TV-Series, საერთო თემა > სერიალები

თავისუფალი < საერთო თემა < გამოკითხვა < მოვლენა
User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: TV-Series

Unread post#941 » 24 Oct 2018 06:05

ბევრ სერიაში არიან უკან ფონზე :D ფანჯრების და კარებების უკან ჩანან, სარდაფის კიბის უკანაც კი დგას შეუმჩნევლად :DDDD მე მარტო ერთი დავინახე და მაგარი არ მესიამოვნა, აგურებს რო გამოიღებს ჰიუ და უკან რო გადავარდება, ფონზე თეთრთმიანი ნაბოზრობა ჩანს.

აგერ მთელი სია :D:D:D
http://www.vulture.com/2018/10/the-haun ... hosts.html
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: TV-Series

Unread post#942 » 24 Oct 2018 07:09

გამისწორდა. როგორც ჰორორს ვერ შევაფასებ, როგორც ბევრჯერ მითქვამს ვერ ვკაიფობ მაგაზე. ტუპოი კამერის ჭრებით, ტვინის ბურღი აუდიო დიზაინით და 10 წლისებზე გათვლილი პლოტტვისტებით გაფუჩებული მისტიკაა ხოლმე ჩემთვის უმეტესწილად. მაგრამ არის გამონაკლისები რომლებიც მომეწონა და ამ სერიალსაც თამამად შევუერთებ მათ.

როგორც ისტორია საინტერესოა. გადმოცემა ისტორიის უბადლოა, ტემპი, კვანძის გახსნები, მისტიკა და ატმოსფერო სამაგალითოა. პერსონაჟების უმეტესობა კარგია, (უფროსი და ძმა იყო ცოტა მოსაწყენი და კარდონის). სიმბოლიზმს არაუშავს, უფრო პიზდეციც შეილებოდა ცოტა მეტი რო ემუშავათ. რეჟისურა და სხვა დანარჩენიც კარგია. ზოგი პერსონაჟის განცდები, შიშები და ურთიერთობები ძალიან მომეწონა, არის ბევრი კარგი მომენტი მაგ მხრივ. მხატვრული გაფორმებაც ძალიან კარგია, კასტინგიც. Carla Gugino ეგეთი ლამაზი არ მინახავს სხვაგან, რაღაც მოშნად დასვეს როლზე. ერთადერთი მონსტრები არ მომეწონა, ძალიან რანდომი იყო და რეალისტური და ჩერესჩურ მულწიაშკა ერთად იყო.

მთავარი ღირებულება მაინც ალბათ სიუჟეტის დალაგება და ტემპია. იმენა გითრევს ისტორიაში, გაინტერესებს რა მოხდება და ძალიან ოსტატურად შლის ზოგადად ყველაფერს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: TV-Series

Unread post#943 » 24 Oct 2018 08:27

ხო ეხლა ვფიქრობდი საუნდტრეკის თანხლებით და ძალიან ბევრ ლეიერზე შეიძლება განვიხილოთ ამის სიკარგე. საუკუნეების ნაცნობი თემებია ძალიან საინტერესოდ შემოტანილი და დალაგებული რომელიც გარკვეულ სათქმელს ემსახურება.
მაგალითად ბორხესის თქმის არ იყოს ოთხი ამბავი როა რასაც კაცობრიობა ყვება, ოთხივე გამოყენებულია. ქალაქის აღების ამბავი, ღმერთის თავგანწირვის, განძის ძიების და შინ დაბრუნების.

განძის ძიება იდეაში ის მგონია როცა ეს ბავშვები რაღაცეებს პოულობენ სახლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე,ძირითადად ეს არის მათი ცხოვრების განმსაზღვრელი მომენტები თან, თავისუფლება და დამოუკიდებელი არჩევანია ეს განძი, პატარა მაგრამ მნიშვნელოვანი მონაპოვარი მშობლებისგან დამოუკიდებლად.

