Monument Valley, მიმოხილვა

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
User avatar
Riddick
Posts: 9371
Contact:

Monument Valley

Unread post#1 » 29 Mar 2016 00:50

Monument Valley
>>>

ძაან შორიდან დაწება არ მინდა, მარა ერთი მომენტის არ თქმა არ გამოავა. მთელი ბავშობა, რაც პირველად Game Boy გავიგე და ვნახე რა იყო, ყოველთვის მინდოდა ისეთი პორტატული კონსოლი, რომელსაც პირველ რიგში ექნებოდა "განათებული ეკრანი" (Game Boy-ის ყომარი ძირითადად სანთლის შუქზე ხდებოდა) და იქნებოდა მართლა პორტატული. ანუ თან-სატარებლად პრაქტიკული. და რაც მთავარია, მასზე არ მომიწევდა ტეტრისის თამაში, რომელიც ყოველთვის მეზიზღებოდა )) ან ვის რათ უნდოდა ტეტრისი, როცა იცოდი რა იყო Super Mario Land - ნამდვილი ედვენჩერი, სრულფასოვანი თამაში. ხოდა ამ სრულფასოვანი თამაშების პორტატულ მოწყობილობებზე ძებნა რაღაც ვეღარ აეწყო სამომავლოთ და უბრალო ტკბილ მოგონებას ჩაბარდა. ჩაბარდა სანამ ვითამაშებდი თამაშს, რომელმაც ეს ყველაფერი გააცოცხლა და ამდენი მომაგონებინა. ეს გახლავთ Monument Valley - ინდი სტუდია Ustwo მიერ შექმნილი, ფანტასტიურად ლამაზი ფაზლი. ხოლო სანამ უშუალოდ შთაბეჭდილებაზე გადავალ, მინდა ვიკიპედიიდან წამოღებული, მცირე რეზუმე შემოგთავაზოთ, ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად.

თამაშის დეველოპმენტი 2013 წელს, კომპანიის არტისტის, Ken Wong-ის მიერ დახატული კონცეფტების მიხედვით დაიწყო. Monument Valley ვიზუალური სტილი შთაგონებულია იაპონური ფერწერიდან, მინიმალისტური სკულპტურებიდან, ასევე ისეთი ინდი თამაშებიდან როგორიცაა Windosill, Fez, Sword & Sworcery, ხოლო კრიტიკოსების მიერ შედარებულ იქნა M. C. Escher ნამუშევრებთან და 2008 წელს PlayStation 3 გამოსულ მეორე ფაზლთან, სახელად Echochrome.

თამაში დაყოფილია სამ ნაწილად - Monument Valley Original + Forgotten Shores + Ida's Dream. ანუ ორიგინალი და ორი დამატება, რაც მთლიანობაში ქმნის კარგი PC ინდი პროექტის წონის პროდუქტს. თან მთავარი მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა მათგანი როგორც ვიზუალურად, ასევე ფაზლების სტრუქტურითაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს განსხვავება იძლევა მრავალფეროვნების და სიღრმის შეგრძნებას, რომელიც სასიამოვნო ბონუსად ემატება თამაშის ძირითად იდეას, რომელიც შემდეგში მდგომარეობს. თამაში აკეთებს ძალიან მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან საქმეს. არ ბაძავს დიდ თამაშებს. ის უბრალოდ აჩენს თვითონ თაჩ სქრინისთვის შესაფერის გეიმფლეის პლიუსებს.

