Metal Gear Solid, სერიის რეტროსპექტივა

საერთო < ისტორია < ამბავი < რეტროსპექტივა < კვლევა < ანალიზი < ესე
User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Metal Gear Solid

Unread post#1 » 04 Dec 2009 04:35

>>>

  • Genres: Tactical Espionage Stealth Action
  • Developer: Kojima Productions
  • Publisher: Konami
  • Release Date: from 1988 till 2008
  • Official Site: http://www.konami.com
  • Platforms: NES/PSP/PS1/PS2/PS3/PC/Xbox
>>>

ერთხელაც და საბოლოოდ გადავწყვიტე ესეთი ტოპიკი გამეკეთებინა, როგორც ბევრმა იცის ჩემს საყვარელ თამაშზე (since 2000), ამ ტოპიკში შევეცდები მოკლე პრევიუ გავაკეთო ამ თამაშზე, ასევე შემოგთავაზებთ "Metal Gear Retrospective"-ს, ეს გახლავთ საიტი Gametrailers.com ის მიერ მომზადებული ვიდეო მასალა კონკრეტულად ამ თამაშზე და იგივე მოიცავს ყველა სერიას და იმ აუცილებელ ინფორმაციას რაც საშუალებას მოგვცემს მცირედი წარმოდგენა გქვონდეს ამ თამაშზე, მაგრამ აქვე მინდა მოგახსენოთ რომ Metal Gear Solid არარის ისეთი თამაში რომლის გადმოეცემაც შესაძლებელია რომელიმე ვიდეოთი/ტრეილერით/ან თუნდაც ფორუმზე დაწერილი 10 გვერდიანი პლოტით. ამიტომ ყველას გირჩევთ რომ თუ გინდათ გაიგოთ რაარის MGS ამისათვის საჭიროა იგი ითამაშოთ...

>>>

ბევრს საერთოდ წარმოდგენა არააქვს ამ თამაშზე და ძალიან ბევრს რაოდენაც სამწუხაროც არუნდა იყოს იგი უბრალოდ რაღაც "საომარ" გასართობ თამაშად წარმოუდგენია, როგორნიც უხვად არიან საერთოდ game ინდუსტრიაში, მაგრამ მინდა მოგახსენოთ რომ MGS არარის მხოლოდ თამაში, MGS მოიცავს ძალიან დიდ Story -ს რომელიც დაწყებულია ცივი ომიდან და გრძელდება მომავალ დროში, ვიცი ერთი შეხედვით ისე ჩანს თითქოს რაღაც "სპეცნაზური FPS იყოს" მაგრამ გარწმუნებთ რომ ესე არარის, ამ თამაშში ჩადებულია ძალიან დიდი იდეოლოგია და აზრი. ეს თამაში გახლავთ ისტორიაში პირველი Stealth Action ჟანრის თამაში რომელიც დღესდღეობითაც ერთერთი ყველაზე მაგარი Stealth Action არის.