ქალაქის აღება კედლების ნგრევაა, ერთერთი მთავარი მოტივია ამ ამბის, კედლები რომელსაც არასწორი ნაბიჯები, არასწორი შეგრძნებები, არასწორი ემოციები თუ ტრავმები აშენებს, რაც შემდეგ ურთიერთობების გაცივების, გრძნობების დაკარგვის, პიროვნული დეგრადაციის და ბნელ ადგილებში ჩამარხვის მიზეზი ხდება. როგორც მანდ არის იმ კაცის ამბავი რომელიც შიშს და სინანულს კედლებში დაემალა, ეს მოსდის ფაქტიურად ყველა შვილს და ამ კედლების ნგრევა ხდება ბოლოს.

ღმერთის თავგანწირვა ამ შემთხვევაში ჰიუს თავგანწირვაა. ჰიუ არის მოსიყვარულე იდეალური მამის არქეტიპული ფიგურა რომელიც შვილებს მუდმივად გარემოს უმაგრებს, უწყობს და ურემონტებს. ეს გარემო სახლია და სახლიც იდეაში როგორც გარეგან ისე შინაგან სამყაროდ შეიძლება აღვიქვათ ბავშვებისთვის. მაგალითად დედა იდეაა, არქიტექტორია, ხოლო ჰიუ ხელოსანია, შემოქმედი. მარტო დარჩენილიც, ჰიუ თავისას აგრძელებს მაინც, მაგრამ მარტოა, ზურგშექცეული და დაუფასებელი შვილებისგან და რა როლიც აქვს ის არის რო ყველაფერი ახლიდან შეაკეთოს, როგორც წარსული ისე მომავალი და ამას ახერხებს თავგანწირვით, კარს უხსნის უკვე აზრზე მოსულ შვილებს სამყაროში.

სახლში დაბრუნების თემა კი ოდისეაა, თითოეული შვილის სამყაროში გასვლა, შემეცნება, ტკივილი, სწავლა, ომი და ეს ყველაფერი სახლის ძახილის ფონზე. ბოლოს მენტალური თუ სულიერი დაბრუნება იდილიურ წიაღში, გადაბიჯება უკვე დანგრეულ კედლებზე როცა ყველაფერი უკვე ცხადი, გარკვეული და გახსნილია, დაბრუნება მათთან ვინც თავიდანვე შენი ნაწილები იყვნენ.

მთავარი პრობლემის აქტუალობად რაც ჩანს ეს არის რო დღევანდელ რეალობაში, რასაც ჩვენთანაც კი ძალიან დიდი დოზით ვხედავთ, ბევრია მშობელი რომელიც შვილს ვერ უშვებს. დედა იმას ოცნებობს რომ დრო გაიყინოს და ბავშვები ასეთი პატარები დარჩნენ, ეშინია მათი ბნელი მომავლის და ყველანაირად ცდილობს გადაარჩინოს შვილები, ვერ უშვებს სამყაროში ისე როგორც ჰიუ აკეთებს ამას, ბოლოს კი მიდის იმ კონდიციამდე როცა სიყვარულით შეიძლება საბედისწერო შეცდომა დაუშვა და რასაც ქვია მომავალი დაუნგრიო შვილებს, წაართვა მშობლის პატივისცემა, შიგადაშიგ მოეჩვენო ბნელ საფლავის მიწაში ჩამთრევ ან სამომავლო იდეების (სახლის მაკეტი) გამანადგურებელ მონსტრად, აუშენო კედლები რასაც ან დაანგრევენ როდისმე ან ვერა, არ უნდოდეთ "შინისაკენ" გამოხედვა და საერთოდაც ვერ აარიდო ბნელი და დამღუპველი მომავალი. შვილებიც ამ შემთხვევაში ბოლომდე შემგუებლები არიან ამ რეალობის მიმართ და უკანმოუხედავად მიჰყვებიან ამ გზას რაც დაუდგინდათ ერთხელ, თუ ვინმე თანამგრძნობია ისაც ბოლომდე დაინგნორებული ყავთ და გრძელდება ასე. ხოდა ვინ იცის ის მესაათე მერამდენედ ცდილობს გაყნული დროის თუ მომენტების ახლიდან ამუშავებას და კალაპოტში ჩაყენებას :D

