Movies, საერთო თემა > ფილმები

თავისუფალი სივრცე < საერთო თემა < გამოკითხვა < მოვლენა
Riddick
Posts: 11718

Re: Movies

Unread post#1601 » 25 Jan 2024 03:17

რო გაერტყა, უნდა მორჩენილიყო მანდ )) მთელი ფილმი მაგაზეა და მაგიტო ვთქვი სიუჟეტი არააქთო. რეჟისორი მკვლელის არქეტიპის თავისებურ ვარიანტს გაჩვენებს და მეტი არაფერს. ვიკაიფე მაგით.

User avatar
GHOST
Posts: 1950

Re: Movies

Unread post#1602 » 11 Mar 2024 11:41

დიუნი ვნახე.

მაგრად გაასწორა, მაგრამ დიუნი არ არის. :დ ნუ წიგნის. თუმცა, რაც იყო, კარგი იყო.

ძირითადი სიუჟეტი კი მსგავსად ვითარდება, მაგრამ დეტალებში საერთოდ აცდენილია და რაღაც ალტერნატიულ ვარიანტად ვიღებ. ვიზუალი დადო ზუსტად ისეთი, ძალიან რომ მისწორდება.

Riddick
Posts: 11718

Re: Movies

Unread post#1603 » 12 Mar 2024 01:43

მეც ვნახე, მარა ინგლისურად იყო, სადღაც 15 წუთი დავაგვიანე და პირველიდანაც არ მახსოვდა რაღაცეები. მოკლედ კიდე უნდა უყურო, ორივეს ერთად. სტილი იდეალური უჭირავს, მაგიტო წავედი. დაჟე ეს ""რუხი კარდინალი" ქალებსი თემა ძაან მაგარად მოუხდა ფილმს, უბრალოდ რამდენიმე რაღაც არ მომეწონა ბოლომდე.

სოპილერი

იდეაში კრისტაფერ ვოკინი ძაან მიყვარს, მარა ვფიქრობ რო არ მოუხდა მაგ როლს. პლიუს ჭიებით სერფინგის მომენტი მომეჩვენა მაგარი მ*რეველობა. ეგ წიგნშიც ეგრა, როგორც ფილმში გვანახეს?

User avatar
GHOST
Posts: 1950

Re: Movies

Unread post#1604 » 12 Mar 2024 14:39

მეც დავაგვიანე, მაგრამ 2 წუთის დაწყებული იქნებოდა. :დ

კვირაა, ვზივარ, Last Epoch-ს ვთამაშობ ჰარდკორზე და უცებ გამახსენდა, რომ ბილეთი მქონდა დათრეული 7 საათიან სეანსზე. საათს დავხედე და 6:10-ა. ერთი თან ვიფიქრე, რომ გლდანიდან ისთ-ფოინთში როგორ გავალ ამ დროში მეთქი, ხომ არ დავიკიდო და განვაგრძო LE-ში მუსრის გავლება, მაგრამ არა, უცებ გავვარდი. მეტრო მაინც თესლია, ახმეტელიდან ვარკეთილში გავიდა 30 წუთში, 6:56 ზე ამოვედი სადგურიდან. მერე პირველივე ტაქსმა 7 ლარი მითხრა, პაპის ხელა კაცი იყო და არ ვაგინე, მეთქი კარგი და გავაჭერით უცებ, ნუ ცოტა დამაგვიანდა რა. :დ


კი, შაი ჰულუდებით(ჭიებით) გადაადგილდებიან ფრემენები. მაგ ფაქტს ნელა გაპარებს წიგნში, პოლი შეამჩნევს კაუჭებს, მაგრამ მენტალურად აიგნორებს ამ ფაქტს, ვერ იჯერებს.

User avatar
GHOST
Posts: 1950

Re: Movies

Unread post#1605 » 14 Mar 2024 20:26

https://www.youtube.com/watch?v=djSKp_pwmOA

ამათ შიგ ხომ არ აქვთ?

Riddick
Posts: 11718

Re: Movies

Unread post#1606 » 14 Mar 2024 20:52

))) ძაან სამარცხვინო ნაგავია

Riddick
Posts: 11718

Re: Movies

Unread post#1607 » 20 Mar 2024 11:58

პირველი შთაბეჭდილება:
აი ამათი დედაც მოვ*ან მე

https://www.youtube.com/watch?v=Mp1NszGIuNo

User avatar
SLaYeR
Posts: 6145

Re: Movies

Unread post#1608 » 20 Mar 2024 12:00

თან მილერი იღებს :(
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2101

Re: Movies

Unread post#1609 » 20 Mar 2024 17:20

თორი)
I won't miss.

