https://www.imdb.com/title/tt5761478/?ref_=fn_al_tt_1 ბოზები თუ მეძავები? მოკლედ ეგ თემაა.
მევასება ასეთი ვეშები, ოღონდ ძნელი ასახსნელია რატომ.
ესეთ ვეშებში ვგულისხმობ სეტაპებს სადაც იმდენად ფართო და განუსაზღვრელი თემაა არჩეული რომ მთავარ სიუჟეტს, მთავარ სათქმელს და რაიმე სახის ხარისხიან მიმართულებას დასაწყისშივი რომ მო*ული აქ პატრონი, მარა ზოგადობის მიუხედავათ ინდივიდუალური სცენები მთლიანად კონკრეტული სიტუაციის ჩარჩოებშია ჩაკეტილი და ზოგადს არ არეფერენსებს. უფრო მარტივად რომ ავსხნა თამაშებთან გავავლებ პარალელს. საიდ ქვესტებს და მთავარ სიუჟეტს რომ შევადაროთ: ბანძი და მოკლე მთავარი სიუჟეტის მქონე მაგრამ ბევრი და საკაიფო საიდ ქვესტის მქონე თამაშის ანალოგიაა ასეთი სერიალები.
Black Sail-ს არის მსგავსი სერიალის მაგალითი, ასევე Game of Throne-იც კაი მაგალითია. თავიდანვე ჩანდა რომ ს*რულ ფენტეზი დაპირისპირებაზე უნდა მისულიყო ანდედების და დრაკონების, მაგრამ გემრიელი ინდივიდულური სცენების და ქვე-სთორი არკების გამო მაგრად ასწორებდა. როგორც კი ეგენი მორჩა და ადვილად გამოცნობად, პაპსა კალაპოტში ჩაჯდა ეგრევე ჩა*ვა ხარისხმა.
(აქვე ავღნიშნავ რომ ჩემთვის ეს კაი საიდ ქვესტები + ბანძი მეინ სთორი თემა მუშაობს მხოლოდ მაშინ როცა სიუჟეტი ხზ სად მიექანება, თუ სიუჟეტი გაპოლიშებულია და გამოსაცნობ კალაპოტში ზის ეგრევე უფასურდება საერთო პროდუქტი. მაგალითად Uncharted 2: ში მშვენიერი ინდივიდუალური სცენები და დიალოგებია, მარა მთავარი ხაზი ზე ტასკაა და საბოლოოდ არ შემერგო როგორც სთორი პროდუქტი. ან გაუგებარი უნდა იყოს სიუჟეტი, ან იმდენად მწირი საიდ ქვესტებთან შედარებით რომ უმნიშვნელოდ დარჩეს და არ დაჩრდილოს საიდების მუღამი)
ალბათ პროსტა ტვინს უსწორდება ეგეთი გაუგებარი ვეშები, რადგან გადაღლილია ადვილად გამოცნობადი სიუჟეტებისგან. ამას დეტალებზე ზუმი რომ ემატება საერთო სურათის პატერნს ვერ ხედავ და არ გაღიზიანებს მისი გაუმართავობა.
ეხა თვითონ სერიალს რაც შეეხება, გადასარევი "საიდ ქვესტები" არ აქ, ვერც GOT-ს და ვერც Black Sails'ს დავუყენებ. ვიღაც ორი პიმპი მამაშას კონფლიქტია ჯერჯერობით რაც ვნახე, არც რაიმე ღრმა რეველაციებს აქვს ადგილი ან ადამიანის სულის გაშლებს. პერსონაჟებიც არ არიან მოსაწონი და საგულშემატკივრო.
მაგრამ მაინც მისწორდება ეს დიკენსისეული ლონდონის სიბინძურის თანამედროვე ენაზე უკომპრომისოდ გადმოცემა. საინტერესო ეფექტი იქმნება, 21 საუკუნის ჩვეულებრივი ლონდონის მაცხოვრებელი ადამიანების ტიპაჟების ქცევა/მანერა/სლენგი გადატანილია დიკენსისეულ ლონდონში, და ისე მოახერხეს ამის გაკეთება რომ აქრობს ეპოქალურ ბარიერს, კლავს რომანტიკას და გაკარიკატურებას. იმ პერიოდის მაცხოვრებლად გრძნობ თავს და შენ თანამედროვეებად აღიქვავ პერსონაჟებს, გაქ შეგრძნება რომ მაშინ როგორც აღიქვამნენ ამ ყველაფერს ისე ხედავ შენც. თ*სლი ტექნიკაა ძაან სთორითელინგის და ხსნის ფანტაზიას სხვა ეპოქების ეგეთი კუთხით გადასახედად.
რავი ჩემზე ეგ ეფექტი ქონდა, სხვას შეიძლება გაუტყდეს რომ ექოპალური და რომანტიზებული არაა და იმერსიაზე მოუსაქმოს.(თუ რათქმა უნდა "ორი მამაშას დაპირისპირებას რატო უნდა ვუყურო" ზე არ მორჩა ყველაფერი :D )