Page 10 of 11

Re: UFC

Posted: 29 Aug 2021 16:45
by GHOST
უშანსოდ იყო ბარბოსა, მთელი მატჩი "აბულინგა".

Re: UFC

Posted: 29 Aug 2021 17:00
by Tom Clancy
კი ბარბაცად გადაიქცა

Re: UFC

Posted: 29 Aug 2021 18:20
by Tom Clancy
Riddick

გუშინ კინაღამ დაგიმესიჯე გიგას მოგებაზე შეაგდე და კიდევ რამდენიმე გადაბმა, მარა თავი შევიკავე :(
შემდეგში უფრო თამამი ვიქნები :D

Re: UFC

Posted: 29 Aug 2021 19:38
by Riddick
გამოუშვი ხოლმე, დავდებ

Re: UFC

Posted: 12 Dec 2021 15:11
by GHOST
https://twitter.com/i/status/1469917087418445824

თვალსა და ხელს შუა ააცალეს, ლითერალი.

ტიპი აძვრა პორიეზე, მოკალათდა საკაიფოდ, ბუდე მოიწყო, ბარემ ცოლი მეეყვანა და დარჩენილიყო...

Re: UFC

Posted: 12 Dec 2021 15:28
by SLaYeR
ხალხს რო ეძახის დასალევად პორიეზე

Re: UFC

Posted: 12 Dec 2021 21:40
by Tom Clancy
GHOST wrote:https://twitter.com/i/status/1469917087418445824

თვალსა და ხელს შუა ააცალეს, ლითერალი.

ტიპი აძვრა პორიეზე, მოკალათდა საკაიფოდ, ბუდე მოიწყო, ბარემ ცოლი მეეყვანა და დარჩენილიყო...

ჰა მუშაობს გეი სპორტი? :hah:

Re: UFC

Posted: 29 Apr 2022 01:24
by Riddick
მასვიდელსა და კოვინქტონს შორის რა მოხდა ხო არ იცით? ))

Re: UFC

Posted: 29 Apr 2022 18:18
by Tom Clancy
თავს დაესხა მასვდალი სადღაც ბარში, კბილი მოტეხა, ამან უჩივლა და ახლა მასვიდალი ვერ ეკარება კანონით)

Re: UFC

Posted: 29 Apr 2022 19:14
by Riddick
დიდი ისტორია ქონიათ ანუ კომფლიქტის და მეგობრობის. ეგეც არ ვიცოდი.

Re: UFC

Posted: 29 Apr 2022 21:05
by Tom Clancy
კი ძმაკაცობდნენ, მერე გაუბერა კოლბიმ, გამაღიზიანებელი პერსონაჟი შექმნა და შეიჭრა როლში, მასვიდალის ოჯახსაც გადაწვდა, სურათებს დებდა ხორხეს ყოფილ ცოლთან და რამე. ხორხემ ოქტაგონზე ვერაფერი უქნა (წააგო დისიჟენით) და მივარდა ბარში მერე)

Re: UFC

Posted: 29 Apr 2022 21:54
by SLaYeR
WWE სიუჟეტი დადებულა ))))))

Re: UFC

Posted: 03 May 2022 23:11
by Tom Clancy
შეიძლება სპორტი საერთოდ არ გევასებოდეს, მაგრამ ამ რეჟისურით როგორ არ უნდა დატკბე: https://www.youtube.com/watch?v=4GCbxhA ... ampionship

Re: UFC

Posted: 03 May 2022 23:56
by Riddick
ბიჭო პერსონალითის მომენტი მოაკლდა რა UFC. სახასიათო ტიპები ძაან ცოტა დარჩათ და ეგ მიტყდება ყველაზე მეტად. ადრე ყველას თავის რაღაც ქონდა, რის გამოც ან გულშემატკივრობდი, ან არა. მე რობი ლოულერი მევასებოდა და ჯონ ჯონსის ჩხუბი მაინტერესებდა ყოველთვის. ნუ სილვას არ ვთვლი, ეგ უკვე ძაან ძველი ლიგაა. ეგეთი ხალხი მაკლია ამ UFC ში.

Re: UFC

Posted: 04 May 2022 00:15
by Tom Clancy
კი თითქოს ეგრეა, მაგრამ იკვეთება ახლაც სახეები და საინტერესო სურათები იკვრება.

ანუ რეალურად კონორაზე და ხაბიბზე ბევრად თუ არა, არანაკლებ პერსონაჟები არიან ახლა აქტიურები.

ფეზერვეითში ბრენდონ მორენო, ერთ დროს UFC-დან გაშვებული მექსიკელი ბიჭი, რომელიც დაბრუნდა და ჩემპიონი გახდა

ლაითში მრავალ ომ-გამოვლილი ჩემპიონი ოლივეირა, რომელსაც პირველ რაუნდში კლავენ და მეორე რაუნდში ფენიქსივით ბრუნდება და იგებს. ფერგიუსონი რომელიც არ ნებდება და მჯერა რომ ამ შაბათს მოიგებს სასწაული ანდერდოგობის მიუხედავად.