Riddick
Posts: 11718

Re: Movies

Unread post#1610 » 20 Mar 2024 17:23

შარლი სტერონის მერე ეს ქალი სრული კატასტროფაა მსგავს როლზე. აშკარად ფემინურ მხარესაა თან გადახრილი სიუჟეტი და გაცენტრალიზებულია ეგ თემები, ქალები ცხენებით და ედემის ბაღში..... მედ მაქსის სამყაროში. ახალი კაცი პერსონაჟები კლოუნებს გვანან, პორნო პერსონაჟების დონის.

ეს სახე შექმნა მილერმა მთავარი გმირის https://i.imgur.com/YASYpcv.png ? საღოლ ძმაო ))

User avatar
Tom Clancy
Posts: 2101

Re: Movies

Unread post#1611 » 20 Mar 2024 17:29

მთლიან თრეილერსაც რაღაც იავნი სიჯიაის ვიზუალი მოაქვს, არა?
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6145

Re: Movies

Unread post#1612 » 20 Mar 2024 17:36

კი სიჯიაია თან არც ისე კარგი
ფიური როუდის მთელი მუღამი ის იყო რო ყველაფერს სინამდვილის ეშხი ჰქონდა, ბენზინის სუნი მოდიოდა ეკრანიდან. ფემინისტური თემაც უხდებოდა იმას, არ იგრძნობოდა დაფუშვა.
ეს რაღაც კლოუნადაა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1950

Re: Movies

Unread post#1613 » 20 Mar 2024 20:29

სიჯიაის ვხედავ მთავარ მინუსად, დანარჩენს ისეთს არაფერს, მაგრამ სიჯიაი დიდი მინუსია.

Riddick
Posts: 11718

Re: Movies

Unread post#1614 » 20 Mar 2024 22:04

კაცების წინააღმდეგ ქალების ომამდე რო დადის სიუჟეტი, თანამედროვე პოლიტიკური დღისწესრიგის გამო და უკვე იცი რო მეტი ფასეულობა არ ექნება ფილმს, ანუ პროპაგანდისტული ფილმია

https://i.imgur.com/5BVCEtx.png , https://i.imgur.com/WwfHOF3.png

შურის მაძიებელ დედას პირდება რო ესეც შურს იძიებს ... ))

https://i.imgur.com/UAEOOwP.png

ესეთ ვიზუალზე რო დაგისვავს მთავრ გმირს რეჟისორი

https://i.imgur.com/JS1IgxS.png

ესეთ ვიდზე როა მთავარი ანტაგონისტი, დათუნია მიბმული, ტორის პაროდია

https://i.imgur.com/FzAM6nd.png , https://i.imgur.com/U3HRw7K.png , https://i.imgur.com/wUJwOvN.png

და კაცი ჩერექტერები რო ესეთ ვიდზე გყავს

https://i.imgur.com/9DBrMMb.png , https://i.imgur.com/3xNgRN2.png , https://i.imgur.com/wVDMhV5.png , https://i.imgur.com/IvU4om9.png

დანარჩენი ისეთი არაფერი - იმენა არაფრის არ თქმის ტოლფასია გოსთ ))

User avatar
GHOST
Posts: 1950

Re: Movies

Unread post#1615 » 20 Mar 2024 23:48

ეგ ყველაფერი უკვე იყო ფური როადში. ფურიოსაც, მისი კლანიც და იმორტალ ჯოც.

User avatar
SLaYeR
Posts: 6145

Re: Movies

Unread post#1616 » 21 Mar 2024 01:16

ბიჭო არა ძალიან დაცემულია ხარისხი დიზაინერულადაც, რას გვანან ტიპები
ის ჩემისა მართლა თორის პაროდიაა მოსასხამით, სად ეს და სად იმორტან ჯო. კარიკატურაა ნამეტანი ეს.

