Movies, საერთო თემა > ფილმები

თავისუფალი < საერთო თემა < გამოკითხვა < მოვლენა
Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#701 » 30 Nov 2017 01:44

პირველი Avengers'ის მერე მართლა დიდიხანი მოვდიოდი აზზე, მაგარი აგრესია მქონდა ფან ბაზის მიმართ, იმ გაუვალი სისულელის თაყვანისცემა რო წავიდა რაღაც ორი მძრეველა შუტკის გამო. მარა ნელნელა ეს ერთი ელემენტი ამოწიეს და რაღაც მიიღეს . იუმორმა, მხიარულმა სტილისტიკამ და ნოსტალგიურმა მუსიკამ უკვე გამოუძერწა სახე ამათ ფილმებს. მიხვდენ (ნაშუპალი) საითაც უნდა იმოძრაონ. კომიქსებზე ფილმი ჩემი აზრით უნდა იყოს ჰელბოის, ბლეიდის და ვოჩმენის მსგავსი ფილმები. გამოკვეთილი სტილის, აზრის მატარებელი, ესთეტიკური სიამოვნების მომნიჭებელი ვეშები. ხოდა რაღაც მაგას გავს ეხა ეს (შორიდან).

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#702 » 30 Nov 2017 02:21

ბიჭო აი დიდი ხანი რო ფანი ვიყო ამ ევენჯერების, ეს რაღაც სერიოზულად მომხვდებოდა და დამაჰაიპებდა მარა ამ მარველში 1-2 ფილმის გამოკლებით ყველა სირობა იყო და ჰაიპი არ მესმის. ნუ ტრეილერი კარგია, ისეთი რო რომელიმე გმირი თუ მაინც იცი კაცმა მუღამს დაუჭერ მარა კიპერას თქმის არ იყოს მიკვირს მე ამაზე რო სველდებიან და ათავებენ.
აზრიანი, სტილისტიკური, ან ორივე ერთად და ან ცალცალკე, ორივე მუშაობს მარა აქ იმენა ვერ ვხედავ ვერცერთს, პროსტა ბლოკბასტერია უკვე ნოსტალგიური მუსიკით და ეგ მუსიკაც მკიდია მე, ჩისტა ბლოკბასტერის მუღამში დამაინტერესა ამან რო იქნბა და რამე ნორმალურზე უკეთესი დადონ.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#703 » 30 Nov 2017 04:01

23 თუ რაღაც მთავარი და ნაპარნიკი პერსონაჟი დავთვალე ტრეილერში მარტო. კაცზე 3~4 წუთი მოდის ფილმში :D სლაიდშოუ იქნება
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Re: Movies

Unread post#704 » 30 Nov 2017 10:05

რამდენადაც მახსოვს, ორ ნაწილად აპირებენ ქნან ეს ივენთი, ტანოსის მოსვლა და ამბები.
ამიტომ ერთ ნაწილს ერთ კამანდას დაუთმობენ, მეორეს - სხვებს.

ჰაიპი თავისთავად არაჯანსაღი მოვლენაა, მოლოდინია რაღაციდან გამომდინარე, რაც, როგორც წესი, ფოტოა, მოკლე ვიდეო ან რამე ინფორმაცია.

ამავდროულად, უნდა შეგეძლოს ნათლად წარმოიდგინო რას ელოდები და რატომ და რა გამოვა. აქ მყოფმა საზოგადოებამ იცის რა იქნება და როგორ. ბევრი ამაზე არ ფიქრობს და ეროტიულ ფანტასმაგორიულ ჰაიპ-კაიფშია.

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#705 » 04 Dec 2017 23:22

Get Out (2017)
ამერიკული პოპკორნ ჰორორის დონის რეჟისურის და ხარისხის ფილმია, მარა ისეთ ამბავს ყვება რო მომენტებში მაგრად არ მესიამოვნა. რაღაც თანამედროვე, იასამნისფერ ზღაპარში არსებული მონობის ფორმატს განახებს, რომელიც ერთის მხრივ ვითო აფსურდულია, მარა მეორეს მხრივ იმენად რეალურის განცდა აქ რო გავარტყი ჩვეულებრივ პოპკორნ ჰორორს.

► Show Spoiler

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#706 » 05 Dec 2017 19:11

https://youtu.be/wBBgamwsEgM ლინჩის ინტერვიუ. წყნარი, უშუალო და საინტერესო ინტერვიუა. ასეთი კარგი უცხოური ინტერვიუებიც არ მინახავს, კარგი კითხვები იყო და პასუხებიც ამომწურავი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#707 » 06 Dec 2017 01:40

Men & Chicken (2015)
უცნაური, ცოტა ჟუტკი და საინტერესო ექსფერიანსი თუ გინდათ ფილმისგან გირჩევთ.

