სპარსეთის პრინცი, Story Retrospective

ფორმატები:
მიმოხილვა . საერთო შთაბეჭდილება . სერიის რეტროსპექტივა . სხვა
User avatar
grigoli1970
Posts: 609
Contact:

სპარსეთის პრინცი

Unread post#1 » 16 Mar 2010 13:45

Prince of Persia: Sands Of Time
ახალგაზრდა პრინცი და მამამისი შაჰრამანი გაილაშქრებენ ინდოეთის მაჰარაჯის წინააღმდეგ რომელსაც დაიმონებენ და მის მთელ ქონებას ჩაიგდებენ ხელში , მაგრამ პრინცს უნდა რომ მოიპოვოს მაჰარაჯის ხანჯალი რომელიც ყველაზე დაცულ ციხესიმაგრეშია შენახული , ახალგაზრდა პრინცი ამას მოახერხებს , თუმცა იგი ვერ ხვდება თუ რამხელა ძალის პატრონი ხდება ამ ხანჯლის მფლობელი (ამ პატარა ხანჯლით შეიძლება დროის უკან დაბრუნება და ასევე მომავლის ნახვა) თუმცა ერთ მომენტში პრინცს სწორედ ხანჯალი გადაარჩენს სიკვდილს ,შემდეგ კი ის ხანჯლის საშუალებით თავის მომავალს დაინახავს . ამის საშუალებით პრინცი მიხვდება რომ ხანჯლით შეიძლება დროის უკან დაბრუნება , მომავლის ნახვა. ასევე თამაშის განმავლობაში ხანჯალს ემატება დროის შენელების ფუნქცია და ასევე მისი საშუალებით განსაკუთრებული შეტევის განხორციელებაა შესაძლებელი . როდესაც მეფე შაჰრამანი და მისი შვილი პრინცი დაბრუნდნენ სამეფოში მათ თან გაიყოლეს ეს ხანჯალი და დროის ქვიშა რომელშიც დროის საათში ყრია, თუმცა სანამ ქვიშა შენახულია დროის საათში მას ძალა არ აქვს. მეფემ გადაწყვიტა ეს ქვიშა საჩუქრად აჩუქოს მეზობელი სამეფოს სულთანს, რომელთანაც უნდა რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. სულთნის სასახლეში მას გაყვება ვეზირი რომელმაც ინდოეთის მაჰარაჯას უღალატა და შაჰრამანის მხარეს გადავიდა , სინამდვილეში მას განზრახული ჰქონდა დროის ხანჯლის ხელში ჩაგდება, მას შემდეგ რაც ქვიშა დაიბნეოდა , მაგრამ მეფე შაჰრამანმა მას არ მისცა ხანჯალი რადგან ის პრინცის პირველი მონაპოვარი იყო , ამიტომ ვეზირმა მზაკვრულად მოატყუა პრინცი და გაახსნევინა დროის საათი რომელშიც დროის ქვიშა იყო ( მისი გახსნა მხოლოდ ხანჯლით შეიძლებოდა) ამის შემდეგ ყველა ვინც კი სასახლეში იყო, რომელიც ფაქტიურად ქალაქის ტოლია გადაიქცნენ ურჩხულებად და მათი ერთადერათი მიზანია ყველა ნორმალური ადამიანის განადგურება მათ შორის პრინცის..დროის ქვიშას მხოლოდ პრინცი , ინდოეთის მაჰარაჯის ასული და ვეზირი გადაურჩა , ეს იმიტომ რომ პრინცს ჰქონდა დროის ხანჯალი რომელმაც იგი დაიცვა , FARAH ს ანუ სულთნის ასულს ჰქონდა ყელსაბამი რომელმაც იგი დაიცვა, ხოლო ვეზირი მისი მოჯადოებული კვერთხის საშუალებით გადარჩა. მთელი თამაშის განმავლობაში პრინცი იბრძვის დროის ქვიშის უკან დასაბრუნებლად რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ხანჯლით არის შესაძლებელი .