TV-Series, საერთო თემა > სერიალები

ფორმატები ▶ საერთო თემა ▶ საკითხის გარჩევა ▶ ჩამონათვალი ▶ გამოკითხვა ▶ შედარება ▶ კითხვა
Riddick
Posts: 9946

TV-Series

Unread post#1 » 26 Feb 2013 02:24

>>>

ვიცი რომ ფორუმელების უმეტესობა რეგულარულად უყურებს და მოუთმენლათ ელოდება სხვადასხვა ჟანრის და მიმართულების პროექტების მომდევნო სერიებს. ფორუმზე როგორც ალბათ უკვე იცით, გვაქვს მშვენიერი ფილმების ტოპიკი, მაგრამ დღესდღეობით სერიალები უკვე ნამდვილად აღარ აკლებენ ფილმებს და მოყვარულების რაოდენობით ალბათ მიახლოვებულებიც კი არიან კინო ინდუსტრიის ფანებთან. ხოდა მიზანშეწონილად მიმაჩნია გავხსნათ ერთი თემა უშუალოდ სერიალებზე )
განიხილეთ, დაასპოილერეთ, გაუზიარეთ, შესთავაზეთ, გაიგეთ და ა.შ.

NoiZ
Posts: 314

Tv series

Unread post#2 » 26 Feb 2013 11:08

► Show Spoiler

ბოლო 2 დღე House of Cards ვუყურებ.
დიდად არასდროს მიზიდავდა პოლიტიკური თემატიკა, მაგრამ საკმაოდ კარგად გადაღებული და საინტერესო შოუ გამოუვიდათ.
>>>

User avatar
GHOST
Posts: 1637

Tv series

Unread post#3 » 26 Feb 2013 11:35

მე ძალიან მომეწონა House of Cards, თან ერთიანად რომ გამოვიდა პირველი სეზონი გაასწორა. : D

you know what is a messed up thing? when I watch that poster in the opening post and can't find the show which I haven't watched. : \

User avatar
hellwalker
Posts: 5415
Contact:

Tv series

Unread post#4 » 26 Feb 2013 13:45

ვერ ვიტან სერიალებს, ძაან ცუდ და უაზრო ფორმატად მიმაჩნია. ყოველთვის ყველაზე დიდი პოტენციალი არსებობს რომ ისტორია არ დამთავრდეს. ისტორიამ კი ყოველთვის უნდა იცოდეს როდის დამთავრდეს.
სამწუხაროდ პაბლიშერების და შემკვეთი კომპანიების გავლენით, და მათზე მეტად ფანების ზეწოლით, ფანების რომლებსაც საყვარელ გმირებთან და სამყაროსთან დასარჩენად მზად არიან ეს სამყარო და გმირები გაუფასურდნენ, ხასიათი და მიზანი დაეკარგოთ და ერთი-დაიგივე კლიშე ისტორიების წრედში ჩაეფლონ.
სერიალებს არ აქვთ საერთო კარგად გააზრებული ისტორია, სერიალები გრძელდება ისტორიის და ლოგიკური არკის დასრულების შემდეგ, სერიალები ცუდი RPG-ების მსგავსად სავსეა დროის გასაზრდელი, Grinding ისტორიებით. ამ ყველაფრის გამო არ მიყვარს და არ ვცემ პატივს ისტორიის გადმოცემის ამ ფორმას.
ადრე კატეგორიულად არ ვუყურებდი არანაირ სერიალს, იუმორისტული ანიმაციების რამდენიმე სერიას გადმოვწერდი იშვიათად და ვუყურებდი. შემდეგ 44 in chest და იან მაკშელენის რამდენიმე ეპიკური ფილმის გადაბმის შემდეგ, მეგობარმა რომელიც ასევე არ უყურებს სერიალებს მირჩია Deadwood და გაკვრით Pillars of the earth, Medieval განწყობაზე ვიყავი და ვნახე რამდენიმე სერიიანი უკვე დასრულებული ისტორია კათედრალის შენებაზე, რამდენიმე სერიიანი ფილმივით იყო გაკეთებული.

მას შემდეგ რამდენიმე სერიალი ვნახე, ძირითადათ ავადმყოფობის დროს, როცა სიცხით გადაღლილს სხვა არაფრის ენერგია მქონდა გარდა უბრალო არაინტერაქტიული ყურებისა. ყველაზე მეტად Deadwood მომეწონა.
>>>
ეს არის პროექტი რომელიც იკვლევდა როგორ ყალიბდება საზოგადოება ახალ ველურ მიწებში, სერიალის დასაწყისში მხოლოდ ბორდელი და რამდენიმე შენობა დგას ქალაქში და რამდენიმე სეზონის განმავლობაში შენს თვალწინ შენდება ქალაქი. ძალიან ბუნებრივი, რეალისტური და საინტერესო პერსონაჟები, საინტერესო სიტუაციები და ძალიან განსხვავებული ტიპიური ჰოლივუდური "მაგიის"გან. ძალიან მომეწონა.

