Wolves' Diet, საერთო თემა > კეტო დიეტა

ფორმატები ▶ საერთო თემა ▶ საკითხის გარჩევა ▶ ჩამონათვალი ▶ გამოკითხვა ▶ შედარება ▶ კითხვა
User avatar
hellwalker
Posts: 5423
Contact:

Wolves' Diet

Unread post#1 » 14 Jan 2016 13:32

კეტო დიეტაზე თუ ფიქრობთ ვინმე, 3 კვირის მერე შემილია ვთქვა რომ თესლი ვეშია. სადღაც 7 კილო დავიკელი ისე რომ არცერთი დღე არ მიშიმშილია.
პლუსები:
*თავს უკეთესად გრძნობ
*გემრიელად ჭამ
*ცოტა სასმელიც მოსულა
*არ შიმშილობ
*იკლებ საკაიფოდ
*კაია ჯამრთელობისთვის

მინუსი:
*ლუდით ვერ გასკდები
*ხილით ვერ გასკდები
*ტკბილეულს ვერ ჭამ
*შაქარი არ შეიძლება

საჭმელი:
ინდივიდუალურია მარა დაახლოებით ესეთი რატიო უნდა დაიცვათ:
5% ნახშირწყლები/Carbs/углеводи
20% პროტეინი
75% ცხიმი
მაგალითად 1200 კალორიაზე ეგ გამოვა სადღაც 25 გრამი ნახშირწყლები, 90 გრამი პროტეინი, 120 გრამი ცხიმი. მე მყოფნის ეგ, დაჟე 800/900 ცხიმით მოცემული კალორია მყოფნის.

ნახშირწყლები:
არანაირი ცომეული და ბურღულეული. ხილი ძალიან ცოტა და სპეციფიური. მაგალითად 1 ვაშლი მთელი დღის ნახშირწყლების ნორმას ამოიღებს. კივი, ფორთხალი, ავოკადო შეგიძლია ჭამო. ოღონდ ნახევარი დღეში. მარწყვი ბევრი მოსულა.
ბოსტნეული გეჭმევა, ისპანახი შეგილია ხუთი კილო ჭამო მაგალითად ან ბოლოკი. მარა ზოგი საშიშია კარტოფილი მაგალითად ვაშლივით 1 ცალი უკვე ამოგიღებს ლიმიტს.

ძირითადათ ჭამ სალათებს და ძალიან გემრიელი სალათების დამუღამება შეგიძლია მარტივად.
ძირითადათ ორი ტიპის, სალათის ფურცელზე დაფუძვნებული და კომბოსტოზე დაფუძვნებული.
სალათის ფურცელს შეგიძლია უქნა ცოტა ხახვი, პამიდორი, კიტრი, მწვანილი, ყველი მოაყარო გახეხილი და ზეთი და ძმარი. მოხალული ნუში ან თხილიც ძალიან უხდება. კიდე fancy ინგრედიენტებიც შეგიძლია შეურიო ბევრი რეცეპტია ინტერნეტში.
კომბოსტოს დაჭრი და სტაფილოს დაუმატებ, მაიონეზეს, ნიორს და ზეთს გამოდის კარგი.
ისპანახი შეგიძლია ოვერდოხრენა ჭამო.
ბადრიჯანიც მოსულა, ასევე კარფურში იყიდება Green Beans გაყინული. მწვანე ლობიოს პონტშია ოღონდ ბარდაა (გაროხი). ძაან გემრიელია და 5 წუთში მზადდება.
სოკო <3 მოსულა ბევრი

პროტეინი:
ხორცი ყველანაირი და ნიგოზი ან თხილი. მიწის თხილი არა. თხილები ცოტა საშიშია უნდა დაიცვა ნორმა.
ყველაზე იაფიანი და ადვილი არის ქათმის ფილე შეიწვა ხოლმე. გემრიელია და ბევრი არ გინდა პროტეინი რო ამოიღო.

