Return To Castle Wolfenstein, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Pyramid Head
Posts: 11

Return To Castle Wolfenstein

Unread post#1 » 28 Apr 2010 23:08

>>>

  • ჟანრი - FPS
  • შემქმნელი - Gray Matter Interactive Nerve Software
  • მულტიპლეირი - ლოკალური ქსელი, ინტერნეტი
  • გამომცემელი - Activision
  • გამოშვების წელი - 2001 წლის 20 ნოემბერი
  • პლათფორმა - PC
ალბათ ყველას ახსოვს Wolfenstein 3D, მსოფლიოში პირველი FPS, სადაც დავრბოდით უაზრო და ჩახლართულ ლაბირინთებში, ვხოცავდით ნაცისტების კარიკატურულ მოდელებს და ფინალში ვკლავდით ჰიტლერს. ამ წარმატებულ FPS-სს მოყვა Doom-ი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა კომპიუტერულ თამაშებში და საფუძველი ჩაუყარა ცნობილ რეჯიმს - DeathMatch-ს.

მაგრამ Return To Castle Wolfenstein სულ სხვა თამაშია, შეცვლილი გრაფიკით, გეიმფლეით და სათამაშო სიტუაციით. ბევრს შეიძლება გული აუცრუვდეს Wolfenstein-ზე, ამ სერიის და 2009 წლის ვერსიის თამაშის შემდეგ. თამაშის დინამიურობა არ ჩამოუვარდება Serious Sam-ს, ჩაანაცვლეთ მონსტრები ნაცისტებით, ხოლო უდაბნოები და ჯუნგლები შეცვალეთ გერმანელების საიდუმლო ლაბორატორიებით და ბაზებით. ბევრმა RTCW შეიძლება მიამსგავსოს Half-life-ს და No One Lives Forever-ს, მაგრამ RTCW შორსაა Half-Life-ისგან. სამაგიეროდ მსგავსება NOLF-თან, ეს რამოდენიმე მისიაშია, რომელშიც გვიწევს ვიყოთ შეუმჩნეველი და არ ავტეხოთ ხმაური. იარაღებიც შესაბამისი გვაქვს: დანა, Luger-ი მაყუჩით, და ავტომატი სტენი მაყუჩით. იარაღების არსენალიც მრავალფეროვანია: ავტომატები სამი სახის (1)MP-40, 2)ტომსონი, 3)სტენი), სტენი კარგი იარაღია იმისთვის რომ ჩუმად ვიმოქმედოთ, მაგრამ სამწუხაროდ მალე ხურდება. MP-40-ი სუსტი იარაღია, სამაგიეროდ ტყვიების რაოდენობა დიდია. ტომსონი კი საკმაოდ ძლიერი იარაღია. აგრეთვე არსენალშია: რაკეტა, რომელიც გვხვდება მესამე ტურში და არაფერში არ გვჭირდება, მაგრამ როცა ვხვდებით გერმანულ ლაბორატორიებში ჩატარებული წარუმატებელი ექსპერიმენტის მსხვერპლს, რაკეტა თავისუფლად ჩაანაცვლებს ავტომატს.

შემდეგი იარაღი არსენალში, ეს სნაიპერია, რომელიც ორი სახისაა: 1)სპრინგფილდი - ერთი გასროლით კლავს ნაცისტს, და 2)Snooper Rifle - ღამის ხედვით. ძლიერი იარაღია, მაგრამ ტყვიები იშვიათობაა. გამოიზოგეთ ! და ორი დამაგვირგვინებელი იარაღი: Mini-Gun-ის მსგავსი იარაღი Venom-ი და Tesla Gun (Lightning Gun-ის პროტოტიპი Quake-დან). რაც შეეხება ნაცისტებს, ისინი ყოველ მეორე კარებში დგანან, მათი დახოცვა პატარა სირთულეს წარმოადგენს, მაგრამ ესროლეთ თავში და მორჩენილია ამბავი. RTCW-ის სიუჟეტი შემდეგშია: ამერიკის სადაზვერვო სამსახურის დავალებით B.J.Blazkovich და Agent-2 მიდიან გერმანელთა ზურგში, რათა საბოტაჟი გაუკეთონ მათ ექსპერიმენტებს და ლაბორატორიებს და მიწასთან გაასწორონ მათი საიდუმლო ბაზები. ბლაზკოვიჩს და Agent-2-ს დაიჭერენ. Agent-2 კვდება, მაგრამ საბედნიეროდ თამაშის შემქმნელებმა ბლაზკოვიჩს დანა უბოძეს და იგი გარბის.

