Unread post#937 » 23 Oct 2018 19:05
ხო ეს გაქრიფიება ისეა დღეს ეკრანზე, ზოგს გამოსდის ზოგს ვერა, ზოგჯერ სასაცილოა საერთოდ. იაპონელებმა კარგად ქნეს თავის დროზე ზარში და წყევლაში, მსოფლიოს მოედო ეგრევე ტენდენცია რო ახლებურად, მეტი რეალიზმით და მეტი სიბოროტით ეჩვენებინათ ეს ფაქტი, პროსტა დროთა განმავლობაში ძალიან კლიშე გახდა და predictable, ყოველმა მეორემ ამაზე გადაიღო ფილმი და ზოგმა სიქველები და პრიქველებიც დაამატა. პროსტა სახელმძღვანელოდ დარჩა ეგ ფილმები.
Fatal Frame თამაშებშიც კაია, აქაც ყველგან ბოროტების, ძალადობის, სუსტის მიერ ძლიერის დაჩაგვრის ან მასების მიერ გადაწყვეტილი რიტუალური მსხვერპლშეწირვების ისტორიაა, შეუჩერებელ წყევლაზე როცა სულები ვერ ისვენებენ (აი მაგალითად ნატვრის ხეში მარიტას სული რო იყოს). ჩემი დაკვირვებით სინამდვილეში ამ ამბის ამოცნობის სურვილია თამაშის მოტივატორი, ბოროტი და სასტიკი მოვლენების უკან მდგარი სევდიანი და ლამაზი ისტორიის გაგება, მარა პროცესი და კაკრაზ ეგ დაუკმაყოფილებელი ცნობისმოყვარეობა, რეალობაზე კონტროლის დაკარგვა, ყველანაირად უმწეო და უიმედო მდგომარეობა და მტრულად განწყობილი შემაწუხებელი ბოროტება უკვე იწვევს ამ შიშის და დაძაბულობის განცდას, განა იმიტო რო სული დაგიჭერს და მოგკლავს, არა - იმიტო რო გაქცევა, წინსვლა და ამოხსნა გინდა ამბის, ხოლო ეს გაკავებს და შემაწუხბეელი დაბრკოლებაა რომელიც გიტმკიცებს რო ჯერ ვერ დააღწევ თავს :D
ამ სერიალშიც მსგავსი მომენტია სიუჟეტის გახსნამდე, ყველა კამერის მოძრობაში რაღაცას ელოდები, თან ეს რაღაცა გაინტერესებს როგორი იქნება, რატოა იქ, რა უნდა, რა შეიძლება დამართოს პერსონაჟს, თორე როცა ყველაფერი გავიგე ბოლოს ერთი მოჩვენება ძალიანაც ლამაზი მომეჩვენა )))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.