>>>

საერთოდ თამაშის პირველი ნაწილი რომელიც შექმნა Hideo Kojima -მ 1988 წელს აგებულია უკვე ჩვენთვის ყველასათვის ნაცნობ Solid Snake -ზე, რომელსაც პირველ დავალებას აძლევენ სპეციალურ ქვედანაყოფში Fox Hound, მაგრამ ამ წერტილიდან ამ ისტორიის მოყოლა არა ქრონოლოგიურად გამოგვივა ასე რომ თუ ქრონოლოგიას მივყვებით MGS ის საგა იწყება Metal Gear Solid 3 დან: ეს არის 1964 წელი როდესაც მსოფლიო ორ ნაწილად არის გაყოფილი, აღმოსავლეთი და დასავლეთი, ეს აღნიშნავს ჩვენთვის ყველასათვის ცნობილ პერიოდს რომელსაც უწოდებენ "ცივი ომის პერიოდს"
ამ პერიოდში ორივე მხარე შეერთებული შტატებიც და რუსეთიც ცდილობდა ახალ ახალი საბრძოლო ტექნიკის და იარაღების შექმნას, ვინაიდან და რადგანაც ორივე მხარეს ერთმანეთის ეშინოდა, ასევე ამ პერიოდში ძალიან ცივი და დაუნდობელი ომი მიმდინარეობდა ამერიკისა და საბჭოთა კავშირის სადაზვერვო ჯგუფებს შორის. ეს ერთერთი შემთხვევაა როდესაც საბჭოთა კავშირის ერთერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი სახელად ნიკოლაი სოკოლოვი დაუკავშირდება შეერთებულ შტატებს და ჩაბარებას გადაწყვიტავს ვინაიდან მას ეშინია თავისი ქმნილების რომელმაც მან შექმნა, ეს გახლავთ Next Gen Weapon, Mobile Tank რომელსაც ასევე ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია. ყველაფერი კი იქიდან იწყება რომ ახალ ჩამოყალიბებულ ერთ ერთ სააგენტოს სახელად Fox Unit (Force Operations X) რომელიც CIA -ს დაქვემდებარებაში შედის დაავალებენ სოკოლოვის ჩამოყვანას შეერთებულ შტატებში...
ოპერაციას ხელმძღვანელობს Major Zero რომელმაც ჩამოაყალიბა ეს განყოფილება, დავალებაზე კი გაუშვებენ ყველაზე გამოჩენილ ჯაშუშს კოდური სახელით Naked Snake-ს, დიახ ეს არის პირველი Snake რომელიც გვხვდება MGS ის სერიებში.

>>>

ვიმეორებ რომ ჩემთვის შეუძლებელია ამ თამაშის მთლიანი პლოტ სთორის მოყოლა ვინაიდან და რადგანაც ეს ფიზიკურად შეუძლებელია ასე რომ მე შევეცდები ძალიან მოკლედ დავწერო ყველაფერი.

ეხლა კი ჩამოგიწერთ თამაშს ქრონოლოგიურად სთორის მიხედვით:
Metal Gear Solid 3
Metal Gear Solid Portable Ops
Metal Gear
Metal Gear 2
Metal Gear Solid 1
Metal Gear Solid 2
Metal Gear Solid 4


ეხლა კი შემოგთავაზებთ gametrailers.com ის მიერ მომზადებულ Metal Gear Retrospective -ს რომელსაც შეგიძლიათ უყუროთ და ისიამოვნოთ.