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#708 » 06 Dec 2017 22:13

Finding Dory (2016)
ძაან კარგი რამეა. უმაგრესი მთავარი გმირით, სახასიათო პერსონაჟებით და ძაალიან მაგარი იუმორით. თითონ დრამატურგიაც მულტფილმის დონეზე ნამდვილად არაა ცუდი. გირჩევთ, მე ნემოზე მეტად მომეწონა.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Re: Movies

Unread post#709 » 07 Dec 2017 00:39

SLaYeR wrote:https://youtu.be/wBBgamwsEgM ლინჩის ინტერვიუ. წყნარი, უშუალო და საინტერესო ინტერვიუა. ასეთი კარგი უცხოური ინტერვიუებიც არ მინახავს, კარგი კითხვები იყო და პასუხებიც ამომწურავი.


მე პირიქით, ლამის ზედ შეადნა, ქება დიდებით მოაბეზრა თავი და იმ საკითხებს ეხებოდა, რომელიც ლინჩს არ უყვარს/არ აინტერესებს. რამდენიმე კითხვა იყო რაც საინტერესოდ წავიდა (თავიდან ქალებზე და მერე ფემინიზმი შეაპარა მანდ :( )

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#710 » 07 Dec 2017 11:50

Wonder Woman
დავიწყე და სადღაც 35 წუთზე წავშალე

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Re: Movies

Unread post#711 » 13 Dec 2017 22:18

კინგსმენის მეორე ნაწილი ვნახე. სუსტია.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Re: Movies

Unread post#712 » 16 Dec 2017 02:01

ახალი ვარსკვლავური ომები. კლასნი ფანფიკი. უცნაური ფილმი, მითმეტეს ფრანჩაიზისთვის.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#713 » 16 Dec 2017 03:57

Mother - მომკალი და უკვე მაგარი არ მევასება ტრაკში პერო ფილმები. განსაკუთრებით 10 წუთის სათქმელს რომ 2 საათზე წელავენ. ფილმის ერთადერთი ღირებულება ჩემი აზრით არის კამერის ჩანაფიქრი რომ ჯენიფერას პერსპექტივას არ ცდება მთელი ფილმი თან დასდევს, ოღონდ ზედმეტად ამაზე ყურადღების მიქცევის გარეშე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#714 » 16 Dec 2017 22:53

John Wick: Chapter 2 (2017)
ძაან დერსკი ფილმია. ბევრად უკეთესი პირველზე. თანამედროვე, ცივი, სტერილური, უიმედობის განცდის გამჩენი და ამავდროულად უსერიოზულეს ფოტო კომპოზიციებად შეკრული ექშენ სცენებით, დასტოინი ოპერატურით, რეჟისურით, სიუჟეტით. სტილიაქ თავისი ფილმს რაც ყველაზე მაგარია ბოევიკისთვის. მაქსპეინია თანამედროობის :)

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#715 » 17 Dec 2017 10:31

Mother - დიდი არაფერი, აზროვნება ვისაც უჭირს იმათთვის რაღაც უაზროდ დაღეჭილი პერსპექტივაა ავტორისეული, მარა ადამიანების უმადური ახვარი დამოკიდებულება თესლად აჩვენა ძალიან.

p.s. 25 მილიონი დაჯდა ამის ულვაშის მოცილება კომპიუტერული გრაფიკით და ასეთი გამოუვიდათ https://i.kinja-img.com/gawker-media/im ... qualh5.png
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#716 » 17 Dec 2017 10:38

ღადავი ისაა რომ მგონი თითონ ჯენიფერის პერსონაჟის სუბიექტურ პერსპექტივაში ჩაკეტილობის სიდებილე უფრო აჩვენა და ეგ რომ ყოფილიყო მთავარი თემა, ბევრად თესლი ვეში გამოვიდოდა.
ადამიანს რა დონეზე ჭირდება მთელი თავისი გარემოს კონტროლი რომ კომფორტულად იყოს და ფუნქციონირებდეს, და ამ კონტროლის აფსურდულობა ზოგად სამყაროსთან მიმართებაში.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#717 » 17 Dec 2017 10:45

ბიჭო რავი მე იმენა ბუნება/სიცოცხლე/სამყაროს გარდა ჯენიფერის პერსონაჟში ვერაფერი ვერ დავინახე, ეგაც ბოლომდე ვერ გავიგე რა იყო. კაენის და აბელის სცენის მერე ცოლ-ქმარზე ფილმი გაწყდა ჩემთვის და ტუპოი რითელინგი გავიარე. მაგის მეტი არ ჭირდებოდა მაგ პერსს უკვე ამ გადმოსახედიდან. ძალიან obvious გამოუვიდა ბიბლიის გადამღერება, თან რაღაც რო დათვრება კაცი და რო მიედმოედება ღრმა ფიქრებს, ეგეთი პერსპექტივა იყო
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#718 » 17 Dec 2017 11:57

