Movies, საერთო თემა > ფილმები

თავისუფალი < საერთო თემა < გამოკითხვა < მოვლენა
User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#761 » 10 Mar 2018 05:03

Three Billboards Outside Ebbing, Missouri - კარგი ფილმია ძალიან. პერსონაჟები, მათი განვითარება და ერთმანეთთან ურთიერთობები არის ძალიან კარგად ნაჩვენები. იშვიათი რამეა <3
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#762 » 11 Mar 2018 07:19

Beasts of No Nation - საინტერესო საყურებელია, ბოროტი რეალობაა ნაჩვენები რაც არ მთავრდება აფრიკულ ქვეყნებში უკვე ამდენი წელი და არც დამთავრდება ალბათ. ველურია ყველაფერი იქ და კიდე კაი ხანი დარჩება მასე. ცხოველთან მიახლოებული ადმაიანი მასეთ ომიან და გაჭირვებულ რეალობებში ჩანს ყველაზე კარგად, უნდა უყურო და ისწავლო. სენტიმენტები ნული მქონდა საერთოდ პერსონაჟის მიმართ, უფრო მეტიც, საერთოდ არ მინდა მასეთ წარსულ გამოვლილი ადამიანი უფრო კარგად ცხოვრობდეს ვიდრე მოშიმშილე და დაავადებული ბავშვები.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#763 » 11 Mar 2018 21:20

ძაან მომეწონა მე. კარგად აკეთებს აქცენტებს, თუნდაც ომამდე პერიოდი და ომის მერე "ცხოვრება" . ბავშვის ღმერთთან ურთიერთობა და დედის მოგონება. სიცოცხლით სავსე, დამაჯერებელი პერსონაჟი გამოუვიდა ჩემი აზრით, ზსუტად მხეცის საპირისპირო. კიდე ბევრი მომენტიაქ ხუთიანზე. თუნდაც ამათი კომენდანტის სახე, თავისი თიმისთვის რო ღმერთია და უცებ რიგში რო ელოდება უკვე თავის უფროსს, რომელსაც მაგრად კიდია. მარა ყველაზე მაგრად მაინც მაგ კოშმარში რო იმ ადგილების და ხალხის სილამაზის გამოჩენას ახერხებს ეგ დამევასა.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#764 » 11 Mar 2018 21:36

ქალაქში რასაც აკეთებს მხეცის საპირისპიროს ვერ ვხედავ მანდ, მითუმეტეს ბავშვს ორი ფასეულობა აქვს შემორჩენილი - დედა და ღმერთი, რაღაც ოცნებასავით აქვს და მაგის ფონზე ქალაქში ბავშვსაც კი მიაყოლა წიხლი, ორივე ფასეულობა დაკარგა ბავშვობასთან ერთად მთელი ფილმის პერიოდში. არც იმის მჯერა რო ის ნაბოზარი კომენდანტი არ მოკლეს ბოლოს და რაღაც ადამიანური სიმაღლით ან მადლიერებით მარტო დატოვეს, მასეთი ველურები ისე ჩაჩეხავდნენ მაგ ამბოხთან ერთად როგორც არაფერი, შეიძლება ტყვია არ ქონდათ მარა მაჩეტე როგორ ვერ მონახეს ვერ ვხვდები. კაი ფილმია და პრინციპში ხუთიანზე შესრულებულია ყველაფერი, წიგნის ადაპტაციაა და ალბათ ვერ/არ გადაუხვევდა დიდად სიუჟეტს, ისე წიგნში საინტერესო ფიქრები ექნება ალბათ უფრო ბავშვს რისი ჩვენებაც ფილმში ვერ მოხერხდებოდა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#765 » 11 Mar 2018 21:47

შენ სხვა დასკვნებიგაქ გაკეთებული. მსგავსი გარემო რას უშვება ადამიანს მაგაზეა ფილმი და არა იმაზე რო ეგენი ველურები არიან და სხვა არაფერი არ ესმით. კაკრას იმას ანახებს რეჟისრორი რო იქ ვინც იბრძვის ისინიც ადამიანები არიან. მაგ სიტუაციაში ნებისმიერი დაკარგავს ფასეულობას და მაგ დაკარგვის პროცესს გაყურებინებს ავტორი. მაგ ბავშვს რო ფეხს დააყოლებს ზუსტად მაგ მომენტში დაუწყებს ღმერთს ლაპარაკს და მაგ მომენტში მოხდება ტრანსფორმაცია. სუ ფასეულობის შესანარჩუნებლად იბრძვის ბავშვი და რეალობა ართმევს ყველაფერს. ყველაზე ნაკლებად ცხოველია კაკრას და როგორც ცხოველი ისე ფასდება.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#766 » 11 Mar 2018 22:08