შემდეგ სიმპსონებს ჩავუჯექი, ექსპერიმენტი ჩავატარე და უკუღმა ვუყურე, ბოლო სეზონიდან პირველამდე. RPG-ების ჟანრის კვლევისას აღმოვაჩინე რომ ასეთი მეთოდით უკეთ ხედავ ისტორიას, მექანიკას და განვითარებას ჟანრის ან სერიის, ყოველ შემდეგ ეპიზოდში რაღაც აკლდება და მკვეთრად აღიქვავ ამ ნაკლებობას და ნაკლული ნაწილის მნიშვნელობას და როლს საერთო სურათში. სიმპსონების მაგალითზე, უკანსკნელი 20 წლის ისტორია განვითარდა ჩემს თვალწინ, ყოველდღიური სოციალური, ხალხის განწყობის და მენტალიტეტის, პოპ კულტურის ისტორია რომელსაც ვერც წიგნში და ვერც დოკუმენტურ ფილმში ნახავ. ყველა სერია იმდროს აქტუალურ მოვლენებს პასუხობდა და ძალიან საინტერესო სანახავი და გასახსენებელი იყო.

ნუ შემდეგ Game of Thrones, დიდი ხანი ვუტრიალებდი როცა გავიგე რომ გამოდიოდა. წიგნები რამდენჯერმე მქონდა გადაკითხული და განწყობის გაფუჭება არ მინდოდა, ბოლოს მაინც ვუყურე რამდენიმე მსახიობის თამაშმა მომხიბლა პრომო ტრეილერებიდან. არ მინანია ნახვა, მათვის ვისაც წიგნი არ აქ წაკითხული მოვლენა იქნებოდა სერიალი, მაგრამ წიგნის შემდეგ კარგი ჩანს, მაგრამ მაინც ჩანს რომ ისტორია ისეთ დეტალებში ვერ გადმოიცემა და ბევრი პერსონაჟი იკარგება, The Hound მაგალითად ერთერთი საუკეთესო პერსონაჟია წიგნში, მაგრამ სერიალში არ ჩანს თითქმის.

მაგის გარდა მგონი მარტო ორ სერიალს ვუყურე,
>>>
Breaking Bad - დაიწყო როგორც სიუჟეტის გადმოცემის შედევრი, ყველა პერსონაჟი, დეტალი, ყოველი წამი იდეალურად გადმოცემს ისტორიას, სუფთა სთორის გადმოცემის research მხრივ იმდენად საინტერესო არის რომ ღირს ყურება. მაგრამ აქაც არ დამთავრდა ისტორია, 5 სეზონის შემდეგ რამდენჯერმე ქონდათ ცხოვრების გადამტრიალებელი მომენტი, სასიკვდილოთ იჩხუბეს და შერიგდნენ, ეპიზოდები რომლებსაც ამხელა დატვირთვა ქონდა და დაძაბული ვუყურებდი გაუფასურდა, მოსაწყენი და გაწელილი გახდა.

ბოლოს
Boardwalk Empire ვნახე, Lawless-ის გავლენით.
აქაც მსგავსი ისტორია, კარგად დაიწყო და უაზრობამდე გაწელილი და გაუფასურებული ისტორიით გრძელდება.

ეხაც არ მომწონს მაგის გამო სერიალები და ნებისმიერი სხვა ფორმა მირჩევნია სიუჟეტის გადმოცემის. ძირითადი დანიშნულება მაინც დროის უაზროდ გაყვანაა, ყოველდღიურობის მოწყენილობის დეპრესიის ტაბლეტებია, იმათვის ვინც საკუტარი ინტერესის სფეროს მისთვის კომფორტული მედიის გადმოცემის ფორმატში ამოწურა და ახლის ათვისებისთვის არაა მზად ჯერ, So just to pass another boring second...
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 5185

Tv series

Unread post#5 » 26 Feb 2013 14:58

ვეთანხმები კიპერას

>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1499

Tv series

Unread post#6 » 26 Feb 2013 16:43

ეს თემა ჩემ ცხოვრებაში საკმაოდ აქტუალურია. სერიალები ძალიან ბევრი მაქვს ნანახი მარტივი მიზეზის გამო
ძილთან მაქვს პრობლემები ))) თუ რამე ხმა არ მესმის ისე ვერ ვიძინებ და თუ ჩამეძინება ისიც დილისკენ ))) ამიტომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სერიალი "შემომეყურა"
ისეთი იდიოტობები&პაპსსებიც კი რომ ჩემი თავის მიკვირს.

