TV-Series, საერთო თემა > სერიალები

თავისუფალი < საერთო თემა < გამოკითხვა < მოვლენა
User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: TV-Series

Unread post#921 » 21 Oct 2018 03:50

მეცხრე სერიაზე ვარ. მეგის ამბავი პირველი სეზონდანვე ჯობდა კარგად ყოფილიყო გაიასნებული თუ ეს სიუჟეტი შემოჰქონდათ და რატო არ ქნეს თავიდანვე არ მესმის.

მეთიუს ემოობა ბავშვურ ჭუჭუს წვალებას გავს და გამაღიზიანებელია ყველა კადრში ეს ვითომ დათრგუნული გატეხილი კაცის იმიჯი. ვერ არის კარგად გადმოცემული და დამუშვებული ვერ მისი დიალოგები და ვერც მთლიანი სერიალის მოვლენებს აჯდება ტემპში.
აი Dark Knight Rises-ში მანდ ნოლანმა ბრიუსის გატეხილობას მიაღწია იმით რო ბეტმენის სცენებს აღარ დაუთმო იმდენი დრო რამდენის წინა ფილმებში, უფრო ბრიუსის ტკივილზე გადაერთო ყველანაირად და ცალცალკე აჩვენა წლების წინ მიყენებული ტკივილისგან და მოულოდნელად დატეხილი ტკივილისგან თავს როგორ დააღწევდა პერსონაჟი და როგორ ადგებოდა ისევ, ნუ თან უეპიკურესი Rise დადო დეში ბასარას თანხლებით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: TV-Series

Unread post#922 » 21 Oct 2018 05:22

ჯერ მეოთხეზე ვარ მარა ეგ ემო ზახოდები მე უფრო ისე დავინახე, ემოციების ვერ გადახარშვის მომენტად. რაღაც *ეობა რო მოხდა და ორგანიზმს და ტვინს პროსტა დრო ჭირდება რომ გადაამუშავოს, და მაგ დროს ადამიანი ბევრს მიედ მოედება რწმენებში, ემოციებში, სპირიტუალიზმში და ა.შ. არეული აქ შინაგანი ბალანსი, ვერ არის წყნარი გარემოს ადეკვატური და ამძღ*ერებული გასხმა მოხდება გარდაუვლად. PTSD/დეპრესია/სიბრაზე და ა.შ. ვეშები.

ბეტმენში სხვა დატვირთვა იყო. ფილმში არ მახსოვს, კომიქსში კარგად ქნეს. ყოველთვის ძლიერი ნებისყოფის, გაუტეხელი პერსონაჟი აღწევს ზეწოლის ატანის პიკს და ტყდება ბოლომდე, მერე კიდე თავი ხელში აყავს და უბრუნდება ჩვეულ ფორმას. თავიდან გადის იგივე მენტალურ გზას რაც ბავშობაში გაიარა.

უფრო ფილოსოფიური და სიმბოლური დატვირთვის ციკლია.

მერდოკი უფრო სხვა არქეტიპია, სერიალში ყოველშემთხვევაში. იდეაში ჩვეულებრივი როჟაა, რომელმაც ტრაგედია ეგეთ პონტში გადალახა, თავის ოპტიმისტურს ინსტინქტებს ჩაეჭიდა და გარშემო მძღ*ერის მიუხედავათ იდეალებს აწვებოდა, მანამ გარემომ პ*რში არ მიცა და გაუ*პატიურა ენთუზიაზმი და რწმენა. ეწყინა ეგ საქმე და დაიგრუზა, პიზდეცინტელექტუალურ ფილოსოფიებში გადავარდა, მარა დროის სვლასთან ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება რადგან სხვა გზა არ იცის, პროსტა უფრო გახუნებული და ჩარეცხილი ენთუზიაზმით.

