TV-Series, საერთო თემა > სერიალები

თავისუფალი სივრცე < საერთო თემა < გამოკითხვა < მოვლენა
User avatar
GHOST
Posts: 1950

Re: TV-Series

Unread post#1621 » 03 Aug 2023 22:51

https://www.youtube.com/watch?v=w0QUbIzu8ek
შინიჩირო ვატანაბეს(კოვბოი ბებოპი, სამურაი ჩემპლუ, სფეის დენდი ეტც..) ახალი ანიმაციური სერიალი საკაიფოდ გამოიყურება, თან რაღაც ურბანული სეთინგია. :დ

Riddick
Posts: 11718

Re: TV-Series

Unread post#1622 » 11 Oct 2023 21:51

Fauda

ხო არ იცით?
რაღაც კარგიაო

Riddick
Posts: 11718

Re: TV-Series

Unread post#1623 » 08 Jan 2024 18:15

Westworld დავიწყე, ორი სერია ვნახე, თან მეცინება გულში, თან ძაან მომეწონა. რამდენიმე ლეიერი რო არი სიუჟეტის ეგ ასწორებს და სხვადასხვა პერსონაჟებს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თავიანთი საინტერესო ხაზები რო აქვთ მაგან წამოიღო. GOT სტანდარტია ეგ ჩემთვის და ზოგადად სერიალის უპირატესობის ფილმზე. თუ სერიალს ეგ მომენტი აქ, ალბათ ყველა ფილმზე საინტერესო გამოვა. მოკლედ ვნახოთ ეხა ეს როდის ჩაიჯვავს და რამდენი ხანი იქნება კარგი.

User avatar
SLaYeR
Posts: 6145

Re: TV-Series

Unread post#1624 » 08 Jan 2024 18:20

შავ კაცზე და არნოლდზე თუ მიხვდები 4-5 სერიაში ჩაიჯვავს
პირველი სეზონის მერე აღარ გამიგრძელებია
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2101

Re: TV-Series

Unread post#1625 » 10 Jan 2024 11:10

მეც შევწყვიტე, მაგრამ როგორც ვიცი დასტოინად გააგრძელეს და ვფიქრობ დაბრუნებას
I won't miss.

Riddick
Posts: 11718

Re: TV-Series

Unread post#1626 » 10 Jan 2024 17:13

ბოლომდე კლავს ველური დასავლეთის რომანტიკას და ზოგადად გიყალბებს ყველაფერს. აფსურდის თიატრია, მარა რო არ გაგიაზრებია და არ გინახია ესეთი სახით აქამდე, მაინც მუშაობს და გაინტერესებს. უშინაარსობის და ბოლომდე კორუმპირებული რეალობის ტკივილს გაგრძნობინებს სერიალი )))

მე რატომღაც RDR2 ესეთი გრძნობა მქონდა, არვიცი რატო, მარა მახსოვს რო დავწერე.

User avatar
Ripster
Posts: 1858

Re: TV-Series

Unread post#1627 » 12 Jan 2024 19:48

პირველი სეზონი გამისწორდა ასე თუ ისე
და მეორეს ფინალის სცენა მახსოვს დღემდე საუნდტრეკის გამო მარტო ;დ
https://www.youtube.com/watch?v=ZExWMK0n_Vo რედიოჰედი როგორ მიყვარს ზოგადად გეცოდინებათ და ეს ვერსია ორიგინალს მირჩევნია დაჟე
ნუ მაგ სეზონის დასასრულიც საკაიფოა

მესამეს ვეღარ გავუქაჩე ძმაო ;დდდდდდდდდდდდ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11718

Re: TV-Series

Unread post#1628 » 13 Jan 2024 20:21

აი რობოტების ზე ჰუმანიზირება რო იწყება იქ მთავრდებახოლმე ზოგადად სურვილი რაიმე მსგავსის ყურების. ემო რობოტების დედა მოვ*ყან მე. ისედაც სუპერ სტერილური სანახაობა იყო და ეხა ამათი ქვითინი და თვითგვემა რო დაემატა, უცებ მიხვდი რო ვეღარ უყურებ )) არადა ძაან წამოიღო სადღაც შუამდე

ჯერ არც იმას ხსნიან, თუ რატო განიცდიან რეალური ადამიანებივით ყველაფერს და პირადულად რატო იღებენ )) და მერე იმას არ ხსნიან, რატო არ შეილება რო წაშალო რობოტში პროგრამა და რაღაც "ქვეცნობიერში" არ ქონეს "წყენები" დაგროვილი. მაგარი ანანიზმია.