>>>

ასევე მინდა დავაკოპირო ჩემს მიერ ნათარქმნი Metal Gear / Metal Gear 2 ის პლოტ სთორი რომელიც დაახლოებით 3-4 წლის წინ გადავთარგმნე
Metal Gear (1987)
1995 წელს გამოჩნდა პატარა, მაგრამ ძლიერად შეიარაღებული სამხედრო ბაზა სახელად "Outer Heaven" რომელიც საფრთხეს უქმნიდა სხვა ქვეყნებს, იგი მდებარეობდა სამხრეთ აფრიკის სიღრმეში, 200 კილომეტრი გარზბურგის ჩრდილოეთით. ნატო აცხადებს ინფორმაციას რომ Outer Heaven -ს აქვს ტანკგი სახელად Metal Gear რომელიც აღჭურვილია ბირთვული იარაღით. ამ სიტუაციის მოსაგვარებლად მათ მოიწვიეს მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სპეციალური დანაყოფი სახელად Fox-Hound და გადაწყვიტეს ოპერაციის ჩატარება, Outer Heaven -ის ტერიტორიაზე, ამ ოპერაციაზე პასუხისმგებელი იყო Fox-Hound -ის მეთაური The Big Boss -ი.
Big Boss -მა ოპერაციაზე გაგზავნა თავისი საუკეთესო აგენტი, რომლის კოდური სახელია Gray Fox.
ოპერაცია "Intrude N313"
რამოდენიმე დღის შემდეგ მასთან რადიო კავშირი გაწყდა, მისი ბოლო გზავნილი იყო "Metal Gear ..." შემდეგ ის კავშირზე აღარ გამოსულა, როგორც ჩანს Gray Fox -ი ტყვედ ჩავარდა. როდესაც Big Boss მა გადაწყვიტა რომ სიტუაცია სერიოზული იყო, მეორე აგენტი გაგზავნა ამ დავალებაზე, მან ახალბედა Solid Snake -ი შეარჩია და ოპერაციის წარმატება მას მიანდო.
როდესაც Snake შეიჭრა Outer Heaven -ში, მან იშოვა მოკავშირეები, იქაური სეპარატისტები: Schneider, Diane და Jennifer. მათი მეშვეობით Snake -მა შეძლო Gray Fox ის გათავისუფლება, Fox -მა გაუზიარა ინფორმაცია Metal Gear -ის შესახებ , რომ იგი არის მოძრავი ტანკი, აღჩურვილია ბირთვული იარაღით ასევე ანტი ტანკური შაშხანებით დ.ა.შ. მას შეუძლია ნებისმიერი ადგილიდან დედამიწის ნებისმიერ წერტილში გაუშვას ბირთვული რაკეტა, მისი მეშვეობით Outer Heaven ცდილობს რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჯარი შექმნას.
Metal Gear ის გასანადგურებლად Snake -მა გაათავისუფლა Metal Gear -ის მთავარი ინჟინერი Dr. Pettrovich -ი და მისი ქალიშვილი Elen, ის ტყვედ ყავდათ აყვანილი იმისთვის რომ პეტროვიჩს გაეგრძელებინა Metal Gear -ზე მუშაობა. პეტროვიჩმა უამბო Snake -ს Metal Gear -ის სისუსტეები და მისი განადგურების საშუალება. როცა Snake მიუახლოვდა Outer Heaven -ის შუა გულს და Metal Gear -ს, ჯარისკაცებთან ბრძოლაში დაიღუპა სეპარატისტების ლიდერი Shneider -ი. სასიკვდილო ბრძოლებისგან დაშავებულმა Snake -მა მაინც მონახა თვის თავში ძალა და ბუნკერის მეასე სართულამდე მოახერხა ჩასვლა, სადაც Metal Gear -ი იმყობებოდა. Snake თავს აღწევს დაცვის სისტემას და საბოლოოდ ანადგურებს Metal Gear -ს.
Metal Gear -ის გადანგურების შემდეგ Snake -მა გადაწყვიტა გაქცევა, მაგრამ ამ დროს მას დაუპირისპირდა Big Boss -ი. როგორც ჩანს Outer Heaven -ის უკან Big Boss -ი იდგა მან დაიქირავა ჯარისკაცები, და მან ჩადო რესურსები Outer Heaven -ის დაარსებასა და განვითარებაში. ახალბედა Snake -ის გაგზავნის მიზანი იმაში მდგომარეობდა რომ Big Boss ეგონა Snake თავს ვერ გაართმევდა და ჩაშლიდა დავალებას. Big Boss -ი შეცდა, მან ვერ შეაფასა Snake -ის ძალები.
Metal Gear -ის დაკარგვის შემდეგ Big Boss -მა ყველანაირი იმედი დაკარგა თავის მიზნისათვის და აამუშავა თვით განადგურების სისტემა.
Big Boss: "You have gone too far, Too far !"
როდესაც თვით განადგურების სისტემა ჩაირთო Snake -ს Boss თან ბრძოლა მოუხდა და სასიკვდილო ბრძოლაში დაამარცხა იგი, ამის შემდეგ Snake ახერხებს ბაზიდან თავის დაღწევას. Outer Heaven -ი განადგურდა, საუკეთესო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ძლიერად შეიარაღებული ციხესიმაგრე დაიწვა ცეცხლში.

