Car, საკითხის გარჩევა > მანქანის ყიდვა

ფორმატები ▶ საერთო თემა ▶ საკითხის გარჩევა ▶ ჩამონათვალი ▶ გამოკითხვა ▶ შედარება ▶ კითხვა
Riddick
Posts: 9979

Car

Unread post#1 » 02 Jun 2018 22:13

სადღაც ერთი კვირის წინ გადავწყვიტე მანქანის ყიდვა და მას მერე ვარ რაღაც აბიტურიენტის პოზიციაში. როცა ხარ ძაან ნუბი და უცებ გადაწყვიტავ რო რამე ოთხბორბლიანზე დაჯდე, დამიჯერეთ იმდენი თემა შემოდის ახალი რო ჯობია ერთი მისვლით აწევა არ ცადოთ, თორე შეილება ენთუზიაზმი ვაფშე დაკარგოთ ყიდვის. მხოლოდ ნელნელა და დოზირებით :)

ანუ იდეაში არიან ორი ტიპის ნუბები. ადამიანები ვინც მანქანა არ იცის, მიდის ყიდულობს პირველივეს რაც მოეწონება და მერე დადის წლები, ისე რო არაფერი არ აწუხებს, დაჟე ისიც რო რეალურად ნაგავი ყავს, მთავარია დადის და საქმეს აკეთებს. და მეორე ტიპის, ჩემნაირი ნუბები, აი უცებ რო იწყებენ ყველაფერში გარკვევას, რო რაცშეილება რაციონალურად მიაგნონ სასურველ ავტომობილს, მარა ეს პროცესი მოულოდნელად უაზრო მაშტაბებამდე რო იზრდება და დროის კარგვაში გადადის. ხოდა რადგან წვალებაა, გადავწყვიტე რო ის მინიმუმი, რა დასკვნებიც და მიგნებებიც გავაკეთე ამ პერიოდში აქ რამე საერთო სახეთ მაინც გარდავქმნა. რავიცი იქნებ რომელიმეს გამოგადგეთ კიდეც, ან პირიქით აქეთ მირჩიოთ რამე.

მე რეალურად ნოლიდან დავიწყე, რადგან შეილება არ იცოდე კონკრეტულად რა მანქანა გინდა და ნელნელა ჩამოყალიბდე მარკაზე და მოდელზე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ზოგადად მანქანა რაარი და რისგან შედგება ისიც არვიცი წესიერად (იმის მიუხედავათ რო მანქანით ნამუშევარიც მაქ). აქედან გამომდინარე არ ვიცოდი თუ რა ელემენტარული მონაცემების გარკვევით უნდა დამეწყო. იტოგში დიდი გზა გავიარე და შევეცდები ოდნავ მაინც გავამარტივო ჩემნაირი ტიპის ცხოვრება.

პირველ რიგში დავიწყებ სამი ვიდეოთი რომელიც იმის ზედაპირული წარმოდგენის საშუალებას მოგცემთ თუ ზოგადად რაარი ავტომობილი:

სტანდარტული სედანის საერთო მოწყობა, ანუ როგორ ფუნქციონირებს მანქანა
რა ფუნქციას ასრულებს ზეთი და როგორ ნაწილდება იგი უშუალოდ ძრავში
როგორ ფუნქციონირებს მექანიკური სიჩქარეების გადართვის მექანიზმი

აქედან უკვე უფრო ფართო საკითხები შემოდის, რომლებიც ალბათ ჯობია ერთად ჩამოვწერო და მერე ცალცალკე გავშალო.

1. ცოდნის ამაღლება მანქანის ექპლუატაციის საერთო საკითხებში.

2. შესაძენი მანქანის ფარგლებში, საჭირო პრიორიტეტების გამოკვეთილად ჩამოყალიბება. ანუ კონკრეტულად რა მომენტებია მყიდველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

3. საინტერესო სეგმენტის გარკვევის მერე კონკრეტული მოდელების შერჩევა და მათი ინდივიდუალური შესწავლა. იმის გარკვევა თუ რისი უნდა გეშინოდეს და რისი იმედი უნდა გქონდეს კონკრეტულ მოდელში.

4. ზოგადად ნახმარი მანქანებით ვაჭრობის სფეროში გავრცელებული თაღლითური სისტემების გარკვევა, რომ გამყიდველმა რაიმე კაი მაკიაჟიანი კატასტროფა არ შეგვტენოს.

