UFc, საერთო თემა > ყურებთ ვინმე?

ფორმატები ▶ საერთო თემა ▶ საკითხის გარჩევა ▶ ჩამონათვალი ▶ გამოკითხვა ▶ შედარება ▶ კითხვა
Riddick
Posts: 9946

Re: UFc

Unread post#61 » 12 Sep 2019 01:00

241
გამისწორდა მაგრად. ძაან ნოყიერი ფაითები იყო, თან ყველა რაღაც ინტრიგის ელემენტით. კაი იყო, მიოჩიჩის თემაც გამიხარდა.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1672

Re: UFc

Unread post#62 » 12 Sep 2019 15:08

კლივლანდელი ბედესია სტიპე :D
წინაზე რო წააგო კაცურად მიიღო, დაბრუნდა და მოიგო.

ახლა კვირას იქნება კარგი ჩხუბი კიდევ - Gaethje vs Cowboy
კოვბოია ჩემი ერთერთი ფავორიტი და აქაც თავისთავად მინდა მოიგოს, მაგრამ გაუჭირდება ძაან Gaethje-სთან. დამეთანხმება ბატონი მინდია
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
SLaYeR
Posts: 5185

Re: UFc

Unread post#63 » 17 Sep 2019 17:05

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9946

Re: UFc

Unread post#64 » 22 Sep 2019 21:28

UFC 242
ესე არცერთი მთლიანი ივენთი არ მომწონებია. ძაან სერიოზული ბრძოლები იყო. დაჟე დავიწყე სახელების გადმოწერა პოსტისთვის, მარა გუშინ ვერ დავამთავრე და დღეს აღარ დავიწყე თავიდან. ძაან კარგი იყო. ბევრი ახალი ტიპი გავიგე ვისთვის თვალის დევნებაც ღირს.

Riddick
Posts: 9946

Re: UFc

Unread post#65 » 23 Sep 2019 00:32

ხო და კიდე ამას დავდებ

https://www.youtube.com/watch?v=zQT-B-9dEK4 / https://www.youtube.com/watch?v=rhMHuTOeRFM

User avatar
Slacker
Posts: 272

Re: UFc

Unread post#66 » 23 Sep 2019 02:37

ნუკრი გეთანხმებოდი სერონი გეიჯიზე და კი ვნახეთ შედეგიც,

კაროჩე ბიჭებო ერთი სერიოზული სენსაცია მოხდება, მგონია რომ ჰოლოუეი წააგებს ვოლკანოვსკისთან.
ნუ უფრო 50/50ია მაგრამ ასეთ დროს ჩემპიონის წაგება მგონია ხოლმე))))

და კიდე ადესანიას მოგება არ მგონია, არადა ყველა აჰაიპებს. ისიც მესმის რომ მარკეტინგულად ადესანია უფრო გაიყიდება თან რორამე წონაში აწევ ზემოთ მანდედანაც ფულს იშოვი მარა ვაიტეკერი დონეა რა
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

User avatar
hellwalker
Posts: 5415
Contact:

Re: UFc

Unread post#67 » 23 Sep 2019 15:36

ყველაზე მაგარი სტენდოფი ევენტზე https://9gag.com/gag/avorzBE
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9946

Re: UFc

Unread post#68 » 02 Oct 2019 14:11

:hah:

User avatar
Slacker
Posts: 272

Re: UFc

Unread post#69 » 03 Oct 2019 21:23

ჩემს აზრზე ვრჩები, გაასვენებენ ადესანიას KO! ;დდ
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

Riddick
Posts: 9946

Re: UFc

Unread post#70 » 11 Nov 2019 17:54

დიასი მასვიდელი ვნახე. ერთ-ერთი ყველაზე კრუტოი ბრძოლა იყო. რემაჩია საჭირო აშკარათ.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1672

