

Unread post#28 » 30 Mar 2020 20:37

2-2ად წავიდეთ პახოდში.
სწორი მიდგომა მგონია იმის გათვალიწინებით რომ დაიკიდა ხალხმა და ვერ გაიაზრა. ვერ გააზრების და დაკიდების შედეგები კიდე პ*ზდეცია, ექიმები აკვდებიან პაციენტებს ზემოდან.

კომენდანტის საათის აზრი ცოტა ვერ გავიგე. ალბათ რთულია ღამით კონტროლი? თუ კანონს ან რეგულაციას მოყვა ავტომატომ?
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5423
Contact:

Re: Ragnarok

Unread post#29 » 30 Mar 2020 20:41

SLaYeR wrote:პახოდის ფული დღეს ერთი კვირის საარსებოა )))))))))))))
რამე ონლაინ სამუშაო მაქვს მოსახოდი სასწრაფოდ თორე მაგრა მთრგუნავს ასე რო არ ვიცი სადამდე გაგრძელდება სიტუაცია. დაჟე გარანტია არაა რო 21 აპრილის მერე არ იფეთქებს და ისევ არ ჩაგვკეტავენ, ვაბშე არაფრის გარანტია არაა არსად, ტრამპიც ზადნავს მგონი

Online სამუშაო, საიდ პონტად მაინც დღეს აუცილებელი რამეა კარანტინის მიღმაც.

ასევე ძაან კაი დროა entertainment პროდუქტის მოსახოდად. ყველა სახში ზის და რამე ჭირდება. სტრიმები, გადაცემა, lets play.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 5200

Re: Ragnarok

Unread post#30 » 30 Mar 2020 21:05

ბიჭო რა სკილებია ისეთი იოლი და ხადავოი? ეხლა აქ დაკვეთების იმედი არ მაქ ვაბშე არქიტექტურის პონტში. გასვლაც კი ვერ მოხერხდება რომც იყოს, ონლაინშიც რაც ვნახე ძირითადად სარფიანი სამუშაოები გუნდურია ხოლმე, ხოდა წვრილ-წვრილია რამე საჭირო და მიმართულების პონტშI ახლო მდგომი რო იყოს გაასწორებდა. თუნდაც რამე სოფტი რო იყოს ასათვისებელი დედას მოვუტყანვ.

სტრიმერობა და ვებკამი და ამბავი გამორიცხული თემაა ჩემთვის )))))) მარტო მიკროფონით ვიზავდი მარა ძნელია მგონი მაგ ბაზაში მოხვდე და თან patreon ამბავშიც გაიჩითო რო დაგირიცხონ.

დიზაინში მოდელები მაქვს მომარაგებული და თეორიული ცოდნაც მიღებული მაქვს, მაღალი ხარისხის რენდერინგიც ნასწავლი მაქვს, ასე რო ვიზავ და გეი ლაპარაკსაც დავიწყებ.
ფოტომონტაჟები და ასე შემდეგ შემიძლია, ნუ ამას კიდე გავაღრმავებ 1-2 კვირაში არაა პრობლემა, დღეს რაც ვიცი მარტივად ნაგებობების ფოტოებზე დამონტაჟება და პერსპექტივების გასწორება და მორგებაა. ეფექტების თემის დამატება და fancy ვიდზე მოყვანა კაი იქნება მგონი კონცეპტუალური ვეშები თუ ჭირდება ვინმეს.
3D მოდელინგიც მოჟნა მარა არქიტექტურის იქით არ დამჭირვებია და hard surface სწავლა დიდ დროს თუ არ წაიღებს მაგასაც დავცხებ )))))
ვაკომის მოგდებაც თემაა მგონი, ქავერები და რამე დიზაინები მოსული პონტია, ნუ ბოლო ბოლო სახატავად მივცემდი ჩემ დას ))))))

Upwork-ის და Fiver-ის გარდა მაღლა რო დადე რეებია თემა? :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5423
Contact:

Re: Ragnarok

Unread post#31 » 30 Mar 2020 21:21

Upwork-ზე გაართულეს რეგისტრაცია. Fiver-უფრო ადვილია ეხლა.
ანუ ორი ვარიანტია მანდ, ან ეგეთ საიტზე უნდა გააკეთო პროფილი (სხვები არ გამიტესტავს). ან "კარ-და-კარ" ჩამოუარო და შესთავაზო სერვისი.
კიდე ვარიანტია Unity Asset Store ან Unreal Marketplace სადაც მზა მასალის დადება შეილება და გაყიდვა.

