Unread post#1604 » 12 Mar 2024 14:39
მეც დავაგვიანე, მაგრამ 2 წუთის დაწყებული იქნებოდა. :დ
კვირაა, ვზივარ, Last Epoch-ს ვთამაშობ ჰარდკორზე და უცებ გამახსენდა, რომ ბილეთი მქონდა დათრეული 7 საათიან სეანსზე. საათს დავხედე და 6:10-ა. ერთი თან ვიფიქრე, რომ გლდანიდან ისთ-ფოინთში როგორ გავალ ამ დროში მეთქი, ხომ არ დავიკიდო და განვაგრძო LE-ში მუსრის გავლება, მაგრამ არა, უცებ გავვარდი. მეტრო მაინც თესლია, ახმეტელიდან ვარკეთილში გავიდა 30 წუთში, 6:56 ზე ამოვედი სადგურიდან. მერე პირველივე ტაქსმა 7 ლარი მითხრა, პაპის ხელა კაცი იყო და არ ვაგინე, მეთქი კარგი და გავაჭერით უცებ, ნუ ცოტა დამაგვიანდა რა. :დ
კი, შაი ჰულუდებით(ჭიებით) გადაადგილდებიან ფრემენები. მაგ ფაქტს ნელა გაპარებს წიგნში, პოლი შეამჩნევს კაუჭებს, მაგრამ მენტალურად აიგნორებს ამ ფაქტს, ვერ იჯერებს.