სახლზეც მინდა ბარემ რო შეიძლება ავისმომასწავებელი და ბოროტი ჩანდეს სერიალში მარა ჩემი აზრით ეს რაღაც ცხოვრებისეულ ეტაპს წარმოადგენს, სიმბოლოს გარემოსი რომელიც საჭიროებს შეკეთებას, წვლილის შეტანას და ამასთან ერთად სულაც არაა უსაფრთხო, ეს არც ბოროტია და არც კეთილი, უბრალოდ გასავლელი ეტაპია რაც ზოგს გამოსდის და ზოგს არა, ზოგი აღწევს თავს, ზოგი კი ბოლომდე რჩება. ზოგისთვის წითელი ოთახი მისი დამოუკიდებლობისკენ, ინდივიდუალორიბისკენ, სწორი მომავლისკენ გზაა, თუმცა ზოგჯერ უბრალოდ "კუჭი" რომელში მოხვედრისას მხოლოდ გადამუშავება და მონელება გელოდება. თუმცა ამ "სახლის" პლუსი ის არის რომ მისი გარემონტების შემთხვევაში გაყიდი, მოგებას ნახავ და გზა გაგეხსნება შენი ოცნების მუდმივ საცხოვრებლისკენ.

ხო კიდე მაქვს რაღაცეები სათქმელი მარა უფრო მხატვრულად ვფიქრობდი და უფრო მეტ პარალელზე და სიტყვიერად მიჭირს ახლა გადმოცემა, ერთხელ კიდე თუ ვნახავ ალბათ უფრო მეტ სიმბოლოს დავიჭერ და უფრო დავალაგებ და მერე დავწერ ან ვისაუბრებ :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11706

Re: TV-Series

Unread post#944 » 25 Oct 2018 01:34

სამი სერია ვნახე და ჯერ ვერ დაუმუღამე. ჯერ ძაან გაწელილია. ტიპებს ისეთი ჟანრიაქვთ არჩეული რო სუ სევდიანი და დაძაბული ატმოსფეროს შენარჩუნებას ჩალიჩობენ და მეორდება სცენები აზრობრივად. მომენტებში მეცინება უკვე ყველა სევდიანი სახით რო დადის და სუ ერთი სტილის, ვიღაცამ კარის რუჩკა გაამოძრავა, ვიღაცამ ხელი მოკიდა ტრაკზე ეპიზოდები რო ახსენდებათ და პახოდუ მთელი ოჯახი ყველას რო არწმუნებენ, სხვადასხვა პროფესიებში, რო სულები არ არსებობენ.
ეხა ამ სუპერფაუერიანმა დამ ცოტა გამოაცოცხლა სიტუაცია, ვნახოთ.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: TV-Series

Unread post#945 » 25 Oct 2018 03:43

მე მეორე სერიაზე მოვიწყინე ცოტა მახსოვს, მარა მერე დაიქოქა და ჩამითრია. მანამ ბოლომსკენ არ მივა სერიალი არ გაჩვენებს ბოლომდე რაზეა და მაგის ინტერესი იყო ჩემთვის დიდი მოტივაცია ყურების.

სცენების გამეორება მომდევნო სერიებში საინტერესო ხდება ახალი დეტალების ან ახლებური ახსნის გამხელის ფონზე, მაგრამ კი მანდაც შეეძლოთ უკეთესად მუშაობა.

ზოგადად ბევრი ეგეთი გაუმართავი დეტალი აქ, მაგრამ ჩემთვის საერთო სურათთან შედარებით უმნიშვნელო გახდა ეგენი. Wholesome ვეში იყო, არ ვიცი ქართულად რა შეეტყვისება.

