Tarantino's Nightmare, საერთო თემა > ქართული ზღაპარი

თავისუფალი ▶ საერთო თემა ▶ საკითხის გარჩევა ▶ ჩამონათვალი ▶ გამოკითხვა ▶ შედარება ▶ კითხვა
User avatar
GHOST
Posts: 1662

Re: Tarantino's Nightmare

Unread post#1121 » 31 Jul 2020 20:47

ეგ ცუდია, რა თქმა უნდა, თუმცა, აგერ, გირჩი ხომ იკიდებს მაგ დირექტივას.

ამ შემთხვევაში, სანქცია რა შეიძლება იყოს რო? აკრედიტაციას არ მისცემენ, ეგ რაში გჭირდება რო? ნუ, ჩემ დროს, თვითონ უნივერსიტეტში იყო გამოცდები, თუმცა, შეიძლება მაშინაც გთხოვდნენ ატესტატს აკრედიტირებული საშუალო სასწავლებლიდან. ახლა სახელმწიფო გამოცდებია და მანდ ვერ მიიღებ მონაწილეობას ქუჩიდან? :დ

თუ მაგ აკრედიტაციით გზღუდავს სისტემა, ეგ ცუდია, ჩემი აზრით. ნუ არგუმენტი მესმის მანდაც - ცდილობენ რაღაც ჩარჩოები დაიცვან, ანუ, შვილებს იცავენ მშობლების უგუნურებისგან(თავისი შეხედულებით), მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სრული სისულელეა. თავისუფალ საზოგადოებაში, ყველას აქვს უფლება რომ იყოს, თუნდაც იდიოტი. ბუნებრივი გადარჩევის მომხრე ვარ, ამ შემთხვევაში. ასე რომ, ყველა სკოლადამთავრებულს, სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებული იქნება, თუ არა, უნდა ჰქონდეს უფლება, გაიაროს გამოცდები და ცოდნით დაამტკიცოს და არა რაღაც საბუთით.

Riddick
Posts: 10064

Re: Tarantino's Nightmare

Unread post#1122 » 01 Aug 2020 00:01

ანუ შენი არგუმენტი სიაა რომ ბავშის დედაც მოვ*ან, რათ უნდა იმის ცოდნა რას და რისთვის სწავლობს, ისწავლოს გამოადგება. და პლიუს იმით აპრავებ რო ცხოვრებისეულ გამოცდილებას იძენს ტიპი მიკრო კონცლაგერში? დავიჯერო მაგაზე აზრიანი მოდელის მოფიქრება არ შეილეაბა? მოდელის სადაც ბავშვი უფლებიანი ადამიანია და არა რაღაც ბიომასა, რომელიც უნდა დასორტირდეს და მიეცეს ის რასაც სახელმწიფო თვლის საჭიროდ, რადგან ის როგორც ინდივიდი ჩამოყალიბებული არაა და თუ არ აითვისებს ამ რაღაცას უნდა დაისაჯოს და დარჩეს კლასში. მაგარი მოდელია გოსთ.

მე ვგმობ ეგეთ რამეს. ბავშს უნდა აუხსნა რისთვის აკეთებინებ ამა თუ იმ ქმედებას, რისთვის უდებ ცოდნას და რაც მთავარია რისთვის თხოვ ამის 5 იანზე ცოდნას. იმიტო, რო თუ არ იცის, მერე ყ*ეა და რის გამოა ყ*ე არ იცის... წარმოდგენა არ მაქ რანაირად ითვლება ეს სწორ მიდგომად.

მე თუ მკითხავ საერთოდ არ უნდა იყოს ცუდი ნიშანი. უნდა იყოს მარტო კარგი ნიშნები, და სხვადასხვა ტიპის. სხვადასხვა პროფილის მოტივაციები ბავშვებისთვის და პრიზები თემატური ჯილდოები კარგად გაკეთებული საქმისთვის (სიტყვაზე როგორც სკაუტებს), ვინც არ გააკეთებს ის უბრალოდ არ მიიღებს და მიიღებს სხვაში რაც უკეთ გამოსდის, აინტერესებს... ეგეთი მიდგომით ბავშვი 24/7 სტრესში არ გყავს, ანვითარებ იმ მიართულებით რისი პოტენციალიც აქვს და არ ეშინია იმ მოვალეობის როელიც არ ჭირდება.