ხოლო თამაშის შემდგომ ვაგრძელებთ მტრის ზურგში მისიების შესრულებას. პირველი სამი ტური უაზროდ დავდივართ Wolfenstein-ის საშინელ ციხესიმაგრეში გასასვლელის მოსაძებნად. ციხესიმაგრის შემდეგ მივდივართ ერთი გერმანული სოფლის დასაზვერად, შემდეგ ჩავდივართ კატაკომბებში, სადაც მკვდრები უჯანყდებიან ნაცისტებს, შემდეგ გვიწევს ჰელგა ბონ ფაუს ელიტური არმიის განადგურება და ასე შემდეგ. RTCW-ს საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი(მესამე რეიხის გაცოცხლებული ლეგენდები) და ლოკაციები აქვს, მაგრამ გეიმფლეი რატომღაც ერთფეროვნად მომეჩვენა. ვიზუალური მხარე თითქმის რეალობასთანაა მიახლოებული. ობიექტები განადგურებადია: შუშები იმტვრევა, ადამიანი თავში ერთი გასროლით კვდება. ალბათ RTCW-ში მონსტრები და რობოტები რომ არა, იგი Medal Of Honor-ის ან Call Of Duty-ს მორიგი კლონი იქნებოდა. RTCW-ში არც საუნდ ეფექტებია შთამბეჭდავი. რაღაცნაირი ეპიკური მუსიკა (როცა მენიუში შედიხართ), გერმანელთა ლაპარაკი, ინგლისური აქცენტით და ღმერთმა უწყის კიდევ რა.

და ბოლოს. ჩემი აზრით, თამაშმა რეინკარნაცია განიცადა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. RTCW-ი არ არის ის Wolfenstein-ი რაც ადრე იყო, უბრალოდ ახალი თამაშია ამავე დასახელებით. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, RTCW რამოდენიმე საათის გასართობი თამაშია, ხოლო თუ გინდათ თამაში იგივე სიუჟეტით, კარგი გრაფიკით და გაფუჭებული გეიმფლეით, Wolfenstein (2009) თქვენთვისაა

©Head Crusher

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Return To Castle Wolfenstein

Unread post#2 » 29 Apr 2010 11:19

gj
მაგრამ არ მიყვარს wolfensteint.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11700

Return To Castle Wolfenstein

Unread post#3 » 30 Apr 2010 16:46

Return To Castle იმით არი კიდე საინტერესო რო საკმაოდ ძნელია, დიდი კომპანიააქ და ისეთი უაზრო სიუჟეტი არააქ როგორც პირველს. ბავშობაში ვთამაშობდი, დახურული არმაქ, მაგრამ სპაუნამ დახურა და მაგრად უყვარდა ეს ნაწილი (თან კაი ხანი ხურავდა და აქებდა მერე). ფაშისტურ ტენდენციებზე ამაზე მეტად საინტერესეო FPS-ის გაკეთება მგონი ძალიან ძნელი იქნება =)
სტატიას რაც შეეხება კარგია, უბრალობ უფრო მეტი სიუჟეტზე რო დაგეწერე უფრო უკეთესი გამოვიდოდა, იარაღების სახეობების ჩამოთვლის კითხვა დამეთანხმები ალბათ, რომ არცთუისე საინტერესოა. მთლიანობაში ნორმალურია.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 78 guests


cron