Batman - Arkham Knight Review, This is a story of how Batman died...

ფორმატები:
მიმოხილვა . საერთო შთაბეჭდილება . სერიის რეტროსპექტივა . სხვა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 155
Contact:

Batman - Arkham Knight Review

Unread post#1 » 19 Jan 2019 07:58

Gotham City-ა ჩონგური, სიმები ჩვენ ვართ ყველანი..

>>>


ბოლო ჯვაროსნული ლაშქრობა

ჯოკერის "წასვლის" შემდეგ, ქალაქში თითქოს ყველაფერ საწყის ადგილს დაუბრუნდა, კრიმინალმა საგრძნობლად იკლო და ყველას ეგონა რომ გოთემმა როგორც იქნა ამოისუნთქა ამდენი აგრესიისგან. ზოგს უკვირდა კიდეც, სად გაქრა ამდენი ძალადობა ერთბაშად. მაგრამ, მსგავს სიტუაციებშიც არის ყოველთვის, ის ფაქტი როცა ყველაფერი კარგი ბოლოს მოულოდნელი ცუდი შემთხვევით მთავრდება.

ერთ ასეთ ღამეს, როცა გოთემის პოლიციის მუშაკი, თავის საყვარელ ბისტროში შევიდა და თავს უფლება მისცა, მძიმე დღის შემდეგ, მადიანად შეესანსლა სალათი, ბეკონითა და კვერცხის გარნირით, უჩვეულო რამე მოხდა. ის ის იყო, რომ დაღლილი პოლიციელი შეემზადა ვახშმის "დახურდავებას", რომ მასთან ერთი ახალგაზრდა მივიდა და აცნობა ვინმე უცნაურ პიროვნებაზე, რომელიც უკვე რამდენიმე საათი გაუნძრევლად იჯდა, ეწეოდა და თითქოს რაღაცას ელოდებოდა. პოლიციელის ამოხვნეშა და მისი ზანტად წამოდგომა ერთი იყო, თუმცა რა გაეწყობოდა, მოვალეობის ძახილი, მუცლის "ძახილზე" უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, იგი არასასიამოვნოდ შეიშმუშნა, თუმცა მაინც მიუახლოვდა იდუმალ პიროვნებას და როგორც კი მხარზე ხელი დაადო, უცნობმა მსწრაფლ მარდი მოძრაობა გააკეთა და პოლიციელს სახეში "საფრთხობელას" მიერ დამზადებული შიშის ტოქსინი შეასხურა.

პოლიციელი მალევე გაეხვა, საკუთარი შიშების გარემოცვაში, ქაოსში, რომელსაც დასასრული არ უჩანდა, მის თვალსაწიერში მხოლოდ მისი ქვეცნობიერით წარმოქმნილი დემონები დააბოტებდნენ. თითქოს გამბედაობა მოიკრიბაო, პისტოლეტი ამოიღო და მათ სროლა დაუწყო, ერთი მეორეზე ძლიერი აღმოჩნდა, მათი დამარცხება შეუძლებელ დავალებად ჩანდა მისთვის და ასეც იყო. ირგვლივ ყველაფერი ფსიქოზმა მოიცვა. ღამე არასასიამოვნოდ დაიწყო გოთემის ბინადართათვის. "საფრთხობელას" გამოსვლამ კი ყველა შოკში ჩააგდო, მისი მამოძრავებელი მოტივი ნათელი იყო - შიშით ყველას მანიპულირება და მათივე იარაღით მოკვლა. ყველა სასოწარკვეთამ მოიცვა. გოთემი თავის ერთადერთ შვილს, მცველს და ჯვაროსანს ელოდებოდა. ლაბადიან ჯვაროსანს, რომელიც მხოლოდ ღამით დანავარდობდა და შიშის ზარს სცემდა უსამართლობას. დროა რაინდმა ილაშქროს და სამართალმა იზეიმოს.


