Fallout 3, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11690

Fallout 3

Unread post#1 » 14 Jul 2009 03:02

>>>

Fallout 3

  • დეველოპერი: Bethesda Softworks
  • გამომცემელი: Bethesda Softworks
  • ISO სტატუსი: რელიზი შედგა 2008 წლის 28 ოქტომბერს
  • ოფიციალური საიტი: fallout.bethsoft.com
  • ჟანრი: Action / RPG / 3D / 1st Person / 3rd Person
  • მსგავსი თამაშები: Elder Scrolls 4: Oblivion, Fallout 2, Fallout
  • მულტიფლეიერი: არ გააჩნია
  • მინიმალური სისტემური მოთხოვნები: 2,4 GHz, 1 GB, video 256 MB NVidia GeForce 6800
  • რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები: Intel Core 2 Duo E8400 AMD Athlon 64 X2 5600+, 2 GB, video 512 MB NVIDIA GeForce 8800 GTS

როგორ დაიწყო ყველაფერი
Fallout-ის ტრილოგია იყო - ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიმბოლო 90-ნი წლების. ავტორებმა არამხოლოდ წარმატებული თამაშის შემადგენელი აირჩიეს - ატომური ომით გადამწვარი სამყარო, - არამედ მოახერხეს ამ სამყაროსთვის რეალური ატმოსფეროს შექმნა. შედეგად გამოვიდა სათავგადასავლო როლიული ჟანრის უაღრესად ღრმა ატმოსფეროს მქონე თამაში: თამაში მოგანდომებდა მის სამყაროში ცხოვრებას, მოვლენები კი ისე საინტერესოდ და ორიგინალურად ვითარდებოდა, რომ ძალიან ადვილად შეიძლებოდა მთავარი სიუჟეტისგან გადახვევა. ამ ყველაფრის გარდა, Fallout-ში იყო ძალიან ჩამთრევი პერსონაჟის განვითარების სისტემა (S.P.E.C.I.A.L. დღემდე ითვლება ერთხმად აღიარებული, როლური პრინციპის მქონე სისტემის ეტალონად), ძალიან კარგი ეტაპობრივი ბრძოლის სისტემა და წარმატებული გრაფიკა - უბრალო, იზომეტრიული, მაგრამ ეს ყველაფერი იყო დახატული გემოვნებით და საკუთარი საქმის ცოდნით.
საუბედუროთ Fallout-ით დატკბობა მხოლოდ ორი წელიწადი დაგვცალდა (97 და 98 წლები, როდესაც გამოვიდა პირველი და მეორე ნაწილი). შემდეგ კი გამოჩნდა ძალიან ერთჯერადი ტაქტიკური თამაში სახელწოდებით:Fallout Tactics: Brotherhood of Steel, ხოლო ოფიციალური მესამე ნაწილის შექმნა შეწყდა. გამომცემლობა, Interplay-ში, წარმოიშვა ფინანსური პრობლემები და იძულებულები გახდნენ მიეყიდათ Fallout-ის სამყაროს საავტორო უფლებები კომპანია Bethesda Softworks-ისთვის. მომენტალურად Bethesda-მ გაუკეთა ანონსი თავის საკუთარ Fallout 3-მს და ამით ძალიან შეაშინა თამაშის თაყვანისმცემლები: ახალმა გუნდმა გადაწყვიტა თამაშის 3D-ში გადატანა ხოლო ხედვა კი გადავიდოდა პირველი პირიდან.
ეს არის თამაში რომლის გაფუჭებაც ძალიან ადვილად შეიძლებოდა სხვა შემქმნელების ჯგუფის მიერ. ერთი არასწორი ნაბიჯი, ერთი არასწორი ფრაზა და მთელი ეს პოსტ ატომური სამყარო, მთელი ატმოსფერო უმალვე აორთქლდებოდა. რაცმთავარია თამაშის შექმნა თავის-თავზე აიღო Bethesda Game Studios-მა, რომელიც აგერ უკვე 5 წელია რაც არუნდა გამოუშვან მაინც The Elder Scrolls-სი გამოსდით. დღეს, როცა მესამე ნაწილი იყიდება ყველა მაღაზიაში, ჩვენ მთელი პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ: Fallout-ტი გარდაიცვალა. გაუმარჯოს Fallout-ს!
აქ საჭიროა ცოტაოდენი განმარტება სიტუაციის. Fallout-ის შემთხვევაში მნიშვნელოვანია არამარტო გეიმფლეი, არამედ ჩვენ გვაპატიეთ და თამაშის სული. ამ თამაშის სამყარო თქვენ ვერცერთ სხვაში ვერ შეგეშლებათ: აქ კლასიკური ამერიკული არქიტექტურა გასული საუკუნის შუა წლების შეერწყმის რობოტების და ლაზერების სამყაროს, აქ ატომური აფეთქებისგან განადგურებულ მიწებზე დგას ქალაქები, ყურსასმენებიდან ისმის ჯაზი, დასახლებულ პუნქტებში სეირნობენ კაცები გიგანტურ მოტორიზირებულ კოსტუმებში და მიტოვებულ საიდუმლო ბუნკერებში ცხოვრობენ მუტანტები. Fallout - არის თამაში გახსნილი სამყაროთი და ფენომენალური თავისუფლებით. სხვა დანარჩენი RPG-ებისგან იგი ყოველთვის განსხვავდებოდა მილიონობით წვრილმანით რომლებსაც ხალხი ერთმანეთს უყვებოდა წლების მერეც კი.
Bethesda-ა რომელიც დიდი ხანია დაკავებული არის ხმლებით, მაგიით და ორკებით, ყველაფერი გამოუვიდა. გეიმფლეის და შიდა ორგანიზაციის მიუხედავათ Fallout 3-ტი ძალიან განსხვავდება მისი წინამორბედი ნაწილებისგან, შეგრძნებები კი მისგან რჩება ისევ ისეთი, როგორც 10 წლის წინად.