ფიური როუდი როცა ვნახე პირველი კომენტარი ის იყო რო მაქსი აქ რა შუაშიათქო. მელ გიბსონის მერე გაიჩითა კაცი რომელიც არ ლაპარაკობდა და დამხმარე მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა სიუჟეტში.
ფურიოსაზე იყო ეგ ფილმი და მერე გვიან რეჟისორმაც დაადასტურა რო სახელადაც ფურიოსას დარქმევა უნდოდა თუ რაღაც მასეთის.
ფიური როუდი თავისი ფემინისტური ამბებით იყო მაგარი გემოვნებით გაკეთებული, ფურიოსა იყო რაღაც რიპლის დონის კვერცხებანი ქალი, თან მგონი ბერსერკის გატსიდან ქონდა რეფერენსები - ცალი ხელი, დაღი, ბოლოს ცალი თვალი, კამერაც იდენტური კადრებით (ადრე დავსქრინე და თუ ვიპოვე დავდებ).
აქ კიდე პანკი გოგოს ვაიბებით დადის ანია, ვაბშე ვერ ვუსადაგებ რანაირად არის ეს ფურიოსა.

პრიქველი რო დააანონსა, ვიფიქრე რისი გაკეთებაც უნდოდა ფიური როუდში, იმას ბოლომდე მიიყვანსქო. ხოდა რავი ეხლა ამ ტრეილერის მერე საერთოდ წამიხდა წარმოდგენა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11718

Re: Movies

Unread post#1617 » 21 Mar 2024 02:37

მანდ განსხვავება დიდია. შეილება გინდოდეს ამ მებრძოლ ქალებზე ისტორიის მოყოლა, ისე როგორც რაღაც ავთენტური, რაც მედ მაქსის იდეაშია დაწერილი და იქნებოდა მისაღები, შეიძლება საინტერესოც. მარა პოლიტიკური კონტექსტი იმხელააქ რო რანაირად უნდა იყოს ოქეი ამ ფორმით უბრალოდ გაუგებარია, ან ის რანაირად უნდა დაიჯერო რო ამ თემას რაიმე სხვაგვარად, ფასეული ფორმით მოგაწვდიან ? უკვე დიდი ბოლდ შრიფტით წერია რაც არი.
და პროპაგანდით ფილმის ყველანაირი ღირებულების დაკარგვასაც რო თავი დაანებო, ხარისხზე რა ხდება? პერსონაჟები, კოსტუმები, აქთინგია უბანძესი, ტრეილერშიც ჩანს
მარტო სიჯიაი ნამდვილად არაა აქ პრობლემა და არ მგონია რო რამეს ვამუქებ
ისე რადიკალურადაა რაღაცეები შესაცვლელი ეხა აქ რო, შანსს ვერ ვხედავ რო აქედან რამე გამოვიდეს

Riddick
Posts: 11718

Re: Movies

Unread post#1618 » 22 Mar 2024 16:38

ორი კარგი ფილმი ვნახე ბოლო ორ დღეში

The Holdovers 2023
მყუდრო და ატმოსფერული ფილმია. 70 წლების ამერიკის, ერთ-ერთ პატარა კემპუსში ხდება მოქმედება, საშობაო არდადეგებზე. რაღაც დიდიხანია რო არ მინახია ისეთი სტილის კინოა, ძაან ნოსტალგიური და ძველი სტილის, რის გამოც მომეწონა იდეაში.

Chess Story 2021
რო მორჩება ფილმი და საფიქრალს რო გიტოვებს ისეთი რამეა. ნამდვილად არ ველოდი ამ დონეს. თან წიგნის ადაფტაციაა და მგონი რაღაცეები ბოლომდე სწორად არააქვთ გადატანილი, არი მომენტები სადაც უბრალოდ მოტივაციას ვერ იგებ ბოლომდე, შეილება რაღაც სცენებსაც ვერ ჩაწვდე, მაგრამ საოცარი ფილმია. მეორეთ რო სიამოვნებით ნახავ ისეთი.
პ.ს. თან ჭადრაკი ყველაზე ნაკლებად არი ფილმის რეალური თემა

Riddick
Posts: 11718

Re: Movies

Unread post#1619 » 02 Apr 2024 21:16

ეს პატარა სიუჟეტი A24 -ზე https://www.youtube.com/watch?v=VT6mxro9SSI

და ეს უკვე ფილმოგრაფია, ბევრი საინტერესო პორექტით https://a24films.com/films

User avatar
GHOST
Posts: 1950

Re: Movies

Unread post#1620 » 02 Apr 2024 22:29

კი ბატონო, ყოველთვის საინტერესო ფილმებს დებს ადვაცატჩეტირი.

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 109 guests