Page 78 of 83

Re: TV-Series

Posted: 17 Oct 2021 17:37
by SLaYeR
https://www.youtube.com/watch?v=OODneEUWUQY კაი საღადაო რამე გამოვა

Re: TV-Series

Posted: 21 Oct 2021 11:08
by GHOST
My name - საკაიფო ექშენი იყო.

Re: TV-Series

Posted: 24 Oct 2021 22:08
by Riddick
Squid Game დავიწყე. ორი სერია ვნახე და კარგია, თანამედროვეა )) მგონია რო TBC ბანკმა რო შემოიღოს, ხვალვე ნახევარი თბილისი ითამაშებდა

Re: TV-Series

Posted: 24 Oct 2021 23:11
by Tom Clancy
მეც ახლახან დავიწყე, ბოლოში ვარ, კარგია მაგრამ ისეთი არაა დედამიწა რო გადაირია. Okay-ია რა.

P.S.
თბილისი მარტო? რაიონებიდან ჩამოვიდოდნენ დროშებიანი მარშუტკებით)))

Re: TV-Series

Posted: 24 Oct 2021 23:39
by SLaYeR
მიმების და ტიკტოკების მასალაა და მაგიტო გადაირივნენ :D პოპულარული გახადა მაგან და ყოველმა მეორემ ნახა. თან ნუ ნეტფლიქსიც იოლი ხელმისაწვდომია. თან რეალურადაც კარგია, ყოველდღე არ აჩვენებენ ადამიანის ფსიქოლოგიის ბნელ მხარეებს, განსაკუთრებით დღევანდელი ცხოვრების რიტმში მომხვეჭელ ტიპებზე და ბინძურ ელიტებზე.

მაგ ჟანრში მანგებია საკმაო რაოდენობის და ბოლო ათ წელში თამაშებიც. ესაც შთაგონებულია მაგ მანგებით, შემქმნელს ვალები ქონდა 2000-იანებში და ამ მანგებს კითხულობდა, რის მიხედვითაც კორეულ რეალობაზე დაწერა სცენარი. საკმაოდ გაჯერებულია სერიალი იაპონური მანგა/ანიმეს სენტიმენტებით.
საკულტო ვეშები:
Battle Royale - ფილმის ადაპტაციაც აქვს მარა სუსტია ის.
Kaiji - ხუთი სერიაა მანგების, პირველი ორი ადაპტირებულია ორ ანიმე სერიალად და დონეა ეს.
Liar Game

გვიანდელი მანგების ტალღა: As the Gods Will 1,2, Suicide Island, Btooom! Alice in Borderlands. ონგოინგებიცაა რამდენიმე ხარისხიანი.

Sci-fi შეზავებით იაპონური adventure თამაშებიცაა:
Zero Escape ტრილოგია
Danganronpa სერიები

Re: TV-Series

Posted: 25 Oct 2021 08:51
by Tom Clancy
ჰო რეალურად კარგია, მარა სასწაული არაა. სწრაფ-სწრაფად შემოაქვს ისეთი მომენტები რაც წესით wow უნდა იყოს მარა ნუ ჩემთვის არ არის.

სპოილერ - მოხუცის სცენა იყო კარგად დადგმული სენტიმენტალურობის კუთხით, მაგრამ აი long lasting impact რომ იძახიან ეგ რომ ქონდეს, მაგისთვის ძალიან სწრაფად ხდება ყველაფერი.

თან თითქოს ძაან გაცვეთილია და ყველაფერი საიდანღაც მეცნობა. ეს მდიდარი ხალხი რო ჩამოდის მასკებით არადამაჯერებელს ხდის ყველაფერს და ნაკლები დრამით გრძელდება ყურება.