ამ დროის განმავლობაში იგი აკონტროლებს დროს და ებრძვის ქვიშის ზომბებს მათ შორის მამამისს რომლის მოკვლაც უწევს , და ამ ყველაფერში მას მუდმივად ეხმარება FARAH რომელსაც სიკეთე უნდა პრინცისთვის და უყვარს კიდეც იგი მაგრამ პრინცს ბოლო მომენტამდე არ ჯეროდა მისი, რადგან FARAH მაჰარაჯის შვილი იყო და დიდი შანსი იყო რომ მისი დატყვევების გამო ცუდი სურვილები ქონოდა პრინცის მიმართ , ბოლოს და ბოლოს პრინცი და FARAH შეძლებენ დროის ქვიშამდე მისვლას თუმცა ამ დროს FARAH იღუპება , მაგრამ პრინცი უკან ჩააბრუნებს ქვიშას და წარსულში დაბრუნებული აღარ ენდობა ვეზირს და მოკლავს მას .ხოლო ფარას რაც შეეხება ის პრინცს ვერ იცნობს რადგან წარსულში მხოლოდ პრინცი დაბრუნდა . პრინცს ასევე დარჩა ფარას მედალიონი რომელიც ქვიშის პოვნამდე დაუტოვა მას და ისე გამოვიდა რომ FARAH აც და პრინსაც ერთი მედალიონი აქვთ . მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა რადგან დროის ხანჯლის გამოყენების დროს პრინცმა გაარღვია დროის საფარი და ამით განარისხა დროის მცველი DAHAKA რომელსაც ჯერ არავინ გაქცევია მეორე ნაწილი სწორედ ამაზეა აგებული , ასევე მეორე ნაწილში პრინცს დროის კონტროლში უკვე FARAH ს მოცემული მედალიონი ეხმარება თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია.

Prince of Persia: Warrior Within
მეორე ნაწილში პრინცი მთლიანად შეიცვალა და სხვა ადამიანი გახდა , იგი გაიზარდა და გახდა ცივსისხლიანი მკვლელი. WARRIOR WITHIN–ში მოქმედება ვითარდება პირველი ნაწილისგან 7 წლის გასვლის შემდეგ,პრინცი გადაწყვეტს გაემგზავროს კუნძულზე გემით,თუ რატომ ამას ერთ–ერთ ეპიზოდში გავიგებთ.მგზავრობის დროს გემს თავს დაესხმება სხვა გემი რომლის კაპიტანიც იყო ბოროტი ქალი SHASHDEE .მისი და პრინცის პირველი ბრძოლა სწორედ გემზე მოხდა თუმცა ამ ბრძოლაში პრინცი სიკვდილს ძლივს გადაურჩა , მას SHASHDEE მ დიდი დარტყმა მიაყენა და გონება დააკარგვინა . ამ დროს პრინცს გონებაში რატომღაც გაახსენდა მისთვის ერთერთი ყველაზე ახლო ადამიანთან საუბარი რომელიც გარკვეული დროის წინ შედგა. ეს ადამიანი იყო კეთილი მოხუცი რომელიც პრინცს მამასავით ექცეოდა ალბათ მისი არმზრდელი იყო ,ეს იმიტომ რომ პრინცის მამა შაჰრამანი პრინცისთვის ვერ იცლიდა და სულ ლაშქრობებში იყო . ამ მოხუცმა პრინცს უთხრა რომ არსებობს ბედისწერა, რომელიც თითოეულ ადამიანს აქვს და მას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის ,პრინცის ბედისწერა კი,მოხუცის თქმით დროის მცველის,DAHAKA-ხელით სიკვდილი იყო,რადგან პრინცმა თამაშის პირველ ნაწილში გაარღვია დროის საფარი და ამით შეაწუხა დაჰაკა,რადგან დაჰაკას დროის საფარის დაცვა ევალებოდა,მან მიზნად პრინცის განადგურება დაისახა, თუმცა პრინცმა იპოვა თავის თავში ძალები და გადაწყვიტა სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოლა თავის სიცოცხლის გადასარჩენად. მან გადაწყვიტა იმ კუნძულზე წასვლა რომელზეც შეიქმნა დროის ქვიშა . როდესაც იგი კუნძულზე მოხვდებოდა იქ სავარაუდოდ დახვდებოდა პორტალები რომელთა საშუალებით დროს უკან დააბრუნებდა , და ქვიშის შექმნას ხელს შეუშლიდა , ამის საშუალებით თუ ქვიშა არ იარსებებდა მაშინ DAHAKA საც აღარ ენდომებოდა პრინცის მოკვლა რადგან დროის საფარი არ იქნებოდა გარღვეული , თუმცა პრინცმა ზუსტად არაფერი არ იცოდა მათ შორის არც ის მართლა დახვდებოდა თუ არა პორტალები კუნძულზე მაგრამ მიუხედავად ამის ის არ დანებდა. როდესაც პრინცს გაეღვიძა ის სწორედ ამ კუნძულზე იმყოფებოდა. აქ მან პირველ მიზნად დაისახა დროის პორტალების პოვნა და წარსულში დაბრუნება , შემდეგ კი იმ ადამიანისთვის ხელის შეშლა რომელმაც დროის ქვიშა შექმნა . პრინცს გზად უამრავი მონსტრი ხვდებოდა რომელთა დახოცვაც უწევდა , ამ მონსტრებს დროის დედოფალმა დაავალა პრინცის განადგურება რომელიც კუნძულზე იმყოფებოდა. პორტალების ძებნის დროს პრინცს ისევ შეეჩეხა SHASHDEE რომელიც ასევე დედოფლის მონა არმოჩნდა , SHASHDEE გაიქცა როდესაც პრინცი დაინახა რადგან იცოდა რომ პრინცი მას სამაგიეროს სიკვდილით გადაუხდიდა ამ დროს პრინციც და SHASHDEE ც მიადგნენ დროის პორტალს რომლითაც წარსულში გადაადგილდნენ თუმცა ეს შემთხვევით მოხდა პრინცის შემთხვევაში . პრინცმა ასევე აღმოაჩინა რომ ყოველ ახალ პორტალში გავლისას მას ახალი შესაძლაბლობები უჩნდებობდა მაგალითად : დროის შენელება, დროის დაბრუნება, განსაკუთრებული შეტევები. პრინცი მიხვდა რომ ეხლა ახალი მიზანი გაუჩნდა : SHASHDEE ს მოკვლა , მან ამ ქალს ისევ მიაგნო მაგრამ ამ ჯერად მეორე ქალთან ერთად, რომელსაც SHASHDEE ებრძოდა პრინცმა გადაწყვიტა რომ მისი მტრის მტერი მისი მეგობარი იყო და SHASHDEE გაანადგურა . ის ქალი რომელსაც დაეხმარა პრინცი ანუ kaileena ს პრინცს ურჩევდა დაეტოვებინა კუნძული მაგრამ პრინცს ამოჩემებული ჰქონდა დროის დედოფლის ნახვა და მისთვის აზრის შეცვლა , რომ მას არ შეექმნა დროის ქვიშა. ამ მიზნის განსახორციელებლად პრინცს უთვალავი დაბრკოლების გადალახვა მოუწია რაშიც kaileena ეხმარებოდა ,მან პრინცს 2 ხმალიც კი აჩუქა საბოლოოდ პრინცმა და kaileena მ შეაღწიეს ოთახში რომელშიც წესით დედოფალი იმყოფებოდა მაგრამ ყველაფერი სხვანაირად არმოჩნდა თურმე kaileena თვითინ იყო დროის დედოფალი და პრინცის სიკვდილის იმედი ჰქონდა როდესაც იგი დაბრკოლებებს ხვდებოდა , თურმე მან ერთ ერთი ხმალიც კი დაწყევლა მაგრამ ამან არ გაამართლა. საბოლოოდ პრინცმა ვერ დაარწმუნა kaileena რომ არ ებრძოლათ და ბაბილონში წასულიყვნენ ერთად მშვიდი ცხოვრებისთვის , kaileena პრინცმა ბრძოლაში დაამარცხა და