Silent Hill 3, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Spawn
Posts: 157

Silent Hill 3

Unread post#1 » 25 Jan 2010 22:29

>>>

Silent Hill 3

  • ანრი: Survival horror/Psychological horror
  • დეველოპერი: TeamSilent
  • გამომცემელი: Konami
  • გამოსვლის თარიღი: 2003 მაისი
  • პლატფორმა: PS2, PC
ფენომენი
ყველაზე ადვილია, Silent Hill 3-ის განხილვა თანამედროვე კინემატოგრაფიის კონტექსტში. სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობთ Silent Hill 3-ის შემქმნელებს, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათ თაროებზე დევს David Lynch-ის ფილმოგრაფიის საკოლექციო გამოცემები, საშინელებათა ფილმები იტალიელი მაესტროს, Dario Argento-ს, ადრინდელი, პათოლოგიური ფილმები, ბოლო კულტურული ფენომენი - "Blair Witch" და, რა თქმა უნდა, Adrian Lyne-ის "Jacob's Ladder" - რომელიც გახდა ავტორების შთაგონების წყარო Silent Hill-ის ტრილოგიის შექმნაში.
მიმაჩნია, რომ ხელოვნების ჭეშმარიტი დანიშნულებაა, მოახდინოს შთაბეჭდილება ადამიანებზე, აიძულოს, განიცადონ ძლიერი ემოციები. გააზრება და ტვინის მუშაობა კი - მეორადი საქმეა.
David Lynch-ის შედევრების მსგავსად, Silent Hill-ს შეუძლია, გამოიწვიოს მოთამაშეში სრულიად ირაციონალური, პირველყოფილი შიშის შეგრძნება რაღაც აუხსნელის მიმართ. Resident Evil-ის ვერანაირი ზომბი, ვერანაირი ვირუსები და უცხოპლანეტელები ვერ შეედრება იმ შეგრძნებას, რომელიც გეუფლება, როდესაც მიწა ფეხქვეშ გეცლება და რეალობა შეუქცევადად იხლიჩება ნაკერებზე.

Silent Hill 3 იწვევს თანაგრძნობის, თანამონაწილეობის უპრეცედენტო ეფექტს, მთავარ გმირთან გაიგივების შეგრძნებას. 10 წუთის თამაშის შემდეგ თქვენ უკვე ვეგარ გრძნობთ განსხვავებას საკუთარ თავსა და თამაშის გმირს შორის, რომელიც კარის სახელურს შიშით ჰკიდებს ხელს, როდესაც მისკენ მოემართება "რაღაც გაურკვეველი". და აქ საქმე ბრწყინვალე გრაფიკაში და გენიალურ საუნდტრეკში კი არ არის, არამედ, ადამიანის პირველყოფილ შიშში შეუცნობელის წინაშე. თქვენ ალბათ ვერც გაიხსენებდით, რა სურათებს წარმოიდგენდით ხოლმე ბავშვობაში, ბნელ დერეფანში გავლისას (რომელზეც ტუალეტისკენ მიმავალი გზა იყო). და ეს თქვენს მაგივრად გააკეთა KONAMI-მ.

>>>

ფანარი ჰიზერს ჯიბეში ტყუილად არ აქვს - მის გარეშე Silent Hill-ში ვერაფერს გახდები. მხოლოდ საზიზღარი ურჩხული თუ შეგჭამს სრულ სიბნელეში

Silent Hill 3-ის მთელი საიდუმლო მისი თხრობის მანერაშია. არავინ არ უხსნის Heather-ს, ჩვენს გმირს, რა ხდება მის თავს, ფერადი როლიკი არ მოუთხრობს მას, საიდან გაჩნდა არსება, რომელიც მის თვალწინ, ქალის ტანსაცმლის მაღაზიაში ადამიანის თავს მიირთმევს. იაპონელები შესაშური ოსტატობით ახერხებენ ჩვენი თვალისთვის შეჩვეული რეალობის ტრანსფორმაციას ზღვარგადასულ სიურეალიზმად. ამასთან, ისინი გონივრულად იყენებენ თანამედროვე ადამიანის შინაგან სოციალურ შიშებს - გაიხსენეთ ხიდეო ნაკატის ორიგინალი, რომელზეც შემდეგ ჰოლივუდური რიმეიქი გაკეთდა - "The Ring" რომელიც ფაქტიურად თანამედროვე ანტურაჟში მოგვითხრობს საბავშვო საშინელებას "შავ ხელზე", შეცვალა "შავი ხელი" "საიდუმლო ვიდეოკასეტით". იგივე ხდება ჩვენს თვალწინ - Silent Hill 3-ში