User avatar
hellwalker
Posts: 5463
Contact:

Re: Tarantino's Nightmare

Unread post#1123 » 01 Aug 2020 00:35

შედეგის მისაღწევად ნებისმიერ სფეროში არის საჭირო მიზანმიმართული, საღი შრომის გაწევა. მაგის ხარჯზე აზიაში დისციპლინით აღწევენ შედეგს, ფინეთში თავისუფალი და ინდივიდუალისტური მიდგომით იხევენ სახეს. ორივე თავის კულტურას და რეალობას არის მორგებული და დიდად არ იმუშავებდა ეფექტურად ადგილები რო გაეცვალათ. ნუ ყოველშემთხვევაში დეკადები დაჭირდებოდა.

ზოგად პონტში ფინურ სურვაივალისტურ კულტურასთან უფრო მეტი აქ საერთო ქართველ ხალხს ვიდრე აზიურ წესრიგთან. პროსტა ფინური პრაგმატულობა და ფოკუსი ნაღდად არ არის აქ.

რაც დიდი პრობლემაა სწორი ფორმატის შერჩევაში, მაგრამ მაინც ქართველმა რომ თავი დაიმკვიდროს და რამეს მიაღწიოს გინდა შიდა ბაზარზე, გინდა მსოფლიოში. ჭირდება ინდივიდუალისტური, Entrepreneur(ჩალიჩა, ჰიპერაქტიული), ადაპტირების უნარის, Resourceful (სიტუაციაზე მორგება, საჭირო რესურსის გაჩითვა), სოციალური სკილები. და მსგავსი უნარების განმავითარებელი "სკოლა".

ამიტომ არამარტო აუცილებელია აუხსნა რაში ჭირდება რასაც ასწავლი, ჯერ უნდა ასწავლო რაში გამოადგება და გამოიყენებს და მერე თითონ საგანი.

და რო დააკვირდე ინტერნეტის და გლობალური მარკეტის წყალობით ზუსტად ასეთ რამეებსაც ამუღამებენ ბავშვები. პროსტა ხშირ შემთხვევაში ძალიან უკუღმართი ფორმებით. იგივე Ebay/Amazon ჟულიკობა და ა.შ.

სკოლას რაც შეეხება. მაგ საკითხს ვერ შეაფასებ წესიერად თუ მის ისტორიას არ ჩაუღრმავდი. ძალიან ბევრი ინერციული "ნალექი"-ია სკოლებში და ინსტიტუტებში. რომლებიც რეორგანიზაცია კაი ხანია საჭიროა.
დაწყებული იქიდან რომ სკოლები ეკლესიებით დაიწყო როცა რომაულ და ბერძნულ ვეშებს ადაპტაციას უკეთებდნენ. შემდეგ დიდგვაროვნების პრივილეგია იყო და ბოლოს მცდელობა ცოდნის უბრალო ხალხამდე მიტანის. და ყოველ ნაბიჯზე ძალიან უხეში ადაპტაცია განიცადა ახალი დანიშნულებისთვის.

ის რაც დღეს არ მოგვწონს მაგ სკოლაში, დიდწილად არის შექმნილი იმ პერიოდში როცა სრულიად გაუნათლებელი გლეხის ბავშვების მასიურად შეყრა ჭირდებოდათ მათ გასანათლებლად. მაგ კონტექსტში თუ შეხედავ ბევრი რამე ხდება გასაგები.