>>>

Metal Gear 2: Solid Snake (1990)
1999წ. მთელი მსოფლიო ენერგო კრიზისს განიცდის, ეს იმით აიხსნება რომ ნავთობის რესურსები მოსალოდნელზე ჩქარა დაიხარჯა, ალტერნტიულ ნავთობის რესურსებზე მუშაობა შორს არის დასრულებასთან. ფასი ნავთობზე კატასტროფიულად გაიზარდა, რამაც მსოფლიო ეკონომიკა ძლიერ შეაძრწუნა, 21 საუკუნეს ქაოსი ელოდა.
ერთი ადამიანის გამოგონებას შეუძლია სრულიად შეცვალოს სიტუაცია. ჩეხმა გენიოსმა და ბიოლოგმა, Dr. Kio Marv, -მა გამოიგონა “OILIX” რომელიც შეიცავს მიკრო ორგანიზმებს რომელიც წმინდავს ნავთობს და მას სუფთა ნავთობად აქცევს. მსოფლიო ამ აღმოჩენამ დიდად დააიმედა მაგრამ ამავე დროს დაიძაბა სიტუაცია, ზუსტად მაშინ როდესაც მთელი მსოფიოს ყურადღება OILIX და Dr. Kio Marv -ის კენ არის მიმართული ამ დროს იგი უკვალოდ ქრება (იგი გაიტაცეს). ქვეყნებმა სასწრაფოდ დაიწყეს გამოძიება და სახელიც მალევე გამოაშკარავდა “Zanzibar Land”.
Zanzibar Land -ი იმყოფება დემოკრატიულ სამხედრო რეჟიმში რომელიც უეცრად გამოვლინდა 1997 წელს ცენტრალურ აზიაში, როდესაც მეამბოხეებმა დიდი ადგილი დაიკავეს, CIS -ის არმიამ რომელიც რუსეთთან იყო განლაგებული მაშინვე გაგზავნა სამხედრო ერთეული. მაგრამ Zanzibar -ი დაცული იქნა დაქირავებული ჯარისკაცებისგან რომელიც მთელი მსოფლიოდან დაიქირავეს. CIS ის არმია დამარცხდა და Zanzibar -ი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
ბოლო ინფორმაციებზე დაყრდნობით ზანზიბარი სავარაუდოდ შეიარაღებულია ბირთვული იარაღით. სცენარი ნათელია, Zanzibar -ი ბირთვული იარაღით და OILIX ით ცდილობს უპირატესობა იქონიოს მთელ მსოფლიოსთან შედარებით.
ამ სიტუაციით შეწუხებული ამერიკის შეერთებული შტატები Roy Campbell -ის ხელმძღვანელობით (რომელიც მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სპეციალური ქვედანაყოფის Fox-Hound ის მეთაურია) იღებს გადაწყვეტილებას Dr.Marv -ის გასათავისუფლებელ ოპერაციაზე. Campbell -ი უკან აბრუნებს Solid Snake -ს , ადამიანი რომელმაც 4 წლის უკან მარტომ, შეიარაღებული ციხე სიმაგრე Outer Heaven -ი გაანადგურა. მან Snake -ს დაავალა Dr. Kio Marv –ის და OILIX ის უკან დაბრუნება.
Zanzibar -ში შეჭრის შედეგ CIA -ის აგენტის Horry -ს და დანარჩენების დახმარებით Snake -მა მოახერხა მთავარ ბაზაში შეჭრა სადაც შეხვდა Dr. Pettrovitch-ს, რომელიც მეთაური ინჟინერი იყო Outer Heaven -ში და რომელიც კვლავ მუშაობდა მეორე Metal Gear -ზე, მაგრამ მან Snake -ი უფრო გააოცა იმით როდესაც უამბო რომ Big Boss -ი ცოცხალი იყო . Big Boss -ი რომელიც დაამარცხა Snake -მა Outer Heaven -ში 4 წლის წინ, ამჟამად იგი Zanzibar -ის მეთაურია. Snake -ა Natasha -ს თან ერთად მოქმედებდა, რომელიც Dr. Kio Marv -ის პირადი მცველი და ჩეხეთის საერთაშორისო საიდუმლო პოლიციის აგენტია.
როდესაც ნატაშა და პეტროვიჩი ხიდზე გადასვლას აპირებდნენ რათა Zanzibar -ის დასავლეთ ნაწილში გადასულიყვნენ, უეცრად ხიდი ფეთქდება, აფეთქების წნევამ ნატაშა და პეტროვიჩი სხვადასხვა მხარეს გადაყარა, Snake ვერაფრით ვერ დაეხმარა ნატაშას და პეტროვიჩს, ამ შემთხვევაში იგი უძლური იყო, ამ დროს Snake -ს მოესმა ნაცნობი ხმა:
Gray Fox :hey Snake, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, ამიტომ შემიძლია გაგიშვა იმ პირობით თუ ერთხელ და სამუდამოდ დატოვებ ამ ადგილს ! ...
Snake:“Fox! I will not give up!”.
ეს იყო Gray Fox -ი რომელიც Metal Gear -ს აკონტროლებდა, 4 წლის წინ Fox Hound -ის საუკეთესო ჯარისკაცი იყო, რომელიც Outer Heaven -ში ტყვედ ჩავარდნის შემდეგ Big Boss -ის მხარეს გადასულა. როდესაც Snake -მა პეტროვიჩის და ნატაშას გადარჩენის იმედი დაკარგა თავი დააღწია Metal Gear -ს და Fox -ს.
ჯარისკაცებთან ბევრი სასიკვდილო ბრძოლის შემდეგ Snake -მა მოახერხა Dr.Marv -ის საპატიმროში შეღწევა, მაგრამ დააგვიანა, საპატიმროში Dr.Marv ის ცხედარი და Dr. Pettrovitch –ი ნახა , რომელიც გაუნძრევლად იდგა და არაფერს არ აკეთებდა.
პეტროვიჩმა უამბო Snake-ს რომ Dr.Marv -ი აწამეს და მისმა გულმა ვერ გაუძლო წამებას და დაიყუპა, ამ დროს Horry -მ შეატყობინა Snake -ს კოდეკით რომ პეტროვიჩი მოღალატეა იგი ნებაყოფლობით მუშაობდა Metal Gear -ზე და რომ Dr.Marv -ი მისი დავალებით იყო გატაცებული. სიმართლის გამოაშკარავების შემდეგ პეტროვიჩი Snake -ს დაესხა თავს მაგრამ Snake -ი ადვილად გაუსწორდა მას და OILIX ის სტრუქტურული გეგმა ამოაცალა.
შემდეგ Snake-მა გაქცევა ცადა მაგრამ მას წინ Metal Gear -ი გადაუდგა რომელსაც Grey Fox -ი აკონტროლებდა, Snake- მა საშინელ ბრძოლაში მოახერხა Metal Gear -ის განადგურება მაგრამ Fox -ი არ დანებდა და საბოლოო ბრძოლაში დანაღმული მინდორის შუაგულში შეებრძოლა Snake -ს, Snake და Fox -ი იბრძოდნენ უიარაღოთ, მუშტებით.
Snake -ი სუფთა ბრძოლაში ამარცხებს Fox -ს, მაგრამ არის კიდე ვიღაცა ვისი დამარცხებაც მოუწევს, როგორც 4 წლის წინ Outer Heaven -ში.
Big Boss -ი ელოდება Snake -ს,
Big Boss: “კაცი რომელიც ბრძოლის და ომის დაძაბულობის გამოცდილებას მიიღებს, ის ვერასდროს ვეღარ შეძლებს ბრძოლის ველის დატოვებას, მე ის ვარ ვინც შენ ცხოვრების აზრს გაძლევს Snake!, და ეს არის ომი!“...
Snake: მხოლოდ ერთი ბრძოლა არის რომელშიც უნდა მივიღო მონაწილეობა, რათა გავათავისუფლო ჩემი თავი შენგან, “Big Boss, I will kill you!”.
Snake -მა მეორედ მოახერხა Big Boss -ის დამარცხება და ამჯერად სამუდამოდ,
OILIX -ის სტრუქტურული გეგმით ხელში Snake -მა და Horry -მ მოახერხეს Zanzibar Land -იდან გაქცევა, ვერტმფრენით.
Snake -მა კვლავ გადაარჩინა მსოფლიო კატასტროფას.
მაგრამ Snake-ს არასვენებდა და თავში უტრიალებდა Big Boss -ის ნათქვამი “არააქ მნიშვნელობა ვინ მოიგებს, ჩვენი ბრძოლა არ დამთავრდება, წაგებული გათავისუფლდება ბრძოლის ველისგან, ხოლო გამარჯვებული დარჩება ბრძოლის ველზე. ჩვენს შორის გადარჩენილმა თავისი ცხოვრება უნდა განვლოს როგორც მეომარმა სანამ არ მოკვდება.”
ამ ყველაფრის შემდეგ Snake ალიასკაზე ბრუნდება სახლში, მარტო