5. უშუალოდ საყიდელი მოდელის არჩევის შემდეგ, სწორი დიაგნოსტიკის ჩატარების გარკვევა და საშუალების შემთხვევაში, ისეთი ადამიანის მოძებნა ვინც მოგეხმარებათ მანქანის სწორად შეფასებაში.


აი ზუსტად ეს ხუთი პუნქია რაც რეალურად მივიღე ერთი კვირის დაკვირვების შემდეგ. შეიძლება რამე ახალიც დაემატოს, ნამდვილად არაა გამორიცხული, მაგრამ ჯერ რაც არის იმის გრამატიკულად გაშლას შევეცდები ცალკე პოსტებში და თუ რაიმე შეიცვალა საერთო სქემაში, მაგასაც შევცვლი.

User avatar
SLaYeR
Posts: 5200

Re: Car

Unread post#2 » 02 Jun 2018 22:22

მეც შენნაირად ვარ, ანუ ყიდვას რო გადავწყვეტ მაინცდამაინც მაშინ უნდა დავიწყო რისერჩი და თან ცუდი ისაა რო რამდენიმე წლის წინანდელ მანქანას რო ყიდულობ იმ მანქანაზე ძველი სტატიები უნდა ამოყარო :D:D
კარგი თემაა.
https://youtu.be/YQl22C2ad4U ამ კაცის გამაზვაც არ შეიძლება ამ თემაში.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1640

Re: Car

Unread post#3 » 03 Jun 2018 00:36

https://www.youtube.com/watch?v=_wqyoduh3JE
დაითრიე ეგრევე.

Riddick
Posts: 9979

Re: Car

Unread post#4 » 26 Sep 2018 15:31

ანუ სადღაც 4 თვის ძებნის და ფიზიკურად 8 მანქანის შემოწმების მერე, როგორც იქნა ვიყიდე. ხოდა მინდა რო შეჯამების ვარიანტი დავწერო თემაში იმათთვის ვისაც იგივე ნაბიჯის გადადგმა დაგჭირდებათ.

რისერჩის ბოლოს ავაწყე ერთი ფურცელი რომელზეც მიწერია ის ყველაფერი რა პრინციპითაც ეს 8 მანქანა შევამოწმე. ქვევით დავწერ თემის მიმართულებებს.

კითხვები პატრონს:
საიდანაა ჩამოყვანილი? (თუ მანქანა ამერიკიდანაა, პატრონს აუცილებლად გამოართვით მანქანის VIN კოდი, რომელსაც გადაამოწმებთ Vininfo.ge-ზე და უკვე საიტიდანვე გაიგებთ დეტალურად იმ ყველაფერს რასაც შეილება თვითონ მფლობელი მალავდეს და ამასთანევე ბევრი ამ კითხვის დასმა საერთოდ არ მოგიწევთ...)
რამდენიხანია რაც აქ დადის?
რამდენი პატრონი ყავდა მთლიანობაში და აქ კონკრეტულად?
გაზზე თუ არი ნამუშევარი?
სამსახურის მაქნანაა თუ ოჯახის?
რა შეიცვალა ავტომობილში ყველაზე მნიშვნელოვანი და რა არის შესაცვლელი ამჟამად?
აქვს თუ არა ზეთის ჭამის პრობლემა და რამდენს იკლებს 1000 კილომეტრზე?
რამდენს წვავს ტრასაზე და ქალაქში?
რა მოყვება კომპლექტში?
ვიზეა გაფორმებული?
ხომ არ ეკისრება რაიმე სახის ჯარიმა, ყადაღა, დავალიანება?
რატო ყიდით?