მაგ ბავშვს ესმოდა გაველურებამდე, მერე მთელი ფილმი ვუყურებთ რეალისტურ სურათს თუ როგორ კარგავს ადამიანობას, ფილმის ბოლოს ჩვეულებრივი მოსათვინიერებელი ცხოველია რომელსაც თავისი ნებით უნდა მოთვინიერება სხვებთან ერთად. განსხვავება მარტო ის არის რო ზოგი ვეღარ თვინიერდება და ომი ეძახის უკან (სიმბოლურია რო კომენდანტიც მაგას ეუბნება დაგიძახებთო), ზოგი კიდე გაურბის ომს და ადამიანებთან ინტეგრაცია უნდა. ამის გარდა არავიზე არაფრით მეტი არ არის, ომისგან გაცხოველებული არსებაა ფასეულობებისგან გარეცხილი და მაგიტო არ მაქვს ამის მიმართ სენტიმენტები. ეს და სტრაიკა მაგ ბანდაში ყველაზე უფრო ცოდოები გაუპატიურების გამო არიან ალბათ. პახოდუ სტრაიკა არ ლაპარაკობს თორე არც იმას ექნება ნაკლები სათქმელი და გადატანილი ტკივილი, პროსტა ამის პერსპექტივა ჩანს მარტო და მაგის გამო ვერ გამოვარჩევ ამას.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#767 » 11 Mar 2018 22:14

შენ შეილება არ გაგიჩნდა სენტიმენტები მთავარი გმირის მიმართ, მარა შემილია დარწმუნებით გითხრა რო რეჟისორს ჩადებულიაქ ეგ განსწყობა.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#768 » 11 Mar 2018 22:27

კი ჩადებული აქვს თავისთავად და არ ვიცი უნდა ქონდეს თუ არა, მამენტ ვერც გაექცეოდა მაგას მარა მინიმალისტურად ცდილობს. ჩემთვის პროსტა ვერ დგანან მსგავსი ბოროტება და სენტიმენტები ახლო-ახლო. სამხედრო კრიმინალები, მჩაგვრელები, მარადიორები და მშვიდობიანი მოსახლეობის დამწიოკებელი ხალხი ჩემთვის პედოფილ სერიულ მკვლელებზე დაბლა დგანან.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#769 » 12 Mar 2018 02:34

Kubo and the Two Strings http://www.imdb.com/title/tt4302938/ - ლამაზი რამეა <3
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#770 » 12 Mar 2018 06:52

Coco http://www.imdb.com/title/tt2380307/ - ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს ნანახი <3

პოსტს ვერ ვაედიტებ, რაღაც პოპაპი ხტება და ქრება ეგრევე, ძალიან ჭედავს თან ედიტისას.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#771 » 12 Mar 2018 11:08

დღესაც? ჩემთან ჩვეულებრივად მუშაობს ეხა.
ისე ამ ბოლო დროს, საღამოობით ურევს ხოლმე სუ. პრო - სერვის თემაა, იმ მელთდაუნის მერე რაღაც სერვერის დაცვის რეფორმა ქონდათ, იმის მერე ჭედავს. თუ გააგრძელეს დაურეკავ

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#772 » 14 Mar 2018 09:38

კი ედიტზე ეხლაც შვრება. ედიტის დროს 10 წამში იწყება.

Hell or High Water http://www.imdb.com/title/tt2582782/ - კარგი ფილმია საინტერესო დაპირისპირებებით. პერსონაჟების მორალი, ხასიათები, ეთნიკურობა, მენტალიტეტი, სიმართლე - ყველაფერი იდეალურადაა დალაგებული და დიალოგებით გამდიდრებული, იმისთვის რო ჩაიძირო და ბოლომდე ინტერესით უყურო.

