Hitman:Codename 47
ASD, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
grigoli1970
Posts: 845

Hitman:Codename 47

Unread post#1 » 20 Mar 2010 16:31

>>>

Hitman: Codename 47

  • გამოსვლის თარიღი: 2000 წლის 17 ნოემბერი
  • ჟანრი: shooter,action
  • დეველოპერი: IO Interactive
  • გამომშვები: Eidos Interactive
  • პლატფორმა: PC
Hitman: Codename 47 არის კომპიუტერული თამაში, რომელიც იყო პირველი, Hitman-ის თამაშების სერიაში . Hitman: Codename 47-ზე კომპანია IO Interactive მუშაობდა მისი გამომცემელი კი Eidos Interactive გახლავთ, თამაში 2000 წლის 19 ნოემბერს გამოვიდა.

სიუჟეტი
თამაშის მთავარი გმირი არის მელოტი მკვლელი რომელიც არის კლონირებული, ის შექმნა წარმატებულმა მეცნიერ-გენეტიკოსმა, ორტ-მეიერმა , ბუხარესტის ფსიქიატრიის სარდაფში.სადაც იგი მუშაობდა.იმისათვის რომ ორტ-მეიერს ენახა თუ რისი გაკეთება შეეძლო 47- ს, მან დაგეგმა მისი გაქცევა ფსიქიატრიულის სარდაფიდან. 1 წლის შემდეგ, 47 -მა საიდუმლო სააგენტოში მოღვაწეობას მიჰყო ხელი, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან არჩევდა საუკეთესო მკვლელებს და ქირაობდა მათ სხვადასხვა მიზნების შესასრულებლად. საწყის ეტაპზე 47-მა სააგენტოდან 4 დავალება მიიღო:

1 დავალება : Lee Hong
Lee Hong-ი არის ჰონკონგული დაჯგუფების მმართველი რომელსაც ქვია ”წითელი დრაკონი”. იმისათვის ,რომ 47-მა მიაღწიოს Lee Hong-ამდე, მას ჰონკონგრ დაჯგუფებებთან უწევს დაპირისპირება. როდესაც 47-მა მიაღწია Lee Hong-ის აპარტამენტებამდე, იგი ჩუმად შეიპარა მის სახლში და როდესაც დაჯგუფების ლიდერი სახლში დაბრუნდა, მან ვერ შეამჩნია თუ როგორ, ნელ-ნელა ეპარებოდა მას ცივსისხლიანი,მზაკვარი,პროფეს იონალი მკვლელი მოსაკლავად. ამ ყველაფრის შემდეგ Lee Hong-ი მოკლული იპოვეს მის საკუთარ სახლში.

>>>

2 დავალება:Pablo Belisario Ochoa
Pablo Belisario Ochoa არის კოლუმბიელი ნარკობარონი. 47-ი შეინიღბა მდიდრული ტანსაცმლის საშუალებით და გაემგზავრა კოლუმბიის ჯუნგლებში. აქ მას ოჩაოს ბაზამდე მისასვლელად ადგილობრივი ტომის დახმარება მოუწევს, დაკარგული კერპის საპოვნელად. 47-ს ტომში ესმის საშინელი ისტორიები ოჩოას შესახებ,თითქოს ის არის ბოროტი სული და აქვს 7 სიცოხლე. ოჩოას ბაზაში შეღწევის შემდეგ 47-ს ძალიან გაუჭირდა ოჩოას მოკვლა და მას არა ერთი ტყვია შეალია.

3 დავალება:Franz Fuchs
ფრანც ფუკსი არის საერთაშორისო ტერორისტი. 47-ი გაემგზავრა ბუდაპეშტში. ზუსტად აქ, უმდიდრეს სასტუმროში ისვენებს მისი მსხვერპლი. სასტუმროში, ჩრდილივით შეპარული 47-ი კლავს ფუკსს მის ნომერში, როდესაც იგი შხაპს იღებს (და აბაზანაში უტოვებს ცნობილ სათამაშო იხვს).