მანქანის ადგილზე შემოწმება:
სწორზე დამდგარი მანქნა არცერთ მხარეს არ უნდა იყოს გადახრილი.
ჩამქრალზე რულის ტრიალისას არ უნდა გამოსცემდეს ჭრაჭუნის და კაკუნის მსგავს ხმებს.
კონდენციონერის საფეხურები უნდა მუშაობდეს ცივზეც და ცხელზეც (არ უნდა უბერავდეს ერთიდაიგივე დონეზე).
მძღოლის სკამი უნდა იყოს მყარად და არ უნდა ირხეოდეს.
გასაღებს რომ გადაწევთ მეორე ფაზაში უნდა აენთოს Check Engine, ABS, ESP, აირბაგის ნათურები - დაქოქვის შემდეგ ყველა ეს ნათურა უნდა ჩაქვრეს სხვადასხვა თანმიმდევრობით და არა ერთდროულად.
გარე დათვარიელების დროს ყურადღება მიაქციეთ ჟანგის თუნდაც ძაან მცირე კერებს.
შეამოწმეთ სეტყვაში ხომ არაა მანქანა მოყოლილი.
შეამოწმეთ "ზაზორების" სიზუსტე
შეამოწმეთ როგორ მდგომარეობაშია მანქანის საჭე, პედლები და სიჩქარეების გადასართავი. ყველაზე კარგად ამ სამ დეტალზე ჩანს მანქანის რეალური სტაჟი. 100 და 150 ათასიან მანქანას სავარაუდოთ არანაირი ცვეთა (გადაქექილი, გადაკრული) არ ექნება ამ დეტალებზე, ხოლო 200 300 და ზევით გარბენიან მანქანებს თავისუფლად.

მანქანის დიაგნოსტიკა:
ამ ეტაპში ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენს მიერ არჩეული მანქანის მცოდნე ხელოსნების მოძებნა. იყო შემთხვევები როცა ერთი მანქანა წავიყვანე ჯერ გლდანში, მერე ვაშლიჯვარში და მერე ორთაჭალაში, რადგან ესე ერთიანად ვერსად ვერ შემიმოწმებდნენ იმ დონეზე რაზეც მჭიდებოდა. ამიტომ პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ მოსაძებნი იქნება ეს ხალხი.
უშუალოდ რის შემოწმებას გირჩევთ: 1- კომპიუტერული დიაგნოსტიკა 2- ძრავის მექანიკური შემოწმება 3- სიჩქარეების კოლოფის მექანიკური შემოწმება 3- სავალი ნაწილის დათვალიერება 4- რადიატორის შემოწმება 5- თუ მანქანას აქვს 4WD შეამოწმეთ მუშაობს თუ არა ოთხივე. დანარჩენი სურვილის და შესაძლებლობის შესაბამისად.

User avatar
hellwalker
Posts: 5423
Contact:

Re: Car

Unread post#5 » 26 Sep 2018 16:01

ვა გილოცავ :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 5200

Re: Car

Unread post#6 » 26 Sep 2018 17:57

ოო ძალიან კაი ამბავია ეგ, გილოცავ მეც, მშვიდობაში <3
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9979

Re: Car

Unread post#7 » 27 Sep 2018 16:15

გაიხარეთ. ტრანსპორტი გვყავს აწი ქალაქ გარეთ სამოძრაოთ.

პიპინია (გრაფიტი სპეციალურად არ დამიმთხვევია )))

Riddick
Posts: 9979

Re: Car

Unread post#8 » 11 Nov 2018 03:39

პროფილაქტიკაში როცა უცხო ხელოსანი გიხსნის როგორ უნდა გახდე მისი მუდმივი კლიენტი https://coub.com/view/1glf90

Riddick
Posts: 9979

Re: Car

Unread post#9 » 20 Jan 2019 11:54

ეს ინფორმაცია იდეაში ყველა ნახმარი მანქანის პატრონს გამოადგება. ანუ ზოგადად მანქანის ყველაზე "მტკივნეულ" დაზიანებებეად ითვლება როცა ან სიჩქარეების კოლოფია გამოსაცვლელი, ან ძრავი. და ითვლება იმიტო რო ჯდება ყველაზე საგრძნობი თანხები. ხოდა ვიდეო რატოა საინტერესო, ტიპი ხსნის, თუ რამდენად შეიძლება გამოსაცვლელი ძრავის, ან სიჩქარეების კოლოფის გაყიდვა ნაწილებად, რაც ახალზე დასახარჯი თანხის დაახლოებით 80% უკან აბრუნებს (მარა ნუ ცოდნა უნდა) - https://www.youtube.com/watch?v=B8PmOoSpTsI

Riddick
Posts: 9979

Re: Car

Unread post#10 » 12 Mar 2019 14:16


Return to “Other”



Who is online

Users browsing this forum: Ripster and 4 guests


cron