Nice Guys http://www.imdb.com/title/tt3799694/ - გემრიელი კომედიაა კარგი პერსონაჟებით.

Annihilation http://www.imdb.com/title/tt2798920/ - სტალკერის და სოლარისის ზეგავლენით შექმნილი ჰორორია, ვისიამოვნე. ტარკოვსკის გავლენა იგრძნობა ფერებში და ეგ ცალკე გამისწორდა კიდე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1942

Re: Movies

Unread post#773 » 14 Mar 2018 09:47

ანიილეიშენზე მეც სტალკერი გამახსენდა. :დ
ავტორის სხვა წიგნები მაქვს წაკითხული და მაგრად მევასება, მაგრამ ამ სერიას გვერდს ვუვლიდი ვეჩნა, ახლა დამაინტერესა და ჩავუჯდები, წავიკითხავ.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#774 » 17 Mar 2018 05:01

The Day of The Crows http://www.imdb.com/title/tt1891845/ - ნორმალური მულტფილმია, ახალი და განსაკუთრებული არაფერი, ცოტა დისნეის კლიშეებზეც დგას, მარა კაია. ტყეში ზრდის შვილს გაველურებული კაცი, სანამ ამ ბავშვს ქალაქში მოხვედრა არ მოუწევს.

Hunt for The Wilderpeople http://www.imdb.com/title/tt4698684/ - მძიმე და აქტუალურ თემაზეა ფილმი და მძიმე რეალობით იწყება. ახალ ზელანდიაში უპატრონო ბავშვია რომელსაც სოფელში შემფარებლებს მოუნახევენ, მერე ტყეში გარბის ბავშვი და მანდ იწყება მთავარი მოვლენები. თემატიკის მიუხედავად ძალიან მსუბუქი და გემრიელი კომედიაა, აზრიანი და კეთილი, მომენტებში აბსურდულიც.

Captain Fantastic http://www.imdb.com/title/tt3553976/ - ესაც აქტუალურ თემაზეა, როგორიცაა ბავშვების ცივილიზაციის მიღმა ცხოვრება ბუნებაში, თვითგადარჩენა, საშინაო განათლება, არჩევანის თავისუფლება, ხალხთან ადაპტაცია. ძალიან კარგი და აზრიანი ფილმია საინტერესო და გაჭედილი პერსონაჟებით და მამოტივირებელი სიუჟეტით.

საერთო ნიშანი აღმოაჩნდა სამივეს - ცივილიზაციას მოწყვეტილი ბავშვების ცხოვრება, რაც შეგნებულად არ შემირჩევია, გადმოწერილი მქონდა და ვიცოდი რო ბუნების სცენები იქნებოდა ყველგან და ასე აღმოჩნდა ბოლოს :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1942

Re: Movies

Unread post#775 » 18 Mar 2018 10:38

კოკო ვნახე, ბოლოს ცრემლი მომადგა, ნოთ ქულ.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#776 » 19 Mar 2018 05:21

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#777 » 06 Apr 2018 03:14

Molly's Game - ეჰჰ წავა.

Professor Marston and the Wonder Women - აზრობრივად კაი იდიოტობაა როგორც ზოგადი მესიჯი. მარა როგორც ფილმი საყურებლად კარგად არის გადაღებული, და ტიპის სუბიექტური სამყაროს ხედვა, თავის ნაკლებით მაგის გადმოცემასაც არაუშავს.
კაროჩე ან შეირგებ ფილმს ლაითად და სხვისი ხედვას გაეცნობი, ან ამ ხედვის ობიექტურობის აბსურდულობაზე გაბრაზრდები და ვერ შეირგებ კაცი.

Wonder Women კომიქსის ისტორია და ბიოგრაფია ვაბშე მეასე პლანზეა ფილმში, ასევე კომიქსები ზოგადად. ამიტომ მაგ მუღამით არაფერს გთავაზობს ფილმი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#778 » 06 Apr 2018 05:27

I, Tonya - LOL, just LOL.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#779 » 06 Apr 2018 19:47

Wild Tales
გულახდილობის ზეიმი და სიზმრს მიღმა ფილმი.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#780 » 07 Apr 2018 21:40

Hunt-for-the-Wilderpeople საკაიფოა
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 30 guests


cron