Movies, საერთო თემა > ფილმები

თავისუფალი < საერთო თემა < გამოკითხვა < მოვლენა
User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#1001 » 23 Jan 2019 01:41

რატო არ უნდა მჯეროდეს რო წიგნის ადაპტაციას აკეთებს კაცი რომელიც 90% წიგნის ადაპტაციებს აკეთებს? ჰოლივუდში გაუტყდებოდათ ფილმის რიმეიქი რო იყოს მაგის თქმა? ცოტაა რიმეიქები? :D ან რა უნდა მაგის წყაროსთან შედარებას?

ორიგინალზე უკეთესად არსად არ შემხვედრია რო საღდებოდეს. ბიუჯეტი ექვსჯერ მეტი აქვს, ორჯერ მეტი მოგება მოიტანა. ხარისხიანი ტრილერი დაიდო სერიოზული მარკეტინგით და ბევრად უფრო პოპულარული გახადა საგა. მაგის მეტი ზოგს ერთი მოსწონს ზოგს მეორე. ბევრი ლეიერია თუ რომელი რატო შეიძლება ერჩივნოს ადამიანს.

აგერ ბარემ წიგნების გაყიდვის სტატისტიკაც By May 2010, 27 million copies of the trilogy had been sold worldwide, a number that would grow to more than 46 million over the next five months, and reach 65 million in December 2011
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1002 » 23 Jan 2019 01:52

მე არ მჯერა რო პროსტა წიგნის ადაფტაციაა და ზეგავლენა არააქ ფილმის პოპულარობას. მაგაზე კამათს პროსტა აზრი არააქ, მე ნამდვილად არ ვიცი დაზუსტებით, უბრალოდ შთაბეჭდილებაა. დალშე რიმეიქი ნაღდად არ გაუტყდებოდათ, პირიქით, მაგითია ცნობილი რო სხვა ქვეყნების იდეები გადმოაქვთ, რაგდან პირველ რიგში ფინანსურ მოგებაზე არიან ორიენტირებულები და თავიანტი იდეების დეფიციტიაქვთ. იდეაში ციფრებშიც ჩანს ეგ ამბავი.
მეორე და მესამესაც გააკეთებდნენ, მარა იფიქრეს რო იგივე დონის პროფიტს ვერ დადებდა სავარაუდთო. რავი ჰოლივუდია რა, მეტი არვიცი რა ლოგიკით ვიფიქრო.

წიგნების გაყიდვა ბაზარი არაა, პროსტა კავშირს ვერ ვხედავ ამ დიალოგთან.
იდეაში არ ვკამათობ, უბრალოდ ვიცავ ორიგინალ ფილმს, რომელიც მომწონს და ვთვლი რო შედევრია თავის ჟანრში.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#1003 » 23 Jan 2019 02:28

ბიჭო ანუ მუღამი არის რო, ბესტსელერი წიგნი, განსაკუთრებით პირველი ნაწილი (როგორც უმეტესად ხდება), აიღეს, დაწერეს წიგნის მიხედვით სცენარი და გადაიღეს. იგნორირებას არ გაუკეთებდნენ შვედურ ფილმებს თავიდანვე ვთქვი, მარა რატო გაყვებოდნენ ფილმის სცენარს და რატო არ გააკეთებდნენ წიგნიდან პირდაპირ ადაპტაციას ეგ არ მესმის და არც მგონია რო დაემალათ. ამ მხრივ არ მგონია რო დასაჯმელია. ოლდბოისთან შედარებაც არ მგონია სწორი იმიტო რო მახინჯი მიდგომის პროდუქტია ის, როცა ეს ითვლება რო წყაროსთან მიახლოებულია.
მე შვედურიც მარტო პირველი მეგონა რო არსებობდა კაი ხანი. 2010 ში გავიგე არადა და არსებობდა უკვე დანარჩენებიც. შემოსავალიც ყველაზე მეტი ამ პირველს აქვს ნანახი და რა გასაკვირია რო ჰოლივუდში დაეკიდათ? წიგნის სეილების დარწმუნებული ვარ პირველს ექნება მეტი, არაფერი გასაკვირი და ცუდი არაა მანდ რო პროფიტის ამბავში ეფიქრათ, ბიზნესია პირველ რიგში კინოინდუსტრია.
ორიგინალს რისგან იცავ? :D დგას ისედაც ეგ თავის ადგილზე :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#1004 » 23 Jan 2019 05:19