>>>


პლიუს ამ ყველაფერს მინდა დრო ვიხელთო და შემოგთავაზოთ ჩემს მიერ დამიქსული Metal Gear Solid ის ტრეკი, რომელშიც შესულია სხვადასხვა სერიების OST ებიდან ამორჩეული და დამქსული ტრეკები...


Hexblade
Posts: 103

Metal Gear Solid

Unread post#2 » 06 Dec 2009 17:45

ხოდა, ნელ ნელა ვკითხულობდი, 2 დღეა უკვე )) მართლა კაი სტატიაა კარგად დაწერილი და რამე, საღოლ სნეიკ )

User avatar
Alucard
Posts: 435

Metal Gear Solid

Unread post#3 » 09 Dec 2009 13:26

Snake-ს MGS-ეთ მცოდნეობა აქვს დამთავრებული , ექსპერტია.

კარგია ესეთი სერიოზული ტოპიკი რომ არსებობს.

Riddick
Posts: 11696

Metal Gear Solid

Unread post#4 » 11 Dec 2009 11:51

წავიკითხე ჯან პროსტა ნახვით აღარ მინახია შენთან მაქ ნანახი რამდენიმე ნაწილი

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Metal Gear Solid

Unread post#5 » 11 Dec 2009 16:09

წაკითხული მქონდა და ნანახი ადრე xD
ნუ შესავლის გამოკლებით

respect
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Metal Gear Solid

Unread post#6 » 11 Dec 2009 21:52

Riddick wrote:წავიკითხე ჯან პროსტა ნახვით აღარ მინახია შენთან მაქ ნანახი რამდენიმე ნაწილი

არა ბიჭო ეგ არარის სხვა რამეა -_-

Riddick
Posts: 11696

Metal Gear Solid

Unread post#7 » 11 Dec 2009 22:55

პირველს უყურე ეხა :) ემჩნევა რო კაი რეტროსპექტივაა და ვნახავ ყველას

Walter
Posts: 14

Metal Gear Solid

Unread post#8 » 31 Dec 2009 13:32

Retro ადრე ვნახე. რაღათქმა უნდა მშვენიერია პროსტა საგას რო მორჩები მერე უნდა უყურო.

MGS უკვდავი საგააა.

Riddick
Posts: 11696

Metal Gear Solid

Unread post#9 » 12 Sep 2013 21:50

ეს იმათთვის ვისაც ყველა სერია არ უთამაშია, ან ინგლისური არ იცის (ბოლო ნომრიდან ავტვირთე).
Big Boss-ის ისტორია:
>>>

BoromiR
Posts: 638

Metal Gear Solid

Unread post#10 » 12 Sep 2013 23:42

ძალიან მომეოწონა, კიდე დადე მასეთები პლიზ.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Metal Gear Solid

Unread post#11 » 13 Sep 2013 17:51

ძაან მაგარია! პროსტა გაითვალისწინეთ რომ სპოილერებით არის გატენილი )
снеик ის მაგივრად змей -ს რო ამბობდეს უფრო გაასწორებდა ))))

BoromiR
Posts: 638

Metal Gear Solid

Unread post#12 » 16 Sep 2013 04:18

აი იმენა 100% ვეთანხმები, საღოლ იმენა კოჯიმასაც ესეთი კონსპირაციისთვის და მათ უფრო მეტი ვინც ამოხსნა ეს კონსპირაცია !
/handsup

ეს უფრო მაგარია !!!! განსაკუთრებით ბოლოში.
არც კი ვიცი რომელი ვარიანტია სწორი ორივე გენიალურია!!

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Metal Gear Solid

Unread post#13 » 25 Dec 2018 06:46

https://i.redd.it/a25jxrvsggty.jpg იდოს ეს აქ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “General”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 43 guests


cron