The Last Guardian, შთაბეჭდილება

Reviews / Retrospectives / Analysis / Interviews /
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

The Last Guardian

Unread post#1 » 20 Jul 2017 21:37

>>>
The Last Guardian - ამ თამაშის შესახებ რო პირველად გავიგე ვიყავი ოცდაორი წლის და რო ვითამაშე ოცდათერთმეტის. ანუ ჩემი ცხოვრების ერთი მესამედი დაჭირდა დეველოპმენტს და ზუსტად ამ ცხრა წელიწადში მომხდარი პირადი მოვლენების გახსენებით შემილია იმის დაახლოებითი მიხვედრა თუ რამხელა გზა გაიარა Triko'მ The Last Guardian'მდე. ეს რეალურად ხანგრძლივი ისტორიაა რომელიც ამ თამაშის ჩრდილში დარჩება. Fumito Ueda'ს ბიოგრაფიას არ ვიცნობ, არც ის ვიცი თუ რისი გადალახვა დასჭირდა The Last Guardian მოთამაშემდე მისატანად, მაგრამ გულახდილად ვეტყოდი, რომ მისი უდიდესი დამსახურებების მიუხედავად, მსგავსი უნიკალური გრძნობების განცდის მოლოდინი მაინც არ მქონია.

თვითონ თამაშის და მსგავსი ხელოვნების ერთად მოსვლის ფაქტი ლამაზია, რადგან მძიმეს და მიუვალს უცებ მარტივში და გასაგებში თარგმნის. იგი თითქოს თითონაც თამაშით იწყებს, მაგრამ ხვდები, რომ მთელი პროცესის განმავლობაში რაღაც რთულის თქმა უნდა და არ გეუბნება. სადღაც მიყავხარ, მისვლას კი არ ჩქარობს. ტრიკო თითქოს უბრალოდ ერთობა შენთან ერთად, ცდილობს გამოიყენოს დრო და კიდევ ცოტახანი დატკბეს ცხოვრებით. მან კარგად იცის, რომ დაუნდობელი სიმართლე თავის ადგილას დარჩება, უანგარო მეგობრობის დრო კი ვინ იცის, შეიძლება აღარც მოვიდეს.

თამაშში ცხოველის და ბავშვის ურთიერთობა ცენტრალური მომენტია, რომელიც როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე შინაარსობრივი დატვითვით დაუჯერებლად უნიკალურია.

>>>
ბიჭი უსახელოა - მოთამაშის ბავშობის ანარეკლივით. ტრიკო მითიური არსება - ძაღლი რომელზეც პატარაობაში ყველა ოცნებობს. ძაღლი ისეთი როგორიც იგი პატარობაში წარმოგიდგენია.
მაგრამ არ იფიქროთ რომ ერთმანეთის გაცნობა ადვილად მოდის. მეგობრობას რაიმე საერთო ჭირდება. ერთად გავლილ გზას და მოულოდნელ წინაღობებს კი ეს ყველაფერი ბუნებრივად და ნელნელა შემოაქვთ თამაშში. ცხოველი ეტაპობრივად იწყებს ბავშვის და მისი მინიშნებების აღქმას. თავიდან თუ პროსტა კიდია, ბოლოს ერთი მთლიანი ორგანიზმივით გაგაქვთ თავი. მტერიც და წარმატებაც საეთოა, როგორც ტრიკოს ყველა ნაიარევი. პასუხისმგებლობის გრძნობა დიდი, ისეთივე როგორც ახლო მეგობართან ერთად რთულ გარემოში მოხვედრისას.

გარემოს ვიზუალური ხასიათიც გაუგებარია თავიდან, იგი ცივი და მიუწვდომელია. ძალაუნებურად ძველი დიდების განცდა გეუფლება. იქ ყოფნა არ მოგწონს, მაგრამ გაინტერესებს. ეხა, თამაშის დამთავრებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, შემილია ვთქვა რო უაღრესად სწორ განწყობას ქმნის მოქმედების ადგილი, მაგრამ მოგზაურობას რო იწყებ ეს ყველაფერი უკანა ფონზე დევს და "ხმას არ იღებს", გაკვირდება, შენ მისთვის უცხო ხარ, მან შენი გამოყენება ჯერ არ იცის...

The Last Guardian ისეთი ტიპის თამაშია რომელზეც ბევრის ლაპარაკი არასდროს არ იქნება საჭირო. ეს არი ფასეულობა რომელიც არ ელოდება შენს დაფასებას, იგი თავის თავშივე ღირსეული და განცალკევებულია. რაღაც დიდი კლასიკის მსგავსად. ერთადერთი რაც შეგილია რო ქნა უბრალოდ დაიჭირო მისი ნაამბობის ანალოგია, მოარგო რეალობას და იმ შემთხვევაში თუ ტრიკომ მოგიტაცა იცოდე, რომ უბრალოდ შენი დახმარება ჭირდება.