Lost Highway
ჩვიდმეტი წლის ჩვეულებრივი გოგონა ჰიზერი იღვიძებს კოშმარისaგან, რომელიც კაფეში ჩაძინებულს დაესიზმრება. ის ტოვებს ნახევრად დალეული ყავის ჭიქის გვერდით დასრესილ კუპიურას და ურეკავს მამას. რეჟისურა, გრაფიკა, საუნდტრეკი გაიძულებს ვუყუროთ ამ ერთი შეხედვით, კომპიუტერული თამაშისთვის უჩვეულო მოვლენებს დაუფარავი ინტერესით. საკმარისია, ჰიზერი გამოვიდეს კაფედან, რომ რეალობა თანდათანობით სადღაც "მიცურავს". საიდანღაც გამოჩნდება უცხო მამაკაცი, რომელიც დეტექტივად წარუდგება და თხოულობს ყურადღებას რამოდენიმე წუთით. ჰიზერი, როგორც შეეფერება 17 წლის გოგონას, დაწვრილებთ უხსნის, როგორ და სად უნდა წავიდეს იგი, ამის შემდეგ შედის ტუალეტში, გადაძვრება ფანჯრიდან, და აღმოჩნდება სუპერმარკეტის უკანა ეზოში. მაგრამ საკმარისია, შევიდეს უკან, კაფეში, რომ რეალობა როგორც მუყაოს დეკორაციები. იშლება და იხსნება Silent Hill 3-ის ნამდვილი ატმოსფერო.

>>>

არ ვიცი რას ჭამს ბობიკი, მაგრამ ეს რომ ბოსტნეულის რაგუ არ არის, აშკარაა.

გეშინოდათ ბავშვობაში უცხო ადგილას დარჩენის? სუპერმარკეტში დაკარგვის? Silent Hill 3 ამ შეგრძნებებს ისეთი სიმსუბუქით გაგახსენებთ, რომ უცნაურად იგრძნობთ თავს. ვინ არის ბოლო-ბოლო ეს TeamSilent? საიდა ნ იცის ამდენი ჩემსა და ჩემი შიშების შესახებ? სად უდევს მას სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ ადამიანის ფსიქიკის რომელ ღილაკს უნდა დააჭიროს, რომ გააღვიძოს სწორედ ის მიმალული, იდულმალი კოშმარები? სანამ ჩვენ ამ კითხვაზე პასუხს ვეძებთ, და კანკალით ვითვლით პისტოლრტის დარჩენიოლ ტყვიებს, სამყარო ჩვენს გარშემო განაგრძობს სახეცვლილებას: ჰიზერი ჩვენთნ ერთად რეალობას უამრავ კითხვას უსვამს და ვერც ერთზე ვერ იღებს პასუხს. კედლები ჩვენს თვალწინ იფარება ჟანგით, ახლახანს გაღებული ფანჯარა სამუდამოც ჩაჭედილია, ესკალატორს უფსკრულისკენ მივყავართ, ვიღაც უჩინარი ფეხებთან გაფუჭებულ რადიოს მოგვიგდებს, რომელიც ტრადიციისამებრ, გადმოცემს სტატიკურ ხმაურს და შიშინს რაღაცის მოახლოებისას...
ამ გახსენებაზე, მის შესახებ. Silent Hill 3-ის მონსტრები კიდევ ცალკე თემაა. მათი სრულყოფილი დიზაინი და სრულიად იმქვეყნიური კვნესა და გმინვა იწვევს სრულიად არაადამიანურ შიშს.

>>>

რადიო - ჩვენთვის აგრესიული ფაუნის დეტექტორია ამ შეშლილ სამყაროში.

