ტერორი დავამთავრე. და რაღაც პერიოდი დამჭირდა რო კარგად გამეაზრებინა თუ რა უნდოდა ავტორს. როცა მივხვდი უკვე მომეწონა ნამდვილად. უბრალოდ ვფიქრობ რო აკლია მხატვრული გაშლა მაგ კუთხით. უფრო კარგად დასანახი უნდა გაეხადა მთავარი კოტნრასტი, იმ კუთხით რაც მისტიურს ეხება.
მარა რაც არ მომეწონა არი ზომა, ძაან დიდია და თან ისეთი არაფერი არ ხდება, რომ ესეთი გაწელილი იყოს. ერთი 40% ნაკები რო ყოფილიყო ბევრად მოიგებდა და მართლა საკულტოც შეილება გამხდარიყო წიგნი.
► Show Spoiler
ასევე რამდენიმე მომენტზე ვერ ვიკაიფე, ისეთი სპოილერი არაა, მარა მაინც.
ვერ მივხვდი რანაირად მართავენ კარნავალს გახსნილ ყინულზე, როცა მთავარი გამოწვევა მონსტრის სახით, პროსტა ნებისმიერ დროს შეილება რო მოვიდეს და დახოცოს ყველა. და ოი საოცრებავ, რეალურად ეგრეც ხდება )) ნუ ეგ მომენტი ყველაზე მეტად მომხვდა, ისეთი უაზრო და გაუმართლებელი იყო.
მთლიანობაში მომეწონა და ვფიქრობ რო ამ სეთინგისთვის ძალიან კარგი საკითხავია. თან ის რო ექსპედიცია მართლა არსებობდა კიდე უფრო მატებს ინტერესს, მითუმეტეს იმ კონტრასტის ფონზე, რაც ავტორს მისტიკის სახით შემოაქ <3
ხოდა ეხა კითხვა ლავკრაფტის At the Mountains of Madness / хребты безумия წაკითხული გაქვთ? და ღის თუ არა?