S.P.E.C.I.A.L.
ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი იყო, 3D-ში გადასვლა და რაკურსის შეცვლა, რომლითაც ჩვენ უყურებთ გარესამყაროს თამაშში. Fallout 3 მუშაობს Oblivion-ის ტექნოლოგიებზე და შესახედაობით იგი ძალიან ადვილად შეიძლება გეგონოთ შუთერი. მაგრამ პირველივე კარდების შემდეგ ხდება ნათელი, რომ ხედი პირველი პირიდან ნამდვილად სჭირდება თამაშს. Bethesda ამას იყენებს ისე როგორც არცერთი სხვა RPG. პერსონაჭის გენერირება, რომლითაც იწყება თამაში - არის საუკეთესო ინტერაქტიული განცდა ამ წლის. უცებ გაანათებს თვალის მომჭრელი შუქი, ამის შემდეგ გარე სამყარო იღებს გამოკვეთილ ფორმას და კაცი ლაიამ ნილსონის ხმით («შინდლერის სია», «ბეტმენი:დაწყება», ახმოვანებს მთავარი გმირის მამას) კითხულობს: «ვინარის ეს, გოგო თუ ბიჭი ?» ესე ჩვენ ვწყვიტავთ თუ რომელი სქესის იქნება ჩვენი პერსონაჟი.
მთელი შემდგომი გენერირება შედგება დეტალური ჩანახატებისგან. ერთი წლის ასაკში ჩვენ გვასწავლიან სიარულს, გარე სამყაროს აღქმას და გვეძლევა საშუალება ავირჩიოთ მთავარი მონაცემები. 10 წლის ასაკში გვჩუქნიან Pip-Boy 3000-სს და გვასწავლიან ჰაერის იარაღიდან სროლას. 16 წლის ასაკში ვაბარებთ გამოცდას, რომელის საშუალებითაც ავირჩევთ ჩვენს შემდგომ სპეციალიზაციას, და 19 წლის ასაკში - ვტოვებთ თავშესაფარს დაკარგული მამის მოსაძებნად.
იმ ერთი საათის მიხედვით რაც დაახლოებით საჭიროა პერსონაჟის შესაქმნელად, Bethesda ამტკიცებს იმას, რომ მათ წამთ და დიდ პატივს ცემენ Fallout 1-2-ს. როლური სისტემის კარდინალურად შეცვლაც ვერავი გაბედა, ეს ისევ ის S.P.E.C.I.A.L.-ია, რაც 10 წლის წინ. აბრევიატურა შედგენილია მთავარი მაჩვენებლებისგან:ძალა (Strength), აღქმა (Perception), მოქნილობა (Agility) და წარმატება (Luck).მთავარი მონაცემებისგან დამოკიდებულია თუ როგორი იქნება თქვენი პერსონაჟი დასაწყისში. თუ მიყვებით აღქმის განვითარებას - ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაგიადვილდებათ დაკეტილი კარებების გახსნა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან საქმის დაჭერა. თუ გაყვებით ინტელექტს - ძალიან მოხერხებულად გატეხავთ კომპიუტერულ ტექნიკას, ასევე ადვილად გაარემონტებთ სხვადასხვა ხელსაწყოებს და მოირჩენთ ჭრილობებს.

>>>

რომარა V.A.T.S., ამ სიმპატიურ არსებაზე დაგეხარჯებოდათ კვირეული
ტყვიებისა და სამკურნალო ნივთების დანაზოგი.