შენ იცი, რომ კარს მიღმა რაგაც გელოდება, რის დანახვაც ნამდვილად არ გინდა, მაგრამ მაინც მიდიხარ წინ. ეს კონცენტრირებული, მატერიალიზებული შიშია. გაიხდენეთ, როდესაც თამაშის დროს პირველად აღმოჩნდებით პირისპირ საზიზღარ არსებესთან, რომელსაც საოცარი სისწრაფით უტრიალებს თავი, - ძალიან გინდება გამორთო კომპიუტერი, გადაიფარო თბილი საბანი და სამუდამოდ გაანებო თავი თამაშების სფეროს. ეს ყველა ხმა და ყვირილი ნამდვილად არ არის ამ სამყაროდან. ვის აწამებდა კონამის ხმის რეჟისორი მსგავსი ხმოვანი ეფექტების მისაღწევად, - გაურკვეველია, მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ ჩაწერის დროს არაერთი ცოცხალი არსება დაშავდა=)
თამაში ისეთი სიმსუბუქით გვაცლის მიწას ფეხქვეშ, რომ ჰიზერი(ჩვენთან ერთად) საასოწარკვეთილი ცდოლობს მოეჭიდოს საღი აზრის ნებისმიერ გამოვლინებას ირგვლივ გამეფებულ ქაოსში. ამ მომენტში Silent Hill 3 წარმოგვიდგენს პირველ ცოცხალ ადამიანს. გონებაარეულ კლაუდიასთან დიალოგის შემდეგ გარემომცველი სამყარო საბოლოოდ გადადის ჭკუიდან. ვინ არის ჰიზერი სინამდვილეში? რატომ ცდილობს ყველა მის გარშემო, რაღაცა გაახსენოს? რატომაა, რომ უცნაურ წითელ სიმბოლოებ(Halo of The Sun)-თან მიახლოებისას მას ეწყება საშინელი თავის ტკივილი? მე მეტს არაფერს მოგიყვებით. დანარჩენი თქვენ თვითონ უნდა ნახოთ და განიცადოთ.

Silent Hill 3- ეს არის სტილის, ატმოსფეროს, თხრობის, რისიც გინდათ - დღესასწაული, ოღონდ არა გეიმპლეისი. პირველად ვხედავთ თამაშს, რომელიც საკუთარ ჩარჩოებში ვერ ეტევა.
შენ გინდება მართლა დაიყვირო შიშისაგან შეძვრე საწოლის ქვეშ, აიფარო სახეზე ხელები და იმეორო: ეს არ არის მართალი, არაფერი ამდაგვარი არ ხდება... "ამის მაგივრად გიხდება ამოხსნა მოსაწყენი თავსატეხები, ეჯაჯგურო უამრავ კარებს, მოიპოვო გასაღებები და აღნიშნო რუქაზე გამოკვლეული ადგილები.
სიტუაციას გეიმფლეისთან დაკავშირებით მხოლოდ, ჭკვიანურად გაწონასწორებული ბალანსი შველის, პირველ რიგში, წინა სერიებთან შედარებით, თავსატეხების რაოდენობა შესამჩნევლად შემცირდა, და ადგილი დაუთმო სასტიკ ბრძოლებს. შედეგად, თავსატეხების და ექშენის პროცენტული შეფარდება შეიძლება ასე გამოვსახოთ, ქუესთების 30%-ზე მოდის 70% ექშენი.
არსებული თავსატეხები. თუ გავითვალისწინებთ მოვლენების ზოგად სიურეალიზმს, ძალიან ძნელად ჯდება, თამაშის სტილში Silent Hill 3 , - ეს სწორედ ის შემთხვევაა როდესაც გარეგანი მხარე გადაფარავს სუსტ შინაარსს. ანუ უნაკლო სტილისა და მოთამაშის ფსიქიკაზე გათვლილი ფაქიზი თამაშის ატმოსფერო ახერხებს - [გაქაჩოს] გეიმპლეი, რომელიც პირველი ნაწილის შემდეგ სრულებით არ შეცვლილა.

>>>

მარცხენა კუთხეში წითელ ტრუსებში გამოდის... რაღაცა. Heather-ი კი სამწუხაროდ არ არის მაიკლ ტაისონი, ამიტომ ის ერთ რაუნდსაც ვერ გაუმკლავდება.

როგორ გამოსდით ეს - უნდა ნახოთ. Heather-ი აკანკალებული ხელით აწვება მორიგ კარებს და შედის ახალ დერეფანში. რადიო გამოსცემს შიშინს. სადღაც ახლოს რაღაც არსებაა. ჩვემ ვერ ვხედავთ რა ხდება - კამერა ოსტატურად ახდენს გმირის სახის მსხვილი პლანით დემონსტრირებას. ნაბიჯი წინ - ხედვის კუთხე მკვეთრად იცვლება, და ფანარის სინათლე ანათებს დერეფნის ბოლოში ორ საზიზღარ მონსტრს. რომლებიც ხარბათ გლიჯავენ სისხლიან ნაგლეჯებზ იატაკზე. დიახ, ეს მხოლოდ თამაშია, და წინ - ორი წყება პოლიგონია რომლებიც უმაღლესი გაფართოების ტექსტურებით არის გაფორმებული.