Robin Hood - Holy Shit ამდენი არარეალისტური სიდებილე კაი ხანია არ მინახია, იმდენად over the top არის მაგის გამო ვუყურე :D რკინის ტრუბას რო მიიდნობს ხელზე :D :D :D :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1005 » 23 Jan 2019 10:38

მე იდეაში იმაზე მეშლება ნერვები რო ტიპები იღებენ სხვის ფილმებს, მათ წარმატებას და მაგალითს, იღებენ თავისას და მერე ასაღებენ როგორც ორიგინალს ხალხის უცოდინრობის გამო. იდეაში ეგაა ჩემთვის ფინჩერის ფილმიც, ოლდბოიც და კიდე ბევრი სხვა ჰოლივუდში გაწეული ფილმი. შვლის ნუკრის ნაამბობიც )

User avatar
GHOST
Posts: 1941

Re: Movies

Unread post#1006 » 23 Jan 2019 11:30

ოლდბოი რემეიქია, ეს წიგნის ადაპტაცია. :დ

ორიგინალი არ არის სკანდინავიური ფილმი, ისიც ადაპტაციაა.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#1007 » 23 Jan 2019 15:24

მეფე ლომი მაშინ ყველზე დიდი გასატისკია მაგ მხრივ :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1008 » 23 Jan 2019 17:53

GHOST wrote:ოლდბოი რემეიქია, ეს წიგნის ადაპტაცია. :დ

ორიგინალი არ არის სკანდინავიური ფილმი, ისიც ადაპტაციაა.

კი გასაგებია რო წიგნის ადაფტაციაა. თავიდანვე გავიგე ეგ სლეიერამ რო დაწერა. მაგაზე ვლაპარაკობთ იდეაში.

ორიგინალში რას გულისხმობ? ანუ წიგნის ადაფტაციაა ორივე ფილმი, მარა ფილმის ორიგინალია 2009 წლის, ანუ პირველი ადაფტაცია. ორიგინალი წიგნია )) თუ მაგას გულისხმობ კი, ფილმი ორიგინალი არაა :whitewolf:

hellwalker
ალადინიც. ადრე დავწერე თუ გახსოვს. The Thief and the Cobbler გაუწიეს ავტორს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#1009 » 24 Jan 2019 01:21

აუ მეფე ლომზე და ალადინზე იმხელა ხარისხობრივი სხვაობაა რო რაღაც რეფერენსებად უფრო აქვთ გამოყენებული. კი შეიძლება კონკრეტული სიუჟეტური არკები copy paste არის ან პერსონაჟები პირდაპირ პროტოტიპზე ააგეს მარა იმხელა და ისეთი კარგი პროდუქტებია დადებული რო რავი :D მასე მეფე ლომს ჰამლეტის სიუჟეტიც აქვს და ალადინს ნამდვილი ალადინიდანაც მსგავსებები, მასე რო მივუდგეთ Silent Hill 2 საერთოდ სოლარისია თავიდან ბოლომდე გაწეული და იმდენი რამე გამოიხშირება რო რავიცი :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1010 » 24 Jan 2019 11:52

ხო ეგ რთული თემაა. გააჩნია რა ფორმითაა გაკეთებული. ეხა მაგალითად The Thief and the Cobbler თავისმა ავტორმა ჩაიტანა ჰოლივუდში, რო დაფინანსება მიეცათ, ტიპებმა აითვისეს მასალა და უარი უთხრეს. წამოვიდა, სხვა ხერხებით იჩალიჩა გაკეთება და რო მიიყვანა ბოლოში, ცოტახანში გამოდის ალადინი )))

მარა არი ვარიანტები როცა შთაგონებულია რაღაც პროდუქტი სხვა ნამუშევრებისგან და მაგას არ მალავს ავტორი, პირიქით. გადმოაქ იდეა, დებს თავისებურ ინტერპრეტაციას, ურევს სხვა იდეებს და რაღაც საერთო და ხარისხიანი გამოყავს, როგორც ნებისმიერ დიჯეის სიტყვაზე. ეგ კიდე სხვა ამბავია.

