მკვახს დავუმუღამე სერიოზულად. 3 თემაა:
1) ტაფაზე დადებ უკანოდ დიდ ნაჭერს, დაასხავ წყალს (1სმ მაქს) და ორთქლში "ხარშავ". 10 წუთში იღებ ერთ პორცია მკვახს, ზემოდან შაქარს მოაყრი ან სეზამს/მიწის თხილს.
2) ცოტა თხელ ნაჭერს წვავ კარაქში და ზეთში, თითქმის მზად როა შაქარს აყრი ოდნავ და სეზამის მარცვლებს და კარამელიზებულ ტკბილს იღებ.
3) კუბიკებად ჭრი კარტოფილს, ცოტა რო შეიწვება კუბიკებად დაჭრილ მკვახს ამატებ და თავს ახურავ ტაფას. ერთი 5-10 წუთში პატარად დაჭრილ ქათმის ფილეს და ქათამი რო მზად იქნება ხახვს, სტაფილოს, ნიორს ამატებ. ეგენიც რო მორბილდება კუბიკებად დაჭრილ პამიდორს. და ბოლოს ოდნავ სქელი მასა რო გახდება გამორთავ. მაგარი გემრიელი გამოდის.
მაგის ჰაკია კიდე. ბრინჯი უნდა მოხარშო და ერთი ფენა დადო ბრტყელი თეფშზე. დაადო ნაჭერი ყველი, მეორე ფენა ბრინჯი, კიდე ყველი და ბოლოს ეს მოასხა ზემოდან რო პატარა გორაკივით მიიღო თეფშზე.
აცდი ერთი 5 წუთი რო ყველი დადნეს და მოსასხმელი გაცივდეს ცოტა და იმენა ძაან მაგარი ვეში გეძრობა.