გადაწყვიტა რომ დროის ქვიშა აღარ შეიქმნებოდა რადგან მისი შემქმნელი მოკლა , როდესაც იგი კუნძულის დატოვებაზე ფიქრობდა და დარწმუნებული იყო რომ DAHAKA ს არავითარი საქმე აღარ ჰქონდა მასთან სწორედ ამ დროს გამოჩნდა ეს ურჩხული და მიწის ქვეშ ჩააგდო . აქ პრინცი მიხვდა მის შეცდომას : როდესაც მან კაილინას საბოლოო დარტყმა მიაყენა და მოკლა კაილინა თვითონ გადაიქცა დროის ქვიშად, რადგან ის დროის დედოფალი იყო და არა მარტო დროის ქვიშის. აქ პრინცმა პირველად დაყარა ფარ-ხმალი და გადაწყვიტა რომ აღარაფერი ეშველებოდა . თუმცა შეთხვევით აღმოაჩინა კედლებზე ძველი წარწერები სადაც ეწერა რომ "მოჩვენების ნიღაბი" ს საშუალებით ადამიანს თავისი ბედისწერის შეცვლა შეეძლო.მან შეძლო ამ ნიღაბის სახეზე გაკეთება ,ამ დროს ის და ნიღაბი ერთმანეთს შეერწყნენ და გარეგნულად პრინცი ურჩხულს დაემსგავსა , ახლა ის მიხვდა რომ დროის ქვიშის შექმნა გარდაუვალია და გადაწყვიტა kaileena ნამდვილ დროში მოეკლა რითიც ქვიშა ნამდვილ დროში შეიქმნებოდა და ამით პრინცს DAHAKA სგან თავს დაიძვრენდა . ამ მიზნის შესრულების პროცესში პრინცი ახალ "წყლის ხმალს" ჩაიგდებს ხელში და გადამწყვეტ მომენტში როდესაც კაილინას მოკვლას დააპირებს მას DAHAKA გამოეცხადება რათქმაუნდა მოსაკლავად , ამ დროს პრინცი აღმოაჩენს რომ "წყლის ხმლის" საშუალებით შეიძლება DAHAKA ს განადგურება , ამ გადამწყვეტ ბრძოლაში პრინცი გაიმარჯვებს , როდესაც kaileena დაინახავს რომ მართლა მიეცა შანსი ბედისწერის შეცვლისა იგი პრინცთან ერთად გადაწყვეტს დაბრუნებას ბაბილონში,პრინცი და kaileena გემით ერთად გაუდგებიან გზას ბაბილონისკენ. თუმცა პრინცს დაავიწყდა რომ თუ დროის ქვიშა არ იარსებებდა მაშინ პირველ ნაწილში მომხდარი მოვლენებიც არ იარსებებდა და ვეზირიც ცოცხალი იქნებოდა , ასევე როდესაც მან ნიღაბი გაიკეთა რამდენჯერმე შეხვდა მის მეორე "მე" ს . ერთ-ერთი შეხვედრისას მისი მეორე "მე" DAHAKA მ მოკლა და ამ დროს მოიხსნა პრინცმა ნიღაბი .ამის გამო საცაცილოა მაგრამ მესამე ნაწილში პრინცის ერთ-ერთი მთავარი მტერი მისი მეორე "მე" იქნება თუმცა ყველაფერი ასე მარტივადაც არაა . მაგრამ თუ მესამე ნაწილის შინაარსს არ გაიგებთ ბევრი კითხვა გაგიჩნდებათ.

P.S ამ ნაწილ აქვს მეორენაირი დასასრულიც,როდესაც ბოლოს მეორედ კლავ კაილინას,თუმცა ოფიციალურ დასასრულად თამაშის შემქმნელმა ჯორდან მეხნერმა დაჰაკას სიკვდილი გამოაცხადა,სთორიც ზუსტად ამ დასასრულზეა აგებული.

Prince of Persia: The Two Thrones
ამ ნაწილში პრინცს პრობლემები მისი წარსულში დაშვებული შეცდომების გამო ექმნება და სანამ ის არ მიხვდება რომ ადამიანის ცხოვრებაში მთავარი სიკეთის კეთებაა და არა სისხლიანი ხმლის ქნევა მანამ ვერაფერს გახდება მისი ბოროტის მსურველების წინააღმდეგ .