>>>


ასეთი დაძაბული და ემოციური ინტროს შემდეგ Arkham Knight-მა მალევე მიმაჯაჭვა სკამს პირველივე წუთიდან და ჯოისტიკის დადება ძალიან გამიჭირდა. მოცემული ნაწილი არკამის ტრილოგიაში ბოლო ნაწილად ითვლება (ორიჯინსი რომ არ ჩავთვალოთ) და მოგვითხრობს ღამურას თავგადასავალს, მოგზაურობას მისი შიშების დასამარცხებლად. როგორც ინტრო ბოლოში გვამცნობს - "ეს არის ისტორია თუ როგორ დაიწვა გოთემი, ეს არის ისტორია თუ როგორ მოკვდა ბეტმენი". სამწუხაროდ Knight ყველას დაამახსოვრდა PC-ზე გაშვებული ფიასკოთი, სადაც უმთავრესი აქცენტი და პრობლემა ოპტიმიზაციასთან იყო დაკავშირებული. ამას ასევე დაემატა ხათაბალა საკოლექციო გამოშვებასთან დაკავშირებით, სადაც წესით და რიგით შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ხდებოდა უხვი ნაკრების მფლობელი - არტბუკი, სტილბუკი, კომიქსი, სკინების კრებული და ყველაზე მნიშვნელოვანი - ბ ე ტ მ ო ბ ი ლ ი - ს რეპლიკა თამაშიდან. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბეტმობილის წარმოება ძვირი სიამოვნება იყო, და უფრო მეტიც რამდენი გამოშვებული ბეტმობილიდან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებდა ნორმალურად. საკოლექციო გამოშვება მალევე დაქენსელდა და საბოლოო ჯამში ნაკრები იგივე დარჩა, სათამაშო მანქანის გამოკლებით.

ამ ფიასკოს შემდეგ, ბევრმა წყალმა ჩაიარა. თამაშს ბევრი კრიტიკა შეხვდა, უშუალოდ სთორისთან დაკავშირებით, თავის ბეტმობილის გამაღიზიანებელი სექციებით. დიდი ხანი მეც თავს ვიკავებდი, AK-ის დაჭაშნიკებისგან, მეგონა პირველი ორი არკამის თამაშის დონეს ვეღარ გაიმეორებდნენ და ხელი ჩავიქნიე. უეცრად წინა თვეს, თამაში PS სთორზე ფასდაკლებაზე შემხვდა, საკმაოდ შეღავათიან ფასში და ვიფიქრე, მოდი აბა ვცდი, იქნებ აბუქებენ ამ კრიტიკას და რეალურად ძალიან კარგი თამაში "იმაზება" მეთქი. Knight-მა მალევე შეძლო ჩემი მოჯადოვება და თამაში სადღაც 96%-ზე "დავხურე".


წვიმა, შიში და ღამურა

როგორც წინა ნაწილები Arkham Knight-იც ინარჩუნებს იდეალურ ატმოსფეროს და მარტივად ახდენს მოთამაშის შეთრევას გოთემის პირქუშ, ბნელ და წვიმიან ქუჩებში, სადაც კრიმინალები დააბოტებენ და ერთი სული აქვთ როდის გაუსწორდებიან ბეტმენს და დაუნაყავენ ცხვირ-პირს. "როკსტედიმ" შესანიშნავად გადმოსცა გოთემის ურბანისტული პეიზაჟები, იმის და მიუხედავად რომ თამაშში სულ ღამეა. ამასობაში კი, დასუსტებული გოთემი სხვა ცნობილი ბოროტმოქმედების ლუკმა გახდა. საიდ მისიების სახით ვხვდებით კლასიკურ ვილენებს ბეტმენის მითოსიდან. ისეთებს როგორიცაა - Firefly, Penguin, Man-Bat, Hush, Deathstroke, Deacon Blackfire, Professor Pyg, The Riddler, და Two-Face. გარდა ვილენებისა, "რაინდი" ასევე გვთავაზობს - მეხანძრეთა გადარჩენას, ქუჩებში წესრიგის დამყარებას ბომბების განაღმვის და ტყვიაგაუმტარი "ბეტეერების" პატრულების განადგურების სახით და ა.შ. ერთი სიტყვით, გოთემში საკმაოდ ბევრი გასაკეთებელი დაგროვდა. კოკისპირული წვიმა, ღამურას ატმოსფეროს უფრო ამძაფრებს და შენობიდან შენობაზე "ზიპლაინით" გადაადგილება საკმაოდ სასიამოვნო პროცესია. რამდენიმე "აპგრეიდის" აღების შემდეგ კი გადაადგილება უმეტესწილად ფარფატით მთავრდება ბეტმენის გაცრეცილი ლაბადის დახმარებით. AK-ში ქალაქი საკმაოდ მასიური ჩანს ერთი შეხედვით და ასეც არის, ვხვდებით დიდ, უზარმაზარ შენობებს, პერიფერიებს, ყველაფერს მუქ ტონში, რამდენიმე შენობის გამონაკლისით. ქუჩებში მოგზაურობა კი, არ იწვევს ოპენ ვორლდის ერთ-ერთ დამახასიათებელ სიმპტომს - "მობეზრებას" და ცაში ლაბადით ფარფატის გარდა, ბეტმობილითაც "ბოგინი" საკმაოდ სახალისო პროცედურაა.