Re: UFc

Unread post#71 » 12 Nov 2019 10:50

კი ძაან ცუდად მორჩა
მეზიზღება doctor stoppage (ერთადერთი ფერგი ვს ხაბიბი შემთხვევაში გამისწორდება ხაბიბს თუ გაასვენებენ დოქტორები)
ასე მგონია ბოლო რაუნდებში აქაჩავდა დიაზი (მომატებული ქონდა პრესინგი უკვე მესამე რაუნდში) როგორც იცის ხოლმე
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Riddick
Posts: 9946

Re: UFc

Unread post#72 » 12 Nov 2019 13:00

მე ვფიქრობ რო გასაჩერებელი იყო, სახე ქონდა მორღვეული ტიპს, ძაან ცუდ ტრამვას აიკიდებდა, შეილება მხედველობა დაეკარგა. აი რემაჩი მართლა საინტერესო იქნება თუ მოხდა.
კი, მკვდარი რო გგონია და გახურებას იწყებს, ისე იყო მეორე რაუნდის ბოლოს.

Riddick
Posts: 9946

Re: UFc

Unread post#73 » 04 Dec 2019 19:04

ჟილეზნი მაიკის სტილის გარჩევა და ანალიზი UFC ფორმატში https://www.youtube.com/watch?v=rAoE2ywmb5s

User avatar
Tom Clancy
Posts: 1672

Re: UFc

Unread post#74 » 05 Dec 2019 12:59

ტონი და ხაბიბის შეხვედრა ჩაინიშნა ოფიციალურად
ორივე მხარემ მოაწერა ხელი
აპრილში სასწაული გველის
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Riddick
Posts: 9946

Re: UFc

Unread post#75 » 05 Dec 2019 14:41

რეების ყურება ღირს ტომ, ბოლოს რა იყო კაი, ან რას დაველოდო. მოვწყდი ამ თემას.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1672

Re: UFc

Unread post#76 » 05 Dec 2019 15:13

ესეიგი ბოლო ივენთებიდან:
UFC Night 164 გამოტოვე მთლიანად. საშინლად მოსაწყენი ივენთი იყო.
UFC Night 163-იდან შეგიძლია Zabit vs Kattar-ს უყურო, და ამას გადააბა Zabit-ის სხვა ძველი ჩხუბები თუ არ გინახავს.
244-ის მერე ეს ორი ივენთი იყო მარტო.

შემდეგი ივენთი მოსაწყენი იქნება, ერთადერთი Overeem vs Rozenstruik-ს შეხედავს კაცი.
Overeem ვეტერანი მძიმეწონოსანია, დივიზიის საუკეთესო მებრძოლებთან აქვს ისტორია. ძალიან მძიმე დარტყმები აქვს, მაგრამ ებრძვის დაუმარცხებელ ტიპს, რომელიც ჯებით (მარცხენა წინა დარტყმით) თიშავს სასტავს.
დანარჩენი ამ ქარდში ისეთი არაფერი.

მაგრამ ამის მერე, 15 დეკემბერს, მოდის UFC 245 სადაც ჩანიშნულია შემდეგი შეხვედრები:

Colby Covington vs Kamaru Usman

ესენი ძაან დიდი ხანია ეჭიმებიან ერთმანეთს.
კოლბი მგონი ყველაზე მეტად ეზიზღება ხალხს ახლა))) საზიზღარი იმიჯი შეიქმნა და ტრამპის ქუდით აღიზიანებს ყველას. ხშირად ზედმეტებში გადადის და უკვე გადაიმტერა თანაგუნდელებიც. არადა ტიპი მაგარი შეკრული მებრძოლია, მანქანასავით კარდიო აქვს დგომში და ჭიდაობაც მაღალ დონეზე აქვს. მასვიდალთან და რომეროსთან ერთად ვარჯიშობდა იმ ჯიმში საიდანაც წამოვიდა ახლა კონფლიქტების გამო.
ხვდება კამარუ უსმანს, რომელმაც ვუდლი გაბრტყელებული დაიჭირა ოქტაგონზე 5 რაუნდი და გახდა ჩემპიონი.

