Movies, საერთო თემა > ფილმები

თავისუფალი < საერთო თემა < გამოკითხვა < მოვლენა
Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#941 » 05 Oct 2018 03:12

Loveless
გავიზარდეთ და რაც მისაღები და ნორმალური გვგონია დღეს კაკრას მაგაზეა. ერთის მხრივ რო ვითო ყველაფერი არი, მარა მეორეს მხრივ არავის ერთმანეთი რო არ აინტერესებს. ყველა ონლაინში ეძებს რაღაცას და ეს ძიების პროცესი უსასრულოა. იტოგში ერთ დიდ, კარგად დაგეგმილ და საშინელ სიზმარში ვცხოვრობთ.

ფილმი არი კაკრას თანამედროობის ეგეთ ტიპებზე, რომლებიც ეგოისტურად, მარტო საკუთარი ბედნიერების აწყობით არიან მოტივირებულები და გარშემო ტოტალური ყ*ეობის ფონზე კიდე უფრო საცოდავები ჩანან (რამდენად ტოტალური პოზიციაა ეგ დღეს თქვენთვითონაც გექნებათ დამუღამებული).

პ.ს. გარკვეული მომენტების გაწელვის და კარგი ოპერატურის გამო ფილმს რაღაც სხვანაირი, კარგად გამოყვანილი სევდიანი სილამაზის ატმოსფეროაქ. მაგ კუთხითაც ნაღდად ცალკე ფასეულობას წარმოადგენს.

User avatar
GHOST
Posts: 1943

Re: Movies

Unread post#942 » 05 Oct 2018 07:42

ზოგადად, ზვიგინცები საუკეთესო რუსი რეჟისორია.

Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#943 » 05 Oct 2018 23:17

პანდორუმის პონტში sci fi მუღამი გამეხსნა და Event Horizon უყურე. რაღაც კადრები მახსოვდა, მარა მთლიანათ არ მქონდა ნანახი. სამწუხაროდ, ძაან ერთუჯრედიანი ბანძი ტიპია...

User avatar
GHOST
Posts: 1943

Re: Movies

Unread post#944 » 09 Oct 2018 16:58

ვა, ზვიაგინცევი ვახსენეთ და თურმე ჩამოდის ოქტომბრის ბოლოსკენ. :დ

Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#945 » 11 Oct 2018 22:32

უცებ სახში რო მოვედი და yთუბი გავხსენი https://www.youtube.com/watch?v=d7PGLQSGmTs

ველოდებით გოსთას რევიუს ))

Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#946 » 18 Oct 2018 17:02

Louis C.K. 2017 (2017)

გაიჩითა და უყურე. ტიპი ამ სთენდაფის გამოა გატისკული ძალიან დიდი ალბათობით. ვაფშე ყველაფერს ტროლავს რაც აქტუალურია იქ )) ჯერ აბორტებზე იწყებს, განათლების სისტემა, ქრისტინები, ებრაელები, ფემინიზმი, ტრანსგენდერები, ჰომოსექსუალები )) ჩავი*ვი ))) თან არაცალსახა რეჩებიაქ და გავიგუდე მომენტებში ცვეტში )))

მახსოვს რო აგრესია გქონდათ ამ ტიპის მიმართ და ჩაუჯექით ამას, ძალიან მაგრად შეგზიზღდებათ, მარა შეილება უფრო მეტი იცინოთ. ყოვლად დედამ*ნული იუმორიაქ ))

Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#947 » 19 Oct 2018 00:35

Captain Fantastic (2016)
სუპერ. როგორც ბატონი ნიკოლოზი იტყოდა ძაან კრუტოი ფილმია :)
იმდენი მსუყე და ცხოვრებისეული რამეა გამართულად და საინტერესოდ მოწოდებული რო ნამდვილად არ აცდება ამას საკულტოს სტატუსი.

:guitara: :flower: :bubble:

Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#948 » 22 Oct 2018 10:30

King Arthur: Legend of the Sword (2017)
რეჟისორული თვალსაზრისით იმენა ეპიკური რაზვრატია ფილმი. კაი გემოვნებით და ორიგინალური ხედვით გადაღებული. დიალოგები კარგია, სპეცეფექტები ძალიან დონეა, ბრძოლებიც ასევე სერიოზულადაა დადგმული. King Arthur შინაგანი ბრძოლა და პიზდეც მსხვერპლზე წასვლაც კარგადაა გახსნილი.

მარა თვითონ ძერსკი King Arthur და ესეთი დონის დარკ ფენტეზი ერთად სტრანნი შთაბეჭდილებას ტოვებს, არც მომეწონა და არც პირიქით... პლიუს სიუჟეტის სწორხაზოვნება დამღლელია მომენტებში - ღალატი, შურისძიება. ფილმი იდეაში მაგრად ცდილობს რო ბანალური მომენტები ორიგინალურად წარმოაჩინოს, უბრალოდ ბოლომდე რაღაცნაირად ვერ გამოსდის. სავარაუდოთ კომფლიქტის მეორე მხარეს მყოფი პერსონაჟებიც რო იგივე ოსტატობით და სიღრმით წარმოეჩინათ, თუნდაც მოტივაციის მხრივ, ბევრად მოიგებდნენ.

ყურება ღირს. ბევრ ასპექტში ხარისხიანი ფილმია.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#949 » 27 Oct 2018 02:48

Incredibles 2 - მომეწონა, პროსტა Deus Ex-ის სიუჟეტი ქონდა თუ რაღაც :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#950 » 27 Oct 2018 02:56

არმინახია ეგ მარა მთელი ჰოლივუდი ფარული ტრაწ მესიჯა გახდა, განსაკუთრებით ეგეთ თემებს უხდება ფარული მესიჯები და პროპაგანდა )) თანამედროვე დისნეი ოუნზ ))

Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#951 » 03 Nov 2018 22:33

Hostiles - ძაან მესიამოვნა. რეალისტური, სუროვი ვესტერნია, რომელიც განახებს ცხოვრების გარემოებები როგორ ცვლის ადამიანებს და რამდენად წამიერია სიცოცხლე. ერთადერთი რასაც უწუნებ, იმ დონეზე არაა გაშლილი რაღაც მოვლენები რამდენადაც საჭიროა და მომენტებში გაუგებარი ჩანს ზოგი პერსონაჟის საქციელი, მარა მთლიანობაში ძაან დასტოინი ფილმია მაინც. მაგრად თამაშობს Christian Bale

Cloverfield Lane - უნდა ჩაუჯდე ჩაით და ფაჩუჩებით და იკაიფო. კარგი ატმოსფერული ტრილერია.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#952 » 07 Nov 2018 05:35

Hostiles - იდეაში შეილება კარგად ჩამეთვალა, მარა Blood Meridian-ის თემები აქ სუფთა და მაგასთან შედარებით 90-იანების კომედიაა.
საყურებლად კარგია. Rosamund Pike-მა ითამაშა ცუდათ, რაღაც ვაბშე ვერ დავინახე მის პერსონაჟში გარემოების ადეკვატურობა და ბოლომდე გააზრება. აი ბეილმა იმენა მოირგო როლი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#953 » 07 Nov 2018 10:56

კი მეც მაგ ქალის ხაზის გამო დავწერე გაშლილი არაათქო. მე მომეჩვენა რო რეჟისორის ბრალია, უცებ გადაახტა მაგ პერსონაჟის დრამატურგიას, უფრო დიდხანს უნდა ყოფილიყო ტრაურში და უცებ რაღაც მოხოდილი, საკუთარი თავის გადასარჩენად მებრძოლი ქალი გახადა. თამაშით არც ეგ არ თამაშობს ცუდათ, უხდება ფილმს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#954 » 07 Nov 2018 14:05

ველური ჯარისკაცობიდან ადამიანად ქცევაზეა იდეაში ეგ ფილმი, ზოგს ვერ გამოსდის და ზოგი მცდელობაში კვდება, იმ ინდიელთან მტრობა არის წინააღმდეგობა რაც ხელს უშლის ბეილს და მაგის ჩამოშლაზეა ფილმი, მტრობის გაქრობაზე. ამ ყველაფერს სასიამოვნოდ გაყურებინებს ფილმი.
ადრე დავაჯვი და პრინციპშI ეხლც ვიტყვი რო დაწყება სირობა აქვს ძალიან, ტყვიას ტყვიაში რო აჯენს ის ინდიელი და მაინცდამაინც ქალს რო ვერ არტყავს. რაღაცნაირად არასერიოზულად გამყვა ეგ მომენტი და იმ ქალის როლს ზედმეტად მაჩვენებდა სულ, რეჟისორმა რო შეიწყალა და ქალის ყოფნის გამო მისცა როლი.
ბოლოს იმ ბრძოლის აზრი ვერ გავიგე ფილმში, ანუ მტერი და საბრძოლო სიტუაცია რო ყველგან შეიძლბა გაჩნდეს ეგ გასაგებია მარა დალშე შეტენილი მომეჩვენა ბეილის სცენისთვის.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#955 » 08 Nov 2018 02:28

Wild - კაი ფილმია საყურებლად. პროსტა არ ვიცი რაღაცნაირად მობეზრებული მაქ ეგ თემა, საკუთარი თავის პოვნა მედიტაციურ მოგზაურობაში. ყველა ესეთი ფილმი ეგეთია, რამე უფრო ბუნების და სილამაზის შერგებაზე გამისწორდებოდა hiking კინო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#956 » 08 Nov 2018 03:35

Filth
რაღაც ვერ დავამუღამე რა უნდოდათ ამ ფილმით რო ეთქვათ, მარა საყურებლად ნორმ, გაი რიჩის ფილმების სტილის, შავი კომედიაა გაღორკაცებულ მენტზე.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#957 » 10 Nov 2018 23:37

სუროვი მელანქოლია The Movie - https://www.imovies.cc/movies/878367859 ... g/ENG/HIGH
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#958 » 12 Nov 2018 23:55

Baby Driver (turbo driver, turbo kid, babe kid, driver kid) ძაან გამისწორდა ფილმის კონცეფტი. მიუზიკლი და რეისინგ ფილმი რო ჩაყარო მიქსერში რაღაც მსგავსი გამოვა. ბოლო 30% კაი იქნებოდა რო უფრო დასაწყისის დუხში ყოფილიყო, ძაან თითიდან გამოწოვილი "რაზვიასკა" დადეს, არადა შეეძლოთ რო საკულტო ვეში გაეძროთ. უყურეთ, მაგარი საკაიფოა.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#959 » 13 Nov 2018 00:52

https://www.imovies.cc/movies/878368587 ... n/ENG/HIGH არაუშავს. კარგად გადაღებული ფილმია.
პროსტა არცერთ ასეთ ფილმში მთავარი საჩვენებელი არაა ხოლმე. რომ ვიღაც ერთეული ფანატიკოსი ს*რების გამო და მათ წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიები ყოველთვის მასობრივ ***-ში იზრდება. ერთი მხარე ებრძვის მეორის ბერპრედელს, მეორე პირველის ბეზპრედელს და დროთა განმავლობაში ბოროტდებიან და ყველა ბერპრედელზე გადადის. პირველ რიგში თავის მხარეს მებრძოლი ფანატიკოსების და ს*რების კონტროლი, განკიცხვა და გამიჯვნა უნდა შეეძლო მიმდინარეობას, და მერე სხივს მიქარვებზე გავიდნენ. თორე ეგ ს*რები, ფანატიკოსები და გიჟები ხდება რეალური სახე მიმდინარეობის და რა იდეალების გამო დაიწყო მიმდინარეობა ყოველგვარ აზრს კარგავს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#960 » 14 Nov 2018 01:31

A Pigeon Sat on a Branch Reflecting on Existence
ფილმი სიცარიელეზე, ნიტო სულიერ გაჭირვებაზე, როგორც პირადულზე, ასევე ალბათ მთლიანათ ერის და ადამიანის ზოგადათ. საინტერესოა, რაღაც სხვანაირად აღიქმებიან ადამიანები, ალბათ ამას ქვია ტვინის გამორეცხვა. მარა მთავარი მაინც სტილი და ატმოსფერო მომეწონა. ისეა გრიმები და გარემო გაკეთებული რო მომენტებში გგონია რო კუკლების თეატრს უყურებ. თან რაღაცით მაშინარიუმი მომაგონა, ალბათ ზოგადი განწყობით.

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: Ripster and 49 guests