4 დავალება:Arkadi Jegorov
არკადი ეგოროვი (ასევე ცნობილი როგორც ბორისი) არის წარმატებული იარაღით მოვაჭრე. 47-დი სასმენი აპარატებისა და სათვალთვალო კამერების მეშვეობით საბოლოოდ მაინც დაადგენს არკადის ადგილმდებარეობას. მისი შემდეგი მსხვერპლი ასაფეთქებელი ნივთიერებებით გადაწედილ გემზე იმყოფება. ამის შემდეგ ბორისი ვერც კი მიხვდა ვინ მოკლა იგი, იმდენად პროფესიონალურად შეუსრულებს მას 47-დი. ამ მისიის შესრულების შემდეგ 47-ი იგებს, რომ ყველა მის მიერ მოკლული ადამიანები ერთმანეთის ნაცნობები იყვნენ და ასევე ისინი მსახურობდნენ საფრანგეთის საგარეო ლეგიონში. ბილოს მისიის შესასრულელბლად 47 რუმინეთში მიემგზავრება. დანიშნულ ადგილას 47-ი ხვდება, რომ ზუსტად აქ გაიღვიძა პირველად და აქედან გაიქცა თამაშის დასაწყისში, ამჯერად კი მისი მსხვერპლი მისი შემქმნელი უნდა გამხდარიყო. უეცრად ფსიქიატრიულის შენობაში SWAT-ის ჯგუფი შეიჭრა. 47-ი იძულებულია დაეშვას სარდაფში, სადაც იგი პოულობს კლონირების ოთახს, ამ დროს ის შეხვდება დოქტორ ორტ-მეიერს, რომელიც მას იმის შესახებ უამბობს და ეტყვის, რომ 47-ი არის მხოლოდ კლონი და ვინც მან დახოცა მისი შექმნის პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. ორტ-მეიერმა გადაწყვიტა თავის ქმნილება ანუ 47-ი მხოლოდ მას დარჩენოდა და დანარჩენები მისივე საშუალებით დაეხოცა, თუმცა 47-ი განსხვავებული გამოვიდა, იგი სხვა კლონებზე ჭკვიანი და დამოუკიდებელი იყო. რაც მისი ქრომოსომების დამსახურებაა. ახლა 47-მა გადაწყვიტა მის მამადე მიღწევა, მაგრამ ორტ-მეიერი მის წინააღმდეგ კლონების მთელ არმიას გზავნის, რომელიც «48-х» ტიპის კლონებისგანაა შემდგარი, ისინი არიან უსულო, დაუფიქრებლად მიზნის შემსრულებელი ქმნილებები. 47-მა დიდი ბრძოლის შემდეგ ყველა კლონის დახოცვას ახერხებს და ორტ-მეიერის კვალზე გადის, დოქტორს იგი თავიდან «48-х» ტიპის კლონ გონია, 47-ი კი უახლოვდება მას სასიკვდილო მანძილზე...

>>>

თამაშის პროცესი (GamePlay)
განსხვავებით იმ დროის თამაშების ბევრი შუთერისგან Hitman-ში ბევრი განსხვავებული და სასიამოვნო Gameplay დეტალია ხორცშესხმული, თამაშში არ არის აკრძალული უდანაშაულო ხალხის ხოცვა, როდესაც სხვა თამაშებში ამის გამო ფული ან ქულები გაკლდება. 47-ს შეუძლია მისი მსხვერპლის ტანსაცმლის გახდა და თვითონ ჩაცმა, იმისათვის რომ ხალხმა ის ვერ იცნოს და თავისიანად მიიღოს, ამასთანავე გვამის დამალვა ნებისმიერ ადგილას. დავალების შესრულება სამი სხვადასხვა ტაქტიკითაა შესაძლებელი, თქვენ შეგიძლიათ უბრალოთ ამოიღოთ იარაღი, ირბინოთ და ხოცოთ ყველა, გამოიყენოთ სტელს ელემენტები და მისია ყველასათვის შეუმჩნევლად გაიაროთ. მკვლელობის ხერხები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია, შეგიძლიათ მსხვერპლს უკნიდან მიეპაროთ და თოკით თავი მოტეხოთ, ასევე შორი მანძილიდან სნაიპერული შაშხანიდან გაანადგუროთ მოწინააღმდეგე. ეს ყველაფერი თამაშს საინტერესოს და ჩამთრევს ხდის, თუმცა ვინაიდან ის 2000 წელს გამოვიდა, გრაფიკა ძალიან სუსტ დონეზე აქვს.

    ხელჩართული ბრძოლის იარაღები:
  • დანა Oyabun
  • დანა Pentagon
  • მოსახრჩობი თოკი

    პისტოლეტები:
  • AMT 1911 Hardballer
  • Desert Eagle Mark XIX
  • Беретта 92 გლუშიწელით ან მის გარეშე
  • Derringer
  • Luger P08 გლუშიწელით

    ავტომატები:
  • M16A2
  • АК-47
  • АК-103
  • M60
  • M134 Minigun
  • MP5A3
  • MP5SD
  • Uzi

    საფანტები:
  • Mossberg 500
  • Franchi SPAS-12
  • სნაიპერული შაშხანები:
  • Blaser Jagdwaffen R93
  • Walther WA2000

    წვრილმანები:
  • კევლარის ბრონეჟილეტი
  • კომპასი
  • ბინოკლი
  • შორიდან მართვის შესაძლებლობით ახჭურვილი ასაფეთქებელი მოწყობილობა

    მინიმალური მოთხოვნები:
  • პროცესორი: Pentium II 350
  • ვიდეოკარტა: 64 Мб ( ნებისმიერი მოდელი)
  • ოპერატიული მეხსიერება: 128 Мб
  • თავისუფალი ადგილი დისკზე: 500 Мб

    რეკომედირებული მოთხოვნები:
  • პროცესორი: Pentium III 600
  • ვიდეო კარტა: 128 Мб (Geforce 6200)
  • ოპერატიული მეხსიერება: 256 Мб
  • • თავისუფალი ადგილი დისკზე: 500 Мб
smothered in the crib

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 93 guests