Unread post#1296 » 09 Aug 2020 12:49
კი ამ ნაწილს მეც მასე ვხედავ რო ეს უნდა ყოფილიყო მესამე, მარა იმ მესამეს მთავარი მესიჯი რაც ჰქონდა უფრო ებმოდა ლოგიკურად. პირველში და მეორეში სულ იმ მესიჯს ატარებდნენ რო თოჯინა სირობაა თუ პატრონის გარეშე დარჩება, ხოდა ყუთში დებას კიდე ჯობია პატრონი ყავდეს, ამიტომ წაუღო ენდიმ თავისი ბავშბოსი ძვირფასი ნივთები ახალ ბავშვს.
აქ კიდე ფინალის წინაპირობას ვერ ვნახულობ. პირველ ნაწილში ენდი რო ბაზს დაითრევს და ვუდი აღარ აინტერესებს, ეგ უფრო ამართლებდა ვუდის რო დაეტოვებინა ყველაფერი, ბაზი ახალი სათამაშო იყო, განვითარებული, ხარისხიანი, 90-იანებში ტრენდული, ხოლო ვუდი მოძველებული, ბებიის თაობის ნივთი, ამიტომ აღარ უნდოდა ენდის ვუდით თამაში. ხოდა იგივე სიტუაციის გამეორებას ცდილობენ აქაც მარა მოტივაცია და რეალობა პირველივით ძლიერი არ არის, სხვა რამით ერთობოდა ბონი მარა გარანტია არაა რო ვუდით აღარ ითამაშებდა, ბაზივით უკეთესი მაინც არ ყავდა არაფერი, კოვზით ერთობოდა ტო )))) თან ბაღის ბავშვია ბონი, ხოლო ენდი სკოლის მოსწავლე იყო ჯერ კიდე მაშინ..თუ ბონის ვუდი კიდია, მაშინ სხვებიც კიდია და გამოდის რო ისენი მაგარ ცუდ პონტში რჩებიან, თვითონ ააწყობს აწი კოვზებს )))))
ბაზზე მაგრა გატეხა კი, sidekick-ის როლიც არ მისცეს :( მარტო ვუდიზე იყო ეს და ბო იმენა დამოუკიდებელი ძლიერი ქალი გაეძრო.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.