ნინძები და კომიქსის დვიჟენიები რომ მოაცილო, ძაან ისეთი უბრალო და ყოვედღიური core უდევს. სადაც გინდა გაიხედე 10 ეგეთ ციკლში გავლილ როჟას იპოვი ვინც ცადა რაღაც კარგი ექნა ან შეეცვალა რამე და მოუტ*ნა საქციელი რეალობამ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: TV-Series

Unread post#923 » 21 Oct 2018 05:28

თავიდან მეც მასე შევხედე და ველოდები რო სიუჟეტურად დალაგდეს, გამოერკვეს მარა ყელში ამომივიდა, როჟებს უკერავს ყველას და დადის სახეზე მძღნერწასმული, კადრში რო ჩნდება სუნი მოაქვს უკვე ))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: TV-Series

Unread post#924 » 21 Oct 2018 05:41

კი ვერაა სანახაობრივი ან სასიამოვნო ეგეთ მდგომარეობაში მყოფი კაცი :D კინოს ქრონომეტრაჟზე გათვლილ სიუჟეტურ არკებს ეპოტინებიან და მანდ მიქარავენ მგონი აქაც და ფანიშერშიც. რა ემოციური ფონიც ნახევარსაათზე ასწორებს, 10 საათზე დამღლელი და არასაჭიროა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: TV-Series

Unread post#925 » 21 Oct 2018 05:57

კი მაგას ვამბობ, მაგ გრუზვაშიც თუ დამანახებ ერთხელ რა ხდება და დატოვებ ერთ დონეზე გასაგებია რო გატეხილ და დანგრეულ ადამიანს ვუყურებთ უიმდოდ დარჩენილს, მარა 9 სერია რო მაყურებინებ ერთი და იგივე თვიურებს რუტინულად რო ასხავს უკვე ყელში ამოდის. აგერ კარენი სულ ემოციებშია სამი სეზონი მარა მიდის სიუჟეტი და ადაპტირდება, ბუნებრივია, ამას იმენა ტანჯავენ ხელოვნურად და სავარაუდოდ კულმინაციისთვის ამზადებენ პროსტა პახმელიაში გადამდის უკვე )))) ნუ დიდი იმედი მაქვს მალე მორჩება ეგ ამბავი მარა მგონი რაღაც წინასწარ გამოცნობილი მაქვს და როგორ შეიკვრება არ ვიცი :D:D:D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: TV-Series

Unread post#926 » 21 Oct 2018 09:36

მეათე სერიიდან დაბრუნდა თავის გემრიელ ტემპებში სერიალი. ერთი ორგან კი იყო პლოტჰოულები ამ აქეთ იქით სირბილში მარა მთლიანობაში მომეწონა მაინც. ველოდები ახალ სეზონს!
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: TV-Series

Unread post#927 » 21 Oct 2018 19:25

https://www.imdb.com/title/tt6763664/ ძალიან ხარისხიანი ჰორორი თუ გინდათ ეს ნახეთ, ასეთი რამე კიდევ როდის დაიდება არ ვიცი :D ოთხი სერია ვნახე ჯერ და საკმაოდ შემაწუხა ))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1941

Re: TV-Series

Unread post#928 » 21 Oct 2018 19:50

ინდიიდ, ძალიან დონე სერიალია.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: TV-Series

Unread post#929 » 22 Oct 2018 18:42

რვა სერია ძალიან შეწუხებულმა ვუყურე. პირველად ვიგრძენი ზურგში დავლაზე რო ლაპარაკობდნენ რას ნიშნავდა. მეცხრე სერიაში მოვლენების ლოგიკური ჯაჭვი ჩაირთო და ამ ამოუცნობის შიში გაქრა, გადავერთე ატმოსფეროთი სიამოვნებაზე. მეათე სერია უკვე ძალიან სევდიანი და ლამაზი ამბავის მოყოლა იყო აზრიანი ფინალით.