მაგრამ ჩვენ ამ მომენტში, არაფერი არ ვიცით ამის შესახებ წინ - რაღაცაა მას სავარაუდოდ ორი თავი აქვს, მაგრამ ზუსტადაც ვერ გაარჩევ და - ფანარის სხივი კანკალებს, ახლოს მისვლა საშიშია. ეს რაღაცა რაღაცას ჭამს. არ ვიცი რაარის ეს - აქედან არ ჩანს, მაგრამ ნამდვილად არ არის ვეგეტარიანული რაგუ..
გონება ცდილობს შეგვახსენოს რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თამაშია, ამასთან მორალურად მოძველებული გეიმფლეითი. და ჩემი ამოცანაა - ერთ ერთი ამ კარების იქით რაიმე რითაც შეიძლება ჩაუშვა კიბე მეორე სართულზე, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ თავს, რადგან ჩემს წინ, ეშმაკმა დალახვროს - ორი ძაღლის მაგვარი ურჩხული სიბნელეში რაღაცას ჭამს.
ექშენი ძალიან მკაფიოდ არის გაწონასწორებული და გათვლილი. საბრძოლო იარაღები და ტყვიები უკვე აღარ გდია ყოველ მეორე ოთახში - თქვენ საოცნებო ტყვიების ყუთს ზუსტად იმ მომენტში იპოვით, როცა ისტერიკაში მყოფმა უკანასკნელი აბოიმა დაახალეთ - საზიზღარ ძაღლს, ფეხებით დაუჩეჩქვეთ თავი და გამწარებული შევარდით უახლოეს ოთახში, რომ მეორე ისეთივე მონსტრისაგან გეხსნათ თავი. ტვინი ცდილობს აგიხსნათ, რომ ეს ყველაფერი თავიდან იყო გათვლილი და ჩაფიქრებული, რომ ავტორები - სწორედ ასე გეგმავდნენ... მაგრამ თქვენ არ გესმით ეს. თქვენ იცით მხოლოდ ერთი რამ - პატრონები გაგითავდათ, მაგიდაზე კი სანატრელი ყუთი დევს. და ეს არის ყველაფერი რაც ამ წუნთში გაინტერესებთ.

>>>

პაკმენი? მაგრამ არ გეგონოთ, რომ Silent Hill 3 -ში არ არის იუმორი - წამის მერე ეს საზიზღრობა მტკივნეულად ჩაფრინდება ფეხში.

გარკვეული საყვედურები არის "კონტროლის" მიმართ, Heather-ი უხალისოდ ასრულებს ჩვენს მითითებებს, ზანტად მოძრაობს, ჩვენ კი ისტერიულად გვინდა ავაჩქაროთ ეს პროცესი. თქვენ შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ეს ასეთი ნაკლი მხოლოდ უმატებს თამაშს ადრენალინს - როდესაც შენსკენ მოემართება სამი აგრესიული ურჩხული ჯიბეში კი მხოლოდ დანა გაქვს აფთიაქი კი უახლოეს მომავალში არ გელოდება, ნერვიული უჯრედები ნადგურდება ორმაგი სიჩქარით.