>>>


ბეტმობილის კონტროლი კი Arkham Knight-ში ახალი ხილია, რომელსაც ბევრი საკმაოდ ნეგატიურად შეხვდა. უშუალოდ, თამაშის გარკვეული ნაწილი ბეტმანქანის გარკვეულ "ფიშკებზეა" მორგებული და ამაზე დიდ აქცენტს აკეთებენ დეველოპერები. ერთ-ერთი ასეთი ბევრისთვის გამაღიზიანებელი "ფიშკა", ბეტმობილის საომარ ტანკად ქცევაა, სადაც გვიწევს ბრძოლა ამავე სახის ტანკებთან და მძიმე ტექნიკასთან, რომლებიც გოთემის ქუჩებს გამუდმებით პატრულირებენ ბეტმენის განადგურების იმედით. ერთი შეხედვით, ბეტ-ტანკი საკმაოდ უხერხულად იმართება და თავისუფალი გადაადგილებაც რთულ ამოცნას წარმოადგენს. დაუმატეთ ამას ისიც რომ R2-ს დაჭერის და აშვების შემდეგ, ბეტ-ტანკი ისევ ბეტ-მობილად იქცევა და მთელი ბრძოლის მანძილზე, ღილაკს ხელი არ უნდა აუშვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტანკი განწირულია მტვრად ქცევისთვის.

>>>


ბეტ-ტანკი, მხოლოდ სატანკო ტყვიებით არ არის აღჭურვილი, რამდენიმე "აპგრეიდის" შემდეგ, მას შეუძლია რაკეტების სროლა, ელექტრო მაგნიტური პულსით სხვა ტანკების ცოტახნით "დარეტიანება", თითო-ოროლა ტანკის დაჰაკვა და ცოტახანი ჩვენს მხარეს ბრძოლა და ბოლოს "ვულკანის" ტიპის ტყვიამფრქვევი, რომელიც ამავე დროს ადამიანების დანახვის დროს უვნებელი მძიმე ტყვიებით იცვლება, რადგან "ბეტმენი არ კლავს, აძინებს" პრინციპით. ტანკით ბრძოლის დროს, შესაძლებელია დავინახოთ მოწინააღმდეგეთა სროლის ტრაექტორია, რათა მარტივად ავიცილოთ ტყვიები. მსგავსმა სექციებმა, ჩემში არც ზიზღი გამოიწვია, არც მობეზრება და არც ფრუსტრაცია. პირიქით, საკმაოდ fun და დაძაბული გამოცდილება მივიღე. კი, დეველოპერებმა ასე ვთქვათ - "გაიმარიაჟეს" ბეტმენის ტრანსპორტით და იფიქრეს car combat-ის სექციებით ცოტათი გავაცოცხლებთო სიტუაციას, მაგრამ ამაში მე პირადად ცუდს ვერ ვხედავ. უბრალოდ გამოვარჩევდი იმ სექციებს, რომელიც მართლა შემძულა და ნაღდად მეგონა რომ უაზროდ იყო ჩატენილი - რიდლერის ბეტმობილის გამოცანათა კასკადი. მახეებით დახუნძლული უაზრო რბოლა, რამდენიმე "კრუგით", ამასთანავე განსაზღვრულ დროში. თუმცა, მეორე მხრივ, ბეტმობილზე დაფუძნებული სხვა თავსატეხები საინტერესო იყო და ამის გამო დეველოპერები შექებას იმსახურებენ. სრულიად რომ გავაბათილოთ ბეტმობილი და ღიმილი მოგგვაროთ სახეებზე, ძვირფასო მკითხველებო, ვიტყვი რომ, ბეტმენის კაუჭის, უფრო სწორედ ბეტ-კაუჭის ბოლომდე "დააპგრეიდების" შემდეგ, ქალაქში გადაადგილება უფრო და უფრო სწრაფი ხდება + ამას დაუმატეთ "შურდულივით' გატყორცნილი მანძილი და ფარფატი და ვუალა! ბეტმობილი, ბეტ-გარაჟში იმკვიდრებს თავს.