User avatar
SLaYeR
Posts: 6145

Re: TV-Series

Unread post#1629 » 13 Jan 2024 20:35

https://www.youtube.com/watch?v=hmJHKF2bYVc საინტერესო სეთინგია
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6145

Re: TV-Series

Unread post#1630 » 24 Jan 2024 00:10

True Detective მეოთხე სეზონი არის მაგარი ატმოსფერული, ცოტა მისტიკაც ურევია ფოლკლორულ სულში.
პროსტა მექსიკელი ქალია სცენარისტიც და რეჟისორიც და ინტერვიუს ნახვის მერე - რაც ამ ჩაგრული უმცირესობების თემას შეეხო - მეშინია სადმე არ მოუსრიალდეს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1950

Re: TV-Series

Unread post#1631 » 24 Jan 2024 20:29

ვაა, აბა, ვნახო ერთი, ვაგროვებდი სერიებს. :დ

User avatar
SLaYeR
Posts: 6145

Re: TV-Series

Unread post#1632 » 05 Feb 2024 21:05

კაროჩე მაგარი *** პერსონაჟები ყავს ამ სეზონს, ყოვლად მშრალი და არაქარიზმატული.
მთავარი პერსონაჟები კაცური ქალები არიან, თან ისეთი ქალის რო არაფერი ეტყობათ, აწი კაცები ჩაესვათ, არ იქნებოდა საერთოდ განსხვავება. ვერ გავიგე მუღამი.
დიალოგებიც ბანძია, ქუჩის ბიჭებივით ყოველ მეორე სიტყვის გაცვლაზე fuck you-ს აყოლებენ. გაბრაზებული თინეიჯერის დაწერილს გავს სიტყვები მარაგი რო არ აქვს.
არის კიდე სიუჟეტური მომენტები სადაც გინდა რო პერსონაჟმა პროსტა ყურადღება გაამახვილოს თემაზე, მარა რაღაც ცივი და შორი უჭირავთ და თემას ისე ტოვებენ რო მერე შემდეგ სერიაში მოხდეს ახლიდან შემოტანა.
და ბოლოს სთორიც ***ურად მიდის, აუხსნელი მოვლენებით ცდილობენ ინტრიგის შენარჩუნებას და წინსვლა არ არის რეალური. ძალიან ნელი ტემპით მიდის "გამოძიება".
ცხოვრებისეული მომენტებით წელავენ სიუჟეტს მარა ურთიერთობებშიც არ არის დეველოპმენტი, ოთხი სერია გაჭედილები არიან თითქოს ერთ ადგილას.

კაროჩე მისტიური/ჰორორული ატმოსფერო მომწონს მაინც ამ არქტიკის, რამე კაი გამისწორდებოდა ასეთ სეთინგში. დანარჩენი დაბალი დონეა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11718

Re: TV-Series

Unread post#1633 » 21 Apr 2024 08:15

დავიწყე Fallout და ხარისხით ვარ გაკვირვებული, ისეთი კარგია. თან აშკარად სიყვარულით არი გადატანილი ყველაფერი და ისეთი ხალხის რომლებსაც ესმოდათ რას აკეთებდნენ. ვიზუალურად ალბათ ამაზე კარგი ვერ იქნებოდა ვერაფერი, ყველა სცენა ასწორებს. უბრალოთ უკვე ერთი 3 მომენტში დავიჭირე რო არასაკმარისად კარგად არი ზოგი მომენტი ახსნილი. ზოგი რაღაც უბრალოდ იმიტო ხდება რო მოხდეს და გაუგებრობაში გტოვებს, რამაც გატეხა. არვიცი შეილება მე ვერ დავამუღამე მარა დავწერ სპოილერში.

სპოილერი

მოკლედ პირველი რაც ვერ გავიგე, ბუნკერში შეჭრის მერე მთავარი პერსონაჟის მამას ეკითხებიან აირჩიე, ან შენი შვილი, ან სხვებიო. ეს კაცი შვილს კეტავს რაღაც კარის უკან, ხოდა ისე გამოდის რო ყველას ცოცხალს ტოვებენ და ძაან დავიბენი მანდ )))

მეორე გაუგებრობა გულის გაღვიძების სცენაზე მომივიდა. გააღვიძებენ ტიპს, მოგვეხმარეო და ეს სამივეს იმიტო მოკლავს რო კალიფორნიიდან ხარო შეეკითხებიან )) ეგეც ტოპ სისულელეთ გამოჩდა, უბრალოდ იმიტო მოხდა რო პერსონაჟი შემოეყვანათ თხრობაში...

