The Day of The Crows
http://www.imdb.com/title/tt1891845/ - ნორმალური მულტფილმია, ახალი და განსაკუთრებული არაფერი, ცოტა დისნეის კლიშეებზეც დგას, მარა კაია. ტყეში ზრდის შვილს გაველურებული კაცი, სანამ ამ ბავშვს ქალაქში მოხვედრა არ მოუწევს.
Hunt for The Wilderpeople
http://www.imdb.com/title/tt4698684/ - მძიმე და აქტუალურ თემაზეა ფილმი და მძიმე რეალობით იწყება. ახალ ზელანდიაში უპატრონო ბავშვია რომელსაც სოფელში შემფარებლებს მოუნახევენ, მერე ტყეში გარბის ბავშვი და მანდ იწყება მთავარი მოვლენები. თემატიკის მიუხედავად ძალიან მსუბუქი და გემრიელი კომედიაა, აზრიანი და კეთილი, მომენტებში აბსურდულიც.
Captain Fantastic
http://www.imdb.com/title/tt3553976/ - ესაც აქტუალურ თემაზეა, როგორიცაა ბავშვების ცივილიზაციის მიღმა ცხოვრება ბუნებაში, თვითგადარჩენა, საშინაო განათლება, არჩევანის თავისუფლება, ხალხთან ადაპტაცია. ძალიან კარგი და აზრიანი ფილმია საინტერესო და გაჭედილი პერსონაჟებით და მამოტივირებელი სიუჟეტით.
საერთო ნიშანი აღმოაჩნდა სამივეს - ცივილიზაციას მოწყვეტილი ბავშვების ცხოვრება, რაც შეგნებულად არ შემირჩევია, გადმოწერილი მქონდა და ვიცოდი რო ბუნების სცენები იქნებოდა ყველგან და ასე აღმოჩნდა ბოლოს :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.