ესეიგი ახალი ფორმით უნდა შევხედო პირადათ მე ლაშქრობების ამბავს. ხერხემალი ცოტა რთულ დღეში მაქ და ჩანთის ტარება ეხა ჩემთვის იქნება კრიტიკული.
ამიტო ვფიქრობ ორ ვარიანტს.
ერთი ვარიანტია, მივდივართ სადმე კონკრეტულ ადგილას მანქანით. მანქანასთან შედარებით ახლოს ვბანაკდებით და მერე იქიდან დავდივართ უკვე ამუნიციის გარეშე. შეილება საკმაოდ კაი ვარიანტი გამოვიდეს და ბევრ ადგილებში რაღაც სხვა ტიპის პახოდი დაიდება.
მაგალითად ჩავედით აბასთუმანში, ერთი დღე ვათვალიერებთ კარგად, დავრჩით, მეორე დღეს წავედით საირმეში და იქაც იგივე პრინციპი.
მეორე ვარიანტია რამე ესეთის ყიდვა -
https://i.imgur.com/cqMCD3P.jpg /
https://i.imgur.com/gBd6aVH.jpg /
https://i.imgur.com/2VZpsq2.jpg მარა ნუ ამას აქ სავარაუდოთ ვერ ვიშოვი. დაჭირდება რესერჩი და გამოწერა.
ანუ ამ ეტაპზე მაქ ერთი კონკრეტული თემა. სადღაც ორ კვირაში, წავიდეთ კახის ტბაზე მანქანით. ერთ ღამიანზე და საკაიფოდ ავითვისოთ იქაურობა. გავხსნათ სეზონი.