ახალი სკილების ამბავში არ ვიცი. მანდ კაი თემაა შეხედვა Fiverr-ის. ისეთ სერვისებს ყიდიან ასი წელი თავში არ მოგივიდოდა განსაკუთრებით Gimmick ამბავში.

მონტაჟია ალბათ ადვილი დასაწყები. განსაკუთრებით Gif-ების თემა თუ დაამუღამე შეგიძლია ჩამოუარო ტვიტერზე ხალხს და თავიდან იაფად შეთავაზო გიფების აწყობა. ძაან ბევრი დრო ეკარგება მაგაზე დეველოპერებს.
რამის დაწერა ან თარგმნა.
თამაშების ან აპების ტესტირება და რევიუების დაწერა.
ვიზუალური ეფექტები სხვათაშორის ისეთი თემაა, ალღო თუ აუღე არაა რთული. ტექნიკური არტია რომელიც ლოგიკაზე და გემოვნებაზე დადის, ადვილია ასათვისებელია ტექნიკურად შედარებით და რეალურად ბევრი სპეციალისტი არ ყავს. მთავარია ცოტა ოპტიმიზაციაში გაერკვიო. ანუ აფეთქების პარტიკლი, ბოლი, თამაშის ეფექტები სხვადასხვა. ნინტენდოს თამაშების გეიმპლეი რო გადმოწერო და კად-კადრ გაშიფრო რეები აქვთ თ*სლი იდეები მოგივა.

სხვა Fiverr-ს კაი კატეგორიები აქ და შეილება მოგივიდეს რამე იდეა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9979

Re: Ragnarok

Unread post#32 » 30 Mar 2020 21:59

ბრუკლინი 29 მარტის მდგომარეობა https://www.youtube.com/watch?v=7xmbjSdxhNU

User avatar
Tom Clancy
Posts: 1683

Re: Ragnarok

Unread post#33 » 31 Mar 2020 18:26

მე სავარაუდოდ 3D არტისკენ წავალ... ცოტა ხანი შეიძლება მომიწიოს წყალში ჩაჯდომა, მაგრამ ხატვის ბაზა მაქვს, ერთი-ორი სოფტის გარჩევა და პორტფოლიოზე მუშაობა შემიძლია დავიწყო.

ნუ ჯერ შენარჩუნებულია სამსახური, მაგრამ ისედაც ვაპირებდი.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Riddick
Posts: 9979

Re: Ragnarok

Unread post#34 » 31 Mar 2020 18:58

მე მგონი შახტიორობა მომიწევს

Riddick
Posts: 9979

Re: Ragnarok

Unread post#35 » 01 Apr 2020 03:04

ცოტა კონსპიროლოგიით რო მივყვები მიმდინარე მოვლენებს, კონკრეტული პერსპექტივით ისეთი დონის აფიორა იდება ჩვენ თვალწინ, რომ უბრალოდ ვ*ლევდები მაშტაბებით და გენიალურობით :) სუფთა ჩემი ვარაუდებია, იმით რა ინფორმაციას მაქ. მოცემული ტექსტი ექვემდებარება თქვენს მიერ ჩასწორებას, ან შევსებას. მოკლედ

ამერიკაში 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ვარაუდობენ ახალ, გაცილებით დიდ და უკონტროლებელ კრიზის, რომელზეც იძახიან, რომ იქნება თავიდან აუცილებელი. მის აქტიურ ფაზაში შესვლას ვარაუდობენ 2019 დან 2025 წლებში.