შიში, როგორც საუკეთესო იარაღი

ბეტმენის არსენალში ცვლილებები არ არის, გვაქვს ისევ სტანდარტული კრებული, რომელსაც რამდენიმე ახალი გაჯეტი ემატება. ახალი გაჯეტი კი voice Synthesizer-ია, რომელიც ღამურას საშუალებას აძლევს ბანდიტებს თავგზა აუბნიოს და "რაინდის" ან ჰარლი ქვინის ხმით სადმე სხვა ადგილას შეიტყუოს. სხვა სიახლე გაჯეტებში არც არის, უფრო კლასიკური გაჯეტების დაბრუნებაა წინა ნაწილიდან, "ნავაროჩენი" სახით. როგორც წინა ნაწილებში "რაინდშიც" ისევ იგივე კომბატია, და ისევ ბალერინასავით მოსრიალე ბეტმენია. მაგრამ, ბევრი კომბოების აღება ისეთ სირთულეს აღარ წარმოადგენს როგორც ადრე, მიუხედავად იგივე კომბატისა, "რაინდში" ცოტა დახვეწილია სისტემა და ამავე დროს ემატება ახალი "ფიშკა" - dual takedown, როცა მაგალითად ვინმესთან ერთად ჩხუბობთ, შეგეძლებათ ერთი ძალღონიანი მოწინააღმდეგის ერთად, სინქრონში დაგდება.

>>>


მაგრამ ბეტმენში მთავარი კომპონენტი მაინც სტელსია. კომბატი უფრო გამოიყენება როგორც last resort "შავი დღისთვის" თუ სტელსმა წარუმატებლად ჩაიარა. როგორც წინა ნაწილებში აქაც შეგვიძლია ბოროტი ძიების სხვადასხვა გზით დაძინება და გათიშვა. შეგვიძლია უკნიდან მივეპაროთ და მოვგუდოთ, შეგვიძლია სავენტილაციო ფილიდან ამოვუხტეთ ჩუმად და გავთიშოთ, შეგვიძლია ბეტ-კაუჭით ჩამოვკიდოთ სადმე ქვის გარგულიაზე და ა.შ. ახალი დამატება სტელსში კი წარმოგვიდგება როგორც Fear takedown, რომელიც საშუალებას გვაძლევს 5 ბოროტ ძიას გავუსწორდეთ და გავთიშოთ წამებში (რათქმაუნდა როგორც კი დამაქსავთ ამ შესაძლებლობას). "შიშით გათიშვა" კი ბევრ გამოუვალ მდგომარეობაში წაგადგებათ და ზოგ უსიამოვნო ხათაბალასაც აარიდებთ თავს. და ბოლოს, ტრადიციულად გვაქვს, დეტექტივის ხედვის რეჟიმი, რომელიც სააშკარაოზე აჩენს სხვადასხვა დამალულ გადასართველებსა თუ მინიშნებებს.