მაგრამ დღევანდელი სიტუაცია ვაბშე შეცვლილია.
*) 3 წლიდან ინტერნეტზე და ულევ გართობაზე შემჯდარი მასტები გყავს, "პილონკებიდან" სოციალურ მედიაზე გამოფენილი ცხოვრებით. ვაბშე ახალი მენტალური არქეტიპია პიროვნების.
*) უამრავი სამუშაო ფორმატი რომელიც არ მოითხოვს არანაირ ოფიციალურ სწავლების "დოკუმენტს".
*) აურებელი უფასო სასწავლო რესურსით სავსე ინტერნეტი.
*) საერთო კულტურული ნორმის მთლიანად წაშლა ინტერნეტით გაჩენილი მილიონი კულტურული ტრენდებით.

ასეთ მასტი რო ჩვენი ბავშობის სკოლაში შეაგდო. აი ფილმები როა წიპა ამერიკელი მასტი რომ დროში ტელეპორტირდეს და შუასაუკუნეების სასულიერო სემინარში ჩაკეტონ. მსგავსი კულტურული შოკი და დისონანსი ეძრობა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 10064

Re: Tarantino's Nightmare

Unread post#1124 » 01 Aug 2020 01:39

დღეს ქართველ ბავშვებსაც ეგ შოკიაქვთ, შენ რა გგონია :) დადიან და ვიღაც 75 წლის ბებია ასწავლით 45 წლის წინანდელი მოდელით :) ადრე თუ ეგ ზოგად ცოდნაში მაინც გადიოდა, ეხა სუფთა მიმია მთელი ეგ სტრუქტურა :) მიდიხარ და ერმალო მაღრაძის ფილმში იჩითები, თან გიტრაკებენ რო აი 5 უნდა ისწამლო :) და თემაც კაკრას მაქედან დაიწყო - აკეთებ რაღაც განუსაზღვრელისთვის და რო მოდის განსაზღვრების და კონკრეტიკის დრო ხვდები რო ტყუილა გაიარე ეს გზა - ეგ იმხელა პიროვნული ტრაგედიაა, რო ჯერ მარტო მაგის გაძლებაა გამოცდა :) და რამდენი ეგეთი წყალში გადაყრილი რამეა ჩვენ პირად ცხოვრებაში თუნდაც :) მოსტყვნია სკოლას დედი* მ**ი და ის დადებითი ზევიდან რაც მოაქ... ბოდიში თქვენთან.

User avatar
GHOST
Posts: 1662

Re: Tarantino's Nightmare

Unread post#1125 » 01 Aug 2020 08:27

Riddick wrote:ანუ შენი არგუმენტი სიაა რომ ბავშის დედაც მოვ*ან, რათ უნდა იმის ცოდნა რას და რისთვის სწავლობს, ისწავლოს გამოადგება. და პლიუს იმით აპრავებ რო ცხოვრებისეულ გამოცდილებას იძენს ტიპი მიკრო კონცლაგერში? დავიჯერო მაგაზე აზრიანი მოდელის მოფიქრება არ შეილეაბა? მოდელის სადაც ბავშვი უფლებიანი ადამიანია და არა რაღაც ბიომასა, რომელიც უნდა დასორტირდეს და მიეცეს ის რასაც სახელმწიფო თვლის საჭიროდ, რადგან ის როგორც ინდივიდი ჩამოყალიბებული არაა და თუ არ აითვისებს ამ რაღაცას უნდა დაისაჯოს და დარჩეს კლასში. მაგარი მოდელია გოსთ.

მე ვგმობ ეგეთ რამეს. ბავშს უნდა აუხსნა რისთვის აკეთებინებ ამა თუ იმ ქმედებას, რისთვის უდებ ცოდნას და რაც მთავარია რისთვის თხოვ ამის 5 იანზე ცოდნას. იმიტო, რო თუ არ იცის, მერე ყ*ეა და რის გამოა ყ*ე არ იცის... წარმოდგენა არ მაქ რანაირად ითვლება ეს სწორ მიდგომად.

მე თუ მკითხავ საერთოდ არ უნდა იყოს ცუდი ნიშანი. უნდა იყოს მარტო კარგი ნიშნები, და სხვადასხვა ტიპის. სხვადასხვა პროფილის მოტივაციები ბავშვებისთვის და პრიზები თემატური ჯილდოები კარგად გაკეთებული საქმისთვის (სიტყვაზე როგორც სკაუტებს), ვინც არ გააკეთებს ის უბრალოდ არ მიიღებს და მიიღებს სხვაში რაც უკეთ გამოსდის, აინტერესებს... ეგეთი მიდგომით ბავშვი 24/7 სტრესში არ გყავს, ანვითარებ იმ მიართულებით რისი პოტენციალიც აქვს და არ ეშინია იმ მოვალეობის როელიც არ ჭირდება.


კაროჩე, არის ეგეთი პონტი რა. არის გირჩის სკოლა, ჰოდა თვლი და მანდ მიიყვანე ბავშვი, რომ გეყოლება. :დ

ოღონდ, შემდეგ კონკურენცია რომ გაუჭირდეს სხვებთან, არ უნდა გაგიტყდეს.

ჩემი არგუმენტი ის არის, რომ მსგავსი დისციპლინური მოდელი არის ეფექტური. ამის მაგალითი არის აზიური განათლების სისტემა.


ანუ შენი არგუმენტი სიაა რომ ბავშის დედაც მოვ*ან,


მაგრამ ეს მაინც მაგარი იყო, ხო, ეგ ყოფილა ჩემი არგუმენტი. :დ

Riddick
Posts: 10064

Re: Tarantino's Nightmare

Unread post#1126 » 01 Aug 2020 10:36

მე ვფიქრობ, რომ კი, ეგეთი ბრუტალური(შეგიძლიათ, საბჭოთა-ც დაარქვათ) მეთოდები არის შედეგის მომტანი. ჯერ ერთი, რომ , ის ზოგადი განათლება, რასაც სკოლაში იღებ, არის ძალიან მცირე. თუ ავიღებთ ცოდნა, რაც გჭირდება პროფესიული საქმიანობის დასაწყებად, ამის მხოლოდ მცირე შემადგენელი ნაწილია - უმნიშვნელო. ფაქტიურად ყველაფერს სწავლობ უმაღლეს სასწავლებელში. ყველაფრის ბრუტალურად, გაზუთხული სწავლა შედეგის მომტანია, რადგან ის ცოდნის ოდენობა, რასაც სკოლაში იღებ არ საჭიროებს მეტს. არ არის აუცილებელი, ბავშვს აუხსნა რაში გამოიყენებს ტრიგონომეტრიას

კი გოსთ, ზუსტად ესაა

ანუ შენი არგუმენტი სიაა რომ ბავშის დედაც მოვ*ან, რათ უნდა იმის ცოდნა რას და რისთვის სწავლობს, ისწავლოს გამოადგება.

მოკლედ დავწერე. უნივერსიტეტის გარეშე.

და გირჩის სკოლა არ ვიცი, არ ვარ მაგით ინსპირირებული ჩემ მოსაზრებაში.
ინსპირაცია საკუთარი ცხოვრებაა და ის გამოცდილება რაც მივიღე. დღეს აფსოლიტურად ნათლად ვიცი თუ როგორ შემაზიზღა ნაძალადევმა განათლების სისტემამ ყველა საგანი, გარდა იმის რომელშიც შედარებით ადამიანური მასწავლებელი მყავდა. ისიც იმიტო რო მოტივაციას და აზრს მოკლებული ზოგადი განათლების ათვისების რეჟიმს არ მახვევდა 10 წლის მეს თავზე, სადაც თუ არ ვისწავლიდი მაგრად დამე**ოდა, მარა რისთვის ვწავლობდი არ ვიცოდი.

არამიზნობრივი სწავლა, ანუ ზოგადი განათლება ნამდვილად საჭიროა, მაგას მე არ ვიძახი. უბრალოდ ეს არ უნდა იყოს დაბალი ნიშნის დაწერით და კლასში დატოვებით დასჯადი. ეს უნდა იყოს იმ ბავშვის უნარების, ინტერესების გამოვლენის ეტაპი, რომელიც მოტივირებული იქნება კონკრეტული ჯილდოთი და არა პენალით.