რაღაც ამ პრობლემების და ხარისხის თანაფარდობამ ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, საშუალო სკილის მქონე როჟა რო სახეს აიხევს და შრომის შედეგად თავის სკილზე ბევრად ხარისხიან ვეშს დებს, მაგრამ აქა იქ შეცდომები მაინც ეპარება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: TV-Series

Unread post#946 » 25 Oct 2018 13:41

ისეთი რამეა, ერთ ორ სერიაში თუ არ ჩაგითრია და გამოძიება არ დაიწყე პარალელურად იმის თუ რა ხდება, ჯობია გადაინახო და მერე უყურო მუღამზე, პირველი სერია გაცნობითია, მეორეში უკვე მოვლენების გარკვევა იწყება. გოთიკ გოსთ ჰორორია იდეაში და ბნელი დეპრესიული შეწუხებული მგლოვიარე ატმოსფეროა დომინანტი, უბრალოდ ძველებური სეთინგის ნაცვლად თანამედროვე სეთინგია ყოველდღიური
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11706

Re: TV-Series

Unread post#947 » 25 Oct 2018 15:01

5 სერიისკენ უკვე ხვდები სთორითელინგის პრინციპს. მამენტ მანამდეც მივხვდი, მარა ტყუპების სერიის მერე უკვე საინტერესო გახდა ყურება. თანამედროვე პრობლემებმა და ადამიანურმა გმირებმა უფრო აქტუალური გახადა. პირველი სამი სერია, აი რაღაც უხერხულია, ვერ ხვდები რა უნდათ შენგან, ძაან შორიდან იწყება და ცოტა კონტენტიაქვთ საჩვენებელი თავიანთი არჩეული ფორმატისთვის - ყველა პერსონაჟზე ცალკე სერია. კიდე ერთი პატარა შეშინებული გოგო რო გაეძროთ სადმე უკვე ძაან გამიტყდებოდა ))

უფრო რაღაც ატმოსფერული ვეშია ჯერ რასაც ვხედავ, ვიდრე ჰორორი. Alien: Isolation მომივიდა ზუსტად იგივე, დაიწყე კანკალით და დავამთავრე სიყვარულით )))

Riddick
Posts: 11706

Re: TV-Series

Unread post#948 » 26 Oct 2018 10:59

ბიჭო რავი შევეცდები მარტივად დავწერო.

► Show Spoiler


► Show Spoiler


პატარა Nell-ი იყო ძალიან საყვარელი )))

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: TV-Series

Unread post#949 » 26 Oct 2018 11:15

ხო ანუ სახლი კი არსებობს, სხვა დახოცილი ხალხიც არსებობს, ჟუტკი ადგილია მარა თან პარალელურად სიმბოლოდაა გამოყენებული და ბევრი რამის თქმას ახერხებს ავტორი, რამდენიმე ლეირზეა გაშლილი, პრსტა ეს სახლის ჰორორ თემა თავისი ისტორიით უკანა პლანზე გადადის იმდენად მნიშვნელოვანი თემები წამოიწევა. საილენთ ჰილივითაა ზუსტად, კი არსებობს და ჟუტკი ადგილია თავისი ისტორიით მთავარი პერსონაჟის დამოუკიდებლად, მარა ყველა პერსონაჟისთვის სხვადასხვანაირად იხსნება და მათი შინაგანი რისერჩის დონეზე საკვლევი ინსტრუმენტი ხდება
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: TV-Series

Unread post#950 » 26 Oct 2018 11:42

► Show Spoiler
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: TV-Series

Unread post#951 » 26 Oct 2018 12:04

► Show Spoiler
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11706

Re: TV-Series

Unread post#952 » 26 Oct 2018 13:12

► Show Spoiler

User avatar
GHOST
Posts: 1943

Re: TV-Series

Unread post#953 » 26 Oct 2018 13:19

ყველამ ვნახეთ სერიალი და რაღას სპოილერობთ, სულ 5 კაცი ვუზივართ ამ ფორუმს მაინც. :დ

