Page 78 of 82

Re: Movies

Posted: 02 Jun 2022 21:23
by Riddick
phpBB [video]


არ მინახია ფილმი, მარა ფილმის ნახვას ბევრად ჯობია

Re: Movies

Posted: 05 Jun 2022 22:39
by Riddick
The Devil All the Time
მრაჩნი, მაგრამ კარგი ფილმია. დიდიხანია რამე ნორმალურად გადაღებული არ მინახია. 50 60 წლების ამერიკის მიყრუებულ ადგილებში მობინადრე ხალხზეა. იდეაში ნამდვილი ამბავი უნდა იყოს, ისე იწყება და თუ მართლა ესეა, ბევრად წონიანი რამეა კიდე, ვიდრე უბრალოდ ფილმი.

Re: Movies

Posted: 06 Jun 2022 00:10
by grigoli1970
აი ეს მატრიცა ძაან დამევასა გარედან რავი, დღეს უნდა ჩავუჯდე ერთი სული მაქ ვუყურო და ვნახოთ რა იქნება, მერე დავწერ შეფასებას, ისე ღადაობაა სინამდვილეშიც არსებობს ეს წითელი და ლურჯი კაფსულა, ორივე ძაან ძლიერია მოქმედების მხრივ, ლურჯს თუ დალევ ბედნიერების შეგძნებაა გავიწყდება რამე ცუდი თუ არსებობს და მეორე წითელს კიდე ქვეცნობიერი ამოაქ პრობლემებს განახებს და გზასავითაა რომლის გავლასაც იწყებ, სასაცილო ისაა რო არჩევანი არაა აქ ორივე შეგილია გასინჯო :hah:

Re: Movies

Posted: 06 Jun 2022 03:08
by grigoli1970
ჩავუჯექი ეხა ვუყურე და რავი რა მემგონი იდეალური ფილმია, პირველს რო ვუყურე რაღაც ღრმა აზრები იდო და გამისწორდა, ისეთ ნამუშევარს გავდა გულით როა გაკეთებული და აქედან გამომდინარე უდიდესი აზრი რო დევს თუმცა ამავდროულად გაუცნობიერებლად გაკეთებული, ანუ ის მომენტია რაღაც მართლა რო გამოგდის მარა ვერ აცნობიერებ, მეორე და მესამე გამოვტოვე ალბათ სწორიც ვქენი და ამ ბოლო ნაწილში უკვე სრულიად გაცნობიერებულად იყო ნაჩვენები ყველაფერი, რავი ეხლა ბევრის წერა არ მინდა ფილოსოფიაში რო არ გადავიდეს მარა მთავარი რის გამოც ჩავრთე მეთქი იქნებ რამე ახალი მოიფიქრეს თქო, სადღაც 1 თვია დავასრულე იმაზე ფიქრი რაარის ადამიანის ბუნება საიდან მოდის და აქედან გამომდინარე ვინ რატო აირჩია ან ბოროტი კეთილი ან უბრალოდ სირისთავიანის გზა და მივხვდი რო არჩევანი საერთოდ არ არსებობს და ყველა იმას ირჩევს რაც მთელი უსასრულობა იყო, ეს ფილმი კიდე გაცილებით მანამდე გამოვიდა და მთავარი აზრიც ეგ დევს რო არ არსებობს არჩევანი, ჩემ საყვარელ ფილმად მაინც mr. nobody დარჩება, მარა ეს მაგის იდეოლოგიურ გაგრძელებად აღვიქვი.

ეხა თითონ ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება მართლა იდეალური სცენებია, ექშენიც კაია ალბათ მე უბრალოდ ექშენის მოყვარული არ ვარ მარა ხედებზე ვამბობ და ადგილებზე, იუმორიც დევს და კიდე ბევრი რამე თან ხარისხიანად გაკეთებული, შეილება მეც არ მეხატება ზოგადად მასა გულზე მარა არც მეზიზღება და ამის შემქმნელებს ძაან ეზიზღებათ ყველანაირი ბიომასა ეტყობა, თან ისე გულით ეზიზღებათ ინტერვიუშიც თქვა ერთერთმა სცენარისტმა და ამ ფილმშიც თქვეს მატრიცა ტრანსგენდერულ იდეებზეა შექმნილიო, ისედაც გამოყლეებულ ხალხს უფრო აინფიცირებენ, მეც მესმის ამათი და ვერ დავგმობ ამ საქციელს მარა მე არ ვემხრობი ნამდვილად ესეთ ზიზღს ბიომასების მიმართ ... ნუ ფილმია და ზოგს მოეწონება ზოგს არა, მარა დარწმუნებული ვარ ბევრი პირად შეურაცყოფად მიიღებდა გულში რაღაცებს და იგძნობდა ამ ზიზღს, აი ეხა რო წარმოიდგინო თევზივით მიყვები ცხოვრებას და შენი როლი ფილმში ისაა რო ყლეობა მარიონეტი ხარ რომელსაც რასაც უნდათ აკეთებინებენ რაც ნაჩვენებია ამ ფილმში მაგრად არ გაგისწროდება ალბათ, შეილება არც დაფიქდე ამაზე მარა აგრესია გაგიჩნდება ინსტიქტურად ...