მე არ მინდა რო ჩემ შვილს მასწავლებელი ტვინს უტყ(***დეს იმიტო რო ალგებრას ვერ სწავლობს. მე მინდა რო ჩემ შვილს მასწავლებელი უფასებდეს ალგებრის ნიჭს. იმიტო რო ტვინის ტყვნით მას საერთოდ შეზიზღდება ალგებრა, რომელიც რეალურად შეიძლება მაგრადაც ევასებოდეს.

User avatar
GHOST
Posts: 1662

Re: Tarantino's Nightmare

Unread post#1127 » 01 Aug 2020 11:05

და ეს "ტვინის ტყვნა" რას ნიშნავს, ვერ ვხვდები. თუ ევასება საგანი, ნიშნავს, რომ აინტერესებს და სწავლობს, არა? მე მაგალითად, ინტერესი მქონდა მათემატიკის და მიადვილდებოდა ყოველთვის მისი ათვისება. არ მევასებოდა ქიმია და საერთოდ აზრზე არ ვარ ქიმიის ახლა, კი ვსწავლობდი და რაღაცნაირად ვახერხებდი, რომ 5-იანიც მქონდა, მაგრამ მიზეზი უფრო ის იყო, რომ ქიმიის მასწავლებელზე მქონდა ქრაში.

ჰოდა, ტვინის ტყვნა არის ის, რომ საკონტროლოებს აწერინებს და "ცუდ ნიშანს" უწერს, როცა არ ისწავლის? რა უნდა აუხსნას, რომ ჰაი სქულ ალგებრა გამოადგება უნივერსიტეტში რომ დაიწყებს დისკრეტული მათემატიკის სწავლას და ბავშვმა ამაზე თავი უნდა დაუქნიოს- აა, გასაგებიაო? :დ

ინდივიდუალურ მასწავლებელზე არის, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებული.მოტივაციაზეც არ ვდაობ, არა მარტო სკოლაში, ზოგადად მასწავლებელი უნდა ცდილობდეს ბავშვის მოტივირებას. მაგრამ, მე ზოგად სისტემის ნაკლად ვერ ჩავთვლი იმას, რომ საკონტროლოებს აწერინებენ და ნიშნებით აფასებენ.

კი, დაბალ ნიშანს თუ დაუწერს, ბავშვს გაუტყდება ნამდვილად და მომავალში შეეცდება, რომ უკეთ ისწავლოს და აღარ გაუტყდეს.

და გირჩის სკოლა არის კიდევ ზუსტად ის, რაც იბაზრე, ეგეთი გამისწორდებოდაო. :დ ასე, რომ არის ჩვენთან იმის შესაძლებლობა, ისეთ სკოლაში შეიყვანო ბავშვი, როგორიც გაგისწორდება. ნუ, რა ჯდება ეგ არ მახსოვს. :დ

მე პირადად, არ ვფიქრობ, რომ ასეთი მოდელი იქნება შედეგიანი, თუმცა, არცერთი მოდელი არ იქნება შედეგიანი, სანამ უმაღლესი განათლება არ მოიხოდება.

Riddick
Posts: 10064

Re: Tarantino's Nightmare

Unread post#1128 » 01 Aug 2020 12:09

რაღაც რო გევასება და იმას გაძალებენ, დიდი შანსია რო შეგაძულონ. შენ შეილება არ გქონია ეგეთი ექსფერიანსი, მე მქონია. რაღაც ჯერ რო არ გარკვეულხარ მოგწონს თუ არა, და გაძალებენ, მოვალეობად გიხდიან, ის კიდე უფრო დიდი ალბათობით შეგძულდება. ჩემ თავზემაქ ეგ ყველაფერი გამოცდილი...