მესამე იყო ძაღლის ეპიზოდი, როცა მეცნიერი რატომღაც არ წვავს ამ ძაღს, მერე უცებ ზრდის და თან მალავს. შემდეგ ვითო სხვა თანამშრომელი აღმოაჩენს რო ეს მეცნიერი დამალულად რაღაც ექსპერიმენტებს ატარებს, ამ დროს ძაღლი მოკლავს ამ შემსწრეს და ირთვება ალარმი. მეცნიერი, ძაღლთან ერთად გამოდის ბაზიდან, ისე რო გვერდით უვლის ჯარისკაცებს და ვერ ხვდები ალარმი რატოა, იმიტო რო ყურებისას გგონია რო ამ კაცის გამო ჩართეს, მარა მაშინ რატო არ ეუბნებიან არაფერს ))) და ბოლოს ტურეტი ესვრით 10 მეტრიდან და არ ხვხდებათ არცერთი ტყვია, ნელა მოძუნძულებენ )) რავი ეგეც სუპერ ქრინჯი მომენტი იყო.

ჯერ მეორე სერია ეხა დავიწყე, მარა უკვე შემაწუხა ამ ლაფსუსებმა და იქნებ მარტო მე ვარ ეგეთი, დამაინტერესა

პ.ს. ვერტმფრენით მიფრინავენ მისიაზე და უცებ ბრაზერჰუდის ფაუერ არმორიანი ტიპი პროსტა ეტყვის პოლოტს, აქ დამსვი, ვინმეს უნდა ვესროლოო. ჩამოსვავენ ამ არმორიანს და ერთ მთავარ პერსონაჟს და მსგავსი ტუპოი მოტივით იწყება კიდე ერთი სიუჟეტური ხაზი. რა ხთეფა მჭირს უკვე )

User avatar
GHOST
Posts: 1950

Re: TV-Series

Unread post#1634 » 21 Apr 2024 09:19

ეგ ბრაზერჰუდის მასტი იყო იდიოტი უბრალოდ. :დ
მე დამევასა ფოლაუტი, ჯიგრულია, ბოლო, თუ ბოლო ორი, სერია დამრჩა სანახავი.

User avatar
SLaYeR
Posts: 6145

Re: TV-Series

Unread post#1635 » 21 Apr 2024 10:23

შვილი რო ჩაკეტა და სხვები გაუშვეს მაგაზე მეც დამრჩა კითხვა, რა არჩევანის წინაშე დააყენა.

გულს ძველი ამბები აკავშირებს იმ ლოკაციასთან და თან იცნობს ვიღაცეებს, ამიტო დაბრიდა treasure hunter-ები. ეგეთი პერსონაჟია.

ალარმზე ჯერ გაუგებარი იყო ვის გამო ჩაირთო, ამიტო ამან გაპარვა მოასწრო, მარა ის turret რო ესვრის ძალიან ქრინჯია. ეგეთი სხვა მომენტები არაა თან სერიალში რო ტყვია აცდეთ ხალხს ან რაღაც. შეიძლება რამე რეფერენსი იყო და მაგიტო ჩასვეს.

Brotherhood უფრო რაინდული ორდენია აქ, ნადირობა მოუნდა ჯიგარს და წაიყოლა squire. დიდად არ მომეწონა ეგ მიდგომა მარა კომიკურ ვაიბში მუშაობს რა, Monty Python უფრო გამახსენა მაგან

მე შერეული გრძნობები დამიტოვა. მოწონებით მომეწონა, კაი ფოლაუტური ამბები დევს შიგნით კაი კვესტებივით, მარა თამაშზე, კონკრეტულად მეორე ნაწილზე მეტად კარიკატურულია და მაგას მარტო იმით ვამართლებ რო სერიალია რა, ახალგაზრდების მისაზიდი და სამყაროს გასაცნობი. პერსონაჟებიც build-ებია ფაქტიურად და მაგით უფრო კაიფობ ვიდრე სიუჟეტური დრამით. love letter უფროა თამაშებისადმი. მაგალთად იგივე გულის ამოთხრა მეორე ნაწილში კვესტია და ერთი პერსონაჟის გულ მამას თხრი ))) ექიმი პერსონაჟი როა, ეგრე მეორე ნაწილში თითქმის ყველა ქალაქს გამო**ბული ექიმი ყავდა და ხვდები მუღამს.