>>>


Arkham Knight-ის სთორიში მთავარ ბოროტმოქმედად როგორც ზემოთ ავღნიშნე, "საფრთხობელა" წარმოადგენს, შემდეგ მოდის თვითონ იდუმალი "რაინდი" რომელიც როგორც ჩანს ბეტმენს იცნობს, და მასთან პირადი ანგარიშები აქვს გასასწორებელი. "საფრთხობელას" მოტივს თამაშის დაწყებიდანვე ვიგებთ - მისი მიზანია, მოწამლოს გოთემი შიშის ტოქსინის უზარმაზარი ღრუბელით, რომელიც ქალაქში ქაოსს და პანიკას გამოიწვევს. ეს ორი "ვიგინდარა" ერთმანეთში თანამშრომლობითა და გენიალურად დაწყობილი გეგმებით ცდილობენ ფრთები წააძრონ ღამურას და ჩამოაგდონ გოთემის ტახტიდან. ნარატივი "რაინდში" საინტერესოდ მიდის და სტრუქტურულად მოწოდებული სიუჟეტი დაძაბულად და ზოგჯერ უცნაური, ზოგჯერ კი predictable twist-ებითაა დახუნძლული, თუმცა მთლიან ჯამში, Arkham Knight-ის სიუჟეტური მატარებელი არც ისეთი ცუდია როგორსაც ბევრი ვარაუდობს და ბევრი საშინლადაც მიიჩნევს. "რაინდის" ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე ძლიერი კომპონენტი რომელიც ნარატივს აძლიერებს - ჯოკერის ჰალუცინაციებია, უფრო სწორედ ბრუს ვეინის შიშის და ქვეცნობიერის ერთობლივი პროდუქტი, რომელიც მას ყოველთვის დასცინის, მტკივნეულ ადგილას ურტყავს და ტკბება ამ სანახაობით. ბრუსი ამ ყველაფერს მამაცურად აიგნორებს და თითქოს არც იმჩნევს, თუმცა ჯოკერი თავიდან არ გვეშვება და ყოველი მარცხი და დანაკარგი მას აძლიერებს, იკვებება ბეტმენის სასოწარკვეთით, ტკივილით და ბედნიერია რომ ამ გზით მაინც ის "ცოცხლობს" მის ტვინში.

>>>


საიდ მისიებს რაც შეეხება, როგორც მივხვდი ეს კომპრომისი ცოტა ბოს-ფაითების გამო გააკეთეს და მათიც მესმის, ამდენი ხანი თუ ვერ დაიჭირა ის "ვილენები" ბეტმენმა, მაშინ კარგად ყოფილა მისი საქმე. ეს რომ გვერძე გადავწიოთ, თითოეული საიდ მისია საინტერესო და უნიკალურია თავის სტილში, ერთის გარდა, რომელიც დესტროუკს ეხება. რატომ? ამ ამოცანის ამოსხნა კი ძვირფასი მკითხველისთვის მომინდვია :) როგორც "არკამ სიტიში", აქაც ვეძებთ ინფორმატორებს და საკმარისი დაშინების შემდეგ, "არამზადა" ადვილად ფქვავს საჭირო ინფორმაციას სხვადასხვა საიდ მისიებზე ან სულაც სად არის რიდლერის "სუვენირები" განლაგებული. ბანდიტების უმეტესობა გადაადგილება როგორც ფეხით, ისევ მანქანითაც. ზოგს იმის თავხედობაც ყოფნის რომ, ბეტმენს დაეტაკოს მანქანით, თუმცა თუ დროულად დააჭერთ "სამკუთხეთს" იგი მალევე ანეიტრალებს სწრაფი სიჩქარის მოყვარულებს. და ბოლო რაზეც მინდა მოკლედ ვილაპარაკო - რიდლერია, უფრო სწორედ ედვარდ ნიგმა. მისი დავალებები ერთ-ერთ საიდ მისიად გვევლინება, სადაც catwoman-ს ვეხმარებით, ვხსნით 9 გიჟურ დავალებას, გასაღებების სანაცვლოდ, რომლის მორგების შემდეგ, ჩვენი catwoman, ელექტრულ collar-ს იხსნის და თავს აღწევს ამ კოშმარს. ამ საიდ მისიის შემდეგ, კი რიდლერი ჩვენთან დაპირისპირებაზე, კატეგორიულ უარზეა, მანამ სანამ მის დაგებულ "სუვენირებს" და გამოცანებს არ ვიპოვით. აქ კი მათი რაოდენობა 243-ს წარმოადგენს. თუ ვინმეს სტიმული გინდათ, რომ ეს ყველაფერი იპოვოთ, გეტყვით, რომ ყველა საიდ მისიის შესრულების შემდეგ, იხსნება საიდუმლო ბონუს ენდინგი რომელიც გაგაოცებთ.