საგნის ზოგადი ცოდნით უნივერსტეტში რის სწავლას გამაგრძელებინებენ ის კი არ უნა ამიხსნა... ის უნდა ამიხსნა რა პროფესიებამდე მიმიყვანს ეს და რა იქნება ის საბოლოო საქმე რასაც გავაკეთებ. გამოხვალ მეცნიერი, უთხარი რო გამოვა მეცნიერი და თან აუხსენი რა პროფილის მეცნიერებაში შეეძლება ყოფნა. გამოვა ისტორიკოსი, მუსიკოსი, ინჟინერი, ექიმი, თუ რის პოტენციალს აძლევს ეს კონკრეტული ცოდნა ის მიახვედრე რო თვითონ აიღოს მერე ორიენტირი... შენ რასაც ამბობ ეგრე რო გვზრდიან, რაღაც განუსაზღვრელისთვის, მარა საჭიროსთვის, იმიტოა რო ნახევარზე მეტმა არ ვიცით რა გვინდა და მიჩვეულებივართ რო გვიწყვიტავენ რა უნდა ვქნათ...

კი, დაბალ ნიშანს თუ დაუწერს, ბავშვს გაუტყდება ნამდვილად და მომავალში შეეცდება, რომ უკეთ ისწავლოს და აღარ გაუტყდეს.

შენ იმასაც იტყვი ციხე კაცს ასწორებსო მგონი. მე არ ვიყავი ეგრე. მე რო იმ საგანში ცუდ ნიშანს მიწერდნენ, რომელიც არც მომწონდა და არც ვიცოდი რატო უნდა მესწავლა, იქ პროტესტის ისეთი გრძნობა მიჩნდებოდა რომელიც დღემდე მახსოვს. როგორ, მასწავლი რაღაც ყ*ეობას, მაძალებ რო ვიცოდე და რო არ ვიცი მაგის გამო კიდე მტისკავ ცალკე შენ, ცალკე მშობელი სახში. 6 წლის ასაკშიც არ ვყოფილვარ ეგეთი ყ*ე რო მსგავს რამეზე თვალი დამეხუჭა და საკუთარი თავი ჩამეთვალა დამნაშავეთ :) როგორ არაფერი არ მითხოვია, მოვიდნენ, რაღაცას მაძალებენ და პლიუს მიტრაკებენ რო არ მინდა ? თან ისიც არ უნდა ინებონ რო ამისხსნან რატო უნდათ რო ეს ვიცოდე? )) ძაან ბანძი თემაა და თუ შენ გგონია რო ბავშვი მაგას ვერ ხვდება, აი მაგრად ცდები.

პ.ს. გირჩის სკოლას რაც შეეხება. ეს რასაც ვწერ ლოგიკაა ჩემი, ჩემივე გამოცდილებით ჩამოყალიბებული და ნაღდად არ მინდა ეხა რო გირჩის ნათელ ხედვებთან გამაერთიანო. არ მაინტერესებს ეგ თემა და ბავშვსაც არ მივიყვან მაგათ სკოლაში.

User avatar
GHOST
Posts: 1662

Re: Tarantino's Nightmare

Unread post#1129 » 01 Aug 2020 12:37

პ.ს. გირჩის სკოლას რაც შეეხება. ეს რასაც ვწერ ლოგიკაა ჩემი, ჩემივე გამოცდილებით ჩამოყალიბებული და ნაღდად არ მინდა ეხა რო გირჩის ნათელ ხედვებთან გამაერთიანო. არ მაინტერესებს ეგ თემა და ბავშვსაც არ მივიყვან მაგათ სკოლაში.

და ეს რა ლოგიკაა - ტიპებს აქვთ ისეთი სკოლა, რომელიც ისეა მოწყობილი, როგორც დაახასიათე შენი იდეალური სკოლა - არა ნიშნები, ყველაფერი არჩევითი და ა.შ. და რატომ არ მიიყვან? :დ

გირჩის ბევრი იდეა მგონია, რომ სრული ყლეობაა, მაგრამ არჩევნებზე მაინც შეიძლება ხმა მივცე, რადგან ჩემს აჯენდას წაადგნენ - მაგ. ვიღაც რომ გამოვა პარლამენტში და დაიწყებს პროგრესიული გადასახადების იდეის შემოგდებას, ადგებიან და ხმამაღლა აგინებენ დედას და. ა.შ. :დ სხვის მავნებლურ იდეას აგინებენ და თვითონ იმ რაოდენობით ვერ გავლენ, რომ საკუთარი მავნებლური გაიტანონ.