მოგზაურობიდან წამოღებული ფოტო მასალა:
მოქმედების ადგილი ერთი შეხედვით დარკ სოულსაც საკაიფოდ გავს, თან რაღაც მაიას კულტურის ზეგავლენაც ჩანს მგონი https://imgur.com/DJZzlDu . https://imgur.com/pz2hWXG
სიმწვანე, აქაც ისევე აღიქმება როგორც ჩვენთვის ქალაქიდან ბუნებაში გასვლა https://imgur.com/kYfZfXV . https://imgur.com/WFsQAS8 . http://imgur.com/a/h2luO
თამაშის ძალიან ჩვეული სიტუაციები https://imgur.com/LC5ZsrF . https://imgur.com/PDtVveI . http://i.imgur.com/nsgSpcS.png
მაგრამ ხანდახან ესეთებიც მოგვდის https://imgur.com/8Jhtuj9
დაძველებულ ნივთს როაქ ხოლმე ძველი იერის რაღაც პატარა, მაგრამ ნამდვილი ელემენტები შენარჩუნებული, ეგეთი სტილის და სილამაზის არი თელი თამაში http://imgur.com/v6p7gU5 . http://i.imgur.com/BCEwlKi.png
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3592
Contact:

Re: The Last Guardian

Unread post#2 » 21 Jul 2017 23:34

ვახ კაია რომ გაამართლა, ასე გაწელილი თამაშები ცუდად გვაქვს დაცდილი და დასანანი იქნებოდა ძაან რომ ვერ შეკრულიყო ბოლოს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: The Last Guardian

Unread post#3 » 22 Jul 2017 13:16

რო ნახულობ უშუალოდ შიგნით რაც ხდება მარტივად ხედავ რატო შეიძლება ამდენხანს რო გაჭედილიყვნენ. თითონ ცხოველის და ბავშვის ურთიერთქმედებია იმდენად რთული მექანიზმია, რომ მომენტებში საერთოდ ვერ ხვდები რანაირად მუშაობს და რაღაც მაგიასავით მოდის. პროგრამისტებს მთელი მემკვიდრეობა ექნებათ ამ თამაშის გარშემო დატოვებული.

როგორი რამეა იცი, აი პიქსარის ხარისხიან მულტფილმზე რო იცი რო კარგი იქნება და იმდენად რო ხარ მაგაში დარწმულებული რო ყურების დაწყება გეზარება - ეგეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემზე, მარა გაოცება კაკრას იმან გამოიწვია რო შინაარსობრივი და ვიზუალური დამსახურებების გარდა ჩისტა გეიმფლეი ექსფერენსია ისეთი რომელიც არაფერს არ გავს.
კვაზი-mode

User avatar
Ripster
Posts: 1334
Contact:

Re: The Last Guardian

Unread post#4 » 29 Jul 2017 23:57

ისეთი თამაშია რომ ვერ ვაწყობ წინადადებებს როგორ გადმოვცე ჩემი დამოკიდებულება.
რიდიკ ჩემი პატივისცემა შენ, რომ შეძელი ეს ამბავი და თან ასე კარგად.
ვფიქრობ ვისაც ხელი მიუწვდება, ყველამ უნდა ითამაშოს აბსოლუტურად. ძალიან ლამაზი, თბილი და ახლო რამეა.

თვითონ ტრიკოზე რომ გაამახვილე ყურადღება ძალიან მესიამოვნა. ვთამაშობდი და მართლა ძალიან დიდ შთაბეჭდილების ქვეშ მოვხვდი როგორ მოქმედებდა და მართლაც რომ "არსებობდა" ეს ცხოველი ჩვენთან ერთად. თამაშების ინდუსტრიაში ყველაზე "ცოცხალი" პერსონაჟია საერთოდ

დამთავრდა და თინეიჯერი გოგოსავით ცრემლები ვღვარე ;დ
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: The Last Guardian

Unread post#5 » 30 Jul 2017 12:44

ისეთი დონის თამაშია რო გარკვეული პერიოდი დაჭირდება სანამ კარგად გამოჩნდება რაზეა და რა მიზნით შეიქმნა. იმ გარემოში სადაც ადამიანს თავის ბუნებრივი, უვნებელი სურვილებს დკმაყოფილების ძიება პირდაპირ მაწამებელ ხაფანგებთან მიიყვანს, ყოველთვის ესეთი სისტემა დაიხატება. სისტემა აგებული შეცდომაში შეყვანილი ხალხის მეშვეობით. თამაშის ორივე პერსონაჟი უაღრესად დადებითია, ხოლო ტრაგედია კი იმაში მდგომარეობს, რომ მათი ეს კეთილგანწყობა ბოლომდე მათ წინააღმდეგ არი მიმართული. ხო არ გაგონებთ რამეს? ))
კვაზი-mode

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 4 guests

cron