მესამე ნაწილში პრინცი ბრუნდება თავის სამფლობელოში, ბაბილონში KAILINA სთან ერთად პრინცი მას პირდება , რომ აქ ისინი მშვიდად იცხოვრებენ და kaileena ს აჯერებს, რომ არავითარი საბრთხე აღარ დაემუქრება .როდესაც ისინი ქალაქის პორტში შევლენ დაინახავენ რომ ყველგან ცეცხლიანი ისრები დაფრინავს , ყველგან ბრძოლები მიდის , ამ დროს პრინცის და kaileena ს გემსაც მოხვდება ცეცხლიანი ისრები და განადგურდება. პრინცი უვნებელი გადარჩება კაილინას კი მეომრები გაიტაცებენ , ამის გამო პრინცს პასუხისმგებლობის გრძნობა და სიამაყე შეაწუხებს რადგან მან სიტყვა ვერ შეასრულა რომელიც KAILINA ს მისცა. ის მიაღწევს კაილინას ადგილსამყოფელამდე და იქ ნახავს რომ ბოროტ ვეზირს რომელიც პირველ ნაწილში ვიცით ვინც არის ხელში ჩაუგდია kaileena , როგორც ჩანს მან პრინცის არ ყოფნაში ხელში ჩაიგდო დროის ხანჯალი და რადგან დროის ქვიშა საერთოდ არ შექმნილა მან გადაწყვიტა ეს თვითონ გაეკეთებინა რაც კაილინას სიკვდილით იყო შესაძლებელი : როდესაც kaileena გარდაიცვლებოდა ის მხოლოდ სახეს იცვლიდა და დროის ქვიშად გარდაიქმნებოდა რადგან დროის დედოფლის განადგურება შეუძლებელია. როდესაც პრინცმა ვეზირისთვის ხელის შეშლა გადაწყვიტა ის ერთ ერთმა პრინცის მოწინააღმდეგემ რომელიც ვეზირის მხარეს იყო ჯაჭვით დაიჭირა იგი. ამ დროს ვეზირმა კაილინას ხანჯალი გაუყარა და დროის ქვიშა შექმნა , როგორც პირველ ნაწილში , ამჯერადაც ქვიშა ყველგან , მთელ ბაბილონში მიმოიფანტა და ვეზირის მსახურები ზომბებად აქცია ,ამჯერად პრინცზეც იმოქმედა ამ ყველაფერმა რადგან მას აღარ ჰქონდა მედალიონი ( სანამ გზაში იყვნენ ის და kaileena მან გადაწყვიტა , რომ მედალიონი არავის უნდა ჩავარდნოდა ხელში და ზღვაში გადააგდო) , პრინცს ის ჯაჭვი რომლითაც დაიჭირეს შეერწყა და მისი ნაწილი გახდა. ამ დროს ახლო-მახლო ყველაფერი დაინგრა და შეზანზარდა. ამის გამო ვეზირს ხანჯალი დაუვარდა , პრინცმა ისარგებლა მომენტით და ხანჯალი ხელში ჩაიგდო. ახლა პრინცის ერთადერთი მიზანია ვეზირის განადგურება და ბაბილონის თავიდან აყვავება რომელიც ვეზირის მსახურებმა გადაწვეს პრინცს ამ ნაწილშიც აქვს დროის კონტროლის შესაძლებლობა იმ ხანჯლის მეშვეობით რომელიც ვეზირს წაართვა. მიზნის შესრულების დროს ის უცბად იგრძნობს რომ ჭრილობას რომელზეც ჯაჭვი ჰქონდა შერწყმული რაღაც დაემართა და უცბად პრინცი მონსტრად გადაიქცევა , მას მუდმივად ჩაესმის ვიღაცის ლაპარაკი , თუმცა როდესაც დაუკვირდება ეს ხმები მას თავისივე სიტყვებს ეუბნება(.თუმცა პირველ ნაწილში იგი ძალიან კეთილი იყო და მხოლოდ სიკეთისთვის იბრძოდა, მეორე ნაწილში იგი ძალიან ამაყი გახდა და მზად იყო თავის გადასარჩენად ნებისმიერი მოეკლა) ეს იმას ნიშნავს რომ მასში არის ორი მხარე :პირველი კეთილი და მეორე ბოროტი.