სულ თამაშში ხელმისაწვდომია 30 შესაძლებლობა. პერსონაჟის გენერირების დროს ჩვენ ვირჩევთ 3 პრიორიტეტულს, რომლების მაჩვენებელიც დასაწყისიდანვე დიდი იქნება სხვებზე. ამის მიუხედავად შესაძლებლობების სისტემა იქნა გაანალიზირებული. Fallout 2-ის ფანები, რომლებსაც შეეძლოთ თავიანთვი საყვარელი თამაშის უარყოფითი მხარეების დანახვა, ზეპირად ჩამოგითვლიან გამოუსადეგარი შესაძლებლობების სიას. მათ ასევე იციან ისიც, რომ მშვიდობის მოყვარული და მაღალ ინტელექტიანი პერსონაჟებით დაწყებით საათებში თამაში პრაქტიკულად შეუძლებელია.
ამ პრობლემების გადასაწყვეტად, თამაშის ავტორებმა, პირველ-რიგში, შეამცირეს შესაძლებლობების რაოდენობა, ხოლო შემდეგ, გაზარდეს ეგრედწოდებული პერკების რიცხვი, რომლების ერთმანეთისგან განსხვავებული ვარიანტები ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა ტიპის მოთამაშეებისთვის. მაგრამ მთავარია, რომ ყველა შესაძლებლობის გამოყენება ძალზე გამოსადეგი გახდა თამაშში. ერთი შეხედვით ყველაზე გამოუსადეგარი შესაძლებლობა მედიცინის სახით თქვენს წინაშე წარმოდგება საერთოდ ახალი სახით, აქკი უკვე საკუთარ თავს ეკითხები: სიცოცხლის ასავსებ შესაძლებლობაზე რამდენი ძვირფასი სტიმპაკ პოინთი დახარჯო, ორი ან სამი როგორც წინად თუ 10?
«მშვიდობიანი» შესაძლებლობების როლი დრამატულად გაიზარდა. Fallout 3-ში საუბრებით ძალიან ბევრი პრობლემა გვარდება, მოწინააღმდეგესთან ჩუმათ მიპარვით საგრძნობლათ გაზდით მისი კრიტიკულად დაზიანების შანსს. დაკეტილი კარებები, სეიფები კომპიუტერული ტერმინალები კი გვხვდება ყოველ ნაბიჯზე. დამატებითი რეპლიკების გამოჩენა დიალოგებში ახლა უკვე აღარარის დამოკიდებული მხოლოდ ხარიზმასა და ინტელექტზე, იგი დამოკიდებულია ყველაფერზე, ზევით ხსენებულ მედიცინაზეც კი.
ყველაზე საწყენი და ასევე ყველაზე ბრწყინვალე არის ის, რომ ყველაფრის ერთათ განვითარების საშუალებას არავინ არ მოგცემთ - მოგიწევთ არჩევა. ნავარჯიშები მებრძოლები იმედგაცრუებით გაივლიან ასობით დაკეტილი კარების გვერდზე. ხარიზმატიკული ინტელიგენტი ქურდები ხელის კანკალით გადაითვლიან დარჩენილ ტყვიებს ყოველი რეიდერის დანახვისას, იმის ვარაუდში თუ რამდნ ტყვიას ვერ გაარტყავენ მიზანში ამჯერად.
მაგრამ ეს სისტემა არარის იდეალური. ზევით აღწერილი სქემა, მუშაობს იქამდე სანამ თქვენ სერიოზულად არ მოკიდებთ ხელს სამყაროს გამოკვლევასა და შესწავლას. ასეთ შემთხვევაში თვქნ უნდა იყოთ უკვე განვითარების მაქსიმალურ საფეხურზე როდესაც თქვენს პერსონაჟს უკვე შეეძლება მშვენივრად სროლა (მართალია ყველა ტიპის იარაღიდან არა), კომპიუტერების გატეხვა, ხალხის დათანხმება და ამუნიციის შეკეთება. ერთი სიტყვით გახდებით პრაქტიკულად უნივერსალური გენიოსი. დაბალ დონეზე დარჩება მხოლოდ რამდენიმე შესაძლებლობა, დანარჩენი კი მრავალი ნაპოვნი წიგნისა და Vault-ის ფიგურების დახმარებით (ზემოთ ხსენებული ორივე საგანი ეხმარება გმირს მისი შესაძლებლობების განვითარებაში) მიახწევენ მაღალ მაჩვენებლებს. ზოგზოგიერთი ქვესტების შესრულებისთვის ასევე მოგეცემათ შესაძლებლობების გასანვითარებელი საშუალება.
მეორე მხრიდან, ამგვარი უნივერსალური მებრძოლი - არის საუკეთესო საჩუქარი იმ მოთამაშისთვის რომელიც არ დაიზარებს Fallout 3-მის სამყაროს შესწავლას. იმიტომ, რომ ვაშინგტონის მიდამოები პრაქტიკულად გადატენილია საინტერესო ადგილებით და მათი გამოკვლევა საჭიროებს საკმაოდ დიდ დროს.