>>>


(c) blankbansheee666

User avatar
Riddick
Posts: 9050
Contact:

Re: Batman - Arkham Knight Review (PS4/XONE/PC)

Unread post#2 » 19 Jan 2019 10:21

ვიცი რო ბეტმენს ბევრი ისეთი კომიქსიაქ, რომელიც შეიძლება რო საკმაოდ ღირებულ მხატვრულ "ნაწარმოებად" ჩაითვალოს და ვიცი რო ამ სერიის სიუჟეტის ცენტრალური მოქმედება მაქამდე ვერ ქაჩავს, მარა - ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია. იდეაში პირველი ორი ნაწილის ლოგიკური გაგრძელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გააზრებული მიმართულებაა აღებული - გვყავს ახალი ცენტრალური "ბოროტი" Scarecrow და კიდევ ერთი, უცნობი ვილანი + თამაშში როგორც არასდროს, ისე მაგრადაა ჩაშენებული ჯოკერი. არვიცი, ჩემთვის მსგავსი სიუჟეტური გავრცობა ორიგინალური და ფასეულია, მითუმეტეს როცა მთლიან ტრილოგიაზე ერთად ფიქრობ, რომ ერთი შეკრული სახე გამოუვიდეს და არა მხოლოდ ერთ თამაშზე.

რაც შეეხება ბეტ-მობილს - მართლა ყველა მხრივ მომეწონა. სუ ბავშობა მახსენდებოდა და ვფიქრობდი რო პატარაობაში, ჩემი სათამაშოებით თამაშის დროს რაც წარმომედგინა, იმის იდეალური ხორცშესხმა იყო ის ბეტმობილი თავის გოტემიანად. ზოგაგდად მთელ ტრილოგიას გასდევს ბეტმენის ფიგურით თამაშის შეგრძნება, მაგის გამო მიყვარს ეს სერია განსაკუთრებით.

მინუსებში, რაც დახურვის დროს დავწერე, იმას გავიმეორებ აქაც. ეს არი რიდლერის გვერდითი მისიების ცენტრალურ სტატუსში გადმოტანა (ანუ თუ არ შეასრულებ, ნამდვილ ენდინგს ვერ ნახავ), რამაც ძალიან მაგრად დააგდო სიუჟეტის დინამიკა. იდეაში ბლოკბასტერს თამაშობ, მაგარი მაღალი ტემპით და უცებ იწებ 243 რიდლერის ამოხსნას, რომლიდანაც ერთი 3 ისეთია რო უეჭველი იუთუბის გახსნა დაგჭირდება და იტოგში სადღაც "120 რო მიდიოდი" ბოლოს ფეხით დახეტიალობ ქალაქში "ფანრით" და ეძებ რა სად გამოტოვე. არ უნდა მიებათ ეგ მთავარ სიუჟეტს და იქნებოდა ძალიან ბუნებრივად ყველაფერი. მარა ნუ მე მაგის მიუხედავათ მაინც ძაან მიყვარს, ესეთ დონეზე გაკეთებული გოთემი კიდევ დიდხანს იქნება ეტალონი კომიქსების მიხედვით გაკეთებული თამაშებისთვის. :bats:
https://coub.com/view/1nm0ja

User avatar
Blankbanshee666
Posts: 155
Contact:

Re: Batman - Arkham Knight Review (PS4/XONE/PC)

