სიუჟეტი - მარველის კომიქსები ძალიან მომწონს, მაგრამ სამწუხაროდ არცერთი არ მქონია. ერთ-ერთი ასეთი მარველის კომიქსების გმირია დამსჯელი. თითქმის ყველა გმირს მარველის კომიქსებში რაღაც ზებუნებრივი ძალა აქვს, მაგრამ დამსჯელს არ გააჩნია არავითარი ძალა. ფრენკ კასლი ანუ იგივე დამსჯელი FBI-ს ყოფილი აგენტი იყო. მას შემდეგ რაც ბანდიტებმა მას ოჯახი დაუხოცეს, ფრენკმა გადაწყვიტა შური ეძია ბანდიტებზე და ნარკომანებზე და გაეწმინდა ნიუ-იორკი ბოროტმოქმედებისაგან. დამსჯელმა დანდობა არ იცის. მოემზადეთ, გამძვინვარებული დამსჯელი თქვენთან მოდის !
GAMEPLAY - Punisher-ის გეიმფლეი იმით განსხვავდება სხვა თამაშებისგან, რომ აქ მოწინააღმდეგე შეგვიძლია დავკითხოთ სხვადასხვა მეთოდით. მაგ. ვცემოთ, დავახრჩოთ ან შეგვიძლია ცოცხალ ფარად გამოიყენოთ და თავიდან მოიშოროთ "სწრაფი მკვლელობ"-ით. "სწრაფი მკვლელობა" ორი სახისაა: განსაკუთრებული და სწრაფი. განსაკუთრებულ მკვლელობაში დამსჯელს თავისი მეთოდი აქვს: აგდებს კუბოში, უგდებს ყუმბარას და ხურავს. სწრაფში ფრენკი კაცს ან ყელს ჭრის ან კისერს უგრიხავს. დაკითხვის მეთოდიც ორი სახისაა: ჩვეულებრივი და განსაკუთრებული. ჩვეულებრივში კასლი ბანდიტს ან ახრჩობს, ან მუშტს ურტყამს და ა.შ. მაგრამ განსაკუთრებულ დაკითხვაში დამსჯელი სადისტურ მეთოდს მიმართავს-მაგ. მტერს ემუქრება ხორცსაკეპ მანქანაში ჩაგდებით, პირანიებიან წყალში დახრჩობით და სხვა. დაკითხვის დროს მოწინააღმდეგე ნერვიულობს, ეშინია.
მაგრამ, საკმარისია მის სტრესს გადავაცილოთ და ინფორმაცია ჩვენს ხელშია. ამის გაკონტროლება ცოტა ძნელია. მაუსის ერთი უხეში გაქნევაც და ბანდიტი ხელში შემოგვაკვდება, რაც ქულებს ჩამოგვაკლებს. ქულები აქ მნიშვნელოვანია სხვადასხვა აფგრეიდების გასაკეთებლად(მაყუჩის გაკეთება, მჭიდების გაზდა და ა.შ) თამაშში სიფრთხილე გიწევთ, მოკალით 3 კაცი და მიიღეთ 3000 ქულა, მაგრამ მოგხვდათ ერთი ტყვია და ყველაფერს კარგავთ.(ეს ქულებს ეხება). ამ თამაშის შესანიშნავი თვისება არის "მკვლელ"-ის რეჟიმი. ეს რეჟიმი არის დაგროვილი ადრენალინი, რომლის დროსაც ცოტა ხანი უკვდავი იქნებით, ამასთანავე თქვენი დამსჯელი ორჯერ უფრო ძლიერი ხდება.
გრაფიკა - Punisher-ს შესანიშნავი გრაფიკა აქვს, ხარისხიანი და მაღალ-დეტალიზირებული. როცა ბანდიტს თავში ვესვრით, ლამაზად ასხამს სისხლი. ამდაგვარი რაღაცეები Punisher-ში ბევრია და კარგადაა გაკეთებული.მოკლედ პირველი თამაშის შემდეგ დამსჯელი კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს.
ხმა და ეფექტები- პირველ რიგში განათებებით დავიწყოთ. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ, ბევრი ტურში ბნელა და ღამეა, განათებები მაინც რეალისტურად გამოიყურება. რაც შეეხება ხმას, თუ დაგინახათ მოწინააღმდეგემ, ის ტვინის წამღებად ყვირის ან რთავს განგაშს.
©Head Crusher
ხმა და ეფექტები- პირველ რიგში განათებებით დავიწყოთ. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ, ბევრი ტურში ბნელა და ღამეა, განათებები მაინც რეალისტურად გამოიყურება. რაც შეეხება ხმას, თუ დაგინახათ მოწინააღმდეგემ, ის ტვინის წამღებად ყვირის ან რთავს განგაშს.
©Head Crusher