Fallout 2,5
როდესაც Fallout 3-ზე მუშაობას იწყებდნენ, იგი გამოიყურებოდა სრულიად სხვანაირად. პროექტი კოდური დასახელებით Van Buren მუშავდებოდა 90 წლების დასასრულიდან. მასში დიდი სიძნელის გარეშე ამოიცნობა Fallout 2-რი, ერთადერთი განსხვავება არის 3D პერსონაჟები და კამერის ტრიალის შესაძლებლობა.
თამაშის სიუჟეტი, უნდა ყოფილიყო აგებული ფსიქოლოგიურად არამდგრადი მეცნიერის გარეშემო, რომელმაც გადაწყვიტა მოეწყო მეორე ატომური აფეთქება იმისათვისმ, რომ პლანეტა გაეწმინდა პირველი აფეთქების შემდეგ გაჩენილი უამრავი მუტანტისგან. ცივილიზაციის აღსადგენად მას სჭირდებოდა რამდენიმე სუფთა სისხლიანი ადამიანი, რომელთა სიაშიც შედიოდა ჩვენი მთავარი გმირი. თამაში იწყებოდა ციხიდან გაქცევით და თამაშის სიუჟეტი იზრდებოდა დროსთან ბრძოლაში რადგან, პრესპერი, ზემოთხსენებული მეცნიერი, ციხიდან გაქცევის შემდეგ აქტივაციას უკეთებდა პლანეტაზე განლაგებულ ატომურ ბომბებს და თქვენ რაღათქმაუნდა ხელი უნდა შეგეშალათ მისი გეგმებისთვის. იმის შემდეგ რაც Fallout 3-ის უფლებები გადავიდა Bethesda-ს ხელში, Interpla-იმ გამოაქვეყნეს Van Buren-ის პროტოტიპი, რომლის გადმოწერაც დღესაც შესაძლებელია მრავალი თამაშების საიტებიდან.

>>>


100 საათი ვაშინგტონის გარეშემო
ჩვენი გმირი დგას ნომერი 101 თავშესაფარის წინ. ეს არის ამაღელვებელი მომენტი არამხოლოდ თქვენი პერსონაჟისთვის, ეს ამარელვებელია თქვენთვისაც, იმიტომ რომ პირველი შთაბეჭდილება გადამწვარი უდაბნოს დანახვის შემდეგ შეიძლება გახდეს თქვენთვის გადამწყვეტი.
მთავარი პრეტენზია დაახლოებით იგივეა რაც The Elder Scrolls 4: Oblivion-თან - არაბუნებრივობა. აკურატული ქვები ერთმანეთზეა დალაგებული, ერთფეროვან აკურატულ ქვების ნაყარზე, ჰორიზონტზე აკურატულად დგას სამი ხე, აკურატულად გაკეთებულ დაბლობზე კი აკურატულად დგას რამდენიმე ერთნაირი სახლი, ყველგან ერთიდაიგივე ტიპის ნანგრევები, ერთიდაიგივე შკაფები, მაგიდები, კედლები, ლამპები, ყუთები, მაცივრები და სხვა საყოფაცხოვრები ნივთები. თავიდან სამყარო გავს ხელოვნურს. შემდეგ, როდესაც დაიწყებთ ვაშინგტონის მიდამოების შესწავლას, ნელ-ნელა აღმოაჩენთ სიცოცხლის კვალს.
ჯერჯერობით პირველი შოკი შეიძლება აღმოჩნდეს პირველი ქალაქი, მეგატრონი. იგი არაფრით არგამოირჩევა შესახედაობით (ატომური ბომბიც კი, არგამოიყურება დამაჯერებლად), მაგრამ მთავრი - აქ ნათელი ხდება Oblivion-ის ტექნოლოგიის მეორე მინუსი - არაბუნებრივი ანიმაცია. Half-Life 2-ის დონის, სახის ანიმაციის შესახებ Bethesda-ს თანამშრომლებს ალბათ არც კი სმენიათ

>>>

მთავარ პერსონაჟთან ერთად, მონსტრების თამაშის მსვლელობაში
განვითარებაზე Bethesda-მ უარი თქვა, ესკი გვაძლევს საშუალებას,
რომ თამაშის ბოლოსკენაც გადავეყაროთ მუტანტს, რომელიც იქნება
შეიარაღებული ხის ტოტზე დაჭედებული ლურსმნებით.

თამაშში გამოყენება ჰპოვა არცთუისე წარმატებულმა Radiant AI-მ. მისი მინუსები არცთუისე თვალში საცემია, როგორც Oblivion-ში, ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, ატომური აფეთქების შედეგად არცთუისე ბევრი ადამიანი გადარჩა ცოცხალი, ესკი იმას ნიშნავს, რომ იდიოტიზმი კვადრატულ მეტრზე გახდა საგრძნობლად ნაკლები. მაცხოვრებლები ისევ ყოველი შესაძლებლების-თანავე ესალმებიან ერთმანეთს, ხოლო თუ თქვენ გაივლით 1 მეტრსაც კი NPC-გვერდით, ისინი წყვეტენ თავიანთ დიალოგს და ყველა შემთხევაში გეუბნებიან რამე ნაკლებად მნიშვნელოვან ფრაზებს. მოქალაქეების მოქმედებებში განსაკუთრებული აზრი არშეიმჩნევა და ორიგინალურსაც მათ მოქმედებებს ვერ დაარქმევ.