ცხიმები:
კაროჩე ყველაზე ადვილია პროსტა ყველაფერს მოასხამ ცოტა მეტ ზეთს, ან ზეთის ხილის ზეთს. 1 სუფრის კოვზი ზეთი არის 15გრამი. სალათებს და კომბოსტოს ძალიან უხდება და ადვილად ამოიღებ მაგით. სალა თუ გევასება ეგეც 90% ცხიმია. ასევე ნიგოზი და თხილი ოვერდოხრენა ცხიმია.
რძის პროდუქტებიდან: თხევადი სლივკები ყავაში. ყველი, არაჟანი.
მაწონი და ხაჭო ნახშირწყლებს შეიცავს ცოტას ამიტომ ცოტა საშიშია უნდა ნახო წონა.

სასმელი:
1 კათხა ლუდი სადღაც 15~20 გრამია. იმდღეს სხვა ნახშირწყლებს თუ არ შეჭამ 1 კათხა მოსულა.
ღვინო - 1 ჭიქა სადღაც 3 გრამია
არაყი, ვისკი - ოვერდოხრენა პროსტა კალორიებია ბევრი და შეიძლება მაგ პონტში დაგენძრეს.
კოქტეილები და ტკბილი სპირტიანი ვეშები არ მოსულა.

ტკბილეული:
რაღაცეები მოსულა ოღონდ შენით უნდა გააკეთო. გუშინ მაგალითად მარტო კვერცხის ცილით და 70% შოკოლადით გამიკეთა ტორტი დედაჩემმა ძაან საკაიფო. ფორთოხალი მივაყოლე და გაასწორა.

ჩითერობა:
შეგილია 2კვირაში ერთხელ იჩეთერო ერთი დღე და 60~90 გრამ ნახშირწყალზე ახვიდე. რამდენიმე კათხა ლუდი გამოვა.

კვერცხი შეგიძლია ოვერდოხრენა ჭამო. ასევე 70%+ შოკოლადიც მოსულა ცოტა.
ყავა/ჩაი უშაქროთ ან თხევადი სლივკებით. გემო შეგეცვლებათ ცოტა და გაგისწორდებათ მაგრა უშაქრო ყავა და მწარე შოკოლადი. (ადრე ვერ ვიტანდი)

მთლიანობაში პირველი კვირაა ცოტა ტვინისტყვნა, მერე დაამუღამებ ყველაფერს და იმაზე ბევრად მარტივია ვიდრე ჭღერს. დაიმზადე სალათა, შეიწვი ხორცი. ან ბოსტნეულის და ხორცის სუპი ხიე კართოფილის გარეშე. სოკოთი, სოსისით/ბეკონით და ყველით შეიწვი კვერხი პიცის პონტში. ბომჟ რეჟიმზე (კარტოფილი, მაკარონი მარტო) ძვირი ჯდება, მარა ჩვეულებრივად ჭამაზე(სოუზი, ბორში, ბადრიჯანი, კარტოფილი, ხორცი, ლობიო, გრეჩიხა) ძვირი არ ჯდება საერთო ჟამში.

შემცველობა ყველაფერს აწერია უკან. ძირითადათ 100 გრამზე რამდენია.
ასევე გუგლში ჩაწერ სახელს + calories და აგდებს ეგრევე ცხრილს. http://imgur.com/PDOIwjO
total carbs გამოაკლებ dietary fiber და გაიგებ რამდენი ნახშირწყლები აქ. დანარჩენი წერია ეგრევე. ასევე ზემოთ თუ დააკვირდებით შეგიძლია აირჩიო ტიპი პროდუქტის (წითელი ღვინო, თეთრი ღვინო) და მერე რაოდენობა. (100 გრამი, 1 ჭიქა)
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Mchedlo
Posts: 874

Re: Wolves Tavern

Unread post#2 » 14 Jan 2016 17:42

და პირიქით, მომატების დიეტა ? ; დ : (

User avatar
hellwalker
Posts: 5423
Contact:

Re: Wolves Tavern

Unread post#3 » 14 Jan 2016 18:00

მანდ Body type-ებია. http://www.bodybuilding.com/fun/becker3.htm
ექტომორფი თუ ხარ ვერ მოიმატებ :D

ნუ ჯამრთელი ფორმით ვერა და ჯანქ ფუდით თუ გაიფუჭებ ორგანიზმს კი.

