Unread post#1117 » 31 Jul 2020 20:20
დავიწყებ იმით, რომ კიპერას პათოსს ვეთანხმები. დღესდღეობით, საქართველოს განათლების დონე არის ჭაობში და ტიპები რომლებიც არიან ხელისუფლებაში და არაფერს აკეთებენ ამის გამოსასწორებლად - ან არიან ყლეები, ან არ აწყობთ განათლებული თაობა(ეს ორი ერთმანეთს მაინცდამაინც არ გამორიცხავს). თან ეს ვრცელდება საქართველოს ყველა მოწვევის ხელისუფლებაზე.
ახლა, რაც შეეხება ზოგადი განათლების თემას, რაც ბაჩომ წამოწია. მე ვფიქრობ, რომ კი, ეგეთი ბრუტალური(შეგიძლიათ, საბჭოთა-ც დაარქვათ) მეთოდები არის შედეგის მომტანი. ჯერ ერთი, რომ , ის ზოგადი განათლება, რასაც სკოლაში იღებ, არის ძალიან მცირე. თუ ავიღებთ ცოდნა, რაც გჭირდება პროფესიული საქმიანობის დასაწყებად, ამის მხოლოდ მცირე შემადგენელი ნაწილია - უმნიშვნელო. ფაქტიურად ყველაფერს სწავლობ უმაღლეს სასწავლებელში. ყველაფრის ბრუტალურად, გაზუთხული სწავლა შედეგის მომტანია, რადგან ის ცოდნის ოდენობა, რასაც სკოლაში იღებ არ საჭიროებს მეტს. არ არის აუცილებელი, ბავშვს აუხსნა რაში გამოიყენებს ტრიგონომეტრიას( სხვათა შორის, მსმენია, როგორ ამბობს ხალხი, რომ სკოლაში ტრიგონომეტრიას სწავლობდნენ და ის ცხოვრებაში ვერ გამოიყენეს - ამაზე მინდა ცოტა განვავერცო: შე ყლეო, ტრიგონომეტრია რომ ცხოვრებაში გამოიყენო, უნდა ცხოვრობდე კოლონიალიზმის ეპოქაში და დაკავებული იყო ნაოსნობით. ტრიგონომეტრიას იმიტომ სწავლობ(როგორც სხვა, ელემენტარულ, ზოგად საგნებს სკოლაში), რომ წარმოებულის სწავლას რომ დაიწყებ უნივერსიტეტში(ან სკოლაში, რეალურად, მე სკოლაში მასწავლიდნენ, მაგრამ, იმდენად ფუნდამენტალური საგანია ყველა ინჟინერული დისციპლინისთვის და არა მარტო, რომ უნივერსიტეტში უნდა ისწავლებოდეს პირველ კურსზე, ჩემი აზრით) sin(a+b) როგორ იშლება ეს იცოდე). ეს, თუნდაც გაზეპირებული ცოდნა, რომელიც არც იცი, რისთვის გასწავლეს, შედეგს იძლევა, როცა რეალურად უნივერსიტეტში იწყებ სწავლას. დანარჩენ საგნებზეც ანალოგიურად, ძალიან ელემენტარულ საგნებს სწავლობ, რომელიც ყველა პროფესიის ადამიანს შეიძლება გამოადგეს. გადადის ქვეცნობიერში და გეხმარება, როცა რეალურად იწყებ სწავლას. მე ზოგადად არ მჯერა, რომ სწავლა შეიძლება ადამიანს შესძულდეს - მხოლოდ მაშინ, როცა ხედავს, რომ პერსპექტივა არ არის. ამაზე მოგვიანებით.
ზოგადად, ბავშვი არის კრეატიული არსება. ნებისმიერი ჩვენგან ყველაზე კრეატიული ამ ასაკში იყო. შეიძლება, საერთოდ არ სურდეს ამა თუ იმ საგნის სწავლა და გირჩის ლოგიკით, არც უნდა ასწავლო, ან , მშობელმა უნდა გადაწყვიტოს - როგორ შეიძლება იყოს ეს ეფექტური? რა ვქნათ, თუ მშობელი იდიოტია, ან ბავშვს თავისი გატაცებების გამო სულაც არ სურს ეს საგანი, რომელის სწავლაც შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მისი ზრდასრულობის ასაკში. სლეიერას ვეთანხმები იმაში, რომ ვიღაც სირი წერს პროგრამას და ეგ არის პრობლემა. გამოსავალია, რომ ვიღაც სირმა არ დაწეროს პროგრამა, მაგრამ ეს პროგპრამა მშობლებისა და ბავშვების სურვილს არ უნდა მოარგო - არამედ იმას, თუ რა არის განათლებისთვის ეფექტური.
საბედნიეროდ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში, სადაც არის არჩევანის საშუალება. უამრავი კერძო სკოლაა. იგივე გირჩის სკოლა, სადაც მშობლებს შეუძლიათ საგნების არჩევა. ამ სკოლის გამოშვება ნამდვილად თავისუფალი ხალხი იქნება - თუმცა, ჩემის აზრით, უწიგნური. გამონაკლისები, რა თქმა უნდა, ყველგან არსებობს.