ხოლო რომელს აირჩევს პრინცი ეს მისი საქმეა.როდესაც პრინცი წყალს შეეხება ,იმ წამსვე გადაიქცევა ჩვეულებრივ ადამიანად .ისიც უნდა აღინიშნოს რომ პრინცს მონსტრად ყოფნისას სიცოხლე ნელ-ნელა აკლდება.ერთ ერთ ეპიზოდში პრინცი შეხვდება FARAH ს რომელიც ვეზირის მხლებლებს ცხოველივით დატყვევებული ჰყავდათ.პრინცი მას გაანთავისუფლებს . FARAH პრინცი კი იმიტომ ვერ იცნო,რომ პრინცმა მეორე ნაწილში დრო იმ ადგილას დააბრუნა,რომელშიც პირველი ნაწილი ვითარდებოდა,თუმცა რადგან მან დროის ქვიშის კინძულზე შექმნა შეაჩერა,ამიტომ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა,თუმცა FARAH და პრინცი ისევ ერთად მოქმედებენ . FARAH გაუჩერებლად იბრძვის ბაბილონში დატყვევებული ხალხის გადასარჩენად ,მაგრამ პრინცი დაბრმავებულია ვეზირის მოკვლის სურვილით . გადამწყვეტ მომენტში პრინცში კეთილმა მხარემ გაიღვიძა და დატყვევებული ხალხის უზარმაზარი ნაწილი გაანთავისუფლა , მათ შორის იყო ის კეთილი მოხუციც რომელიც მეორე ნაწილში ჩანს .პრინცს ძალიან უჭირს ვეზირთან მისვლა რადგან როდესაც დაიბნა ქვიშა ის ძალიან ძლიერ მონსტრად გადაიქცა ჯადოქრობის მეშვეობით. ამ ძნელ გზაზე პრინცი მამამისს იპოვის რომელიც მოკლული დახვდა მტრის ხელით . ამ მომენტში იგი საბოლოოდ გააცნობიერებს მის დაშვებულ შეცდომებს და მიხვდება რომ ისინი ძალიან ბევრია, იგი გურწფელად დაგმობს მის ამ საქციელს და ამით განთავისუფლდება მეორე "მე" სგან .ამის შემდეგ იგი მიაგნებს ვეზირს რომელსაც FARAH ყავს დატყევებული და მოკლავს მას . ამ დროს მას გამოეცხადება კაილინა , უკვე ქვიშის სახით და გამოართმევს დროის ხანჯალს, იგი პრინცს ეტყვის,რომ რადგან ვერ იპოვა ადგილი ამ სამყაროში , ეს არ ნიშნავს იმას რომ იგი არ იარსებებს , არსებობენ სხვა სამყაროები სადაც კაილინა მშვიდად იცხოვრებს. თითქოს ყველაფერი დამთავრდა მაგრამ პრინცის მეორე "მე" დარწმუნებულია რომ პრინცში მაინც გაიმარჯვებს ბოროტი მხარე. თუმცა როდესაც პრინცს ნახევრად სიზმარში ნახევრად ხილვაში გამოეცხადება მისი შავი მხარე ის არ დაუწყებს მას ხმლით ბრძოლას და სინათლისკენ წავა, ამით მან სამუდამოდ დაასამარა მასში ბოროტი მხარე. ამ ყველაფრის შემდეგ PRINCE და FARAH დაიწყებენ ახალ ცხოვრებას. რაც შეეხება მეოთხე ნაწილს მის შესახებ მოგვიანებით დავწერ რადგან ამ მომენტისთვის არ მიქაჩავს კომპი და ახალს რო ვიყიდი დავხურავ იმასაც და მოგიყვებით ზუსტად. ასევე მალე , მაისში გამოვა PRINCE OF PERSIA THE FORGOTTEN SANDS და მის შესახებაც როცა დავხურავ მაშინ მოგიყვებით. თქვენით როცა ითამაშებთ მიხვდებით რომ მსოფლიოში საუკეთესო თამაშია.

Return to “Research !”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 11 guests