Unread post#3 » 20 Jan 2019 09:04

ნამდვილად, გეთანხმები ყველა ასპექტში ბაჩობატონო. ძალიან ვისიამოვნე ამ ნაწილით და მშვენიერი love letter გამოუვიდათ არკჰემის სერიის ფანებისთვის. წინა ორიც სიამოვნებით დავხურე და აი სიტიში რიდლერის ხარახურებზე ძალიან ტვინი შემეღუნა, რაღაც ნაწილი ვიპოვე და გამისწორდა მარა იმდენად დამღლელი პროცესი იყო, რომ შევეშვი საბოლოოდ. ნუ ორიჯინსი მოვსინჯე არც თუ ისე გვიან და მალევე გადავდე გვერძე, რაღაც მობეზრების სიმპტომმა იჩინა თითქოს თავი, მაგრამ თვითონ ატმოსფერო შევირგე რასაც ქვია. შესაძლოა ისევ დავუბრუნდე და მივიყვანო ბოლომდე. აი "ნაითი" სულ სხვა თემა იყო, დაჟე ვწელავდი კიდეც რამდენიმე დღე, არმინდოდა რო დასრულებულიყო.

რაც შეეხება ბეტ-მობილს - მართლა ყველა მხრივ მომეწონა. სუ ბავშობა მახსენდებოდა და ვფიქრობდი რო პატარაობაში, ჩემი სათამაშოებით თამაშის დროს რაც წარმომედგინა, იმის იდეალური ხორცშესხმა იყო ის ბეტმობილი თავის გოტემიანად. ზოგაგდად მთელ ტრილოგიას გასდევს ბეტმენის ფიგურით თამაშის შეგრძნება, მაგის გამო მიყვარს ეს სერია განსაკუთრებით.


აი ზუსტად! ტანკის მისიებზეც ვიღადავე და იმენა battle city-ს მუღამები წამოვიდა, დენდიზე რო იყო. პროსტა აი ზოგი "მნიშვნელოვანი" ბრძოლა, ცოტა მეჰ იყო, მარა მთლიან ჯამში საკაიფო იყო. მარა სხვა რამე პრეტენზია არმაქვს ბეტმობილთან დაკავშირებით.

და რიდლერს რაც შეეხება, კი მეც მაგრა ნერვები მომეშალა რო სექრეთ ენდინგი ნიგმას ხარახურების მიღმა ჩამალეს, იმიტო რო 96%-ზე დავხურე თამაში და ის რაღაც 4 პროცენტი რიდლერს ჭირდებოდა :/ არადა მეთქი ჩავუჯდები გაიდებს და დედას ვუტირებ მაინც ვიპოვი მეთქი. შენც არ მომიკვდე :)) 70ს აღება შევძელი 243-დან და მერე ვსო, იმდენად დამღალა რო ხელი ჩავიქნიე და დავიკიდე ეგ საქმე. ბოლოს იუთუბზე ჩავირთე ენდინგი, ჟინი დავიკმაყოფილე და მანდ დამთავრდა ჩემი და ბეტმენის მოგზაურობა გოთემის პირქუშ ქუჩებში)))

User avatar
Riddick
Posts: 9050
Contact:

Re: Batman - Arkham Knight Review (PS4/XONE/PC)

Unread post#4 » 20 Jan 2019 11:08

ცოტას გადაუხვევ მაგაზე
მსგავსი მაშტაბის თამაშებში უკვე მეორე დიდი პროექტია ეს რომელშიც ეგეთი პატარა გაუაზრებელი მომენტი აბანძებს მთელი ექსფერიანსს. ეს იდეაში ფაზლები მაინც არი და საინტერესოა, მარა აი Witcher 3 ტუპოი კითხვისნიშნებმა კიდე უფრო უარესი მიქნა, პროსტა იმის პლიუსი ისაა რო ის ოფციონალური მაინც არი.
მორალი - ძაან სათუთი რამეა ოუფენვორლდში რუტინის თემა.

პ.ს. სამაგიეროდ მედ მაქსში იმენა ჯართის შემგროვებელი ვიყავი და ერთი არ დამიწუწუნია ისე კარგად ჯდებოდა თამაშის პროცესში.
https://coub.com/view/1nm0ja

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 15 guests