Arrival - ძლივს რაღაც საინტერესო. ვაფშე ყველაფერი ახლებური და ორიგინალური მომეჩვენა ჰოლივუდური კინოს კვალობაზე. მთავარი პერსონაჟის ეს ტრამვა და ამის ფონზე მსგავსი მოვლენის გადმოცემა ძაან დონეა. ფილმის ფერები (ამინდი) და ოპერატურა ისეთ დეპრესიულ გარემოს ქმნის იარაღის სროლა გინდება სახეში. და ნუ მერე სიუჟეტური ხაზების ჰარმონიულად შეკვრა ცალკე რესპექტი. მარა თითონ მთავარი ტვისტია ყველაზე ფასეული, რეალურად რაღაც ორიგინალურ პერსპექტივას გაძლევს ფილმი, საინტერესო თეორიაზე გაყავხარ და საფიქრალს გიტოვებს.
Interstellar თუ რაღაც იდეები იყო ცალკეულად საინტერესო და მაგის ფონზე ქაჩავდა ეს მთლიანობაში ფასეულია, იმიტო რო ნაწილებად არ იშლება ყურებისას.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#719 » 17 Dec 2017 11:59

@Slayer
ანუ, სამოთხის შექმნა უნდა და საკუთარ ენერგიას და დროს წირავს ამ სამოთხის შესაქმნელად. მაგრამ სიყლევე არის საკუთარი სამოთხის ხედვის ენფორსირება სამყაროზე.
ანუ ეგ იდეა არ იდო ფილმში, იმენა ვიღაც რო გაძლევს და გაძლევს და არ აფასებ, და მერე შთანთქავ ბოლომდე ეგ იყო. მარა ძალაუნებურად ეგეც გამოჩნდა რომ ვიღაცა რომ ცდილობს ისეთი გარემო შეგიქმნას რაც შენ ბუნებას არ ერგება ეგ ცალკე სიყლევეა.

ხოდა ეხლა არ დაფასება გადაღეჭილი ტოპიკია უკვე ძაან, და ეს "სამოთხის" სუბიექტურობა რომ დაეხატათ შეილება უფრო საინტერესო გამოსულიყო.

თითონ ფილმის მთავარი პრობლემაა ჩემი აზრით რომ რეალურად არის რაღაც მაქსიმუმ ნახევარსაათიანი სტუდენტური Short ფილმის ისტორია. და ეს არის ჯერ გაბერილი სრულმეტრაჟიანის ფორმატში, რამაც ის გამოიწვია რომ უაზროდ ბევრი სცენა ეთმობა "ესკალაციას", ანუ 2 წუთის მერე უკვე ვიჯექი და ვამთქნარებდი "ხო კაი გავიგეთ რომ იძაბება და იძაბება სიტუაცია, მიაღწიეთ აზრამდე ბლიად", და მაგ მომენტის მერე მგონი 25 წუთი იგივე ხდება კიდე.
მეორე კიდე ის მოხდა რომ, ამ ერთი და იგივე აზრის გამომხატველი მილიონი სცენის გამო საბოლოოდ გაიპარა სტილისტიკურად შეუსაბამო სცენები და სიმბოლიზმით დატვირთული სპექტაკლის მაგივრად გაიჩითა კაკოფონია.

და ნუ ბოლოს იმენა ფილმის აზრს რომ პირდაპირ სიტყვებით ამბობს, ანუ პირდაპირი გაგებით გეუბნება ფილმის აზრი რა არის მასეთი სიყლევე არ მინახია კაი ხანია კი არა ვაბშე არ მინახია მგონი.

კარგი მაგალითი როგორ უნდა გადაეღოთ ეს ფილმი არის The Fountain - http://www.imdb.com/title/tt0414993/
ანუ სიმბოლიზმი დალაგებული, სიუჟეტის თემატური დატვირთვით დალაგება და მერე არკებით განვითარება, საბოლოო აზრის სიმბოლიზმის კულმინაციით მიტანა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#720 » 17 Dec 2017 12:03

Riddick wrote:Arrival - ძლივს რაღაც საინტერესო. ვაფშე ყველაფერი ახლებური და ორიგინალური მომეჩვენა ჰოლივუდური კინოს კვალობაზე. მთავარი პერსონაჟის ეს ტრამვა და ამის ფონზე მსგავსი მოვლენის გადმოცემა ძაან დონეა. ფილმის ფერები (ამინდი) და ოპერატურა ისეთ დეპრესიულ გარემოს ქმნის იარაღის სროლა გინდება სახეში. და ნუ მერე სიუჟეტური ხაზების ჰარმონიულად შეკვრა ცალკე რესპექტი. მარა თითონ მთავარი ტვისტია ყველაზე ფასეული, რეალურად რაღაც ორიგინალურ პერსპექტივას გაძლევს ფილმი, საინტერესო თეორიაზე გაყავხარ და საფიქრალს გიტოვებს.
Interstellar თუ რაღაც იდეები იყო ცალკეულად საინტერესო და მაგის ფონზე ქაჩავდა ეს მთლიანობაში ფასეულია, იმიტო რო ნაწილებად არ იშლება ყურებისას.

კი კარგი იყო მაგმხრივ.
საერთო წიგნის Scifi-ში ბევრი ეგეთი საინტერესო იდეა, კონცეპტი და რეალობა არის, პროსტა პოვნა და ჩაჯდომა უნდა.
და თამაშების/კინოების Scifi ძაან ჩაიკეტა ერთ ციკლში და ჩამორჩა ლიტერატურას.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 47 guests


cron