ICO, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
prince_meo
Posts: 5

ICO

Unread post#1 » 24 May 2010 11:08

>>>

ძალიან მინდა ჩემი შეხედულებები და განცდები დავწერო ამ თამაშზე. ამ განხილვას, ალბათ, 80 პროცენტი PC გეიმერი წაიკითხავს. და ვინაიდან ICO PS2 ის ექსკლუზივია, განსაკუთრებით დიდ რეკომენდაციას გავუწევდი ამ კონსოლს მარტო ICO ს ნახვისთვის.

ეს არის თამაში, სადაც მინიმალიზმის სახით, წარმოჩენილია გრანდიოზული ვირტუალური რეალობა. თვალუწვდენელი ლოკაციები და გიგანტური შენობები იმდენად განმაცვიფრებელია, რომ რთულია ეს game screen ებით ან ვიდეობით გადმოსცე, ერთადერთი საშუალება, რომ ეს გრძნობა გაიზიარო, თვითონ უნდა გაიარო ICO ს სამყაროში.

>>>

მოკლედ, ვზივარ საღამოს ჩემს PS2 თან და წინ მიდევს რამოდენიმე დისკი, უმეტესობა სხვისი რეკომენდაციით ვიშოვე, იმიტომ რომ დიდად ვერ ვერკვეოდი Play station 2 ის ექსკლუზივებში. ICO ც მათ შორის, სრულიად გაუგებარი და უცნაური, არა მარტო იმიტომ რომ აქამდე მხოლოდ PC ის თამაშების სამყაროში ვიყავი დამკვიდრებული. თუნდა Tomb raider ის სერიებიც ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ჟანრის Action adventure ს თამაშებია, რომლებსაც PS1 დან დაწყებული საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი. თუმცა, ICO რადიკალურად განსხვავებულია ყველაფრისგან, რაც კი აქამდე მინახავს. ამ თამაშის თამაშისას დავიჭირე ის მუღამი, რომელიც თითქოს აქამდე არ არსებობდა.
მოკლედ ჩავრთე ეს თამაშიც და 3 საათის განმავლობაში ტელევიზორს ვერ მოვწყდი. თან გაკვირვებული ვიყავი, აქ არ იყო რამე ვიზუალური პირველადი ეფექტი. არის ფიქსირებული კამერა, პერსპექტივა თითქმის იზომეტრიულია, ხანდახან ჩანს მხოლოდ და მხოლოდ პერსონაჟი და ქვაფენილის ტექსტურა. ძირითადი ლოკაციები კი ფართობით დიდი, თუმცა ერთფეროვანია, არ არის რამე წვრილმანი ნივთი. საერთოდ არაფერი არ არის რაც თავის მხრივ ყურადღებას გადაგვატანინებს.game კონტროლი Smooth და სასიამოვნოა, და თამაშის დროს პერსონაჟის მართვა თითქოს ნევრებს ამშვიდებს.

>>>

სიტყვა მინიმალიზმი თამაშის, აბსოლიტურად ყველა ასპექტს შეეხო. სამყარო სრულიად ცარიელია, იმის მიუხედავათ რომ მთავარი პერსონაჟი მარტო არ არის, ხშირად გვეუფლება სიმარტოვის შეგრძნებაც. რაც შეეხება თამაშის მექანიკას, აქ არ არის რაიმე interface ან სხვა ტიპიური ელემენტები, აბსოლიტურად ყველაფერი რაც არ არის აუცილებელი adventure ჟანრის თამაშში, ამოღებულია. არ არის რაიმე სახის მინიშნება, თუ საით უნდა წავიდეთ და რა ხერხი უნდა გამოვიყენოთ, აბსოლიტურად მარტოები ვართ გადაწყვეტილების მიღებაშიც კი. მოძრაობების რაოდენობაც მინიმალურია. არის სიარულის და კიბეებზე ცოცვის შესაძლებლობა, ამას ემატება ხტომა და რაიმე სახელურის ან მექანიზმის ამუშავებისთვის საჭირო ღილაკი. ასევე არის კომბატიც, ამაზე მოგვიანებით.