hi
>>>

Monument Valley ფაზლები გათვლილია იმაზე, რომ შენ მათ "უშუალოდ" შეეხო და გარდაქმნა ისინი. ფაქტიურად ხელით იგრძნო მთელი ტურის წყობა და დეველოპერების შესანიშნავი ნიჭი, რომლებიც იდეალურად ბალანსირებენ სირთულის და მრავალფეროვნების ელემენტებზე. თამაში პირველი წამიდან, ბოლო წამამდე ერთი დიდი, მედიტაციური, განტვირთვის და უჩვეულო აზროვნების გამოცდილებაა. მე ძალიან ვაფასებ The Witness, თამაშს რომელიც ინტელექტის და აზროვნების ნამდვილად დიდ გამოცდას გავს, მაგრამ მომენტებში მტკივნეული და ერთფეროვანია. ამ დროს მოდის მისი უმცროსი მეწყვილე და ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ასწავლის ბატონ Blow-ს. კერძოდ კი, თუ როგორი უნდა იყოს "ჯილდო" ფაზლის ამოხსნისთვის - ვიზუალური დღესასწაული, რომელიც Monument Valley-ში თითქმის თითის ყველა მოძრაობას მოყვება. შრომა გიფასდება იმ სილამაზით რომელიც შენ თვალწინ იშლება და აქ არაა საჭირო არანაირი ეჩივმენტი. ეჩივმენტია თვითონ იმ სილამაზის ნახვაა რომელმაც მხატვარმა და დიზაინერმა ფაზლის "უკან" ჩადეს. სილამაზე. Journey. დაუვიწყარი ვიზუალური და ემოციური თავგადასავალი, რომელიც უდაბნოში ვითარდება და წყალივით აკლია, მისი მხატვრული მხარის სიმაღლის, დასამახსოვრებელი გეიმფლეი ელემენტები. და კვლავ პრინცესა Ida-ს ამბავს დაუბრუნდები. მინიმალიზმით სავსე, ულამაზესი ფორმები, ფერები და მათი მეშვეობით შექმნილი ვიზუალური თავსატეხები, გამოყვანილი ფაზლის ძირითად მექანიკად. რომელსაც შეუძლია, რომ სმარტფონი თივითონ ჟანრი ფაზლის, ან თავსატეხის, ან თუნდაც თანამედროვე "ფოინთ ენდ ქლიქლის" ძირითად პლადფორმად აქციოს.

ესაა პირველი მიმოხილვა რომელიც მობილურის თამაშზე დავწერე და დავწერე სიამოვნებით. რეალურად მინდა, რომ მალე მოხდეს გარდატეხა და სმარტფონი, უაზრო მიმბაძველობიდან, ინდივიდუალური კონსოლის ფაზაში გადავიდეს, სადაც ბევრი ისეთი ბრილიანტი იქნება როგორიც Monument Valley-ა.

პ.ს. სტატიას სპეციალურად არ მოვაყოლე სქრინები, მინდოდა, რომ წარმოსახვაში გქონოდათ ის რაზეც ვლაპარაკობდი, რადგან ბოლოს უშუალოდ რეალურ სურათს შეადაროთ: http://i.imgur.com/Ke0cIgT.jpg / http://i.imgur.com/6nOGq8U.jpg / http://i.imgur.com/rYGI4Cg.jpg / http://i.imgur.com/aqFpCCe.jpg / http://i.imgur.com/j07DXEg.jpg / http://i.imgur.com/JhhaiN2.jpg / http://i.imgur.com/KQcbdlO.jpg / http://i.imgur.com/m2GroxG.jpg / http://i.imgur.com/tWQCMO1.jpg / http://i.imgur.com/SLUVWOI.jpg (ჩემი გადაღებულია).
ეს კი ერთი მორიდებული ვოლფეიფერი :waveo:

User avatar
SLaYeR
Posts: 4778
Contact:

Re: Monument Valley

Unread post#2 » 29 Mar 2016 01:11

ძალიან ლამაზია, Fez-ს რო აღმოსავლური touch დაუმატო მაგას გავს. ვთამაშობდი და მერე რატომღაც დავდროპე, თითონ სტრუქტურა იყო ფაზლების ერთი და იგივე და მომბეზრდასავით, შეიძლება პატარა ეკრანის ბრალი იყო მარა ტელეფონის დარესეტების მერე აღარ გავაგრძელე. თითონ მექანიკა ძალიან მომწონს, პლატფორმებზე მოძრაობა და დალაგება, რაღაცას რო უყურებ და უცებ ხედვას შეცვლი და სხვანაირად აღიქვავ ყველაფერს, რაც თავისთავად ფაზლის გაკეთებაში გეხმარება.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 18 guests

cron