მოკლედ ფილმის ქრონომეტრაჟი არ ყოფნის ჰორორს, თამაშებში საქმე ბევრად კარგადაა მაგ მხრივ. ჩემი საყვარელი ჰორორ თამაშების სერიები რაღაც ერთ ჩარჩოში ერთიანდება - ბნელ სამყაროში ბოლომდე გძირავენ, ამბავს ნელნელა გაცნობენ, ბოლოს ფინალის მოახლოებასთან ერთად ლოგიკური ჯაჭვებით შიშს რაღაც კონკრეტულ ემოციაში გადაზრდიან და რაღაც აზრიანს გიტოვებენ, ხოდა ეს სერიალი პირველი შემთხვევაა ჩემთვის როცა მსგავსი რამე ვნახე ფილმში/სერიალში.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: TV-Series

Unread post#930 » 22 Oct 2018 19:26

Daredevil კაროჩე მგონი The Defenders -ის იდიოტიზმის გამოსწორების მცდელობა იყო და 10 სერია დაჭირდათ თუ რაგაც ისევ ტემპის ასაკრეფად.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: TV-Series

Unread post#931 » 23 Oct 2018 15:35

მეც დავიწყე The Haunting of Hill House, მანამდე Conjuring-ს უყურებდა ჩემი ძმა და ეს მომხვდა თვალში.
ძალიან მეუცნაურება ეს სტრანნი ქალის შიში ჰორორებში და მითოლოგიაში. იმენა მოშნად არის ეგეთი პერსონაჟები ყველგან, ბავშობაშიც ხშირად აძრობდნენ ბავშვები ქალის სულებზე და რანდომზე შეხვედრილ ქალზე რომელიც ქვრება უცებ ისტორიებს. ხოდა რა არის მაგაში საშიში ვერ ვხვდები, ხიე ერთი ყბაში და ეგაა თუ რაღაცა :D

ნუ მითოლოგიაში კიდე ჩათლაშკა მანიპულატორის ასპექტი აქ მიცემული, ემო-ში გადავარდნილი კაცების ნაფანტაზიები, მარა თანამედროვეში ეგ ასპექტი არაა იმდენად და ხზ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
GHOST
Posts: 1941

Re: TV-Series

Unread post#932 » 23 Oct 2018 15:58

აქ კიდევ სხვა დატვირთვა აქვს ნექ ლედის. :დ

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: TV-Series

Unread post#933 » 23 Oct 2018 16:03

ნუ ძირითადად გოსთ ჰორორის მუღამი ისაა რო ან გარდაუვალი სიკვდილი გელოდება ან ძალიან ავად ხარ ფსიქიურად, ორივე შემთხვევაში იკარგება რეალობის ადეკვატურობის აღქმა და იწყება შიში/მოლოდინი ამის გარკვევის ან გარდაუვალი სიკვდილის. ძირითადად კი tldr არის რო მოჩვენება იქამდე დაგენახება სანამ არ მოკვდები :D მაგალითად დადგება მოჩვნება შენ საწოლთან და არ წავა, ვერც ხელით შეეხები და გრძელდება ეს ავისმომასწვებელი ხილვები რასაც ვერც ეგუები და ვერც ვერაფერს ცვლი.
მეორე მხარეა როცა რაღაც გარკვეული წყევლის ქვეშ ხდება ეს ამბავი, ან ადგილია დაწყევლილი, ან შენ ხარ დაწყევლილი, ან რაღაც ტრაგედიის და ვიღაცის ბოღმის ან გაუსაძლისი ტკივილის გამზიარებელი ხდები. აქ მთავარი მომენტი არის რო ეს წყევლა, ტკივილი, ბოღმა, შურისძიება იქამდე გამოგყვება სანამ არ მოგკლავს და თან უბრალო სიკვდილი არ იქნება, გამწარებული წახვალ.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: TV-Series

Unread post#934 » 23 Oct 2018 16:23

არ დამასპოილეროთ :D
მარა ეგ კი Supernatural და ამოუხსნელის რო ეშინია ბევრს ეგ მესმის. მარა რაღაც თითქოს ბევრად ძლიერი სიმბოლიკაც შეილება მაგაზე და ავატარი. პოლტერგეისტები, დემონები, მონსტრები, მანიაკები, power-ებიანი გაუწონასწორებელი ხალხი.

ადრე კიდე ხო ეს ვეძმები და შამანები, და უბრალოდ გიჟები ისე დედამ*ნულად იქცეოდნენ რომ მართლა გრძნეული ვეძმის და სატნობების მომენტი დაკრავდა. და ნუ მითოლოგიაში "მოტყ*ავ და მერე მოგკლავს" მომენტიც.


მარა ამ creepy ქალების და creepy ბავშვების საშიშობას ვერ ვხვდები. ალბათ ბავშობიდან გამოყოლილი მომენტია, სტრანნი ან "სტროგი" ტიპაჟების მიმართ. თორე სხვა თანამედროობაში სად აძრობენ მაგის ტიპაჟებს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: TV-Series

Unread post#935 » 23 Oct 2018 17:47

ხო ეს ქრიფი ქალების და ბავშვების ამბავი ჩემი აზრით რამდენიმე მომენტს უნდა უკავშირდებოდეს, თავს ვერ დავდებ მარა ლოგიკურად ასე მგონია და ადაპტაციებშიც ეს ბექგრაუნდები ძირითადად აქამდე მიდის ხოლმე მაინც.

ჩემი აზრით ლოგიკურია რომ ძველ დროში ბავშვის და ქალის სიკვდილი ბევრად უცხო და საწყენი ამბავი იყო ვიდრე კაცის. კაცი აქტიური ფიგურა იყო ბევრად და შესაბამისად ბევრი ვარიანტი არსებობდა დაღუპვის, სულ რო არაფერი ომში დაღუპვის თემატიკა ყველა ეპოქის თანამდევი პროცესია, ხოლო ქალი და ბავშვი დიდი ალბათობით ან ავადმყოფობით დაიღუპებოდა საცოდავად ან ვინმე მოკლავდა, ორივე შემთხვევაში უსამართლო რეალობის პროტესტი და ამბის მიმართ გაურკვევლობის საკითხი უფრო ადვილად გადაიზრდებოდა ლეგენდაში ვიდრე მსგავსი სიტუაცია კაცზე, ხოდა ეს ამბები მოჩვენებებზე რაც განსაკუთრებით დიდ სახლებში ხდება ძირითადად ავადმყოფებს, შეშლილებს, მოკლულ და ტანჯულ სუსტ არსებებს ეხება, რომელთა სიკვდილის შემდგომი დანახვაც ან დიდი საცოდაობის და ბოროტების გამზიარებელს გხდის, ან ცალი ფეხი იქით გაქვს უკვე.
ხოდა გოთიკური პროზაა იდეაში ამის მთავარი მაგალითი და ფრანკენშტეინი გამახსენდა ახლა, სადაც რო მოაგნებს ეს მონსტრი მამულს, ჯერ პატარა ძმას უკლავს და მგონი მერე ცოლსაც, ზუსტად არ მახსოვს მარა მთავარი ტრაგედია და სასპენსი მანდაა რაც მონსტრის ჩამოსვლას უკავშირდება თორე დანარჩენში მონსტრის მიმართ თანაგრძნობა უფრო გიჩნდება მკითხველს ვიდრე შიში
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: TV-Series

Unread post#936 » 23 Oct 2018 18:38

დაუკმაყოფილებელი ცნობისმოყვარეობა ანუ, პო-ს და ლავკრაფტის ისტორიების პონტია მაშინ, მისტიკური წყარო პროსტა გამოყენებული ჰორორის ფორმატში. ხო ეგ ლოგიკურია უკვე, როდესაც ინფორმაცია არარი მოვლენებზე ხალხი ყოველთვის იგონებს თავის ვერსიას და დროთა განმავლობაში სულ უფრო ტრანსფორმირდება ეგ ვერსია და იტერაციებში შეილება მივიდეს ეგეთ creepy horror ქალებთან.