მეორე ამოსუნთქვა
მაგრამ Bethesda მინუსების კონპენსაციას ახდესნ შესანიშნავი ტალანტით. თამაშში თქვენ გელოდებათ 100 ზე მეტი ტერიტორია (ეს მხოლოდ იქიდან რაც ჩანს გლობალურ რუკაზე), ყველა ტერიტორია არის აგებული ხელით და დეტალურად. კი, ერთიდაიგივე ელემენტებით (ქვა, არმატურა, შკაფი, ყუთები, თაროები, მაცივრები და ასე შემდეგ), მაგრამ დიზაინერებმა მოიფიქრეს ისეთი ორიგინალური ხერხები მათი კომბინაციების, რომ დათვარიელება და შესწავლა მაინც ძალიან ჩამთრევი და საინტერესოა. თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ რაიმე ახალის პოვნა. აი მაგალითად შევდივართ მაღაზიაში და იქ ვიღაცამ დომინოს პრინციპით დაალაგა სარეცხის ფხვნილის კოლოფები. ჩვენ ინსტინქტურად ვკრავთ ერთ ყუთს ფეხს და ვადევნებთ თვალყურს თუ როგორ მიყვება მას ყველა დანარჩენი კოლოფი, ამ დროს კი ვღებყლობთ ტყვიას ზურგში. აღმოჩნდა, რომ ბოლო წაქცეული კოლოფი დაეცა აქტივაციის პანელს და გაააქტიურა ხაფანგი.

>>>

Fallout 3-მი არმოგცემთ უფლებას მოკლათ ბავშვი ან დაწვათ ვინმე წამებით, მაგრამ,
დღევანდელი ორმხრივი მორალის თანახმად, მოწყვეტილი თავების რაოდენობა
თამაშში საკმარისი რაოდენობით არის.

შევიდივართ კოშკში - და ვამჩნევთ შახმატის მაგიდას, სადაც ფიგურების როლს ასრულებენ, პატარა ბაღის გნომები და ალკოჰოლური სასმელების ბოთლები. რეიდერების გამოქვაბულში გაკვირვებით აღმოვაჩენთ ორ მოზრდილ, რბილ,სათამაშო ძვალს, რომლებსაც ჩვეულებისამებრ მარტო ავტომობილის წინა ფანჯარაზე ჩამოკიდებულს თუ ვიხილავთ. ერთ-ერთ მიტოვებულ სახში აღმოვაჩენთ ვიღაცუს გვამს ტოსტერით ხელში, რომელიც წყნარად ისვენებს ვანა ოთახში - კლასიკური თვით მკვლელობის ხერხი. შემდეგ სახში კი ვპოულობთ რობოტს, რომლის გააქტიურების შემდეგ იგი აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა წაუკითხოს ბავშვს ძილისწინ ზღაპარი, მიდის ბავშვის ლოგინთან სადაც პატარა სკილეტი დევს და იწყებს «იყო და არა იყო რა... »

>>>

სურათზე განთავსებული ნაწერი საკმაოდ კარგათ გამოხატავს, რომ ჩვენს წინ
არდგას ვეგეტარიანელი გოლიათი რომელსაც საღამოობით
ლექსების წერა უყვარს

ესეთ მომენტებში გავიწყდება AI ტექნოლოგიების ყველა უარყოფითი მხარე. თანდათან Fallout 3 ცოცხლდება და გაწვდის ხან ერთ საინტერესო ისტორიას ხან მეორეს. დანგრეული და ერთი შეხედვით მიტოვებული სოფელი შეიძლება აღმოჩდეს დასახლებული და ძალზე საინტერესო ადგილი მათთვის ვინც თავგადასავლებს ეძებს. სოფლის უამრავი მაცხოვრებლიდან ყველას ექნება თქვენთვის რაიმე საინტერესო დავალება და თუ დავალება არა რაიმე საინტერესო ისტორიას ნამდვილად მოგიყვებიან. დასახლება სადაც თქვენ გადააწყდებით კმაყოფილ და თქვენსმიმართ ნდობით აღჭურვილ მაცხოვრებლებს შესაძლოა აღმოჩდეს კანიბალების სამყოფელი. დანგრეულ ავტობანზე შეიძლება წააწყდეთ მიტოვებულ ქოხს სადაც მოუთმენლად გელიან რეიდერები, მიტოვებულ მეტროში შესაძლოა შეგხვდეთ მეცნიერი, რომელიც ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა სახის ჭიანჭველებზე. რადიოში (დიახ თამაშში არის რადიოც) მოუსმინოთ ჯაზს, ხოლო ადგილობრივი DJ მხიარულად უკეთებს კომენტარს სამყაროში მომხდარ სიახლეებს (ამასთან ერთად მეზობელ ტალღაზე ანკლავის პრეზიდენტი საუბრობს პატრიოტიზმსა და ამერიკის აღორძინებაზე). დეტალები, დეტალები, დეტალები - ათასობით, და აი ეს არის ამ უნიკალური თამაშის მამოძრავებელი ძალა და იმ ატმოსფეროს სიმბოლო რასაც თამაში სთავაზობს მოთამაშეს.
დავალებები - ასევე ბრწყინვალე შესრულებით. როგორც ჩანს დავალებების ძველი სისტემისგან საბოლოოდ უარი თქვეს Bethesda-ს თანამშრომლებმა. მთავარი დავალებებიც არცთუისე ბევრია, ალბათ სადღაც 30, მაგრამ ყველა უნიკალურობით და ორიგინალურობით გამოირჩევა. ბანალური თხოვნა გადაიტანო წერილი ერთი სოფლიდან მეორეში, შეიძლება დამთავრდეს ჩახლართული მკვლელობის გამოძიებით. Fallout-ის საუკეთესო ტრადიციების თანახმად, ყველა ქვესტი შეგვიძლია გავიაროთ სამ ვარიანტში.

