First Reformedეკლესია და მისი როლი სოციუმში თუ როდისმე აქტუალური თემა იქნება შეგიძლიათ სახელმძღვანელოსავით გედოთ "ვინჩესტერზე".
ერთის მხარეს გვყავს 31 წლის ახალგაზრდა "მწვანეთა მოძრაობის" აქტივისტი, რომელმაც მშვენივრად იცის თუ რა მდგომარეობაშია პლანეტა დღეს და რა მომავალიც მოდის ესეთი გზებით. ცდილობს რაღაც დადებითი ცვლილება შეიტანოს ყველაფერში, მარა დეპრესიას ვერ უძლებს...
და მეორე მხარეს გვყავს მოძღვარი, რომელიც მოცემულია პოზიციით - გაფუჭებულია, უნდა შევეგუოთ. და იასნია თითონ ვერ ეგუება პირველ რიგში.
First Reformed თვალნათლივ (კიდევ ერთხელ) აჩევენებს თუ როგორი ტიპის კონსერვირების ინსტიტუტი გვიდევს წინ საუკუნეებია და როგორ მუშაობს იგი ჩვენი მცდარი შეხედულებების გამოყენებით, კონკრეტული ფენის ინტერესებზე. რეჟისორი ამ ყველაფერს გვანახებს უკვე 2018 წლის პერსპექტივიდან. ფილმი იმდენად თანამედროვეა რო ფაქტიურად "ენდინგი არააქ"...
ფილმი დასავლურ, ცენტრალურ რელიგიაზე თითქმის ყველა რაკურსის პერსპექტივას გაწვდის, მაგრამ ამ ყველაფერში ცენტრალური მაინც მთავარი გმირის, პასტორი Toller'ის ცნობიერებაში გაჩენილი კითხვაა - გვაპატიებს თუ არა ღმერთი რასაც მის ქმნილებას უშვებით?
ანუ უშუალოდ გარემო, წერტილი სადაც ყოველთვის ჩანს რელიგიის ორპირი სახე, რადგან მისი მთავარი აქცენტი ადამიანების ურთიერთობების რეგულირებაზე და შემდეგ გარკვეულ მიზნებში გამოყენებაზე დგას, მაგრამ არა გარემოზე და მისადმი დამოკიდებულებაზე. ხოდა გულის მოფხანის შეგრძნებაქაქ როცა ნაფიქრალს და უპასუხოთ დარჩენილს ესეთი დონის ფილმი გიცოცხლებს.
რავი ძაან მომეწონა. რო დამთავრდა, თავი მოვატრიალე და ფანჯარაში იმენა იდენტური გარემო დევს, რაც ძაან ჟუტკია ...
პოსტერი