ხო, ნუ დანარჩენზე ვერ შევთანხმდებით. მე ვფიქრობ, რომ იმ სცენარით, რასაც შენ აღწერ, ბავშვი დარჩება უწიგნური. :დ

Riddick
Posts: 10064

Re: Tarantino's Nightmare

Unread post#1130 » 01 Aug 2020 15:51

არ ვიცნობ და გაცნობის ინტერესიც არ მაქ. რაარი გაუგებარი ვერ ვხვდები. მაინცდამაინც გირჩის სკოლამდე რატო მივდივართ? ეხაც რო მელაპარაკები ისევ იმ ვიღაცას ელაპარაკები ვისაც ფორუმ ჯიზე გირჩის სკოლაზე ელაპარაკე და ეგრე ცვეტში ვერ შევთანხმდებით. თუნდაც მარტო იმიტო რო იმათთან მაიგივებ და გითხარი არ მინდათქო :)

უწიგნური ეგეთ სისტემაში მარტო მაშინ დარჩები როცა გაჭირვებაა და წიგნები მხოლოდ მაგათ აქვთ :)) დღეს ნაღდად ვერ ვხვდები კლასიკური სკოლის გარეშე რას დაკარგავს ბავშვი, ელემენტარული სოციალ სკილების გარდა, რაც სხვა ბავშვებთან ურთიერთობაში უყალიბდება და ატესტატის, რომელიც თუ არ ექნა იტყვიან ამას სკოლაც არააქ დამთავრებულიო...

User avatar
SLaYeR
Posts: 5254

Re: Tarantino's Nightmare

Unread post#1131 » 01 Aug 2020 16:33

ცოტა დავწვრილმანდები და მაგალითზე წავალ
ფიზიკის მუღამი მქონდა სულ, დავიწყეთ საგნის სწავლა და რაღაც ვერ გავიგე, მაგის მერე ორი ისეთი მასწავლებელი იყო საგანი შემზიზღდა. მერე გამოცდები იყო და თუ არ ჩავაბარებდიდ ამენძრეოდა, ხოდა მოვემზადე სხვა მასწავლებელთან, ისაც მაგ სკოლაში ასწავლიდა და განცვიფრდა ქალი ერთი წლის მასალა თვენახევარში ავითვისე და გამოცდაც კარგად ჩავაბარე, ეგ რო ნახეს იმ ორმა იძულებულბი იყვნენ დობრად მომდგომოდნენ, აქამდე სა დ იყავიო და ეგეთები ))
ხოდა მე რაც მიჯვავდა იყო სისტემური მიდგომა, სტრესი და სირობა, მაგ ძალად დისციპლინას და ციხის რეჟიმს არაფერი კარგი არ მოუტანია, პირიქით ინტერესს მაკარგინებდა. სამიანს ვიღებდი იმის გამო რო რაღაც არ მესმოდა და 40 ბავშვში *ლეზე ეკიდათ მასწავლებლებს მე რას გავიგებდი. ფიზიკა ვაბშე არ გამომდგომია მარა რაც მოვემზადე და ვისწავლე სიამოვნებით ვისწავლე და მუღამიანად, ვაბშე ცალკე მასწავლებელთან თუ მიწევდა სიარული გემრიელად ვსწავლობდი და ვინტერესდებოდი სულ, იმიტო რო მიხსნიდნენ და პასუხისმგებლობას ვგრძნობდი მშობლებს ტყუილად რო თანხა არ გადაეხადათ, ხოდა რავი ეგ თუ სკოლის *ლე სისტემის ბრალი არაა არ ვიცი მაშინ რისი ბრალია. ზოგადი განათლება ძალიან საჭირო და თან ძალიან იოლი რამეა თუ სწორად მიაწვდი ბავშვს, ძალიან ადაპტირებული გამოდის ყველაფრის მიმართ, უბრალოდ სწავლის მეთოდები და ფორმები ჩვენ დროსაც ჩამორჩენილი იყო უკვე ჩემი აზრით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Other”



Who is online

Users browsing this forum: hellwalker and 6 guests