ელემენტარულია V.A.T.S. ონ!
თუ თქვენ გყავთ უაღრესად პატიოსანი და განათლებული პერსონაჟი, ჩხუბს მაინც ვერ აცდებით. ბრძოლის საფუძვლები - სისტემა V.A.T.S. თქვენ აჭერთ ღილაკს, დრო ჩერდება, კამერა უახლოვდება მოწინაარმდეგეს და თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელ ნაწილში გინდათ, რომ ესროლოთ ტყვია მტერს. გვერდით გამოდის მოხვედრის პროცენტული მაჩვენებელი. შეგვიძლია განვახორციელოთ რამდენიმე გასროლა, სხვადასხვა სხეულის ნაწილებში და ასევე სხვა მოწინაღმდეგეებზე. მთავარია, რომ ამ ყველაფერზე გეყოთ მოქმედების ქულები (action points). როდესაც არჩევანი გაკეთებულია შედეგის დემონსტრაციას შეგვიძლია
უყუროთ მიახლოებულ რაკურსში.
ახლო მანძილზე ბრძოლა V.A.T.S.-ის გამოყენების გარეშე პრაკთიკულად შეუძლებელია. მოწინააღმდეგე ჩქარა გადაადგილდება, ადვილათ გაურბის თქვენს მზერას, და სანამ თქვენ ცდილობთ დამიზნებას, თქვენს გმირს ადვილად გადააქცევენ ფარშად. ასევე არის ძალიან დიდი ტყვიების დეფიციტი. დანდობა კი არექნება არავის, იმასაც კი გაუჭირდება ვინც 5 წლის განმავლობაში ყოველდღე Counter-Strike-ის თამაშობს.

>>>

კენტავრი პირველი Fallout ის მერე რაღაც დაპატარავებული
და მოწყენილი ჩანს.

პარადოქსულია, მაგრამ ძალიან იშვიათ შუთერებში და რაცმთავარია არცერთ RPG ჟანრის თამაშში ესე აქტიურად არ გამოიყენება სამალავები და გარემო ბრძოლის დროს. რამდენიმე საათის თამშში გატარების შემდეგ თქვენ ქვეცნობიერ დონეზე დაიწყებთ აღნიშვნას, ყველა ხეიქნება თუ ამაღლებული ადგილი, რომლის უკანაც შეგეძლებათ დამალვა და მოქმედების ქულების შევსება. ყოველ მოსახვევში შესვლის დროს თქვენ ყოველთვის იმაზე იფიქრებთ, თუ რამოხდება უფრო ჩქარა: მოასწრებ ერთ გასროლას, თუ გვერდიდან გეცემა რაღაც უზარმაზარი მონსტრი და მოგაჭამს ნახევარ მხარეს და მერე მოგიწევს ქვევრის წებოს ძებნა.
დიდ დისტანციებზე V.A.T.S.-სი პირიქით, პრაქტიკულად გამოუსადეგარი ხდება: გარტყმის პროცენტული მაჩვენებელი სნაიპერის ვინტოვკის გამოყენებითაც ძალიან მცირდება.