Gameplayის ხანგრძლივობა არ აღემატება 7 საათს. Story ის ელემენტები და cutseen ებიც მინიმალურზე მინიმალურია. დიალოგები თითქმის არ არის. მთელი თამაშის მსვლელობისას არის environment პაზლები. თუმცა ICO საშინლად ჩამთრევია, და ძალიან რთულია მიხვდე, ასეთი მინიმალური კონენტის მქონე თამაში როგორ ახერხებს ამას.

>>>

აბა ვსინჯოთ, რამოდენიმე სიტყვაში შევძლებ თუ არა მთელი ICO ს სიუჟეტის მოთხრობას.

ICO იყო ერთი რქებიანი ბიჭი, რომელიც თამაშის დასაწყისში, თავისი სოფლის მეომრებმა წაიყვანეს და ჩაკეტეს უზარმაზარ სასახლე-კუნძულზე, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ იგი ცუდის მომასწავებელი იყო. სატუსაღოში ICO იპოვის პატარა გოგოს სახელად Yorda ს, რომელიც ამ სასახლის დედოფლის შვილია. დედოფალს უნდოდა Yorda ს გამოყენებით თავისი სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა. ICO გადაწყვიტავს რომ Yorda სთან ერთად გაიქცეს სასახლიდან. ამის შემდეგ არის თამაშის ძირითადი ეტაპი, სადაც უნდა ამოვხსნათ უამრავი პაზლი, ვიძრომიალოთ კედლებზე და Yorda დავიცვათ შავბნელი აჩრდილებისგან, რომელთაც უნდათ მისი ქვესკნელში ჩათრევა. რამოდენიმე საათის შემდეგ კი სიუჟეტის კულმინაციაც ხდება თუმცა ეს უკვე სპოილერია =).

ყველაზე მეტად აღტაცებაში მომიყვანა ამ ძალზედ უცნაურმა კონცეპტმა. Yorda ნათელი არსებაა, უფაქიზესი, მთლიანად სინათლით დაფარული. ICO კი - პატარა ბიჭი, უცნაური გარეგნობით. საოცრად დადებითად მოქმედებს ის პროცესი, როდესაც გოგოს ხელი უნდა ჩავჭიდოთ და სწრაფად გავიქცეთ. ხანდახან ბნელი აჩრდილები იმდენნი იყვნენ, რომ ბრძოლა ჭირდა, ამიტომ ხელს დავტაცებდი Yorda ს და მთელი სისწრაფით მივაქანებდი გასასვლელისკენ. ასევე უნიკალური სანახაობაა, როდესაც ამ გაბოროტებული მტრისგან უცოდველ გოგოს, პატარა ბიჭი თავგანწირვით იცავს. ხის კეტით ცდილობს ბოროტი სულების განდევნას. ამაში არ არის რაიმე heroic, ან epic, ყველაფერი ძალიან უშუალო და გულწრფელია. დიდ და რთულად მიუწვდომელ ადგილებში მისვლით სადაც Yordaს არ შეუძლია დამოუკიდებლად მისვლა და მტრისგან დაცვით, განსაკუთებული მზრუველობის სურვილი ჩნდება ამ არსებისადმი. ნელნელა უხილავი კავშირი იბადება Ico ს და Yorda ს შორის. და ეს განსაკუთრებულად მკაფიოდ ვიგრძენი, თამაშის ერთ ეტაპზე როდესაც მოულოდნელად მარტო დარჩა ICO. ( ალბათ განსაკუთრებით იმიტომ, რომ მხოლოდ Yorda სთან ერთად იყო შესაძლებელი დასეივება =D )