ლაით ჰევიში ჩეხი იჟი პროჰასკა. უბრალოდ კაცის რეკორდს შეხედე აბა: https://www.sherdog.com/fighter/Jiri-Prochazka-97529
28 მოგებიდან 27 აქვს ფინიშით მოგებული. ასეთი სიგიჟე გინახავს კიდევ ვინმეს ჰქონდეს? UFC-ში რომ გადმოვიდა ჯერ გეითქიფერი ოზდემირი გათიშა, მერე ისეთი კაცი მოკლა (მართლა მეგონა წამიერად რომ მოკვდა ოქტაგონზე დომინიკ რეიეზი) ვიზეც ბევრს ახლაც სჯერა რომ ჯონ ჯოუნსს მოუგო 5 რაუნდიან ბრძოლაში https://www.youtube.com/watch?v=-hPJQU- ... MongoLloyd
(სხვათაშორის ამ ბრძოლის მერე პროჰაზკამ თქვა, რომ ერთ მომენტში გათიშული ვიყავიო, მერე მოვედი აზრზე და გავაგრძელე საქმის კეთებაო. ფეხი მოხვდა ქვემოდან რეიესის)
დღეს ტიპი ცხოვრობს მარტო, ტყესთან სახლში, ცხოვრობს მიამატო მუსაშის ფილოსოფიით და ცხოვრებას უძღვნის საბრძოლო ხელოვნებას, ფიზიკურადაც და სულიერადაც. ასეთი მეორე არ ვიცი დღევანდელ კომბატ სპორტში.

ისევ ლაით ჰევიში 42 წლის ასაკში გაჩემპიონებული, ბრაზილიური ჯიუჯიცუს ოსტატი გლოვერ ტიშერა, რომელმაც ახალგაზრდა თაობას გადაუარა და შემოიერტყა ქამარი. მალე სწორედ პროჰასკასთან ეცდება ქამრის დაცვას.

ველტერვეითში ხამზათ შიმაევი შევარდა ტოპ 5-ში, გილბერტ ბერსთან რა ძაღლური ჩხუბი დადო კი ნახავდით. პერსონალითი მაგას აქვს თუ აქვს :D

ჰევიში ნგანუს გადმოგდებას ველოდები ძაან, ტომ ასპინალი გამოჩნდა ძალიან საინტერესო პროსპექტი და ვგულშემატკივრობ.

ჩვენი ქართველების პონტშიც საინტერესო დროა,
აქეთ ის ლონდონელი დაქნეული პადი და ილია იჭიმებიან საკმაოდ სახასიათოდ და შესაბამისადაც ჩხუბობენ, ნოკაუტს ნოკაუტზე დებენ.
იქით მერაბას ვინ მიუგდონ საჯიჯგნად არ იციან.
გიგა იმედია დაბრუნდება გამარჯვებით, სახელი უკვე საკმაო აქვს.
გურამამ მოიშუშა ტრავმა და ეს მთავარია გატრავმული არ იყოს და ნახეთ რეებს იზამს, კაცმა ვისაც მოუგო UFC დებიუტში, შეიძლება ქამარზე გაიწიოს მალე.

Re: UFC

Posted: 04 May 2022 04:33
by Riddick
მე და შენი ინტერესი დრამატულად განსხვავდება. კი მესმის რო საინტერესოა, მარა შენ ჩემზე 100 თავით უკეთ იცი შიდა სამზარეულო. მე ვარ იმ 16 წლის ბავშვივით, მაკგრეგორის გამო რო უყურებდა და აი მაგ დონეზე ძაან დაცემულია სანახაობრიობა. მაგიტო ვიძახი, თორე დანარჩენი გეთანხმები ყველაფერში. კარგი საყურებელი იქნება ეხაც.

მე პლიუს ის მომენტიც არ მომწონს, 20 ჯერ ნაცემი ტიპები რო კიდე დიდი ჰაიპის ქვეშ აგრძელებენ გამოსვლას. რაღაც მუხტიაქ მაგ ამბავს დაკარგული ჩემთვის. მეტი ახალი სისხლია საჭირო და მეტი საინტერესო სახე. თუნდაც იმ მებრძოლების წინააღმდეგ გამოსაყვანად, ვინც დღემდე საინტერესოა, მარა კონკურენტი არ ყავს.

Re: UFC

Posted: 12 Mar 2023 13:40
by Riddick
მერაბას ჩხუბი სად ვნახო არ იცით ? გამიხარდა მაგრად

Re: UFC

Posted: 12 Mar 2023 15:25
by GHOST
აზრზე არ ვარ, მეც ჰაილაითები ვნახე. ბოლო წუთამდე აგორავა. :დ

Re: UFC

Posted: 29 Jul 2023 00:19
by Tom Clancy

Re: UFC

Posted: 29 Jul 2023 01:12
by SLaYeR
რა მაგარი კაცია ბიჭო )))))))
სკაირიმი და გოთიკა <3