Pip-Boy 3000
ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ კარიკატურული ადამიანი, რომელიც აფორმებს გმირის შესაძლებლობებს და მონაცემებს, - არის Pip-Boy. სინამდვილეში კი მისი სახელია Vault Boy, და Pip-Boy წარმოადგენს პატარა კომპიუტერს, რომელიც მაგრდება ხელზე.
ყველაზე საინტერესო იდეა კი დაიბადა იქ სადაც მას არავინ ელოდა. Fallout 3-ის სამყაროში გაეკეთებინათ რამდენიმე რადიოსადგური და მიეცათ მომხმარებლებისთვის საშუალება Pip-Boy-ის გამოყენებით მათი მოსმენისა - თითქმის გენიალური გადაწყვეტილება. მაგალითად სეირნობა განადგურებულ სამყაროში და ელა ფიჯერალდის მოსმენა, აღმოჩდა ჩვენდა გასაოცრად ძალიან სასიამოვნო. მაგრამ ტრეკ-ლისტი სამწუხაროდ ძალიან პატარაა და
რამდენიმე საათსი იგი ზეპირად გამახსოვრდება.
ერთ-ერთ რადიო სადგურის წამყვანი რეგულარულად უკეთებს კომენტარს ჩვენს მოქმედებებს. მაგალითად როდესაც დაასრულებთ რაიმე დავალებას, დაახლოებით ერთ საათში გესმით: «დღეს მისტიკური უცნობმი 101-თე თავშესაფარიდან, რატომღაც შევიდა მონებით მოვაჭრეთა რაიონში Paradise Falls-ში და სასიკვდილოდ გაუსწორდა იქაურ არამზადებს. ესე გააგრძელე 101-თე!» ძალიან წამახალისებლად ჟღერს, დამეთანხმებით ალბათ.

>>>

ერთი სიტყვით, Fallout 3 - ძალიან კარგი თამაში გახლავთ. ფორმით ეს სულ სხვა თამაშია, საიდანაც ობლივიონის ყურები ყველა მხიდან ჩანს. მაგრამ შიგთავსით (ამ შემთხვევაში ეს ფაქტორი ბევრად მნიშვნელოვანია) - ეს ისევ ის ძველი Fallout-ია, რომელიც ჩვენ 10 წლის მერეც აღფრთოვანების გრძნობას გვანიჭებს. ეს არის ძლიერი, ატმოსფერული, ადგილებში სასაცილო და არა პოლიტკორექტული (ნარკოტიკები, ჩეხვა, კანიბალიზმი, რასისტული დამოკიდებულება მუტანტებისადმი - ეს ყველაფერი ადგილზეა), მაგრამ მთავარი მაინც - ფენომენალურად ჩამთრევი თავგადასავალია. თამაშს შეგიძლიათ წაუყენოთ ბევრი უარყოფითი პრეტენზია, მაგრამ დადებითი მაინც ბევრად მეტი დარჩება და დიდი ძალისხმევის გარეშე გადაწონის ყველა უარყოფით ფაქტორს. Welcome to the Wasteland.

>>>

  • მრავალჯერ დახურვის პერსპექტივა --- კი
  • კარგი სიუჟეტი --- კი
  • ორიგინალურობა --- არა
  • გაამართლა მოლოდინი --- 90%
  • გეიმფლეი --- 9
  • გრაფიკა --- 8
  • ხმა და მუსიკა --- 8
  • ინტერფეისი და მართვა --- 8
  • Game Over-ის რეიტინგი --- 8.9
© Riddick

BoromiR
Posts: 638

Fallout 3

Unread post#2 » 21 Jul 2009 17:51

one of the best games i have ever frakking played!

Forve
Posts: 62

Fallout 3

Unread post#3 » 25 Aug 2009 23:33

გიჯისავით ვეჯექი ერთი კვირა ამ ტამაშს, მაგრად მომწონდა

მარა ვინც ამას ენდინგები მიუფიქრდა ცოლი უნდა გადაუქციო Ghoulად

Riddick
Posts: 11690

Fallout 3

Unread post#4 » 24 Sep 2009 02:12

კი მარა ამას ძაან ბევრი ენდინგიაქ :)
და რამაინტერესებს ვინმემ ხოარიცით ძაღლი ნაპარნიკად სად ავიყვანო ?

Hexblade
Posts: 103

Fallout 3

Unread post#5 » 09 Nov 2009 13:40

ხოდა გოტი (გეიმ ოფ ზე იერ) გადმოვიწერე და ყველაზე მაგრად 4 ადონიდან ბროუქენ სტილ მომეწონა ჯერჯერობით, მარტო პოინტ ლუკაუთ არ მითამაშია, ხოდა ეხლა ექსპლორერის პერკი ავიღე და ყველა ლოკაცია გახსნა რუკაზე და ვსო, მივადექი ეხლა :D

ძალიან მაგარია რა, ეს არი რაც არი პოსტ-აპოკალიპტური თამაში.

ხოდა ძაღლი სკრაპიარდში ვიპოვე მე, მაგარი კაცია, კიდე 1 პერკი მაქ თუ მოკვდება ძაღლი მაგის ლეკვს ვიშოვი...