თამაშების live action ადაპტაციაში Mortal Kombat (1995) და ეს არის ტოპები. არცერთია იდეალური მარა სეთინგის გასაცნობ ფუნქციას ზომაზე მეტად ასრულებს.

რაც შეეხება თამაშებთან შედარებას, ჩემთვის ფოლაუტის საზომი არის პირველი ნაწილი და ნიუ ვეგასი. პირველის ბნელი, უიმედო და ცინიკური სეთინგი, რომელსაც ვერც შემდეგი თამაშები ვერ უახლოვდება ატმოსფეროთი. ხოლო ნიუ ვეგასის კარგად დაწერილი პერსონაჟები და კვესტები, რაც რეალიზმს, დამიწებას და სიღრმეს აძლევს სეთინგს. ამ ორ კომპონენტთან ვერ მიდის სერიალი ვერანაირად და არც უცდიათ ეგ. სერიალს უფრო მეორე ნაწილს შევადარებდი. მოლაპრაკე ცხოველები რო დაამატონ შემდეგ სეზონში არც ეგ გამიკვირდება.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11718

Re: TV-Series

Unread post#1636 » 21 Apr 2024 10:45

ანუ კაია ბევრი მიმართულებით, მარა ისეთი ფუნდამენტური წესებია თხრობის გამაზული, რო სამწუხაროდ სუ რაღაც თამაშის "სარეკლამო რგოლად" დარჩება ეს და არა დამოუკიდებელ ფასეულობათ.

ბიჭო აი რიდიკის ბუჩერ ბეი არი ცალკე რო ითამაშო შეგიყვარდება, იმდენად თვითკმაყოფადი რამეა. არადა ხო პიჩ ბლექის გაგრძელებაა იდეაში. ესეც რაღაც ეგეთი უნდა ყოფილიყო, რამე კონკრეტული, თავის ისტორია მოეყოლა, პროსტა ამ სეთინგში. სამყარო შეევსო ესე ვთქვათ. აქ კიდე იდეაში მარტო ფანსერვისია და ვინც სამყარო არ იცის, პროსტა ზედაპირულ წესებს ანახებს სეთინგის.

რავი ჯერ მესამე მოვრჩი, ვნახოთ, დიდათ არამგონია რამე შემეცვალოს შეხედულებაში.

ეგ ბუნკერის პირველი არჩევანის მომენტი მაგრად მომხვდა, ეგრევე ამინთო თავში ისე უტვინოთ ჩანს და მერე დავძაბე ყურადღება.

User avatar
SLaYeR
Posts: 6145

Re: TV-Series

Unread post#1637 » 21 Apr 2024 11:35

კი სარეკლამო რგოლივითაა, ოღონდ ხარისხიანი.
იდეაში ვითომ ეგრეა რო ცალკე ისტორიას ყვება სამყაროში, მარა ის სერიოზული ტონი და იმერსია ვერ აქვს რაც უნდა ქონდეს ფოლაუტს.
ბოლოსკენ უფრო კაი ხდება, თანამედროვე პოლიტიკური რეფერენსებიც არის მარა ფოლაუტის ლორში ეგენი სულ არ მომეწონა მე.
მეორე სეზონი აუცილებლად იქნება და იმედია აწევენ ხარისხს.

კაროჩე ცალსახად დადებითი მოვლენაა მარა ტოპ სერიალებში გაიყვანო და მაგარიაო და რაღაც, მასე არაა ჩემი აზრით. ფოლაუტის საზომითაც კი სტაბილური საშუალო დონეა. მინუსებს რო გაყვე ბევრი აქვს და პლუსებს რო გაყვე ეგაც ბევრი აქვს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11718

Re: TV-Series

Unread post#1638 » 22 Apr 2024 00:26

Shogun ნახეთ? როგორია?

User avatar
GHOST
Posts: 1950

Re: TV-Series

Unread post#1639 » 23 Apr 2024 20:51

დამთავრდეს სეზონი და ჩავუჯდები.

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 92 guests


cron