რავი მე თავიდანვე ცარიელი ინფორმაციის მისაღებად ვუყურე პირველსაც და გაამართლა მაგ მხრივ, აქაც მთავარი ნაბოზარი ვინცაა არც აღმქივია ნაბოზრად პროსტა ვუსმენდი როგორ ხსნიდა თავის შემოქმედებას და ჭკვიანური რაღაცები იბაზრა რო აზრებით მართვა ერთია მარა კიდე უფრო მძაფრი ადამიანის ემოციებით მართვაა.... მე მაგლითად ვერ დავძლიე ეს კიდევ, დრო მოვა და დავძლევ ამ შემთხვევაში მთავარია ის მომენტი დაინახო როცა უკვე კარგად ხარ და გონება მომართო მაგ მომენტამდე მიგიყვანოს და ყველაფერს თავისით გააკეთებს

ხო კიდე იმიტომ აქვს დაბალი შეფასებები რო ვინც ამ ფილმზე დამოკიდებული გახდა კონკრეტულად ცარიელ ისტორიაზე არ მოეწონებოდა, ან უნდა გამოიყენო ან არადა არაფერში არ გამოგადგება, ფაქტია მარტო მაგაში ვარგა ეს ფილმი რო ინფორმაციად გამოიყენო და დალშე საყურებლად ესთეტიურია და ლამაზადაა გადმოცემული, მე პროსტა mr. nobody იმიტო მირჩევნია ყველა ფილმს რო რაც კი ფილმები გადაღებულა სერიოზულ თემებზე ყველას ძაან ლამაზად მათ შორის მატრიცის განზომილებას იტევს, ანუ ციფრებით არაა გადმოცემული მატრიცა უფრო ლამაზადაა გადმოცემული, ისტორიაც ძაან მაგარია იმედის მომცემი ფილმია და მთავარ საკითხებს უსვამს ხაზს იდეოლოგიურსაც და ემოციურსაც, ვერ ვიტყვი რო ეგრევე გავიგე სუ 5 ჯერ ვუყურე და არაფხიზელზეც ერთხელ და ბოლოსღა გავიგე ყველაფერი ისეთი რთულად გასაგები ფილმია

Re: Movies

Posted: 13 Jun 2022 15:01
by Ripster
ოთხჯერ ვიყავი კინოში მატრიცაზე :=S:

მესამედ ნათიამ ძალიან კი მიყვარხარ, მაგრამ აღარ შემიძლია და უჩემოდ წადიო :whitewolf:

Re: Movies

Posted: 29 Jun 2022 19:27
by Riddick
phpBB [video]

Re: Movies

Posted: 28 Jul 2022 00:26
by SLaYeR

Re: Movies

Posted: 28 Jul 2022 00:30
by Riddick
Bloodshot 2020
ფილმი ისე გამოვიდა რო არავინ არ იცის ვაფშე :) არვიცი რატო. ხოდა გადმოვწერე. ვიკაიფებთქო.
ხოდა დაიწყო სტანდარტული ყ...ა, რაღაც უძიშოვესი სუპერგმირული, ჰოლივუდური, კლიშე სიცარიელე :) ხოდა უყურებ, უკვე ვემზადები რო გამოვრთო და წკაპ. ერთი კარგი ტვისტი, წკაპ მეორე, წკაპ მესამე და ოპა, კარგი ფილმია :) ოღონ მართლა არ ველოდი. თან ძაან ბევრი რამეა ფანტასტიკიდან კარგი მატრიციდან დაწყებული, ინსეფშენით და დედპულით დამთავრებული. თან რეალობასთანაც კარგად მოდის რაღაცეებში პარალელებით და ტექნოლოგიებთანაც. ძაან დაბალი შეფასებააქ და თან არავინ არ იცის რო გამოვიდა. ვილ სმიტის Bloodshot ისერჩება მარტო :) ნახეთ აბა თუ გაქვთ რამე ესეთის მუღამი