ერთადერთი შანსია კუნთების მასის მომატება, Body Builder-ების ზახოდების დაწყება მოგიწევს.

სხვაზე უფრო მეტი კალორია მიიღე ვიდრე ხარჯავ და მოიმატებ ნელნელა. ნახშირწყლებით ყველაზე ადვილია. ფაფები და ეგეთი რაღაცეები. შაქარი მოგიმატებს წონას მარა არ ღირს.

მარა ზოგადად ან კუნთების მასას იმატებ ან ქონს იმატებ. კუნთებს ვარჯიში და სწორი კვება უნდა, ქონს ჯანქ ფუდი, ლუდი, ფაფები, ბევრი ცომეული.

ვარჯიშის ძირითადი პონტი არის. ცოტა ენერგიის მომცემი რამე ჭამე ვარჯიშამდე, ნახშირწყლებიანი. სნიკერსი ან რამე ეგეთი შეგიძლია ხიო. ვარჯიშის მერე პროტეინი უნდა მიიღო ნახევარი საათის განმავლობაში რომ მისცე ორგანიზს მასალა კუნთების შესაქმნელად. ცოტა ნახშიწყლებიც უნდა მიატანო. ქათმის ფილე შემწვარი ან ძროხის ხორცი შემწვარი და ბრინჯი კაი/ადვილი ვარიანტია.
დანარჩენს სადმე Gym-ში დაიწყე სიარული და იქ გაჩითავ მაგის ექსპერტებს :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Mchedlo
Posts: 874

Re: Wolves Tavern

Unread post#4 » 14 Jan 2016 23:31

აუ მე მაგრა მაწუხებს ბოლო პერიოდია ეს თემა და იმენა სერიოზულად მინდა მივუდგე, ცვეტში იმ საშიშ დონეზე ვტივტივებ

Riddick
Posts: 9979

Re: კეტო დიეტა

Unread post#5 » 15 Jan 2016 00:09

მე მინდა კაკრას 5 კილოს დაკლება. ზაფხულში ჩემ პონტში ვიჩალიჩე 5 კილო. ცომეულს არ ვჭამდი. მარტო ბოსტნეულზე, ხილზე და მოხარშულ ხორცზე ვიყავი, ერთი ორი კვირა.
ეხა ჩაუდები, უფრო დეტალურად გამოგკითხავ თუ დავიწყე.

User avatar
GHOST
Posts: 1640

Re: Re: Wolves Tavern

Unread post#6 » 15 Jan 2016 10:59

ეს არ არის საჩემო, მე მასის მომატება მინდა, მაგრამ ინტერესი მაქვს და მიკვირს ცხიმის ჭამით როგორ ხდება. :დ ჰაუ იზ დის ივენ ფოსიბალ. :დ

User avatar
hellwalker
Posts: 5423
Contact:

Re: Re: Wolves Tavern

Unread post#7 » 15 Jan 2016 11:10

Riddick
ესე უცებ რო დაიკლო 5 კილო და მერე დაანებო თავი ამ დიეტას მოიმატებ მალევე. დრო ჭირდება ორგანიზმს რომ ახალ ნორმას შეეჩვიოს. ერთი თვის ბაზარია მაინც. შეგიძლია მთლად კეტოში არ იყო ერთი და პროსტა ცოტა ნახშირწყლები მიიღო 25-ის მაგივრად 50 ან რამე მასე.

GHOST
Carb Cycling გინდა მაშინ შენ. ეგ არის დიეტა სადაც ზიხარ უმეტესობა დღე ამ დიეტაზე და მერე კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჭამ ნახშირწყლებს და პროტეინებს. ეგ არის Ultimate Bodybuilder-ის დიეტა. თან ცხმის წვავ(ძაან დააბალი ცხიმის დონე უნდა გქონდეს რომ კუნთები გამოჩნდეს :trolface: ), თან კუნთს იმატებ. ოღონდ იმენა უნდა ივარჯიშო იმ დღეებში როცა შეჭამ ნახშირწყლებს. დაგუგლე Carb Cycling და ნახე როგორ უნდა ზუსტად.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
GHOST
Posts: 1640

Re: Re: Wolves Tavern

Unread post#8 » 15 Jan 2016 11:47

მე კვირაში 6 დღე ვვარჯიშობ. :დ 3 დღიანი სფლითით, კვირაში ორჯერ გამოდის პირდაპირი დარტყმა თითოეულ კუნთზე.

მაგ შემთხვევაში პროტეინები მინდა ძირითადად და ნუ 40-30% ნახშირწყლები. დელოადის დროს ძირითადად სულ პროტეინი და ძალიან ცოტა ნახშირწყლები/ცხიმი. უბრალოდ, მე სამსახურში არ ვჭამ და საჭმლის ტარებაც მეზარება, რაც სახეს ახევს ჩემს ორგანიზმს, ამიტომაც საჭმელს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას. :დ მაინც დღეში ორჯერ გამომდის ჭამა. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მაინც ვვარჯიშობ, თავს საკაიფოდ ვგრძნობ.

პ.ს. სახელი შეუცვალეთ თემას, კაცო, Wolves' Diet. :დ

User avatar
Mchedlo
Posts: 874

Re: Wolves' Diet

Unread post#9 » 15 Jan 2016 21:48

ფაქ ით, დარბაზში უნდა დავიწყო სიარული
მისტერ ოლიმპია ჰირ აი ქამ

საწყალ 70 კილოგრამამდე ჩამოვვარდი

User avatar
Ripster
Posts: 1511

Re: Wolves' Diet

Unread post#10 » 16 Jan 2016 00:24

აუ მე მაგრა მაწუხებს ბოლო პერიოდია ეს თემა და იმენა სერიოზულად მინდა მივუდგე, ცვეტში იმ საშიშ დონეზე ვტივტივებ

შენ მე არ გინახივარ ;დ
განვიცდი უკვე ;დ

სანდრო ძია მოგვამატებინე წონა ხალხს!
You'd better do something about that cough

User avatar
hellwalker
Posts: 5423
Contact:

Re: Wolves' Diet

Unread post#11 » 16 Jan 2016 01:30

უნდა ივარჯიშოთ :D ქონს რო მიაწვეთ პროსტა ღიპი დაგედებათ თქვენ არ განაწილდება სხეულზე. ივარჯიშეთ და ბრუს ლის ვიდზე დადგებით :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9979

Re: Wolves' Diet

Unread post#12 » 16 Jan 2016 03:43


User avatar
Mchedlo
Posts: 874

Re: Wolves' Diet

Unread post#13 » 16 Jan 2016 09:55

ანუ რეალურად რაც ვნახე ის ტესტი, უფრო ექტომორფი ვარ დიდწილად
მაგრამ ამავდროულად მახსოვს პერიოდი როდესაც ზაფხულში ჩემ პონტშ ვვარჯიშობდი სოფელში (უნივერსიტეტამდე თემაა) და ნუ იმენა ცოტა მოვიმატე კიდეც და დამეტყო

რაც დავსერჩე, ეს 'ვორკინგ აუთ' ყველაზე ნაღდი თემაა, მერე თუ რამეა ცურვის შეთავსება შეიძლება

აი საჭმელზე მაგრა ვიჭრები, კი შეიძლება რამე კოქტეილის და მსგავსის ტარება მარა ისეთI გრაფიკი მაქს, ცოტა ჭირს, იდეალურ ვარიანტში 3-4 საათში ერთხელ უნდა ჭამდე რამეს, თუნდაც ზაკუსკა და არა სმარტის ლობიანი : \\\

User avatar
hellwalker
Posts: 5423
Contact:

Re: Wolves' Diet

Unread post#14 » 16 Jan 2016 11:02

foodpanda.ge -დან შეგიძლია მოატანინო ნებისმიერ ადგილას. firewok -ს აქ ბრინჯის და ხორცის საჭმელები 5 ლარად. ასევე sadili.ge ესაა. კონტეინერით შეგიძლია ატარო საჭმელი ასევე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5423
Contact:

Re: Wolves' Diet

Unread post#15 » 19 Jan 2016 21:24

O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5423
Contact:

Re: Wolves' Diet

Unread post#16 » 04 Mar 2016 13:43

სადღაც 2 თვეზე მეტი გავიდა და დავიკელი 11 კილო. არის დიეტები რომლებიც უფრო მალე დადებდა ამ შედეგს, მარა შიმშილი მომიწევდა და მავნებელი იქნებოდა ჯამრთელობისთვის.

სადღაც 1 თვე კიდე ვიჯდები ამაზე რომ ბარემ ბოლომდე დავიგდო წონა, მერე გადავალ Carb Cycling დიეტაზე და ვარჯიშს დავიწყებ რომ უფრო პროდუქტიული ფორმით მოვიმატო წონა ცოტაზე და კომფორტულ ტოჩკაზე გავჩერდები :D

თუმცა ამ დიეტის მერე არამგონია გამისწორდეს ადრინდელ ჭამის ფორმატზე დაბრუნება. ალბათ low/medium carb და უშაქრო საჭმელებზე გადავალ.

2 თვის მერე ცოტა მბეზრდება საჭმელები, მარა 2 კვირაში ერთხელ cheat day საკმარისია რომ არ დაგგრუზოს. ასევე ცოტა მეტ დროს და ფულს თუ ჩადებთ მენუში ეს პრობლემა არ შეგექმნებათ. მე დრო არ მაქ და basic სალათებს და უბრალოდ შემწყვარ ხორცებს ვჭამ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
GHOST
Posts: 1640

Re: Wolves' Diet

Unread post#17 » 15 Mar 2016 11:08

ვაფშე, ვფიქრობ, ხომ არ ვცადო, ვათრიო საჭმელი სამსახურში. :დ

დღიური კალორიები როგორ დაითვალე?

არანაირი ცომეული და ბურღულეული.

ანუ, გრეჩიხა(წიწიბურა) არ შეიძლება? ბურღულეულში გადის თუ არა არ ვიცი. :დ

User avatar
hellwalker
Posts: 5423
Contact:

Re: Wolves' Diet

Unread post#18 » 15 Mar 2016 11:45

ამითი http://keto-calculator.ankerl.com/

კი გრეჩიხა არ შეიძლება. ანუ შენი ლიმიტი იქნება 20~30 ამდე ნახშირწყლები. ხოდა გუგლში ჩაწერე საჭმლის სახელი + calories და ამოაგდებს ჩარტს.
შიგნი Total Carbohydrate -ს გამოაკელი Dietary fiber. და მიიღებ Net Carbs.

ეგ Net Carb უნდა შეინარჩუნო 20~30-ის ფარგლებში.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
GHOST
Posts: 1640

Re: Wolves' Diet

Unread post#19 » 15 Mar 2016 12:53

დიდი მნიშვნელობა აქვს კალორიებს როგორ გადაანაწილებ დღეში სამ ჭამაზე? თუ როგორც გაგისწორდება? საჭმელი შემიძლია ვჭამო ნებისმიერი, თუნდაც ყოველდღე ერთი და იგივე, საერთოდ არ ვაქცევ მაგას ყურადღებას, საწვავივით ვუყურებ.

User avatar
hellwalker
Posts: 5423
Contact:

Re: Wolves' Diet

Unread post#20 » 15 Mar 2016 14:25

დღის განმავლობაში როგორ გაანაწილებ დიდად არა. მთავარია დღეში შენი ლიმიტი დაიცვა.
მარა კალორიები გჭირდება დღის მანძილზე და შენი კალორიების მთავარი წერტილი იქნება ცხიმები.
ამიტომ დილით და შუადღეს თუ როცა ჭამ უნდა მიიღო საკმარისი კალორია რომ დღის მანძილზე დეფიციტი არ გქონდეს და დაღლილი არ იყო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Other”



Who is online

Users browsing this forum: Ripster and 4 guests