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: TV-Series

Unread post#954 » 26 Oct 2018 13:41

ხო მაგ სახლზე წიგნია დაწერილი. ორი ფილმია მერე გადაღებული, მესამე ადაპტაციაა ეს. პირველი ფილმია მარტო წიგნის პირდაპირი ადაპტაცია, მეორე ფილმი 90იანების უაზრო რამეა და ეს მესამეა რომელიც სხვა ამბავს ყვება ძველი პერსონაჟების სახელებით. ხოდა ეგაა, რახან სახლის ჰორორები ბევრია და რახან კიდე ახლიდან უნდა მოეყოლათ ახალი რაღაცა სახლზე უაზრობა გამოვიდოდა, იდეაში ისტორია რაცაა სახლზე ეგაც საკმარისია, ოჯახი იყო ჰილების, პოპი და მისი ქმარი საგიჟეთის პაციენტები იყვნენ, ჰეიზელი ის მოხუცი ქალი იყო, დანარჩენზე არ გვაქვს მგონი ინფო თუ რაღაცეები არ დამალეს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1858

Re: TV-Series

Unread post#955 » 27 Oct 2018 00:51

პირველად დავამინუსე ვიღაც ფორუმზე მგონი
გოუსთ არ მიწყინო, მეხუთე კაცს არ უნახავს! ;დდდდდდდდ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11706

Re: TV-Series

Unread post#956 » 27 Oct 2018 02:49

გუშინ ტელევიზორში მოვკარი რაღაც სცენას თვალი და ტურტუროს პონტში დამაინტერესა. თავიდან ფილმი მეგონა, სერიალი ყოფილა რაღაც. ეხა ჩაუჯექი, ერთ სერიას უყურე და ძაან დონე გაკეთებულია. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, იმედია კაი სერიალების პატოკზე შევჯექი)))

უი ხო - The Night Of ))

Riddick
Posts: 11706

Re: TV-Series

Unread post#957 » 29 Oct 2018 01:25

გუშინ და დღეს უყურე მთლიანათ. მეგონა რო ორი დღე ნიუიორკში ვიცხოვრე, მარა ტურისთათ არა, იმენა მოქალაქე ვიყავი, ისე გამიჯდა რო ალბათ ნახვის მუღამიც აღარ მექნება რეალურად იქაურობის. არ დავიწყებ ბევრ ლაპარაკს, პროსტა უყურეთ ვისაც არ გინახავთ. ესეთი დოკუმენტური რეალიზმით, ყველანაირი გაფერადების გარეშე და თან ამ დონეზე საინტერესო რამე მართლა არ მახსენდება. ერთი სიკარიოზე მქონდა ამ რეალისტურობის განცდა და ალბათ მაგასთან თუ გავავლებ პარალელს, მარა ეს ბევრად ახლოა და ყოველდღიური. იტოგში საღოლ.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: TV-Series

Unread post#958 » 29 Oct 2018 04:21

ნანახი მქონია ეგ, კაი იყო. პროსტა რატომღაც მახსოვდა ლონდონში ხდებოდა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Re: TV-Series

Unread post#959 » 29 Oct 2018 10:31

Riddick wrote:გუშინ და დღეს უყურე მთლიანათ. მეგონა რო ორი დღე ნიუიორკში ვიცხოვრე, მარა ტურისთათ არა, იმენა მოქალაქე ვიყავი იქაური, ისე გამიჯდა რო ალბათ ნახვის მუღამიც აღარ მექნება რეალურად იქაურობის. არ დავიწყებ ბევრ ლაპარაკს, პროსტა უყურეთ ვისაც არ გინახავთ. ესეთი დოკუმენტური რეალიზმით, ყველანაირი გაფერადების გარეშე და თან ამ დონეზე საინტერესო რამე მართლა არ მახსენდება. ერთი სიკარიოზე მქონდა ამ რეალისტურობის განცდა და ალბათ მაგასთან თუ გავავლებ პარალელს, მარა ეს ბევრად ახლოა და ყოველდღიური. იტოგში საღოლ.

ზუსტად ეს აზრი მქონდა, იმენა 1-1'ში როცა მოვრჩი ყურებას. რო გამოვიდა ეგრევე ვნახე მე, სერიების გამოსვლას ველოდი და ასე ერთიანად კიდევ უფრო მაგრად მოიტანდა.
I won't miss.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: TV-Series

Unread post#960 » 29 Oct 2018 21:58

O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: Riddick and 85 guests