Re: Movies

Posted: 28 Jul 2022 00:42
by SLaYeR
Valiant Comics-ის პერსონაჟის მიხედვითაა. რაღაც კომიქსები გადმოვწერე მაგათი და ცოტა აზზე რო მოვალ უნივერსის, ჩავუჯდები ფილმსაც

Re: Movies

Posted: 02 Aug 2022 21:19
by Riddick
House of Gucci - 2021
რიდლი სკოტის ფილმია, ძალიან მაგარი ქასთით.
მაინც მგონია რო სიუჟეტი გარკვეულ წილად შელამაზებულია და ზოგი ცენტრალური გმირის სახე ბოლოლმდე არ არი ნაჩვენები, მარა რამდენიმე პერსონაჟი სამაგალითოდ კარგია, ისევე როგორც ფილმი. 80 წლების იტალია და ნიუ იორკი, კარგი მუსიკა და მაღალი დონის რეჟისურა. ღირს ნახვა ნამდვილად.

Re: Movies

Posted: 04 Aug 2022 03:37
by Riddick
Licorice Pizza
2 საათით ბავშობის ყველაზე ფასეულ რაღაცეებთან დამაბრუნა.
ნახეთ (y)

Re: Movies

Posted: 06 Aug 2022 23:41
by Riddick
The Last Duel

იდეა კარგია ფილმის და ბოლოში მაყურებლისთვის იშვიათ, უცხო პოზიციაში გტოვებს. მაგრამ ფილმის ბილდაფი არ მომეწონა, ძალიან დიდია და თან გარკვეული, მნიშვნელოვანი მომენტები არაა გასაგებად გადმოცემული. თხრობის ძაფი იკარგება და ესეთ იდეალურად სწორად გადმოსაცემ ამბავში, როცა ინტრიგამ ბოლომდე უნდა იმუშაოს, ეგ დაშვება კრიტიკულია.

Re: Movies

Posted: 10 Aug 2022 03:45
by SLaYeR
Prey - хищник лох

Re: Movies

Posted: 19 Sep 2022 07:32
by SLaYeR
Decision to Leave https://www.imdb.com/title/tt12477480/ - ჩან-ვუკ პარკის ფილმია. ორსაათნახევარი ვუყურე კაცის ტანჯვას რომელიც მთელი ფილმი ვერ ხვდებოდა რა უნდოდა. გაწელილია მარა მომეწონა მაინც. სიუჟეტი კრიმინალური თრილერის მუღამშია მარა ეგ მარტო ინსტრუმენტია პლოტის რო წინ წავიდეს. ქალის და კაცის ურთიერთობაზეა მთელი ფილმი და ამ ურთიერთობის განვითარებაზე შეუძლებელ სიტუაციაში. გულწრფელად არის გრძნობები ნაჩვენები და მსახიობებიც კარგად თამაშობენ. დეტალებიც და სიმბოლოებიც ისე დევს რო საფიქრალსაც ტოვებს და ინტერპრეტირების საშუალებასაც იძლევა ამ ურთიერთობის ორბიტაზე. სენტიმენტების გარეშე ვუყურე კრიმინალურ თრილერს და ბოლოს მივხვდი რო სევდიანი ფილმი ყოფილა. მგონი რეჟისორიც კაიფობს მაგით ხელოვნურ ცრემლს რო იწვეთებს წარამარა მთავარი პერსონაჟი ))

Re: Movies

Posted: 19 Sep 2022 15:43
by GHOST
აუ, ეგ ფილმი დაიდო? ვუსატკავებდი. ვნახავ საღამოს.

Re: Movies

Posted: 19 Sep 2022 19:04
by SLaYeR
ცუდი სუბტიტრებთაა და ვახვევდი მომენტებშ რო გამეგო ზუსტად რას ამბობდნენ. თუ გინდა კაი საბს დაელოდე. მე მეორედაც ვნახავ კაი საბებით

Re: Movies

Posted: 19 Sep 2022 23:09
by Riddick

Re: Movies

Posted: 21 Sep 2022 21:42
by SLaYeR

Re: Movies

Posted: 01 Oct 2022 18:26
by Riddick
Hellraiser 2022

მემგონი ცუდი არ ჩანს. დასავიშლისტებელია ეს

Re: Movies

Posted: 01 Oct 2022 18:33
by Ripster
Riddick wrote:Hellraiser 2022

მემგონი ცუდი არ ჩანს. დასავიშლისტებელია ეს

ჩემი ერთერთი უსაყვარლესი მწერალია კლაივ ბარკერი :shy: