Movies, საერთო თემა > ფილმები

თავისუფალი < საერთო თემა < გამოკითხვა < მოვლენა
Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#741 » 04 Jan 2018 13:14

ლალა ლენდი არ ვნახე ბოლომდე, ბლეიდ რანერი ჯერ არც გადმომიწერია, მარა ეს ქუბი მგონი არაა ცუდი რემიქსი https://coub.com/view/xj32q

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#742 » 05 Jan 2018 08:24

Blade Runner ახალი - პირველივით აქტუალური ვერაა. პირველში ატმოსფეროში ჩაძირული ფიქრობ მთელი ფილმი,დეტექტიური პერსპექტივაც კარგია რასაც ფლმი მიყვება და სერიოზულად დამაფიქრებელი საკითხებიც დევს იდენტობაზე, შემოქმედებაზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე, სიზმრებზე, თაობების/რასობრივ/ცივილიზაციათა დაპირისპირებაზე, მედიტაციური ხასიათი აქვს თავიდან ბოლომდე, მიჯაჭვული და ჩაძირული გააზროვნებს. ეს ახალიც ცდილობს ვითომ მსგავსი მედიტაციური ხასიათი დაიჭიროს მარა არ გამოსდის სიუჟეტიდან გამომდინარე. კარგი ფილმია და კარგად ბაძავს მარა ფსევდო ბლეიდ რანერია მაინც, დეტექტიური სთორი თითქოს კილომეტრიდან გამოსაცნობი და უინტერესოა, პლოტ ტვისტიც ბევრს ვერაფერს იძლევა მნიშვნელოვანს, რჩება ცარიელი სცენები და მუსიკა, ახალ საფიქრალს არ აჩენს ფილმი. ამ გოსლინგის სთორი კაია მარა მე იმ ვირტუალური გოგოს სთორი მაინტერესებდა ყველაზე მეტად მთელი ფილმი )) ცალკე ფილმი რო ყოფილიყო ალბათ უფრო გამისწორდებოდა მარა წინა ფილმის შემავსებელივით როა წარმოჩენილი, თითქოს საერთოდ არაფრის მომცემია.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#743 » 05 Jan 2018 21:21

Alien Covenant - მაგარი მარაზმატიკი ბებერია რიდლი სკოტი. კაცმა ერთ დროს ბლეიდ რანერი და ელიენი გადაიღო და დღეს ელიენ კოვენანტს იღებს და თან კარგი რაღაც ჰგონია. პრომეთეუსს არაუშავდა იდეის თვალსაზრისით და თითქოს ამასაც არაუშავს მარა ისეთ დეგენერატ სცენებს აძრობს შეიძლება გამოყლევდე კაცი. ელიენის დაბადება და პირიდან კვერცხების დაძრობა არის ორი ისეთი სცენა რის გამოც ეს კაცი ბლექლისტში უნდა შეიყვანო )) და საერთოდ პირველი და მეორე ელიენის გვერდით არ არსებობს საჭიროება ამ ტრაკიდან მოტანილი ორიჯინსების, არც პრომეთეუსის და არც ამის. პრომეთეუსს უფრო ვაფასებდი, თან სხვა სახელი ერქვა, მარა ამ სერიის მერე ფეხზე მკიდია უკვე ეგაც. პლანეტები, ცივილიზაციები და ამ ანდროიდების განთავისუფლება ადამიანების ზეგავლენიდან საერთოდ არ უხდება ელიენების ბნელ ბინძურ და მყრალ სეთინგს სადაც ყველა ჩრდილში საფრთხე უნდა იმალებოდეს და სიკვდილზე საშიში ამ მონსტრთან შეხვედრა უნდა იყოს.
აუცილებლად სანახავი ფილმია იმის სასწავლად თუ რატო აღარ უნდა აწვალო საკულტო ფრენჩაიზი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#744 » 05 Jan 2018 21:48

Wind River http://www.imdb.com/title/tt5362988/ - იდიოტური სახელის მიუხედავათ საკმაოდ კარგი ფილმია. ბევრად ძლიერი რამის დადება შეილებოდა იგივე ყალიბში მაგრამ მაგაზე თუ არ ფოკუსირდები რაც არის საკმაოდ კარგად იყურება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#745 » 06 Jan 2018 00:19

Wind River - ადრე ვეძებდი, არ მახსოვს გადმოვწერე თუ არა, შეიძლება ხარისხის გამო არ ვნახე ხოდა ეხლა ვუყურე. ძალიან კარგი რამეა, შემერგო.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#746 » 09 Jan 2018 05:19

