Unread post#1459 » 03 Aug 2020 14:01
ძილის წამალი (Yellowstone) დაიხვეწა უფრო მესამე სეზონში. გადაღება, მუსიკა, ხედები, ატმოსფერო ლამაზია.
პროსტა აი სთორის მუღამი ვერ გავიგე. (მცირე სპოილერი)
მიწათმფლობელობაზეა გამოდის მთავარი თემატიკა. პროსტა ფრაქციები ვერ არის კარგად შერჩეული მგონი. ინდიელები გასაგებია, მიწის ქონის უფლება რომ ისე იცხოვრო როგორც შენ გინდა და არ იყო ასიმილირებული გლობალურ საზოგადოებაში და მის ცხოვრების წესში. და ნუ + ჩაგვრა და ა.შ. წართმეულ/დაკარგული კულტურა მარა ეგ არაა აშკარად აქცენტი ისეთი.
გლობალური ცივილიზაციაც გასაგებია. უაზროდ და უკონტროლოდ რეპროდუსირებს და მიწა ჭირდება ამ რეპროდუსირების მოედნად. ნუ + სიხარბე, კორუფცია, გარყვნილება და ა.შ. მარა ეგეც ისევე როგორც ინდიელების ჩაგვრა არაა მთავარი აქცენტი.
და ამ ორი იდეის გასაყარზე რანაირად ან რატო ზიან ეს მერანჩეები ვერ გავიგე. თეთრ ინდიელებათ უნდა ავტორს წარმოაჩინოს თუ რა თემაა?
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.