2020 წელს ჩინეთში ვრცელდება ვირუსი. ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოსახლეობას პირდაპირი გაგებით ამწყვდევს სახლში, დაახლოებით 3 - 3 თვით. ეს პერიოდი საკმარისია ამ ქვეყნის შიდა ეკონომიკის ჩამოსაშლელად.
ამის პარალელურად ამერიკის ფედერალური რეზერვი იწყებს დოლარის უპრეცენდენტო მაშტაბებით ბეჭდვას, ანუ მთლიანად ხსნის მისი დაბეჭდვის რაოდენობაზე შეზღუდვას და ამბობს, რომ დაიბეჭდება იმდენი რამდენიც დაჭირდება სახელმწიფო ხაზინას. რის გამოც, რამდენიმე დღეში მთლიანად ეცემა სტოკ მარკეტი. უფასურდება და იხურება ყველაფერი და ყველგან. ფედერალური რეზერვის ულიმიტო კვოტით, ამერიკის ცენტრალური ხაზინა ყიდულობს მსოფლიოს მაშტაბით ყველა მნიშვნელოვან, გაუფასურებულ რესურსს. მათ შორის ქვეყნის შიდა ვალებს.

პარალელურად ვირუსი ხოცავს უამრავ ხალხს, განსაკუთებით პენსიონერ მოხუცებს, მთავრობის თვალში მთავარ მუქთახორებს. ვირუსი ხოცავს უსახლკაროებს, რომლთაც გაჭედილია ამერიკის ცენტრალური შტატები. ვირუსი დიდ ზარალს აყენებს დაბალი განვითარებად ქვეყნებს, რომლებშიც ძალიან გაზრდილია მოსახლეობის რიცხვი. მაგალითად ისეთებს როგორიც არი ინდოეთი, აფრიკის ქვეყნები, ახლოაღმოსავლეთის ქვეყნები და იგივე რუსეთი.

ანუ მსოფლიო კრიზისი, რომელიც არის უშუალოდ დასავლეთის საბანკო სისტემით გენერირებული, უბრალოდ ინიღბება როგორც კორონა ვირუსი (ეს უკვე მოხდა) და ფაქტიურად ბრალდება ღამურას

ზემოთ დაწერილის ნახევარი მაინც თუ სიმართლეა, ეს არის ამ პლანეტისთვის უპრეცედენტო მაშტაბის და გენიალურობის აფიორა. ეს არი მესამე მსოფლიო ომი, უშუალოდ ომის გარეშე. ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ომი, რომელიც გაგვჩითავს გლობალიზაციის ახალ ეტაპზე. სადაც ისედაც ცენტრალიზებული ქონება, კიდევ უფრო დიდი პროცენტით იქნება ერთი ხალხის ხელში ცენტრალიზებული.

:snack: რავი აბა, რას ფიქრობთ? გავრეკე, თუ რაღაც მართლა მაგარ ღადაობასაქ ადგილი?