დალშე უკვე მხატვრული ფეტიშების თემა გამოდის, Innocent ვეშების გა-Creepy-ება როგორც ბავშვის სათამაშოებს და იავნანებს უშვებიან.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: TV-Series

Unread post#937 » 23 Oct 2018 19:05

ხო ეს გაქრიფიება ისეა დღეს ეკრანზე, ზოგს გამოსდის ზოგს ვერა, ზოგჯერ სასაცილოა საერთოდ. იაპონელებმა კარგად ქნეს თავის დროზე ზარში და წყევლაში, მსოფლიოს მოედო ეგრევე ტენდენცია რო ახლებურად, მეტი რეალიზმით და მეტი სიბოროტით ეჩვენებინათ ეს ფაქტი, პროსტა დროთა განმავლობაში ძალიან კლიშე გახდა და predictable, ყოველმა მეორემ ამაზე გადაიღო ფილმი და ზოგმა სიქველები და პრიქველებიც დაამატა. პროსტა სახელმძღვანელოდ დარჩა ეგ ფილმები.
Fatal Frame თამაშებშიც კაია, აქაც ყველგან ბოროტების, ძალადობის, სუსტის მიერ ძლიერის დაჩაგვრის ან მასების მიერ გადაწყვეტილი რიტუალური მსხვერპლშეწირვების ისტორიაა, შეუჩერებელ წყევლაზე როცა სულები ვერ ისვენებენ (აი მაგალითად ნატვრის ხეში მარიტას სული რო იყოს). ჩემი დაკვირვებით სინამდვილეში ამ ამბის ამოცნობის სურვილია თამაშის მოტივატორი, ბოროტი და სასტიკი მოვლენების უკან მდგარი სევდიანი და ლამაზი ისტორიის გაგება, მარა პროცესი და კაკრაზ ეგ დაუკმაყოფილებელი ცნობისმოყვარეობა, რეალობაზე კონტროლის დაკარგვა, ყველანაირად უმწეო და უიმედო მდგომარეობა და მტრულად განწყობილი შემაწუხებელი ბოროტება უკვე იწვევს ამ შიშის და დაძაბულობის განცდას, განა იმიტო რო სული დაგიჭერს და მოგკლავს, არა - იმიტო რო გაქცევა, წინსვლა და ამოხსნა გინდა ამბის, ხოლო ეს გაკავებს და შემაწუხბეელი დაბრკოლებაა რომელიც გიტმკიცებს რო ჯერ ვერ დააღწევ თავს :D
ამ სერიალშიც მსგავსი მომენტია სიუჟეტის გახსნამდე, ყველა კამერის მოძრობაში რაღაცას ელოდები, თან ეს რაღაცა გაინტერესებს როგორი იქნება, რატოა იქ, რა უნდა, რა შეიძლება დამართოს პერსონაჟს, თორე როცა ყველაფერი გავიგე ბოლოს ერთი მოჩვენება ძალიანაც ლამაზი მომეჩვენა )))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: TV-Series

Unread post#938 » 24 Oct 2018 01:01

აუ პირველ პლოტ ტვისტს მივადექი და ძალიან მებანძა.
► Show Spoiler
უფრო
► Show Spoiler
გამიჩნდა პირველ სერიებშივე და გამიტყდა ეგ რო არ იყო.
თითონ სერიალია ხარისხიანია, პროსტა იმედია
► Show Spoiler
პონტი არ იქნება, თორე გაბანძდება სიუჟეტი ჩემთვის. თან მაგის reveal-ის რეჟისურა და CGI რაღაც ძაან ბანძი იყო, ამომაგდო უცებ ატმოსფეროდან და სტილიდან.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: TV-Series

Unread post#939 » 24 Oct 2018 05:17

► Show Spoiler
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: TV-Series

Unread post#940 » 24 Oct 2018 05:30

► Show Spoiler

ისე რამე ევენტის ფოტოებში უნდა ჩააფოტოშოპო ეგეთი რამე თესლურად :D კაი საყვარელი სადიზმი გამოვა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 14 guests


cron