ახლა leverageს ვუყურებ ))
You'd better do something about that cough

User avatar
Mchedlo
Posts: 874

Tv series

Unread post#7 » 26 Feb 2013 18:20

ვოლინ დედს ხო არ ვუყურო ? ;დ ;ხ

Riddick
Posts: 9946

Tv series

Unread post#8 » 26 Feb 2013 19:20

Boardwalk Empire დავიწყე მთავარი პერსონაჟის გამო. უყურე ერთ სეზონს და ბოლოს მივხვდი რო არ მაინტერესებდა. სიუჟეტს თითქოს ხელოვნურად ქონდა მოშლილი მთავარი ხაზი იმისთვის რომ უფრო გაეწელათ და ისეთი ისტორიები მიებათ რაც საერთოდ არ იყო საინტერესო. მომენტებში მთავარი სიუჟეტური ხაზი საერთოდ აღარ ჩანდა და ვერ ხვდებოდი რას უყურებდი. იტოგში არ მომეწონა და დავიკიდე.

არც მე არ მჯერა 5 სეზონიანი სერიალების. ბოლოს ისე გამოდის, რომ მთავარ გმირებს რამდენიმე სხვადასხვა ცხოვრებას ათამაშებენ და თითქოს რაღაც მოვლენების მოსათხრობ პლადფორმად აქცევენ. საწყისი საერთოდ იკარგება და ლოგიკასაც აღარ ექვემდებარება ის გმირი რომელიც გიყვარს.. რავი მე არ მომწონს მსგავსი მიდგომა, მაგრამ ვთვლი, რომ რამდენიმე (არა 5 სეზონიანი) რეალურად სიუჟეტის მოცულობის გამო გამოშვებული, კარგი სერიალი რეალურად არსებობს.

User avatar
SLaYeR
Posts: 5185

Tv series

Unread post#9 » 09 Mar 2013 22:35

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1637

Tv series

Unread post#10 » 09 Mar 2013 22:45


User avatar
Tom Clancy
Posts: 1672

Tv series

Unread post#11 » 18 Mar 2013 19:56

"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
Ripster
Posts: 1499

Tv series

Unread post#12 » 18 Mar 2013 22:42

მოვრჩი game of thrones ის მეორე სეზონსაც ))
You'd better do something about that cough

User avatar
grigoli1970
Posts: 623

Tv series

Unread post#13 » 24 Mar 2013 04:59

TWD 3 პირველ სამ სერიას ვუყურე და აღარ შემიძლია მეტი, ჯერ გმირები რას გვანან გული მერევა რო ვუყურებ, პერსონაჟებსაც წინასწარ ეტყობათ რა თანმიმდევრობით მოკვდებიან :D მარა ყველაზე ცუდი რაცაა ამ ფილმს გავს ძაან : >>> და ვაბშე დამეკარგა მაგის გამო მუღამი, დაჟე საუნტრეკებიც იგივეა თითქმის
smothered in the crib

Hexblade
Posts: 103

Tv series

Unread post#14 » 24 Mar 2013 17:53

Spawn-ს ვუყურე იმ დღეს სამივე სეზონს და ძალიან მომეწონა და გამიტყდა რო მეტი არ გამოვიდა...

Vikings დავიწყე ეხლახანს და საინტერესო ჩანს.

User avatar
Mchedlo
Posts: 874

Tv series

Unread post#15 » 24 Mar 2013 18:57

ბრეიკი ბედი დავიწყე.
ნიჩევო ხო იცი.
მთავარ გმირზე ხო არაფერს ვამბობ ;დ ;ხ

>>>

User avatar
Tom Clancy
Posts: 1672

Tv series

Unread post#16 » 25 Mar 2013 12:42

Vikings ხურდება ნელ-ნელა და იმედია არ შეწყდება პროგრესი : D
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
GHOST
Posts: 1637

Tv series

Unread post#17 » 26 Mar 2013 13:28


User avatar
grigoli1970
Posts: 623

Tv series

Unread post#18 » 26 Mar 2013 15:41

ძაან მაგარი ფილმია ეგ, იმდღეს ვუყურე ბოლომდე მაგრა გამისწორდა
smothered in the crib

Gabriel
Posts: 131

Tv series

Unread post#19 » 30 Mar 2013 14:42


User avatar
Ripster
Posts: 1499

Tv series

Unread post#20 » 30 Mar 2013 15:04

მაგარი სერიალია ეგ ქალიფორნიქეიშენი ))
პატარა სერიები აქვს პროსტა

breaking badი დავიწყე ახლა
საერთოდ სხვა პერსონაჟი დამეხატა თავში მჭედლოს გიფი რომ ვნახე )) აქ კი საერთოდ სხვა მასტია))
პირველი სეზონი მოვრჩი გუშინ
ასწორებს
You'd better do something about that cough

Return to “Other”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests


cron