მსგავსი რამე კი, დარწმუნებული ვარ უამრავი იქნება მანგაში თუ ფილმებში, მარა ნუ ამათმა ყველაზე accessible გზით გააკეთეს და მეტწილად გემოვნებიანად (ბოროტ ამერიკელებს და საშინელ გახმოვანებას თუ არ ჩავთვლით, უმეტესობა ამ გახმოვანებით ნახავდა და არა ორიგინალი + საბები)

Re: TV-Series

Posted: 25 Oct 2021 09:12
by SLaYeR
კი გეთანხმები. რაღაცეები სწრაფად შემოდის, რაღაცეები პირიქით გაწელილია, აქვს მინუსებიც სხვადასხვა კომპონენტში და პლუსებიც რაც აქვს კარგი აქვს. მთავარი პერსონაჟის ენდინგი მომეწონა მე, მაგის პერსპექტივა მაგ სოციალური საფეხურიდან, რასთან დაჯახება მოუწია ეგაც და როგორც დაამთავრა. თან თემები საკმაოდ შეულამაზებლად პირდაპირ როა მოხლილი ასწორებს <3
► Show Spoiler


მე კორეულად ვუყურე მარა ამერიკელები ვიღაც სირები ყავთ აყვანილი და ინგლისურად ლაპარაკობენ ეგენი, არაპროფესიონალები არიან აშკარად :D:D

Re: TV-Series

Posted: 25 Oct 2021 09:53
by Tom Clancy
სპოილერს არ გავხსნი, ბოლო 1 თუ ორი სერია დამრჩა და მაინც შეიძლება იყოს ისეთი რამე რასაც ჯერ ვერ მივხვდი :D

Re: TV-Series

Posted: 26 Oct 2021 00:02
by Riddick
თქვენი სპოილერები არ მინახია, მარა ჩემი უნდა დავწერო.
მეექვსე ეპიზოდში ყველა მოკლეს ვინც მომწონდა )) wtf
Han Mi-nyeo , Oh Il-nam , Abdul Ali

... უი )) მთავარი ნაბო**არკა არ მოუკლავთ ))

Re: TV-Series

Posted: 26 Oct 2021 11:54
by Tom Clancy
Riddick
"Han Mi-nyeo , Oh Il-nam , Abdul Ali"
ამათ ამოკითხვაზე ვიცინე)))))))))))))))))))))))

Re: TV-Series

Posted: 26 Oct 2021 17:50
by Tom Clancy
მთავარ მომენტზე დავსპოილერდი გამო######ული ქართველი facebook იუზერის ნახატით)))

სავარაუდო ვერსიად მქონდა, მაგრამ მაინც სერიალში ნახვა მერჩივნა პირველად.

Re: TV-Series

Posted: 26 Oct 2021 17:55
by SLaYeR
მეექვსე სერიის ბოლოს მივხვდი მაგას :D
► Show Spoiler


იმ შავ ნიღბიანზეც ეგრევე მივხვდი.
► Show Spoiler

Re: TV-Series

Posted: 26 Oct 2021 18:15
by Tom Clancy
ხო ნუ ვარაუდია მაშინაც როცა ხვდები, ყოველთვის შეიძლება ცდებოდე და ვიღაცის ნახატით რომ ხვდები არ ასწორებს :D

► Show Spoiler

Re: TV-Series

Posted: 26 Oct 2021 18:29
by SLaYeR
► Show Spoiler

Re: TV-Series

Posted: 26 Oct 2021 23:04
by Riddick
მოვრჩი დილას. დავიწყე კომენტარის წერა, მარა ვერ მოვასწარი და საღამოს ვეღარ ვიპოვე. ტაბი ჩავხურე ალბათ.

ბოლოში ცოტა სპოილერით.