Riddick
Posts: 9979

Re: Ragnarok

Unread post#36 » 01 Apr 2020 03:18


User avatar
SLaYeR
Posts: 5200

Re: Ragnarok

Unread post#37 » 01 Apr 2020 03:30

ნუ კონსპირაციის პონტში ბევრი რამე შეიძლება, ეგაც მათ შორის :D თუ მტკიცებულებებით გამყარებაზე მვა საქმე იქ უკვე რთულდება იმიტო რო იმდენი ლეიერია რო ძალიან სერიოზული ექსპერტები თუ არ დასხდნენ და მართლა არ გამოიძიეს თუნდაც დამოუკიდებლად, ვერ მივლენ სიმართლესთან.
ზოგადად ეგეთი კონსპირაციების მორგება კრიზისულ რეალობაზე ჩვეულებრივი ამბავია ხოლმე. ნუ პირველი ტალახის სროლა ყველაზე ბლატნოი ვინცაა იმაზე ხდება სულ :D კრიზისის შემდეგ რო იქნება კონსპრიაციები მერე ვინც იხეირა ყველაზე მეტად იმას მოხვდება :D მარა ნუ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ და იმდენი აზრი გაჟღერებულა რო სხვანაირად წარმოუდგენელიც კია რო მაგარი დეტექტიური ტრილერები არ შეიკრას.
ნუ მე მევასება კონსპირაციები უფრო ფიქშენის პონტში, საწვავია იმენა ფანტაზიისთვის, განხილვის პონტში რეალობაზე მორგება გამიჭირდება იმიტო რო სუ კითხვები გამიჩნდება სხვადასხვა ლეიერზე და ბოლოს მთელ კარანტინს მაგის ძიებაში გავატარებ ))))))
ნუ რეალობის პონტში იმდენჯერ შეუცვლია პატარა რამეს მსოფლიოს განვითარების კურსი, მათ შორის ბაქტერიებს და ვირუსებსაც რო ვაბშე არ მიკვირს დღეს რაც ხდება ისტორიის რაკურსიდან თუ შევხედავთ. ჯერჯერობით ეხლა ყველაზე დიდი დარტყმა დასავლეთზე მოდის, ჩინეთმა ერთ პროვინციაზე გადააგორა, ეხლა გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები, ეკონომიკაზე როგორ აისახება და რა წესრიგის ფორმირებას მივიღებთ კრიზისის პიკი რო დაბლა სვლას დაიწყებს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9979

Re: Ragnarok

Unread post#38 » 01 Apr 2020 05:08

თან მსოფლიოს პირველ ეკონომიკაში ხდება ვირუსის გავრცელება. ეგეც არაა მარტივი დამთხვევა.
კონსპიროლოგიის ამოგდება დიდწილად შეიძლება ეკონომიკური განათლების ქონის ფონზე. როგორც უშუალოდ პროფესიის ცოდნის, ასევე მაგ სფეროში მიმდინარე მოვლენების.

დარწმუნებულივარ, რომ უამრავი საინტერესო რამე ჩანს მანდ ეხა. ეგ არი სფერო სადაც რეალურად ხდება ამ წამს ყველაზე დიდი ცვლილებები. ნაწილდება უდიდესი ქონება )))

ეს კრიზისი, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ისე აცლის მსხვილ კომპანიებს და კორპორაციებს ძირს, ხოლო მეორე მხარეს უშუალოდ ამას ელოდებიან, რომ ეს დასლაბებული, გემრიელი ნაჭრები მიითვისონ. ეგ ხდება ეხა რეალურად ფულის სამყაროში. მაგიტო ვთქვი მესამე მსოფლიო. მეორე მსოფლიოც დიდწილად რესურსების გადანაწილება იყო, და გადასანაწილებლად იყო.

User avatar
hellwalker
Posts: 5423
Contact:

Re: Ragnarok

Unread post#39 » 01 Apr 2020 12:43

ონლაინ რამის კეთების ამბავში VFX გამოვყოფ კიდევ ცალკე:
https://assetstore.unity.com/packages/v ... &orderBy=0

ტექნიკურად რთული ვაბშე არაა, და არტის მხრივაც ფოტოშოფის დიდ ცოდნავ არ მოითხოვს. უბრალოდ გემოვნებით უნდა დამუშავება და ჩხირკედელაობა სერიოზული რო გამოიყვანო კაი feel ესტეტიურად. შეგიძლია გადმოწერო პაკები და ნახო როგორ აკეთებენ ეფექტებს და მალევე გაერკვევი.
სამაგიეროდ ძალიან ცოტა სპეციალისტი ყავს და არ უნდა იყოს ძნელი მაგ მხრივ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 5200

Re: Ragnarok

Unread post#40 » 03 Apr 2020 07:01

https://www.youtube.com/watch?v=pKoTcV8z9HM მორდინ სოლუსი. აუცილებლად მოსასმენი ჩვენი მდგომარეობის გაგება ვისაც აინტერესებს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Other”



Who is online

Users browsing this forum: Ripster and 3 guests