Unread post#1182 » 29 Apr 2022 15:50
მადლობა ბიჭებო <3
გამიხარდა ასე რომ მოგეწონათ
ზოგადად გამოხმაურებებიც ბევრი აქვს წინა ალბომთან შედარებით, კარგი შეფასებებიც და მაგრად მიხარია ;დ
უცხოური პატარ პატარა ჟურნალებიდან მწერენ, გუშინ მომწერა ერთმა ჟურნალისტმა რევიუს დაწერას ვაპირებ ჩემი ჟურნალისთვის და წინააღმდეგი ხომ არ ხარო ;დდდდ
მეთქი არა ტო ;დდდდდდდ
ქართულ სივრცეშიც მოგვიანებით გამოჩნდება ალბათ რამე პატარა მოხსენებები
რელიზიდან ორი დღე გავიდა და კმაყოფილი ვარ ნამუშევრით
აი არაფერს შევცვლიდი ისეთია და ეგ მიხარია ყველაზე მეტად
კიდე ის მიხარია რომ პროგრესს ვხედავ, ერთ ადგილზე არ ვდგავარ და სხვადასხვა რაღაცებს ვეჭიდები რაც არ მიცდია იქამდე ;დ
ძალიან დიდ ენთუზიაზმს მმატებს ეგ და უამრავი რამე მინდა ვცადო, რაღაც არ გამომივა, რაღაც კი, რაღაც კიდე დაიხვეწება ;დ
მადლობა!
სლეიერ, მიხარია რომ რეფერენსებიც დაამუღამე და ასევე ისიც რომ აღიქვი, რომ რაღაც ჩაბეტონებული ნარატივი არაა და ოფენ ენდედია
მთლიანად ინსტრუმენტალური რომ იყო ვერბალური ნარატივის მაგივრად რეფერენსები და მუსიკალური ენა ვცადე გამომეყენებინა და მაგრად მომწონდა ეგეთი გადაწყვეტა ;დ მიხარია თუ გამოვიდა
და ამავდროულად მინდოდა რამე ძაფი თუ ვერ იპოვა მსმენელმა თავის პირად გამოცდილებას და პიროვნებას მორგებოდა და უბრალოდ ემოციური მუსიკალური ედვენჩერი ჰქონოდა
ორივე დავინახე შენ პოსტში და ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია ;დ
რეფერენსები და "ნარატივის ხმა" ღრმად ჩავტენე
მელოდიების გამეორებებში, რეპრიზებში, დინამიკაში
მოკლედ გავერთე რა ;დდდდდდდდ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ
ჩემო პუჭურ ჩაიხან