იდეაში მეფე ლომიც მაგრად მიყვარს, ალადინიც და ბემბი ვაფშე შედევრია, დაჟე ვაჟა ფშაველასაც შეილება მოწონებოდა )) პროსტა ჰოლივუდი იმენა ცნობილია მითვისების და საკუთრად გასაღების ამბავში, რაც მიუღებელია ხელოვნებაში. ეგ ტენდენცია დავინახე The Girl with the Dragon Tattoo-შიც და ოლდბოის რიმეიქშიც თავის დროზე და მაგიტო არ მევასება არცერთი.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#1011 » 24 Jan 2019 23:03

https://www.youtube.com/watch?v=DKk1KgmZk8c არტ ჰაუსზე გამოდო ვიდეო. საინტერესო ვიდეოა ვისაც ვაბშე არ გაჩენია მაგისი გამოკვლევის სურვილი რომ ანახოს რა ღირებულება შეილება იდოს.
მარა პოზიტივზე აკეთებს აქცენტს და იკრაგება მანდ მომენტი რის გამოც მძაგს არტ ჰაუს კინოც და არტ ჰაუს თამაშებიც უკვე როგორც მიმდინარეობა. (მიმდინარეობა და არა პროდუქტი)

ჯამრთელ კრიტიკას ვერ ექვემდებარება რის გამოც ერთ ქვაბში იხარშება კარგი და ცუდით. რაც იწვევს იმას რომ ბანძი ვეშები იგივე არგუმენტებით და ლოგიკით ცდილობენ თავის გამართლებას და ახსნას რითაც კარგი ვეშები, და ასევე კარგი ვეშები კრიტიკდება ცუდის ნაკლების გამო რადგან მათ განხვავებაზე დროის დახარჯვა აღარ უნდა გამკრიტიკებელს იმდენად ამოსული აქ ყელში ბანძის ტრაკის თამაში. რაც სავსებით დამსახურებელია, როდესაც მძღნერს უდებენ ოქროს ლანგარზე და თუ არ მოეწონა ეჩხუბებიან შენ არ გესმისო მძღნერი ცუდი კი არ არისო მძღნერი.

საბოლოოდ რაღაც ქაოსი იჩითება სადაც ვიღაც ცდილობს რაღაც საინტერესო და თავისი გააკეთოს და მის გარშემო ათასი კაცი დგას ვინც მის ზედაპირულად კოპირებას ცდილობს მხოლოდ მისნაირი სტატუსის მისაღწევად. და იმდენად გადაკვანძულია ეს ორი ერთმანეთთან, მათ გამორჩევა ფუჭ შრომას იქცევა. პროსტა უნდა დაჯდე მარტო, ამოიღო რაც მოგწონს და გადააგდო რაც არა.

მსგავსი **** ხდება ყველა იდეოლოგიის, რელიგიის და მიმდინარეობის გარშემო. იდეოლოგია მშვიდობას ქადაგებს, მიმდევრები ხალხს კუწავენ ნაწილებად და ზედ აფსამენ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1012 » 27 Jan 2019 01:13

მე ვაფშე დასავლურ ფანტასტიკას ვერ უყურებ საკმარისი გულისყურით , მაგრად არ მევასებიან ფარული მესიჯების ავტორები ბევრ ფილმში, მარა ამ კაცს მოწონს ეს ყველაფერი და საკმაოდ საინტერესო ანალიტიკაც უდევს https://www.youtube.com/channel/UCeV6mv ... -CA/videos

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#1013 » 04 Feb 2019 06:49

ფილმი პოხუი მარა აუდიო დიზაინი თესლია. https://www.youtube.com/watch?v=-9Lcgbr78WA
Wonder Woman-საც მსგავსი ქონდა ექშენ მომენტებს რო ემთხვეოდა საუნდის ჯახები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1014 » 04 Feb 2019 14:32