მაგარი სტატიაა რიდიკ, ადრეც წავიკითხე, მაგრამ რატო არ დავპოსტე რავი, ეხლა დავპოსტე.. ))

Riddick
Posts: 11690

Fallout 3

Unread post#6 » 09 Nov 2009 14:19

კი ეგ პერკი მეც ავიღე და მივხვდი რო ნახევარი კარტა არმქონდა ნანახი არადა დამატებების გარეშე ვერსიაში 20 lvlი ვიყავი, მარა უცებ ვინდი გადასაყენებელი გამიხდა და მივანებე თავი
სეივები მქონდა და აი კაკრას გუშინ გურილა რო დავხურე ჩაუჯექი ამას
მარა გურილას მერე ძაან ნუდნი მომეჩვენა :) და ეხა უნდა მივეჩვიო ჯერ

Forve
Posts: 62

Fallout 3

Unread post#7 » 27 Dec 2009 19:56

Riddick wrote:კი მარა ამას ძაან ბევრი ენდინგიაქ

არაა ბევრი ენდინგი მაინც და მაინც...საიდ ქვესტებზე კიდე უბრალოდ სხვა და სხვა სურთებს განახებს და არაფერს ამბობს

ყველა მაქვს ნანახი და ბლეჰ არაფერი განსაკუთრებული...
აი ენდინგები ისეთი უნდა როგორც არკანუმშია, და ეგეთს ველოდი რატომღაც მარა დიდი იმედ გაცრუება მომელოდა...
ძაღლი კიდე აი აგრეაა http://fallout.wikia.com/wiki/File:Scrapyard_loc.png მე თვითონ არ მინახავს მემგონ ისართოდ არ ვყოფილვარ მანდ

Dogmeat is found in the Scrapyard south of Minefield. He is found attacking and killing several raiders, but approaches the player peacefully and will join him if asked.
ლოლ ეს მაგარი პრიკოლი კიდე ძაღლზე

If the user opts for the Puppies! perk then after his death Dogmeat's Puppy spawns at the location of his death and/or in front of Vault 101. Exploitation of this perk is probably the easiest way to get multiple followers.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Re: Fallout 3

Unread post#8 » 07 Nov 2017 11:26

თამაშის გამოსვლის დროს მეტად შოკირებული ვიყავი, რო ჩავრთე, ეკრანიდან მწვანე სითესლე იღვრებოდა ჩემზე და უზომოდ მოვიხიბლე (მერე რა რომ მიქრეშავდა).

ეხლა, ამდენი წლის შემდეგ, საღად შეფასებისას ამ თამაშის, აშკარაა რომ თავისი დროისთვის ერთგვარი პრარივი იყო (ასეთი კლასიკური ერპიჯის გადმოტანა 3დში, თან მაშინ), მაგრამ დღევანდელი და ასევე ობიექტური პერსპექტივიდან თამაში სუსტია.

ბაგები და ანიმაცია – რახანც ეს სავიზიტო ბარათია სტუდიის, გავატარებ (კითხვაა, როდემდე)

ისტორია – თამაშის ბოლო ქვესტი – მისდიე დიდ რობოტს და გააკეთე არჩევანი, რომელიც უმარტივეს 'ან მოკალი, ან არ მოკლა' –მდე დადის. ალაგ–ალაგ საინტერესო, მართლა ძალიან საინტერესო და ანტურაჟისთვის ზუსტი ქვესტებია (მოწამლული ვოლტები, ბებერი ქალბატონის ვიოლინოს პოვნა და ა.შ.) მაგრამ საერთო ჯამში სიცარიელის შეგრძნებაა.

ბალანსი, ორთაბრძოლა – ოკეი. გარკვეულ ეტაპამდე თამაშში არის ჩელენჯი, თუმც ბოლოს იმდენი ნივთია, იმდენი იარაღი, იმდენი ფული, უეცრად აღოაჩენ რომ ქვესტების 30% მაინც დაგრჩა და უკვე ლეველ ქეპზე ხარ და პროგრესსზე დამყარებული თამაშში მუღამს გიკლავს (კარქია რომ ვნახე ბრძანება, ქეპის გასაზრდელად).

ეს ყველაფერი კიდევ უფრო მდორედ ჩანს, როდესაც ნიუ ვეგასი ვითამაშე ზუსტად ამის შემდეგ.

Riddick
Posts: 11690

Re: Fallout 3

Unread post#9 » 07 Nov 2017 12:14

ამ თამაშის ყველაზე დიდი ფასეულობა ჩემთვის მაინც გახსნილი სამყაროა. ეგრე ჯიგრულად, სტილით და გემოვნებიანად დახატული პოსტაპოკალიფსი კაიხანი არ იქნება კიდე. მარა მაგაში არ შედის შიდა ლოკაციები და მეტრო. იმენა ქალაქის და უდაბნოს ზედაპირს ვგულისხმობ. დაჟე ორჯერ და სამჯერ პატარა რო ყოფილიყო და უფრო ხარისხიანად შევსებული ერთერთი საუკეთესო ვეში იქნებოდა ჟანრში.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 14 guests


cron