Mulholland Dr.
რაღაც მომენტში ავიყვანე თავი ხელში და ვეცადე, შემეფასებინა Silent Hill 3 ობიექტურად. და მსურს ამის თაობაზე მოგახსენოთ შემდეგი: ეს თამაშჳ ნამდვილად არ არის ,,თამში ყველასათვის". ბევრს ნამდვილად არ მოეწონება ნახევარი თამაში გაატაროს სრული გაურკვევლობის მდგომარეობაში, გაიკაფოს გზა მონსტრების ხოცვაში და ვერ იპოვოს პასუხი ბევრ კითხვაზე. ადვილი შესაძლებელია, რომ სრული სიურეალიზიმს გარემო არ გამოიწვევს აღფრთოვანებას ზოგიერთში. ბევრი აღშფოთდება უამრავ დაკეტილ კარზე, ერთნაირ მტრებზე და საიდანღაც გამომხტარ თავსატეხებზე. და ასეთი ადამიანები უმრავლესობაში არიან. სწორედ ამიტომ, David Lynch-ს დღემდე არ აქვს უზარმაზარი ბიუჯეტი და ვერ მიიღო Mulholland Dr-ში ოსკარი.
ასე, რომ რომ გაიგოთ, მოგეწონებათ თუ არა ეს თამაში, უნდა ითამაშოთ ის. უარეს შემთხვევაში თქვენ მას გვერდზე გადადებთ და აღრასოდეს გაიხსენებთ, უკეთეს შემთვევაში - თქვენ გამოცდით თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ უძლიერეს კულტურულ შოკს.
Silent Hill 3 - ში სახეზეა თანამედროვე მაღალბიუჯეტიანი თამაშის ყველა ატრიბუტი. გრაფიკა იმსახურებს გულწრფელ ოვაციებს. ასევე კედლების ტექსტურა, ძირითადი არქიტექტურა - ჩეულებრივი საყოფაცხოვრებო შენობებია... მაგრამ - არის მოდელების უპრეცედენტო დეტალიზაცია, დინამიური ჩრდილები, (უნდა ნახოთ, როგორ მიცოცავს Heather-ი ფანრის შუქი აბსოლუტურად ბნელი ოთახის კედლებზე) და მოძრაობის საუკეთესო ანიმაცია.
ამას გარდა, სახეზეა გენიალური ხმოვანი გაფორმება, მაგრამ ყველაზე მთვარია - მუსიკა. Silent Hill -ის სერიები ყოველთვის გამოირჩეოდა საუკეთესო საუნდტრეკებით, მაგრამ მესამე ნაწილმა ამ განხრით რაღაც ასტრონომიულ სიმაღლეებს მიაღწია. რეზულტატში, ოცზე მეტი ინსტრუმენტული თემის გარდა (აქ არის ემბიენტიც, უსუფთაო ხმაურიც, ტრიპ-ჰოპიც მოულოდნელი კლავიშური გადახვევებით) სპეციალურად Silent Hill 3 -ისთვის ჩიწერეს 3 ტრეკი მელისა უილიამსონის საოცრად სექსუალური ვოკალის თანხლებით. თამაშის ლიცენზირებულ კოპიას მოყვება ცალკე დისკი საუნდტრეკით, რომელიც შეგიძლიათ თამაშის გარეშეც მოუსმინოთ.
God made the priest – devil made the skomorokh

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Silent Hill 3

Unread post#2 » 26 Jan 2010 11:20

მაგარი სტატიაა!!!

პროსტა მე მაგრა მომწონს ეს გეიმფლეი და ვერასდროს ვერ შევეგუებოდი მაგის შეცვლას : DDDD

ჩემ დროს ვინ წერდა ვაბშე სტატიებს, უნდა გეთამაშა გაგეგო/ვერ გაგეგო, მშურს იმ ხალხის ვინც ახლა დახურავს და გამზადებული სტატიები განხილვები და უამრავი fiction ხვდება რასაც შეუძლია შეადაროს და უკეთესად გამოიტანოს აზრი, პირველ ეფექტს მაინც სხვა მუღამი აქვს ;//

მე რაც თამაშის ბოლოს მრჩებოდა ხოლმე ეს იყო შოკი, ათასგვარი იდეები და რვეული puzzle-ებით რასაც მერე რამდენჯერმე კიდე გადავხედავდი ხოლმე )))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Silent Hill 3

Unread post#3 » 29 Apr 2010 10:22

რა ვიცი,მეორე ნაწილი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თამაში გახდა,მაგრამ ეს ნაწილი რაღაც არ მომეწონა,ეგრევე უზარმაზარი ურჩხული ეძრობა პირველივე ტურში და მერე ჯოგებად დაგსდევენ მონსტრები ჩემი აზრით არ უხდება ამ თამაშს ესეთი რაღაც.

თუმცა სხვა უამრავ პოპულარულ თამაშს მირჩევნია ეს თამაში.
smothered in the crib

User avatar
Ripster
Posts: 1858

Silent Hill 3

Unread post#4 » 19 Aug 2012 00:26

ჰაჰ რა კარგია
მესამე ნაწილზეც უწერია ბატონ spawnს სტატია!
ახლა დავაყენე SH3 ი.
ვამწნილებ ამ სერიას იმენა. ჯერ პირველი რამდენ ხანს მეწერა ძლივს დავხურე. მერე მეორე. ახლა ერთი ორი თვე მინიმუმ მექნება დაყენებული =))
კარგია თან წავიკითხავ ამ სტატიას :)

===

სამი დღეა რაც ვთამაშობ და ჯერ მეტრომდე ძლივს მივედი :D
დეეეეეემნ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Ripster
Posts: 1858

Silent Hill 3

Unread post#5 » 26 Oct 2012 02:29

პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Silent Hill 3

Unread post#6 » 27 Oct 2012 00:30

აუუ რატო არ მომაფიქრდა აქამდე რო თამაშის პერსონაჟები დამეხატა :D ეხა ვიცი გაკვეთილებზე რითიც გავიყვანო დრო :D
smothered in the crib

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 394 guests