რაღაც აქტუალურია https://www.youtube.com/watch?v=SH2XaTKHCIU

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1015 » 06 Feb 2019 22:51

ეხა უყურე IT როა ახალი )))
ორმა კაცმა უყურეთ და ბოლოს შევთანხმდით რო ერთერთი ყველაზე გამორჩეული ყ..ბაა რაც გვინახავს. იდეაში 5 წუთში მაგიტო არ წავშალე რო მარტო არ უყურებდი :)

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1016 » 07 Feb 2019 12:21

First Reformed
ეკლესია და მისი როლი სოციუმში თუ როდისმე აქტუალური თემა იქნება შეგიძლიათ სახელმძღვანელოსავით გედოთ "ვინჩესტერზე".

ერთის მხარეს გვყავს 31 წლის ახალგაზრდა "მწვანეთა მოძრაობის" აქტივისტი, რომელმაც მშვენივრად იცის თუ რა მდგომარეობაშია პლანეტა დღეს და რა მომავალიც მოდის ესეთი გზებით. ცდილობს რაღაც დადებითი ცვლილება შეიტანოს ყველაფერში, მარა დეპრესიას ვერ უძლებს...

და მეორე მხარეს გვყავს მოძღვარი, რომელიც მოცემულია პოზიციით - გაფუჭებულია, უნდა შევეგუოთ. და იასნია თითონ ვერ ეგუება პირველ რიგში.

First Reformed თვალნათლივ (კიდევ ერთხელ) აჩევენებს თუ როგორი ტიპის კონსერვირების ინსტიტუტი გვიდევს წინ საუკუნეებია და როგორ მუშაობს იგი ჩვენი მცდარი შეხედულებების გამოყენებით, კონკრეტული ფენის ინტერესებზე. რეჟისორი ამ ყველაფერს გვანახებს უკვე 2018 წლის პერსპექტივიდან. ფილმი იმდენად თანამედროვეა რო ფაქტიურად "ენდინგი არააქ"...

ფილმი დასავლურ, ცენტრალურ რელიგიაზე თითქმის ყველა რაკურსის პერსპექტივას გაწვდის, მაგრამ ამ ყველაფერში ცენტრალური მაინც მთავარი გმირის, პასტორი Toller'ის ცნობიერებაში გაჩენილი კითხვაა - გვაპატიებს თუ არა ღმერთი რასაც მის ქმნილებას უშვებით?
ანუ უშუალოდ გარემო, წერტილი სადაც ყოველთვის ჩანს რელიგიის ორპირი სახე, რადგან მისი მთავარი აქცენტი ადამიანების ურთიერთობების რეგულირებაზე და შემდეგ გარკვეულ მიზნებში გამოყენებაზე დგას, მაგრამ არა გარემოზე და მისადმი დამოკიდებულებაზე. ხოდა გულის მოფხანის შეგრძნებაქაქ როცა ნაფიქრალს და უპასუხოთ დარჩენილს ესეთი დონის ფილმი გიცოცხლებს.

რავი ძაან მომეწონა. რო დამთავრდა, თავი მოვატრიალე და ფანჯარაში იმენა იდენტური გარემო დევს, რაც ძაან ჟუტკია ...

პოსტერი

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1017 » 11 Feb 2019 11:38

The House That Jack Built (2018)
მაგარი ჟუტკი ფილმია, საერთოდ დაცლილია ადამიანის მიმართ რაიმე სახის ემპათიისგან, მარა პარალელურად სავსეა სარკაზმით და შავი იუმორის მომენტებით, რაც სერიოზულობის მაგივრად, ფილმს რაღაც კომიქსის განწყობას აძლევს. მარა მთლიანობაში მაინც ჟუტკია ))

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1018 » 17 Feb 2019 03:52


User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#1019 » 17 Feb 2019 06:03

აუ რა არი ეს ))))))))) ყურების ტლეკვა, ხიდი, ნავი, წყალქვეშა ნავი ))))))))))))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1020 » 17 Feb 2019 23:10


Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 48 guests


cron