რა შევეცი გირჩს, მაგრამ მსგავსი თემა და მომყავს ხოლმე მაგალითად. ფორუმ.ჯიზე განათლების თემაზე აქტიურ გირჩელებს რომ ვეკითხები ხოლმე ამ საკითხზე, ბოლოს ჩიხში მიდიან და მპასუხობენ, რომ "მათი წმინდა რწმენით, ის ამას მოახერხებს". თემა რას ეხება - თეზისია, რომ მსგავსი "თავისუფალი" სკოლა მხოლოდ სწავლა-მოწყურებულ ბავშვებს გამოზრდის. ავიღოთ ასეთი სცენარი- მართლაც სწავლა-მოწყურებული ბავშვი ამთავრებს სკოლას და სურს სწავლის გაგრძელება მექანიკური-ინჟინერიის კუთხით - სად ჩააბაროს? და პასუხია, ზემოთ რაც დავწერე- სუფთა მარაზმი.
და ჰგონიათ, რომ განათლების სისტემა კავშირშია უპირველესად სკოლასთან . აბა, სკოლით იწყებ და სხვანაირად როგორ იქნებაო? განათლების სისტემა კავშირშია ცოდნასთან და სკოლაში ამ ცოდნის მიზერულ დონეს, როგორმე მიიღებს ბავშვი. ჩვენი სისტემა ტრაკშია, რადგან ის ინსტიტუტები, რომლებიც ცოდნის მთავარი წყაროა არის ტრაკში.
იკითხავთ, ღარიბი ქვეყანა ვართ და იქნებ ფული არ გვაქვს, რომ ეს სახელმწიფო უნივერსიტეტები მოვხოდოთ. ან თუნდაც, სად გინახავთ, სახელმწიფოს მიერ წარმოებული წარმატებული ბიზნესი - იქნებ სრულიად კერძო უნივერსიტეტები იყოს გამოსავალი, კონკურენციამ ბოლო-ბოლო უნდა მიგვიყვანოს კეთილდღეობამდე. ამ უკანასკნელზე შეიძლება დავთანხმებოდი, მაგრამ მაგალითისთვის რომ ავიღოთ რეალური შედეგი - სამხრეთ კორეაში, ქვეყანა, რომელსაც გაჭედილი აქვს განათლებაზე და ერთ-ერთი მოწინავეა ამ სფეროში, ტოპ 1 და 2 უნივერსიტეტი არის სახელმწიფო. ეს ამტიკებს, რომ არ არის აუცილებელი, წარმატებული საგანმანათლებო ინსტიტუტი იყოს კერძო და სახელმწიფოსაც შეუძლია მსგავსის შექმნა და წარმოება. მაშინ, იქნებ პრობლემა ჩვენ, შედარებით, მცირე ბიუჯეტშია? - სინამდვილეში ასე არ არის, გვაქვს სახსრები, რომ სახელმწიფო უმაღლესი უნივერსიტეტები ჭაობიდან ამოვიყვანოთ. რომ გადახედოთ, რაში ხარჯავენ ეს სირები ფულს - ავტომანქანების პარკის განახლებაში და პრემიებში, და რამდენს, მაგდენიც არ დაგვჭირდება.
ანუ, ნება არ არის. რასაც მივყავართ ისევ იგივე თეზისთან - ან არიან ყლეები, ან არ აწყობთ განათლებული თაობა და რა ძალა ადგიათ. ისევ ეს განათლებული თაობა არ იქნება, სანაგვეზე რომ მოისვრის?
ახლა ციფრები:
2018/2019 წლების სტატისტიკა ვნახე: სტუდენტების 65% აბარებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ზოგადად, კურსდამთავრებულების 30%-ზე მეტს უწერია პროფესია - ინჟინერია. თან მეცინება. ნუ, მე 2007-ში დავამთავრე "გეპეის" (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - თესლურად ჟღერს) ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი. ზემოთ რომ ვახსენე, პერსპექტივის არ-ქონამ მომიკლა სწავლის მუღამი მეთქი - პირველ კურსზე მქონდა სტიპენდიაც, სახეს ვიტყნავდი, თან მათემატიკა მაინც ადვილი იყო ჩემთვის. შემდეგ რომ შევხედე რასაც გვასწავლიდნენ, დავიკიდე სწავლა. ფაქტიურად, ოთხი წელი დავკარგე და შემდეგ 13 წელი არაფერი მიკეთებია(ეს ჩემი ბრალია და მაინცდამაინც მხოლოდ განათლების სისტემას ვერ დავაბრალებ, მაგრამ სასაცილოა, როცა 4 წელს კარგავ არაფერში). არადა, პრობლემა, ჩემი ფაკულტეტის შემთხვევაში, იყო მხოლოდ და მხოლოდ სასწავლო პროგრამა. :დ
არადა, დარწმუნებული ვარ, ახლაც იგივე პროგრამით მიდის სწავლა.
ნუ დეტალებში გავშილიდი, თუ რა სისულელებს ასწავლიან და როგორ აქვთ აწყობილი პროცესი. ასევე, ზუსტად ჩამოვწერდი რას უნდა ასწავლიდნენ, მაგრამ ისედაც დიდი პოსტი გამოვიდა და არ ღირს - "გეპეის" რექტორმა არ შემოირბინოს უცებ, წაიკითხოს და რეფორმები გაატაროს. :დ