>>>

სათქმელი არამგონია კიდევ ბევრი დარჩა, ეს არის თამაში რომელიც ნებისმიერ ადამიანში განსხვავებულ გრძნობას და შეხედულებას ჩამოაყალიბებს კომპიუტერული თამაშების მიმართ. ნამდვილად ვეღარ იტყვის ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანიც კი, რომ ვიდეო თამაშები ადამიანს აგრესიულს ხდის და ინტელექტუალურ საზრდო მოკლებულს ტოვებს. სწორედ ICO ს ცარიელ და თვალ უწვდენელ სამყაროში იწყებს მუშაობას ადამიანის გონების ის თვისება, რომელიც მხოლოდ წიგნის კითხვის დროს თუ არის შესაძლებელი რომ ავამუშავოთ.
P.S ჩემდა გასაოცრად, ეს თამაში, რომელიც კომერციულად არც თუ ისე მომგებიანი აღმოჩნდა თავისი რელიზის დროს, დღეს ამაზონზე მისი ერთი კოპია 120$ ზე ნაკლები არ ღირს. ხოლო ეს თანხა უფრო ძვირია ვიდრე თავად PS2 ის ფასი.
ორიგინალი ვერსია ნახეთ Jump or Fall ის ბლოგზეაქ!

Riddick
Posts: 11696

ICO

Unread post#2 » 24 May 2010 13:19

საკუთარი ძალებით დაწეილისთვის ძალიან საინტერესოა და კარგი, მომეწონა უბრალოდ ცოტა სურათები და ტექსტი შევასწორე. ჩვენ ფორუმელს უკვე დაწერილიაქ ამაზე მიმოხილვა, მარა ის ნათარგმნია და რადგან ეს ხელიდანაა დაწერილი, ამასაც ააქ არსებობის უფლება =)

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

ICO

Unread post#3 » 24 May 2010 17:45

ძალიან ბევრი თეორიები მაქ Ico ზე დაShadow of The Colossuss ზე და მერე ერთი უნდა ვთარგმნო ;/
ძალიან შედევრია Ico და მართლა PS2 ის ყიდვა ღირს ამისათვის : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

ICO

Unread post#4 » 24 May 2010 22:14

საღოლ,ძალიან კარგი ტექსტია,ეს თამაში ძალიან მომწონს,მაგრამ ჩემი აზრით,თამაშები ძირითადად აგრესიულ თემებზე უნდა იყოს.
smothered in the crib

prince_meo
Posts: 5

ICO

Unread post#5 » 24 May 2010 23:47

grigoli

მადლობ შეფასებითვის.
ძირითადი თამაშებისა მაინც აგრესიულ თემაზეა, ასეთი თამაში კიდევ ნამდვილად სხვა განცდებს იწვევს ადამიანში.
BTW

ეხლა Shadow of The Colossuss დავიწყე და პირველი ორი კოლუსუსიც დავაგდე. ეს თუ მაქსიმალურად არა ეპიკ არის ის მეორე უკიდურესობაა :)

Riddick
Posts: 11696

ICO

Unread post#6 » 25 May 2010 01:11

grigoli
აგრესიულ თემებზე რატო ვერ მივხვდი ვერაფრით იმენა ეგ გამონათქვამი, პირიქით რაც უფრო ნაკლები აგრესიული თამაშია მით მეტი ხდება ჰიტი და ბესტსელერი. მარა ეგ სხვა თემაა, პროსტა გამიკვირდა.

prince_meo

Shadow of The Colossuss'ი და ICO რაღაცით მაგრად გვანან ერთმანეთს (რაღაც ატმოსფეროს მხრივ) მრა Colossuss ვაფშე სხვა ემოციები მოაქ, ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი თამაშია და იმედ გაცრუებულს არ დაგტოვებს არანაირად =)

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

ICO

Unread post#7 » 25 May 2010 02:54

სთორისაც კავშირი აქვს : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 133 guests


cron