ერთი სიტყვით ვისიამოვნე. ვფიქრობ რო ფასეული სერიალი შეკრეს, იმის მიუხედავად, რომ ქრონომეტრაჟის გაწელვა მესამე სერიიდან დაწყებული, ბოლომდე იგრძნობოდა. მაგრამ ამ გაწელვასაც რაღაცნაირად კარგად გაართვეს თავი და სიტყვაზე ის ამერიკელი ვიაიპი მაყურებლები მე არ მომხვედრია ამოვარდნილად (ნუ რაღაცეები მომხვდა, მაგრამ მთლიანობაში არაა მოსატანი). მომეწონა სიუჟეტური გადაწყვეტები კონკრეტული სიტუაციების. რაღაც ახალი და საინტერესო იყო მომენტებში. იყო ბევრი სიტუაცია რომელიც არ მომეწონა, რადგან არ იყო საკმარისად დამაჯერებელი. ზოგადად სიკვდილი არ აღიქმებოდა შესაბამის დონეზე, რაც აკარგვინებდა სერიალს სერიოზულობას. უბრალოდ მთლიანობაში, როცა დამთავრდა და მივხვდი აქცენტებს ბოლომდე, იმასაც მივხვდი, რომ ძალიან ჯიგრული რამეა. თან რაც მთავარია იგრძნობა, რომ არი დღევანდელ რეალობაზე და ერგება მას. მისი გამოხმაურებაა.

დარწმუნებულივარ მოყვება მსგავსი თამაშების რეალური პრეცენდენტებიც ამ ყველაფერს, მისი პოპულარულობის გამო. უბრალოდ იმიტომ, რომ შესაძლებელია. იგივეს ვიტყვი ორგანოებით ვაჭრობის თემაზეც. მე ზოგადად მეგონა, რომ ორგანიზატორების ფულიც ზუსტად მაგ მეთოდით მოდიოდა, რომ დამარცხებულების ორგანოებს ყიდდნენ. ფაქტიურად მთელი ფილმი იმის იდეალური მაგალითი და ინსტრუქციაა, თუ როგორ უნდა ჩაატარო რაიმე მსგავსი...
მაგრამ მაინც კარგი რამეა.

მე პირადად იმიტო მომეწონა, რომ "თანამედროვე" ანტაგონისტს დაეჯვა. ანუ ბაბუს, რომელსაც ადამიანების იმედიაქ დაკარგული და იმის გამო, რომ სხვები იქცევიან ცუდათ, თვითონ ყველაზე ამორალურად იქცევა. ეს ლოგიკა დღეს ჩვენს გარშემო ყველაზე გავრცელებულია და ყველა მეორე ნაბოზვარი, ესე იმართლებს თავს და ამართლებს მის აგრესიას. ეს არი მოჯადოვებული ჯაჭვი, რომელიც უსასრულოდ კვებას ზუზღს ხალხში. ერთგვარი ურყევი ლოგიკაა თანამედროვე ანტაგონისტის. ის კაპიტალისტიც იმიტო გაჯვავს თავზე, რომ ადამიანის რწმენააქ დაკარგული და გიმეტებს. გამოყენების მორალურ უფლებას პოულობს. მაგრამ აქ ეგ ტონკად გამოაჩინეს ბოლოს და გააკრიტიკეს. შეიკრა ნაწარმოები.

P.S. მარა ქალის პრიჩოსკა რატო აირჩია და არა კაცის, მაგას ვერ მივხვდი ))

Re: TV-Series

Posted: 27 Oct 2021 19:08
by GHOST
P.S. მარა ქალის პრიჩოსკა რატო აირჩია და არა კაცის, მაგას ვერ მივხვდი ))

კაცის აირჩია. :დ

Re: TV-Series

Posted: 27 Oct 2021 20:02
by Riddick
ეს თუ კაცია ბაზარი არაა https://i.imgur.com/8w5QeTq.png

Re: TV-Series

Posted: 27 Oct 2021 20:21
by SLaYeR
კაცია? (c) ბაჩო ბარში

Re: TV-Series

Posted: 30 Nov 2021 13:07
by GHOST

Re: TV-Series

Posted: 30 Nov 2021 13:10
by SLaYeR
ვა კომიქსზე გადაღბული ანიმე :D
რა საკაიფო ინტროა <3