Valerian - ძველი ფრანგული კომიქსის მიხედვით არის გადაღებული. ამ კომიქსის ნახატები იქცა შთაგონებად Star Wars-ისთვისაც კი 70-იანებში, ეკრანიზაცია კი მხოლოდ ახლახანს მოხდა და ლუკ ბესონმა ითავა ეს საქმე. კომიქსის მხატვარი ჟან კლოდ მეზიე ერთერთი აღიარებული კაცია მოებიუსთან ერთად და სამხატვრო სკოლაშიც ერთად იყვნენ. ლუკ ბესონის მეხუთე ელემენტზეც ორივემ ერთად იმუშავეს კონცეფციებზე. რაც შეეხება ამ ფილმს, რამდენიმე ნაწილად განვიხილავ. ვიზუალი - ეს არი მთავარი ღირსება. შეიძლება ვარკსვლავებს ვერ წყვეტს მარა ახალ წლებზე, ფერადი და გემრიელი ანიმაციური ამბები ძალიან მესიამოვნა. სიუჟეტი - ათჯერ ნანახს გავს, არაფერი განსაკუთრებული. პერსონაჯები - მთავარი პერსონაჟები არ მომეწონა. ვალერიანი მდედრს გავს ხოლო ლორელინი უკმაყოფილო მოდელია როგორც ვიზუალით ისე მსოფლმხედველობით, როგორც ჩანს ამ მოდელმა საკუთარი თავი ითამაშა როლზე. ვინაიდან ორიგინალი კომიქსი არ ვიცი და მარტო ნახატებ მაქვს დათვალიერებული, ვერ ვიტყვი რამდენად ახლოს იყო მატერიალთან მარა ვიზუალის და ისტორიული მნიშვნელობის გამო მართლა ღირს ერთ ნახვად, მითუმეტეს ამ ახალი წლების პერიოდში ან მეხუთე ელემენტი თუ მოგენატრათ ან უბრალოდ რამე ფერადი და სასიამოვნო ვიზუალი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Re: Movies

Unread post#747 » 09 Jan 2018 17:20

ჯონ ვიკი II - ორი თავით მაღლა დგას.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#748 » 09 Jan 2018 22:23

Fantastic beasts and where to find them - გაწელილ-მოსაწყენია. ვაბშე ცალკე სიტყვა უნდა იყოს გაწელილობის გამო მოსაწყენისთვის. Sloboring?
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#749 » 10 Jan 2018 07:32

Oblivion - კარგი საყურებელი საიფაია კარგი საუნდტრეკებით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#750 » 10 Jan 2018 11:22

მონათმფლობელის ხედვა მომავლის ვაშკაცზე :)

Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#751 » 11 Jan 2018 04:39

Lorna's Silence
თანამედროვე, სიცოცხლე გამოცლილ რეალობაში ხდება მოქმედება. პროსტა ლორნა იმდენად დადებითია რო ფილმის სისერე მაინც ვერ აკნინებს.
ისეთივე რთული საყურებელია როგორიც თუნდაც ჩვენი გარემო, მარა მთავარი გმირი თითქოს ჩირაღდანივით გინათებს გზას.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Re: Movies

Unread post#752 » 11 Jan 2018 13:14

რუსული Hardcore - ყოვლად ცუდი, სტეიტემის ადრენალინის ერთგვარი რეფლექსია ვითომ რუსულად.

Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#753 » 21 Jan 2018 12:46

რაღაც ძაან გემრიელი ტოპ 10 გავაძრე. სახში უნდა მივადგე სიით რუტრეკერს https://www.youtube.com/watch?v=aT6VkrzPqVo

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#754 » 21 Jan 2018 13:13

Sicario, Guest და Centurion ვიცი. სიკარიო ძალიან მაგარია ის ორი ნორმალური. პროსტა სპოილერები დადეს ტიპებმა ოხრად.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#755 » 21 Jan 2018 14:04

კაი ფილმები თუა სუ არ ცონას სპოილერებით გაგება ჯობია პამოიმუ.
სიკარიო შარშან ვნახე მგონი და აქაც დავწერე "სხვათკის" დონის ბოევიკიათქო მახსოვს. სიმძიმე და რეალიზმიაქ დიდი დოზით. გადაყავხარ რეალურად იმ საზღვარზე და თითქოს დოკუმენტურად გადმოგცემს იმ ყლეობას რასაც უშინაარსო ომი ქვია - "ბიჭების ბიზნესი".

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#756 » 24 Jan 2018 02:08

Thor Ragnarok - ნუ ეს მუსიკით და იუმორით არის შექმნილი განწყობა და ნაწილობრივ მიყვება ფილმს, მარა საერთო ჯამში ხლამია მაინცა. რაც ძალიან გამიკვირდა CGI და მხატვრული გადაწყვეტა იყო საშინელი. რაღაც 15 წლის წინანდელი ბ-დონის RPG-ს დიზაინები იყო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#757 » 30 Jan 2018 23:23

https://www.youtube.com/watch?v=uJ91PVV_GLM
0:40 დან იწყება თემა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1943

Re: Movies

Unread post#758 » 20 Feb 2018 19:22

Death of Stalin - ძალიან მაგარი სატირაა.

Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#759 » 22 Feb 2018 15:56

Three Billboards Outside Ebbing, Missouri (2017)
ვერანაირმა მიმოხილვის ნახვამ და ტრეილერმა ვერ გადმოსცა ამ ფილმის რეალურად დერსკი სახე. გულის ჯიბეში შესანახი ვეშია :)

Riddick
Posts: 11706

Re: Movies

Unread post#760 » 08 Mar 2018 18:59

Beasts of No Nation
თანამედროვე სამყაროს ხელში გამავალი აფრიკა. ხო ესეთი ნაცრისფერი თემაა, მარა რეჟისორი ახერხებს და ფილმის ყველა სცენა სავსეა იმ ადგილების და ხალხის სილამაზით. სევდით სავსე, საერთოდ არასევდიან ადამიანებზეა. ძაან გამისწორდა.

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: Riddick and 95 guests


cron