Holloway vs Volkanovski

სასტიკად კარგ ბრძოლას ველოდები.
ჰოლოვეი სავარაუდოდ როგორც ყოველთვის უმაღლესი დონის კრივს აჩვენებს, იმედია ვოლკანოვსკი ვერ დაიჭერს და კარდიოს გამოაცლის მაქსი.


Nunes vs Randamie

ნუნეში ვიცი მაგრად გევასება და ჩემი აზრით საინტერესო ჩხუბი იქნება. ადრე Randamie-სთან მოგებული აქვს, და სავარაუდოდ ახლაც მოუგებს.

Moraes vs Aldo

ალდო ხვდება მორასს. მორასმა ბოლოს წააგო ჰენრი სეჰუდოსთან, რომელიც არის ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი, და რომელმაც ალდოსაც შეუტია დაგერხევაო :D
ჰოდა ალდო ჩადის ქვედა წონაში იმისთვის რომ მიაღწიოს სეჰუდოსთან და წაართვას ერთი ქამარი. მორასს თუ მოუგო, წესით მისცემენ სატიტულეს სეჰუდოსთან. ვნახოთ ამ წონაში რას იზამს, ძაან გამხდარი ჩანს და თუ გაქაჩა respects.


Petr Yan vs Urijah Faber

იანს ახალი ამოყვინთული აქვს, რუსი სერიოჟა მასტია, რომელიც მინდა რომ განადგურდეს :D
Faber-ი ძველი მებრძოლია, ამას და ამის გუნდელებს სულ კონფლიქტი ჰქონდათ კონორთან :D ასაკშია სპორტისთვის, წასული იყო MMA-დან მაგრამ წინა ბრძოლით დაბრუნდა შთამბეჭდავად. მერაბ დვალიშვილს ვისთანაც წაართვეს მოგება, ის ტიპი გაანადგურა :D
ჰოდა მინდა რომ პეტრ იანის ჰაიპიც დაასრულოს, მაგრამ არამგონია შეძლოს.
ესეც საყურებელი ბრძოლაა.


2020 წლის დასაწყისში იქნება კონორის დაბრუნება, უკვე მაღალ წონაში, სადაც კოვბოის შეხვდება (ჩანიშნულია უკვე ბრძოლა)
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Riddick
Posts: 9946

Re: UFc

Unread post#77 » 05 Dec 2019 16:45

სერიოზული ბურუსის გაშლა იყო, მადლობელი. ჩანიშნულია UFC 245

Usman
Holloway
Aldo
Faber
Nunes

თითქმის ყველა ფაითი მაინტერესებს

User avatar
Tom Clancy
Posts: 1672

Re: UFc

Unread post#78 » 11 Dec 2019 18:47

აე
აჭარამ დაითრია UFC და აწი სთრიმების ქექვის გარეშე ვუყურებთ გემრიელად
არქივიც იქნება და ყველაფერი
ასწორებს
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
Slacker
Posts: 272

Re: UFc

Unread post#79 » 19 Dec 2019 13:47

მოგესალმებით მეგობრებო, შეიძლება ისედაც იცით მაგრამ მაინც დავწერ.
აჭარასპორტ.ტივიზე გვაქვს უფს და მე ვარ ერთ-ერთი კომენტატორი^^
მთლად ჯო როგანი არ ვარ, მაგრამ ალბათ დამწყები მაყურებლისთვის მაინც კარგი მოსასმენი იქნება ქართულ ენაზე ისტორიების მოსმენა ბრძოლის დეტალების გაგება და სხვადასხვა საინტერესო ამბები მებრძოლების და ზოგადად უფს-ის შესახებ.
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

Riddick
Posts: 9946

Re: UFc

Unread post#80 » 20 Dec 2019 02:40

სად და როდის შეილება თქვენი ყურება დაწერე და ლუდით გესტუმრებით პირდაპირზე :)

პ.ს. წარმატებები და კარგი ამბები

Return to “Other”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests


cron